არა ფობიას!
#2 (42), 12-18 იანვარი, 2015
კვირის ფრაზა

Sharl Ebdo - ძალადობის გამართლება

კვირის ქრონიკა, 12-18 იანვარი

სანდრო ბრეგაძე, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე: "ის ექსტრემისტები, რომლებმაც 7 იანვარს პარიზში გაუგონარი სისასტიკის დანაშაული ჩაიდინეს, ანალოგი არიან იმ ხალხისა, რომლებიც ჩვენთან შეურაცხყოფას აყენებენ მართლმადიდებლურ რწმენას, ეკლესიასა და პატრიარქს... ამიტომ ეს ვინმე ვაჭარაძე თამამად შეიძლება ჩავწეროთ ქრისტიანობის წინააღმდეგ მებრძოლ ექსტრემისტ-ტერორისტთა რიგებში!!!"

კვირის მიმოხილვა

12 -18 იანვრის პერიოდში მონიტორინგის შედეგად შემდეგი ფაქტები გამოიკვეთა: ძალადობისკენ მოწოდება (6); ძალადობის გამართლება, რაც "შარლი ებდოზე" განხორცილებულ ტერაქტს და ქართულ კონტექსტში სასულიერო პირების მიმართ გამოხატულ კრიტიკას უკავშირდებოდა (6), აქედან 1 შემთხვევაში წყარო პოლიტიკური თანამდებობის პირი (დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე), 2 შემთხვევაში კი მედია ("ასავალ-დასავალი", Geword.ge) იყო; რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის საბაბით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, 

მათ შორის ადგილობრივ კონტექსტში (ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის და ორგანიზაცია "იდენტობის" ხელმძღვანელის განცხადებები საპატრიარქოსთან დაკავშირებით) (8, აქედან 4 მედიის მხრიდან); რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია (1); ქსენოფობია (4); არმენოფობია (2); რუსულ წყაროზე დაყრდნობით სომხურ საკულტო ნაგებობებთან დაკავშირებით გავრცელებული გადაუმოწმებელი ინფორმაცია (8); ეთნიკური იდენტობის დაუსაბუთებელი მითითება (2); ჰომოფობია (6); გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია (2); ანტიდასავლური განწყობები (12).

ძალადობისკენ მოწოდება

ალია, 16-19 იანვარი და Geworld.ge, 18 იანვარი

ელიზბარ დიაკონიძე, დიაკონი: "აი, მაგ ვაჭარაძეს მე, პირადად, სადაც ვნახავ, ცხვირ-პირს დავამტვრევ... "ალიას" საშუალებით ვაფრთხილებ, თუ დამინახავს, ქუჩის სხვა მხარეს გადავიდეს და ფრთხილად იყოს, არსად გადამეყაროს!.. ეს იქნება მაგალითი სხვებისთვის, რომ თურმე სჯიან ყველას, ვინც საპატრიარქოს და უწმინდესს აბუჩად და მასხრად იგდებს...

მრევლმა უნდა აკეთოს ის, რაც უკეთებია ისტორიულად: როცა შენს დედაეკლესიასა და შენს საპატრიარქო ტახტს შეგიგინებენ, ის კაცი ღირსია იმისა, რომ ის ადამიანი მოკვეთილი იქნას საზოგადოებიდან." 

ასავალ-დასავალი, 12-18 იანვარი

დავით სოლომონიშვილი, ვაზისუბნის მკვიდრი: "ის არ მირჩევნია, [მამუკა] ხაზარაძეს დავცე თოფი და მოვკლა, ვიდრე ჩემი შვილები შიმშილით დაიხოცნონ?" 

Geworld.ge, 14 იანვარი

თამაზ ჭიღლაძე, ისლამური სახელმწიფოს სახელით მებრძოლი: “საქართველოს ქააფირებს მივმართავ, 

რომლებმაც ისლამისა და მუსლიმანების წინააღმდეგ რამე ჩაიდინეთ ნატოს მისიებით ერაყში, ავღანეთში, აფრიკაში თუ საქართველოში... ამ ყველაფერზე პასუხს აგებთ თქვენი ბინძური ქააფირი სისხლით"... 

ალია, 13 იანვარი

თამაზ ჭიღლაძე, ისლამური სახელმწიფოს სახელით მებრძოლი: "არ გაბედოთ რომელიმე მუსლიმან ძმაზე ხელის აღმართვა ან რომელიმე მეჩეთზე ან ნებისმიერ თემაზე, სადაც ისლამი ურევია, თორე ერთ დღეს რომ საქართველოში შავი დროშები აფრიალდება, გასაქცევს მოძებნით. გპირდებით დაჩოქილ ვედრებას დაგაწყებინებთ ტელევიზიით. გაჩენას ინანებთ, თქვე ვირთხებო თქვენა."

ასავალ-დასავალი, 12-18 იანვარი

ჯაბა ხუბუა, ჟურნალისტი: "ნაცებო, თქვე უბედურებო, ხელის გატოკება და საქართველოში სისხლიღვრის მოწყობა არ გაბედოთ, თორემ ქართველი ხალხი თქვენი დამწვარი გვამებით ირბენენ თბილისის ქუჩებში!" 

საქინფორმი, 15 იანვარი

გია კორკოტაშვილი, რადიოწამყვანი: "ქართველი კაცი სისხლის ბოლო წვეთს დაღვრის, მაგრამ "ნაცების" მობრუნებას არ დაუშვებს. თუ სამოქალაქო ომი დაიწყო, ქვეყანა უკან კი დაიხევს, მაგრამ "ნაციონალებისა" და კოჰაბიტანტი ,,ოცნებისგან'' გათავისუფლდება. მართლა სისხლი დაიღვრება!"

Sharl Ebdo - ძალადობის გამართლება

ასავალ-დასავალი, 12-18 იანვარი

ჩვენ არ ვართ „შარლი ებდოები“! ჩვენ ვართ „ასავალ-დასავალი“!

ობიექტივი, ღამის სტუდია, 15 იანვარი

ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: "აი ასეთი კარიკატურა, ეს შეურაცხმყოფელი კარიკატურა, არ ვამბობ ეხლა ზეციურ მამაზე, ჩვენი მამების რომ გააკეთონ... შეიძლება იმაზე უარესი დავმართო, ვიდრე იმ თორმეტ ჟურნალისტს დაემართა... თორმეტს კი არა თორმეტი ათას ჟურნალისტს დავალაგებ აი ესე შტაპელებად."

Geworld.ge, 14 იანვარი

გიორგი კორძაძე, ავტორი: „მე ამ მკვლელობით გაოგნებული არ ვარ! ჩემი ადამიანური არსი ვერ შეიცოდებს ამ სულიერად გახრწნილ, დეგრადირებულათ მარაზმატიკოსს... მოთმინების ფიალა აივსო 7 იანვარს და ღმერთის, სიწმინდეების მგმობელებმა საკადრისი პასუხი მიიღეს!”

კვირის ქრონიკა, 12-18 იანვარი

ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველთა გაერთიანება: "ვაფრთხილებ იმ ადამიანებს, ნუ ეთამაშებიან ცეცხლს! ჩვენი საზოგადოება ღვთისმშობელსა და იესოზე კარიკატურას ნამდვილად ვერ აიტანს... ჩვენ ამას არ დავუშვებთ, საქართველოში ეს არ გავა!"

უფლებადამცველთა გაერთიანება: "...ზოგიერთ ავადმყოფს ვურჩევ, რაიმე მსგავსის გაკეთება არც გაიფიქროს! ის ვინც ქართველი ხალხის წინააღმდეგ წავა უმკაცრესად დაისჯება."

ალია, 16-19 იანვარი

მიშა გომიაშვილი, მსახიობი: "... არანაკლებ დანაშაულს სჩადიან ის ადამიანები, რომლებმაც იციან, რა საშინელება შეიძლება მოჰყვეს მათ გამონათქვამს, მათ საქციელს და მიუხედავად იმისა, მაინც პროვოცირებენ ტერორისტებს"...

რელიგიური გრძნობები

ნეტგაზეთი, 17 იანვარი

საპატრიარქოს განცხადება: "როგორც არა აქვს გამართლება ე.წ. ლინჩის წესით გასამართლებასა და ტერორიზმს, რა მოტივითაც არ უნდა იყოს იგი განპირობებული, ასევე დაუშვებელი და დასაგმობია, როგორც მუსლიმების, ისე, საერთოდ, ნებისმიერი რელიგიის სიწმინდის რაიმე ფორმით შეურაცხყოფა. ასეთი ქმედებების შედეგები შეიძლება კატასტროფული აღმოჩნდეს არამხოლოდ რომელიმე ქვეყნისათვის, არამედ მთელი რეგიონისა და მსოფლიოსათვისაც კი და ეს ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს."

ალია, 13 იანვარი

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: "ტერორიზმი დასაგმობია, მაგრამ, მეორე მხრივ, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დღევანდელ სამყაროში დაუშვებელია. ეს ყველა ქვეყანაში მათ შორის ჩვენთანაც, არის დანაშაული და ეს უპასუხო არ დარჩება...

ის რაც, გააკეთა ფრანგულმა პრესამ ეს მოდურ ტრენდად არ უნდა იქცეს, ეს არის ძალიან სახიფათო. საფრანგეთში მომხდარი მარში კი შეიძლება ვინმემ ისე გაიგოს, რომ ეს კარიკატურების ხატვა კარგი ყოფილა და ამან მიიღოს ტოტალური ხასიათი. საქართველოში ფსევდოლიბერალებსაც შეიძლება გაუჩნდეთ არაჯანსაღი სურვილები, რაც სტიმულს მისცემს, ტერორიზმის საფრთხემ ვირტუალური სამყაროდან რეალობაში გადმოინაცვლოს." 

ასავალ-დასავალი, 12-18 იანვარი

ჯაბა ხუბუა, ჟურნალისტი: "დაბოლოს, ე.წ. ლიბერასტებმა და სექსუალური უმცირესობების დამცველებმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის წინააღმდეგ მორიგი ბინძური ტალღა ააგორეს...

სანდრო ბრეგაძე, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე: ეს არ არის არც ვაჭარაძის, არც ნინია კაკაბაძისა და სხვა ავადმყოფური აზროვნების ადამიანების ცალკეული გამოხდომები, ეს არის კარგად ორგანიზებუ;ლი და დაფინანსებული კამპანია ჩვენი ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ."

ასავალ-დასავალი, 12-18 იანვარი

ლადო სადღობელაშვილი, „თავისუფალი თაობა“: "ირაკლი ვაჭარაძე არის თანამედროვე თუთბერიძისეული არსება და მისი წინამორბედის მსგავსად, ეს ვიგინდარა არსება არის მტერი ეკლესიისა და მართლმადიდებლური სარწმუნოებისა... მე როგორც რიგითი მართლმადიდებელი, მოვითხოვ, არ მიეცეთ ასეთ არსებებს ჩემი რელიგიური მრწამსის შეურაცხყოფის უფლება. ირაკლი ვაჭარაძე, მოიხადე ბოდიში! ითხოვე პატიება! წინააღმდეგ შემთხვევაში ჩათვალეთ, „იდენტობა“ არ არსებობს!"

საქინფორმი, 12 იანვარი

არნო ხიდირბეგიშვილი, საქინფორმის მთავარი რედაქტორი: "ცუდია, რომ საქართველო და მსოფლიო დუმს,როცა აბუჩად იგდებენ მართლმადიდებლობასა და ისლამს, იესოს, მუჰდსა და ილია მეორეს, სამაგიეროდ, გაჰყვირიან სექტანტებისა და ლიბერტარიანელების უფლებების დარღვევაზე!"

ასავალ-დასავალი, 12-18 იანვარი

დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი: ... „ჟურნალისტი“ ნინია კაკაბაძე დიდი ხანია, ღვთისმგმობლების, ე.წ. მესაჯდომეებისა თუ დედათმავლების თიმსალ-მაკოდ მუშაობს და, როგორც ჩვენში იტყვიან ხოლმე, მისი საქმე ისედაც წასულია, მაგრამ ამჯერად ნინიას ნამეტანი მოუვიდა და გადაიჩეხა...

ობიექტივი, ღამის სტუდია, 12 იანვარი

ნინო რატიშვილი, წამყვანი: "ე.ი. მათ [ირაკლი ვაჭარაძე, "იდენტობა"] უნდა შეურაცყონ ჩვენი გრძნობები და ჩვენ ე.ი. უნდა ვისხდეთ ჩუმად... ვინმე ნასვამი თბილისელი ბიჭები, ან ქართველი ბიჭები, რომლებსაც აქვთ რწმენა და მათთვის პატივსაცემია საქართველოს პატრიარქი, სადმე, რომ დახვდნენ - ღმერთმა

დაიფაროს, მაგრამ აქ მხოლოდ ეს ბიჭები იქნებიან დამნაშავე?.. ნუ ხდება მათი მხრიდან ასეთი პროვოცირება."

მაყურებელი: ირაკლი ვაჭარაძეს იმ კარიკატურისტებზე ნაკლები ბოროტება არ ჩაუდენია. თქვენ სწორად თქვით, რომ აი, რომ დახვდეს მაგას ვინმე, თავზე ხელაღებული."

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია

ობიექტივი, ღამის სტუდია, 17 იანვარი

მაყურებელი: "ქართველების გარკვეული ნაწილი საერთოდ იაღოვის სექტის წარმომადგენელი გახდა და ეს ხალხი აფერხებს ქართველობის გრძნობის, აი, გაჭარმაგების პროცესს, რაც ჩვენმა წინაპრებმა დიდი საქმეებით მოიპოვეს. არ ვიცი, მათ ვინ მისცემს საერთოდ აზროვნება- განვითარების სწორ მიმართულებას." 

ქსენოფობია

რუსთავი 2, 12 იანვარი

მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი: "...თან ვის აძლევენ [ბათუმის ტექნიკური უნივერსიტეტის შნობას]?! ჩინელებს! კითხვას ვსვამ - ეს ის ხალხი არ იყო, ამდენი ხანი რომ ლაპარაკობდნენ, ყველაფერი უცხოელებს მისცესო?! ქართული განათლების კერის გადაკეთება ჩვეულებრივ ჩინურ სასტუმროდ, ბათუმის ცენტრში, ბულვარის საუკეთესო ადგილას"...

ობიექტივი, ღამის სტუდია, 15 იანვარი

ზვიად გამსახურდია, ექსპრეზიდენტი: „აფხაზი ერი ისტორიულად არასოდეს არ არსებობდა... აფხაზი ერი იყო ქართველი ერი იგივე, დასავლეთ ქართველი ერი. ხოლო ის ძველი ქრისტიანი აფხაზები, ქართველი აფხაზები, დღეს აღარ არსებობენ... აფსუა ანუ აფსარნი - ეს არის ჩრდ.კავკასიური ადიღეური მოდგმის ტომი... თუ ეს ტომი თუ ტომები ამას შეიგნებენ, ჩვენ მათ ამოვუდგებით მხარში, ოღონდ იმ პირობით, რომ აღადგინონ ისტორიული სამართლიანობა და დაგვითმონ ჩვენი მიწა-წყალი და დამკვიდრდნენ იქ, საიდანაც მობრძანდნენ.“ [საარქივო მასალ]

Geworld.ge, 14 იანვარი

ჯაბა ჟვანია, ავტორი: „სააკაშვილის ანტიქართული პოლიტიკის წყალობით, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის 170-მდე ისლამურ სახელმწიფოსთან ხომ უვიზო მიმოსვლა გვქონდა (რის შედეგადაც თბილისი არაბული ჰარამხანების ქალაქად გადაიქცა), “ბელადმა” საპრეზიდენტო ვადის ბოლო დღეებიც მაქსიმალურად გამოიყენა იმისთვის, რომ თურქეთის მოქალაქე ათასობით მუსლიმისთვის ქართული პასტორტები დაერიგებინა.“

Geworld.ge, 14 იანვარი

ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი: “უნგრელებს არ სურთ, საკუთარ ქვეყანაში რიცხობრივი უმცირესობა ნახონ, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობისგან კულტურული თავისებურებით გამოირჩევიან”.

არმენოფობია

Geworld.ge, 15 იანვარი

ჯაბა ჟვანია, ჟურნალისტი: „სომხეთში მოქმედ რიგ პოლიტიკურ ძალებსა და ოფიციალურ ერევანსაც დიადი არმენიის იდეა დღემდე რომ არ ასვენებთ და ქართულ მიწა-წყალზე თვალი ქორივით რომ უჭირავთ, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის არახალია.“

ალექსანდრე აბდალაძე, არმენოლოგი: „სომხურ წრეებს მუდამ სურდათ საქართველოს მიტაცება, ანუ მათ უნდოდათ, აღედგინათ 

ე. წ. დიდი სომხეთი, რომელიც ან არსებობდა, ან არა და ეს უნდა მომხდარიყო საქართველოს ტერიტორიების ხარჯზე... ეჩმიაძინი ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდა ანტიქართული გეგმების განხორციელებაში... რომელიმე ეკლესია, იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ ის მართლა სომხებმა ააშენეს საქართველოში, უნდა გადაიქცეს მუზეუმად და არა - მოქმედ ეკლესიად, რადგან, აქ რაც უფრო ბევრი იქნება მოქმედი სომხური ეკლესია, მით მეტად შეეცდებიან სომხები თავიანთი იდეოლოგიის დანერგვას.“

სომხური საკულტო ნაგებობების თემა

რუსულ სააგენტო „ინტერფაქსზე" დაყრდნობით მედია საშუალებებმა (ინტერპრესნიუსი, რეპორტიორი, პირველი, Geworld.ge, რეზონანსი, რუსთავი 2-ის და იმედის დღის საინფორმაციო გამოშვებები) გაავრცელეს გადაუმოწმებელი ინფორმაცია, თითქოს სომხეთმა იუნესკოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული 450 ეკლესიის სომხურად აღიარების თხოვნით მიმართა. მედია საშუალებებს საწყისი მასალის გამოქვეყნებისას, ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, არც საქართველოში სომეხთა სამოციქულო ეპარქიისთვისთვის, არც იუნესკოსთვის მიუმართავთ. აღსანიშნავია, რომ ინტერფაქსის ინფორმაცია შეიცავს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის კომენტარს, რომელიც სომეხ მეცნიერებს ისტორიის ფალსიფიცირებაში დებს ბრალს.

მოგვიანებით აღნიშნული ფაქტის უარყოფა სომხურ ეპარქიაზე დაყრდნობით გაავრცელეს სააგენტო პირველმა, გაზეთმა "რეზონანსმა" და პრესის დაიჯესტის რუბრიკაში სააგენტო ინტერპრესნიუსმა, თუმცა საწყისი გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვებ-გვერდებზე ისევ ხელმისაწვდომია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის 8 საათიან მოამბეში გასულ სიუჟეტში კი საუბარია საქართველოს პრემიერ მინისტრის სახელზე გაკეთებულ მიმართვაზე, რომლითაც სომხური ეპარქია 442 ძეგლის წარმომავლობის გარკვევას ითხოვს, თუმცა არც ამ სიუჟეტშია წარმოდგენილი თავად ეპარქიის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

ეთნიკური იდენტობის დაუსაბუთებელი მითითება

საქინფორმი, 15 იანვარი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქინფორმის ორ ინფორმაციაშია მოხსენიებული სომხური წარმომავლობის გვარით სააკიანად.

ჰომოფობია

ასავალ-დასავალი, 12-18 იანვარი

დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი: "მამათმავლობაში მხილებული მამუკა ხვედელიანი"...

კვირის ქრონიკა, 12-18 იანვარი და Geworld.ge, 13 იანვარი

გელა ზედელაშვილი, ჟურნალისტი: "კაი, ბატონებო, მამათმავლების შეფს, ირაკლი ვაჭარაძეს არაფერი მოეთხოვება, როგორც ჩანს, ოჯახში არ გაუზრდიათ და ამიტომაც აწუხებს ხორკლიანი აზრები"...

კვირის ქრონიკა, 12-18 იანვარი

ნიუპოსტი: "რუსეთში იმ დაავადებათა სია განახლდა, რომელთა მატარებლებიც მართვის მოწმობას ვერ აიღებენ. ასეთ დაავადებებს დაემატა გენდერული იდენტობის რღვევები, რომელიც ეხება ტრანსსექსუალებსა და ტრანსვესტიტებს."

ობიექტივი, ღამის სტუდი, 12 იანვარი

მაყურებელი: "თქვენ არ არქმევთ იმას ავადმყოფობას, რაც არის ავადმყოფობა, აი, მაგალითად, გადახრები".

Geworld.ge, 15 იანვარი

იაკობ ლეჟავა, ავტორი: „იყო კიდევ კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული შავი ჭირი და “ისპანკად” წოდებული გრიპი... დღეს კი ცისარტყელას ფერებით გაფორმებული ფერადი ჭირი ყველა კონტინენტზეა გადაჭიმული გიგანტურ ცისარტყელად... ბუნებაში ხომ ყველაფერს (ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ჩათვლით), სტიქიურ მოვლენებსაც კი, ორი მხარე აქვს - დადებითი და უარყოფითი, ყველაფერს, სიგარეტისა და ჰომოსექსუალიზმის გარდა!“..

ალღო, მე თუ მკითხავთ, ჩვენმა “მტერმა” - რუსეთმა აუღო, როცა ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა აკრძალა. რა, ჩვენ გვაწყენდა ანალოგიური კანონის მიღება?“

გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია

რუსთავი 2, კურიერი, 14 იანვარ

ლია მაძღარაშვილი, ტიბაანის გამგებელი: "პირადად მოვიდა [ოთარ ალადაშვილი, გამგებლობისთვის ჩატარებული კონკურსის მონაწილე] ჩემთან და მითხრა, ხო ხედავ რომ ქალი ხარო, ეს შენი შესაფერისი არ არის ეს სამსახური და ამიტომ ქალმა არ უნდა იმუშაოს აქ და წადი აქედანო".

კვირის ქრონიკა, 12-18 იანვარი

Gazeta.ua: ავტორი წიგნისა „ქალი ისლამში“ მუჰამედ ქამალ მუსტაფა მიიჩნევს, რომ ქალის ცემა უნდა მოხდეს ისე, რომ პირველ რიგში მან სულიერი ტანჯვა განიცადოს და არა ფიზიკური. წიგნში მოყვანილია პრაქტიკული რეკომენდაციებიც. კერძოდ, „დარტყმის მიყენება უნდა მოხდეს სხეულის მგრძნობიარე ნაწილებში - მუცელში, მკერდში, სახეში და ასე შემდეგ“...

კიდევ ერთი ავტორი „თანასქელებს“ არიგებს, რომ ცოლის გალახვაში მთავარია, თავად მამაკაცმა არ მიიღოს ზიანი." 

ანტიდასავლური განწყობები

ასავალ-დასავალი, 12-18 იანვარი

კახა კუკავა, „თავისუფალი საქართველო“: სანამ ჩვენ არ მივხვდებით, რომ საქართველო დასავლეთის ხელში არის პაიკი რუსეთთან გეოსტრატეგიულ თამაშში , მანამდე ვიქნებით ასეთ სავალალო მდგომარეობაში!"

ასავალ-დასავალი, 12-18 იანვარი

გია კორკოტაშვილი, გაბრაზებული მოქალაქე: "შეხედეთ როგორ გვექცევა დასავლეთი და ევროკავშირი? მოქმედი პრეზიდენტი და ექს-პრეზიდენტი, რომელიც საქართველოში სისხლისამართლებრივად დევნილია, ერთ ლოჟაში დასხეს...მეტი დაცინვა შეუძლებელია! მართლა თავზე ხომ არ უნდა დაგვასაქმონ, რომ მათ მიმართ პროტესტის გრძნობა გაგვიჩნდეს?!"

Geworld.ge, 14 იანვარი

ჯაბა ჟვანია, ავტორი: „...ვინ დაიცავს საქართველოს უსაფრთხოებას: ის ევროპა, რომელიც სიტყვის 

თავისუფლების სახელით შეურაცხყოფს ნახევარ მსოფლიოს (მუსლიმანებს, ქრისტიანებს, საზოგადოდ-რელგიას), ახორციელებს კულტურულ-იდეოლოგიურ ექსტრემისზმს და მერე ამის საპასუხოდ ისლამისტების ტეორისტული აქტებისგან საკუთარ მოქალაქეებს ვერ იცავს?! ეს, ბოდიშიდა, უნიფხვო ლიბერასტები დახვდებიან ჩვენს ქვეყანაში ცეცხლითა და მახვილით მომავალ ჯიჰადს?!"

Geworld.ge, 14 იანვარი

ვალერი კვარაცხელია, ობიქტივის წამყვანი: „ნატოს მისია იმ ადამიანების მოგონილია, რომლებიც ისეთ სიტუაციებს, ისეთ რაღაცეებს ქმნიან, როგორიც საფრანგეთში შეიქმნა ახლახან. ეს არის გეგმა ამერიკისა, რომელიც მსოფლიოზე გაბატონებას ცდილობს. ასეთ გეგმებს კი, ჩვენნაირი პატარა ქვეყნები ეწირებიან. საქართველომ ამერიკელთა გეგმას ბევრი რამ შეწირა... პოლიტიკა, რომელსაც ამერიკა კაცობრიობას თავს ახვევს, წარმოშობს იმ კატაკლიზმებს, რომლებსაც რელიგიების ჩათრევაც შეუძლია."

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი: „სუნიტური “ისლამისტური სახალიფოს” ნომერ პირველ  მტრად გამოცხადებულია ქრისტიანობა, შიიტური ირანი და ალავიტური (შიიზმის განშტოება) სირია. სწორედ ზემოჩამოთვლილი აღმსარებლობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით გააერთიანა მთელი რიგი ტერორისტული დაჯგუფებებისა ამერიკის  შეერთებულმა შტატებმა და არა მხოლოდ გააერთიანა, იდეოლოგიურ-ფინანსურ-სამხედრო “ოყნაც” გაუკეთა "კეთილშობილური" ომის საწარმოებლად."

Geworld.ge, 14 იანვარი

გიორგი კორძაძე, ავტორი: "შენ, "ცივილიზებულო"  სამყაროვ, გასუსული ხარ, როდესაც შენ მიერვე გამოზრდილი და გაწვრთნილი გაწვრთნილი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ავაზაკები ასობით ქრისტიანს თავებს აჭრიან და “ურწმუნოთა” დასაშინებლად მსხვერპლთა შიგნეულობას მიირთმევენ...

თვალი ისევ “მეპარება” “შარლი ებდოს” საზიზღრობისკენ. კვლავ ვათვალიერებ მოკლულთა “შემოქმედებას” და ვფიქრობ, აქვს თუ არა ზღვარი თანამედროვე ევროპული კულტურის გაპირუტყვებას? იმ “კულტურის”, რომელსაც დასავლელი იდეოლოგები აბორიგენი მოღალატეების დახმარებით ნერგავენ ჩემს სამშობლოში.“

Geworld.ge, 14 იანვარი

დიმიტრი მონიავა, ავტორი: "ახლა ძალზე მნიშვნელოვანია, ვამხილოთ ყველა, ვინც ცდილობს მაღალფარდოვანი ლოზუნგებით შენიღბოს ქსენოფობიასა და შეუწყნარებლობაზე აღმოცენებული ახალი ევროპული ფაშიზმის დაბადება, რომელიც, ადრე თუ ვიან, უბედურებას ჩვენს ქვეყანასაც მოუტანს.”

ობიექტივი, ღამის სტუდია, 18 იანვარი

ვალერი კვარაცხელია, წამყვანი: ”ამერიკული ძალმომრეობის არსენალში მრავალი იარაღი ფიგურირებს, მაგრამ ძირითადი მაინც ესაა: სიცრუით გაჯერებული ძალადობა და ძალადობით გამტკიცებული სიცრუე....

9 აპრილის მოვლენებიც და ისიც, რასაც მაშინ ჩვენ ეროვნულ მოძრაობას ვუწოდებდით, ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ე.წ. ცეერუს მიერ დაგემილ უზარმაზარ ანტისაბჭოთა ოპერაციაში დასავლეთის მიერ შექმნილი პატარა ფრაგმენტი, პატარა ეპიზოდი იყო და სხვა არაფერი...

ამერიკელები ებრძვიან დამოუკიდებლად წარმოქმნილ ან მათი კონტროლიდან გასულ ტერორისტულ დაჯგუფებებს, მაგრამ უხვად აფინანსებენ და აძლიერებენ მათ დაქვემდებარებაში მყოფ ტერორისტულ ორგანიზაციებს.“

ობიექტივი, ღამის სტუდია, 15 იანვარი

ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: "ეს ევროპა სულიერად გახრწნილი, დაცემული, უფალს დაშორებულია სამწუხაროდ, და ჩვენ საქართველო მაღალი კულტურის ქვეყანა ამ გზით არ უნდა წავიდეთ... უფლის გზით უნდა წავიდეთ, თორემ ვერც ამერიკა და ვერც ევროპა საქართველოს ვერ წაიყვანს წინ."

Geworld.ge, 15 იანვარი

იაკობ ლეჟავა, ავტორი: „ღმერთმა კარგად გვიმყოფოს აშშ-ის ხელისუფლება, რომელიც თავზე გვევლება და იმ ქვეყნებშიც კი სასათბურე პირობებს გვიქმნის (ფერადი თუ არაფერადი(!) რევოლუციებით და ანტიდისკრიმინაციული კანონებით), რომლებშიც, ხმას თუ ამოვიღებდით ოდესმე, არ გვეგონა... ფერადი ჭირი-ჰომოსექსუალიზმი კი, გაუმჯობესების ნაცვლად, ადამის მოდგმას ჯერ გადაგვარებით ემუქრება და  შემდეგ–გადაშენებით!"

რეზონანსი, 16 იანვარი

მამუკა არეშიძე, ექპერტი კავკასიის საკითხებში: „..თუმცა დასავლეთი ბოლო სამი საუკუნის განმავლობაში, უმძიმეს ექსპლოატაციას უწევდა მუსლიმანურ ქვეყნებს... სწორედ ამ რეგიონების კონტროლის მიზნით დასავლეთმა ფაქტობრივად ომი გააჩაღა...

ამიტომაც დასავლეთი ცდილობს კონფლიქტების გამწვავებას ხელი შეუწყოს ისეთ ქვეყნებში, სადაც ნავთობი ადვილი და იაფი მუშახელით მოიპოვება. წინა აზია ზუსტადაც რომ დასავლეთისთვის ასეთ საჭირო რეგიონს წარმოადგენს.“

საქინფორმი, 14 იანვარი

საქინფორმი არ გამორიცხავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი არ მონაწილეობდა „სოლიდარობის მარშში“ არა უსაფრთხოების მოსაზრებებით - მას უბრალოდ „რცხვენოდა“ პარიზში ჩაფრენის, რადგან ტერაქტი „ცე-რე-უ“-სა და პენტაგონის ნაშიერის - „ალ-ქაიდას“ ბოევიკების მიერ იყო მოწყობილი, რომლებაც საფრანგეთი პრეზიდენტ ოლანდის იმ განცხადების გამო დასაჯეს, რომელიც მან ტერაქტამდე 2 დღით ადრე გააკეთა.

საქინფორმი, 12 იანვარი

ალექსეი მარტინოვი, პოლიტოლოგი ...დარწმუნებულია, რომ იმ ბოევიკების უკან, რომლებმაც სისხლიანი ტერაქტი მოწყვეს ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაში, აშშ-ის სპეცსამსახურები დგას.

ბიულეტენის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-­ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID მეშვეობით

იქნა გაწეული. მის შინაარსზე პასუხისმგებელია MDF და ის შესაძლოა, არ ასახავდეს USAID-ის და აშშ-­ის მთავრობის შეხედულებებს.

მედიის განვითარების ფონდი

http://www.mdfgeorgia.ge

info@mdfgeorgia.ge

Facebook Twitter Youtube