სამოქალაქოპლატფორმა “არა ფობიამ” პატრიოტთა ალიანსის საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატის ზაზა მამალაძის რასისტულ გამოხატვაზე განცხადება გააკეთა და მოუწოდა პარტიას სიძულვილის ენა წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად არ ექცია.
|
|
MDF-ის კვლევა, რომელიც რელიგიური უმცირესობების მიმართ სიძულვილის ენის ფაქტებს ეხება, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რელიგიის თავისუფლების 2015 წლის ანგარიშში მოხვდა.
|
|
მედია მონიტორნგი
1-30 აგვისტოს მედია მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ცალკეული ფაქტები:
|
|
ობიექტივი, ღამის სტუდია, 3 აგვისტო
დავით-თარხან მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: „თურქეთი ყოველთვის იყო საფრთხე საქართველოსთვის, თურქეთი ყოველთვის იყო დამპყრობელი, თურქეთი იყო ყოველთვის მტერი საქართველოსი, თურქეთმა ქართული სისხლით გააწითლა შავი ზღვა. და ხარკის სახით, ფულის ნაცვლად ახალგაზრდა გოგოები და ბიჭები გაჰყავდათ ყოველწლიურად. ათასი წლის განმავლობაში სისხლი გაგვიშრო ჩვენ. თურქეთში არის ჩვენი მიწების 33% დღეს. ნახევარ მილიონი ქართველი ცხოვრობს, რომელთაც დააკარგვინეს რწმენა, ქართველობა, ენას ართმევენ და გვარი და სახელი აღარ იციან თავისი. არასოდეს არ იქნება თურქეთი ჩვენი მეგობარი ქვეყანა და თურქეთი ახლაც ლაპარკობს, რომ უნდა ბათუმი, უნდა ოზურგეთი, უნდა ახალციხე. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ის იქნება მუდამ ჩვენი მტერი სახელმწიფო.“
|
|
ასავალ-დასავალი, 15-21 აგვისტო
დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი: ვიდრე თურქეთს „მეგობრად“, „სტრატეგიულ პარტნიორად“ და „მოკავშირედ“ გამოვაცხადებდეთ, მანამდე იქნებ „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი“ გადაგვეფურცლა და საქართველოს ხერხემალში გადამტვრევისა და დაჩეხის მაუწყებელი ბნელი და სისხლიანი ამბავი წაგვეკითხა!.. მწარე სიმართლე უნდა ითქვას - თურქებსა და სპარსელებს უმშვენიერეს ქართველ გოგო-ბიჭებზე პირდაპირ ნადირობა ჰქონდათ გამოცხადებული, რათა თავიანთი გენეტიკა გაეკეთილშობილებინათ.
|
ასავალ-დასავალი, 8-14 აგვისტო
ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველთ გაერთიანება: სააკაშვილმა ხომ აჭარაში თურქეთს ყველაფერი შეუსრულა?! მაღალმთიან აჭარაში რაც ეროვნულმა მოძრაობამ ხალხი გააქრისტიანა, სააკაშვილმა ისევ ისლამისკენ შეატრიალა და მედრსეებში უკრა თავი ჩვენს სისხლსა და ხორცს! ურთულესი სიტუაციაა… გამოსავალი ერთია- აჭარის დედსამშობლოსთნ, საქართველოსთნ განუყოფლობის გარანტი რუსეთი უნდა გახდეს!
|
|
|
|
ასავალ-დასავალი, 22-28 აგვისტო
სოსო შატბერაშვილი, მემარცხენე ალაინსი: სანდრა რულოვსი, მინდა გითხრათ, არის უეროვნებო ადამიანი! ის გახლავთ ჩეხეთიდან ჰოლანდიაში ემიგრირებული რულოვსკების ოჯახის წარმომადგენელი! ვერ გეტყვით, რატომ რცხვენიათ მათ თვიანთი ებრაული გვარისა, რომელიც რულოვსად გადაიკეთეს! არადა, სააკაშვილიც ასეთივე უეროვნებო ტიპია! ისიც ხომ მალავს თავის სომხურ წარმომავლობას?! რატომ არის სამარცხვინო მისთვის სომხობა?
|
|
ასავალ-დასავალი, 15-21 აგვისტო
ჟანი სიხარულიძე, ჟურნალისტი: სანამ სააკაშვილი პლეხანოვს თაბაშირ-მუყაოში შეფუთვდა, ჭადრებს სათითაოდ ამოძირკვავდა და მერე თურქებს, არაბებსა და ერაყელებს მიუსევდა, ეს გამზირი თბილისის გული და სული იყო… პლეხანოვზე ამასწინათც ჩავიარე (დიდმა აღმაშენებელმა არ მიწყინოს, ამ გამზირს დღემდე პლეხანოვს ვუწოდებ), კინაღამ გული გამისკდა -თურქულ კაფეებს მიაქვს იქაურობა, ჩვენი კოლორიტების შესაკრებ ადგილზე ინდოელები მღერიან, ხოლო ჩვენი გამზირის ორივე ფრთზე, დღის ნებისმიერ დროს, შავებში ჩცმული არაბი ქალები სეირნობენ.
|
კავკასია, სპექტრი, 5 აგვისტო
იარაკლი მაჭავარიანი, შევარდნაძის ყოფილი მრჩეველი კონფლიქტების დარგში: ჩემს შვილიშვილს თუ აბდულა ერქმევა სახელად და იბნ რაღცა იქნება, ჩემი ხელით გამოვჭრი ყელს...მე შვილი და შვილიშვილი მჭირდება ჩემი კულტურის და ჩემი მენტალიტეტის წარმომადგენელი და არა არაბი და თურქი!
|
|
|
|
ასავალ-დასავალი, 8-14 აგვისტო
ვახტანგ ხარჩილავა, საერთო გაზეთის რედაქტორი: ქვეყნის სათავეში დღეს არაქართული წარმოშობის პოლიტიკოსები დგანან და თუ ბოლომდე გულახდილები ვიქნებით, ისინი გვარგადაკეთებული სომხები არიან. თავის დროზე თვად კობა დავითაშვილზეც ითქვა, რომ ეს ადამიანი სომეხია, წარმოშობით კასპიდან და მისი წინაპრების საფლავებიდან ქვები სადღაც გაქრა!.. ამ ქვეყნისათვის მის სავარაუდო სომხურ წარმომავლობას უფრო მეტი რა უნდა დაეშავებინა, რაც მისმა ქართველობამ დაუშავა?
|
|
რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია
|
|
|
|
|
კვირის პალიტრა, 1-7 აგვისტო სათაური: "ნაცებმა" და იაღოველებმა არ დააკაკუნოთ". მარი ჯაფარიძე, ჟურნალისტი: ბრაზიანი მამაკაცის კარზე წარწერა დამხვდა: "ნაცებმა" და იაღოველებმა არ დააკაკუნოთ"...
|
|
|
|
|
ასავალ-დასავალი, 15-21 აგვისტო
გიორგი რაზმაძე, დეკანოზი: ვინ ეკითხებოდა პრეზიდენტ მარგველაშვილს რომის პაპის დაპატიჟებას, რა აუცილებლობა იყოა ამის?! ქვეყნის პირველი პირი ხარ და ხომ უნდა იცოდე, ვის იწვევ და რა შეიძლება ამას მოჰყვეს?!
|
|
|
|
|
|
|
|
ტაბულა, ფოკუსი, 9 აგვისტო
დიმიტრი ხუნდაძე, ქართული ოცნება: საზოგადოებაში ასეთი არასწორი დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, თურმე შეიძლება, რომ ერთსქესიანთა ქორწინება ოდესმე დაკანონდეს, ეს არასოდეს არ იქნება. ამიტომ ვფიქრობ რომ ამის თაობაზე თუ ჩატარდა რეფერენდუმი, ეს შიში მოიხსნება და სწორედ ეს იქნება შიშის პრევენცია.
|
|
|
|
|
ასავალ-დასავალი. 29 აგვისტო - 4 სექტემბერი
დავით ქვლივიძე, დეკანოზი: აწმყო დრო მოწმობს, რომ უსჯულობა მეტად გამრავლდა. მსოფლიოში საკმაოდ დიდი მასები გაიძახიან, რომ მამათმავლობა, თურმე ნორმაა, ქალწულობის ინსტიტუტი საჭირო არ არის...სწორედ ამიტომ ეკლესა გულმხურვალედ მოუწოდებს საზოგადოებას გამოფხიზლებისაკენ!
|
|
|
|
|
ასავალ-დასავალი, 15-21 აგვისტო
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში კაცს არასოდეს ერქმევა „ცოლი“!
პრაიმ ტაიმი, 15 აგვისტო
ზაზა გაბელაია, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი მხარდამჭერის პოსტი: "არავინ გაბედოთ და მითხრათ,რომ ეს გეი არაა [კახი კალაძის შესახებ]. აი, ქოცებომ როგორ გამოიყურება პედარასტის ჩაცმულობა, დახედეთ და ისიამოვნეთ. ეს პიროვნება მიეკუთვნება გეების იმ კატეგორიას,რომლებიც ქალთანაც არიან და კაცთანაც. თუ არ იცით, გაერკვიეთ ასეთებშიც. ეს უნდა დაინიშნოს "პედარასტების" და "ლეზბიანკების" მინისტრად საქართველოში."
|
|
ასავალ-დასავალი, 15-21 აგვისტო
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: მოკლედ, ამერიკული ისტებლიშმენტი, საბოლოოდ რომ ვთქვათ, აშკარად პროპედერასტულია!.. თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ პედერასია დაავადებათ ნუსხიდან სწორედ ამ ამერიკის ფსიქოლოგთ ასოციაციის „დასკვნის“ საფუძველზე ამოღეს, კიდევ უფრო ნათელი გახდება ამ „კანტორის“ ანტიჰუმანური გლობალური მიზნები!
|
საქართველო და მსოფლიო, 10 აგვისტო
გიორგი რაზმაძე, ავჭალის წმიდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი: "საეროდ, ჩვენ დღეს ერთადერთ თემაზე გვაქვს რეფერენდუმი ჩასატარებელი _ გვინდა თუ არა მამათმავლური ევროპა. აი, ეს არის ფუნდამენტური საკითხი, ეს არის პრინციპული მიდგომა."
|
|
|
|
ალია, 8-14 აგვისტო
მალხაზ "ანტინაცი" ძიძიგური: "იმიტომ, რომ თვითონ ამერიკა-დასავლეთის შეკვეთა გახლდათ ყოველივე, რაც ციხეებში ხდებოდა! ჯერ ერთი:რაც შეიძლება მეტს გააპიდარასტებდნენ, ჩვენს "ინტეგრაციას" რომ შეუწყობდა ხელს მათ დამპალ და ყველაფრის მკადრებელ საზოგადოებაში".
|
|
ობიექტივი, ღამის სტუდია, 26 აგვისტო
დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: ჩვენ ყოველთვის ვატარებდით მანდილოსანს ხელის გულზე და ეს მიხარია. და მე ვფიქრობ, რომ ქალბატონი სანდრა იმიტომაც არის კანდიდატად ნაციონალური მოძრაობიდან, რომ მანდილოსანია და მისდამი დამოკიდებულება რბილი და სრულიად სხვანაირია.
მარშალპრესი 3 აგვისტო
დეკანოზი ექვთიმე: „გოგონებო, არ დააკარებინოთ ბიჭებს ხელი, თუ თქვენი ქმარი არ გახდება. თუ გინდათ დაგიჩოქებთ. აივსო ბოზებით ქვეყანა“
|
|
დისკრიმინაციული გამოხატვის მაგალითები სრულად იხილეთ ვებ-გვერდზე: www.notophobia.ge
|
|
|
|
|
ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში.
|
|
|
|
|
მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მედიის განვითარების ფონდს (MDF) და არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად.
|
|
|
|
|
|
|