#15, 1-30 სექტემბერი, 2016
|
|
|
„არა-ფობიას“ მიმართვა ცესკოს პატრიოტთა ალიანსის თურქოფობიულ კლიპთან დაკავშირებით
26 სექტემბერს სამოქალაქო პლატფორმაში “არა ფობიას” შემავალმა ორგანიზაციებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მიმართეს და პატრიოტთა ალიანსის თურქოფობიული შინაარსის სარეკლამო კლიპის კანონიერების საკითხის შესწავლა მოითხოვეს. 5 ოქტომბერს ცესკომ აღნიშნული მიმართვის საფუძველზე სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა.
|
|
მედია მონიტორნგი
ქვემოთ მოცემულია 1-30 სექტემბრის პერიოდში გამოვლენილი ცალკეული შემთხვევები. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში განსაკუთრებით იმძლავრა თურქოფობიულმა განწყობებმა, რომელთა წყარო ძირითადად პატრიოტთა ალიანსი იყო:
|
|
სიძულვილის ენა/ ფსიქიკურად დაავადებულთა დისკრიმინაცია
|
|
|
|
|
რუსთავი 2, კურიერი, 15 სექტემბერი
შალვა ნათელაშვილი, საქართველოს ლეიბორისტული პარტია: „მე მინდა მოგახსენოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი დაავადებულია შიზოფრენიის განსაკუთრებული ფორმით, რომელსაც ქვია, ალბათ, თვალთვალის მანია”.
|
|
|
|
|
რუსთავი 2, კურიერი, 19 სექტემბერი
ბექა ბასილაია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „ხალხი [საკონსტიტუციოს მოსამართლეები], რომელიც ემსახურება არა კონსტიტუციურ მართლმსაჯულებას, არამედ, ერთი კაცის შიზოფრენიულ ინტერესებს.“
|
|
|
|
|
PIA, 30 აგვისტო
ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: "2003 წელს, როდესაც დემოკრატიის სახელით, ჰუმანიზმის სახელით, მაღალი იდეალების სახელით, ხელისუფლებაში მოვიდა ფსიქიურად დაავადებული პოლიტიკოსების ჯგუფი [ნაციონალური მოძრაობის წევრები], რომლებმაც ჯერ კიდევ ბავშვობაში მიიღეს ფსიქიკური ტრავმები და შემდეგ უკვე მოვიდნენ ხელისუფლებაში და ეს გაბოროტება გადმოიტანეს და გადმოანთხიეს საზოგადოებაზე".
ასავალ-დასავალი, 12-18 სექტემბერი
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: საქართველოში თუკი ვინმეს შეიძლება „სატანის მოციქულები“ და „ეშმაკის მიმდევრები“ ეწოდოს, ეს სწორედ რესპუბლიკელები არიან!...რესპუბლიკელებს ისე სძულთ ქართული ეკლესია და მართლმადიდებლობა, რომ დასავლეთელი პატრონებისა და სატანის დასანახავად, „პოლიტიკური მიზანშეწონილობის“ გათვალისწინებითც კი არ დადიან ტაძრებში!...
|
|
ასავალ-დასავალი, 12-18 სექტემბერი
სანდრო ბრეგაძე, ქართული იდეა/ეროვნულები: აზიისა და აფრიკის ქვეყნების წარმომადგენლებს ჩამოვართვათ საქართველოში ბინადრობის უფლება და მოვახდინოთ მათი დეპორტაცია. შევქმნათ ახალი, მკაცრი საემიგრაციო კანონმდებლობა”.
|
|
ობიექტივი, ახალი ამბები; 21 სექტემბერი
ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: "ბათუმში თურქული სკოლის გახსნის ფაქტი, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ხორციელდება იდეოლოგიური ექსპანსიაც. ქართული სახელმწიფოს ფარგლებში თურქული სკოლის გახსნა, სადაც თურქეთიდან მოწვეული პედაგოგები არიან, თურქეთის განათლების სისტემის მიხედვით წავა სწავლება. ეს არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებს."
|
|
ობიექტივი, პოლიტიკური ღამე, 29 სექტემბერი
ბონდო მძინარაშვილი პატრიოტთა ალიანსი: „მეუფე იობმა თქვა ამასწინათ წირვაზე, როგორ შეიძლებაო ქართველი ხალხის მმართველმაო 10, 20 და 30 მილიონი გადაიხადოსო მეჩეთის მშენებლობაშიო?..ეს არის ქვეყნის დაღუპვა და როცა ამას ვლაპარაკობთ თურქები კი არ გვეჯავრება, ჩვენი სამშობლო გვიყვარს, კაცო.“
|
ობიექტივი, ღამის სტუდია, 27 სექტემბერი
დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: „რატომ ვჩუქნით აჭარას თურქს?... სადაც გინდა გაიხედავ, რომ იტყვიან, გადააფურთხე თურქს მოხვდებაო. სულ თურქები არიან აქ… ჩვენ საქართველოში ვართ თუ თურქეთში? ჩვენი ტერიტორიის 33% აქვს მიტაცებული თურქეთს უკვე ეგერ 98 წელიწადია.“
|
|
|
|
ობიექტივი, პოლიტიკური ღამე, 8 სექტემბერი
მამული ჟღენტი, პატრიოტთა ალიანსის ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი: „თურქეთი ყოველთვის ჩვენი მტერი იყო, ისტორიული მტერი და იყო და დარჩა… ესეიგი ხელისგულზე ჩანს, რომ მთავრობა არი უკვე დაინტერესებული, რომ თურქი აქ საქმიანობდეს, აქ ჩამოდიოდეს, ცოლი მოიყვანოს, აქ დასაქმდეს და აქ გამრავლდეს. ეს უკვე მთავრობამ უნდა შეიმუშაოს ისეთი გეგმა, რომ ეს არ მოხდეს.“
საქართველო და მსოფლიო, 7 სექტემბერი
ბაკურ სვანიძე, მემარცხენე ალიანსი: " რელურად რუსეთს ჩვენს ქვეყანაში არა რაიმე ამერიკულ-ევროპული დემოკრატიული ღირებულებები, არამედ ნატოს ტყავში გახვეული ოსმალეთის იმპერია უპირისპირდება… აბა, რატომ გვიკვირს, რომ რუსეთი, რომელიც აშკარად უფრო ჰუმანურად მოექცა 100 წლის წინათ დაპყრობილ ქართულ ტერიტორიებსა და მოსახლეობას, ვიდრე მეორე, გაცილებით აგრესიული და საშიში დამპყრობელი _ თურქეთი, ახლა “ნანობს” საკუთარ “ჰუმანურობას” და ფიქრობს, _ მოვქცეულიყავი მეც მეტოქე თურქეთივით, გამენადგურებინა ყველაფერი ქართული დაპყრობილ ქართულ მიწებზე, ამეკრძალა ქართული ენა, მომესპო მათი ეროვნულობა, ალბათ, ახლა მეც მომიბრუნდებოდნენ ქართველები და “ისტორიულ მეგობრად” გამომაცხადებდნენ, თუ არა, ტერიტორიები მაინც უპრობლემოდ შემრჩებოდაო."
|
|
ობიექტივი, პოლიტიკური ღამე, 8 სექტემბერი
ნინო რატიშვილი, წამყვანი: „დღეს პრობლემა აქვს არა მარტო ბათუმს, თბილისსაც გვაქვს, აგერ აღმაშენებელზე, ყოფილ პლეხანოვზე შეიძლება რომ გაიარო, შენი საკუთარი ენა ვერ გაიგონო? ეს პრობლემა დღეს აჭარასაც აქვს და ბათუმსაც ააქვს“
|
ასავალ-დასავალი, 19-25 სექტემბერი
ჯაბა ხუბუა, ჟურნალისტი: ქართული მიწების უცხოელებზე გაყიდვის სასატიკი მოწინააღმდეგე ბრეგაძე ქართული მიწების უცხოელებზე გაყიდვის სასატიკი მომხრის უსუფაშვილის წინააღმდეგ! ზოგად ასპექტში ეროვნულებია ანტიეროვნულობის წინააღმდეგ!
|
|
|
|
რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია
|
|
|
|
|
ნეტგაზეთი, 21 სექტემბერი
ავთანდილ უნგიაძე, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი: "ჩვენ ვხედავთ საფრთხეებს, რა საფრთხეებია, ჯერ ერთი, ის [რომის პაპი] არის ანათემას გადაცემული, მისი მთელი საკრებულო, ეს ანათემა ძალაშია დღესაც, ის არის არქიერეტიკოსი, ამიტოომ მისი ქმედებები, ის რაც დაგეგმიალია ეწინააღმდგება ეკლესიის კანონებს, მაგალითად დაგეგმილია სვეტიცხოველში შესვლა, იქ კიდე რას მოიქმედებს ჩვენ არ ვიცით, შეიძლება იქადაგოს, ეს საეკლესიო კანონებით არი მიუღებელი და ექვემდებარება".
|
|
|
|
|
ნეტგაზეთი, 30 სექტემბერი
დავით ისაკაძე, დეკანოზი: "ვენ ვაპირებთ პაპის ვიზიტის მხილებას და მართლმადიდებლებს მოვუწოდებთ, არ დაესწრონ პაპის მესას. მათთან ერთად ლოცვა იქნება სულის წაწყმედა"..."პაპი არის უდიდესი ერეტიკოსი. ჩვენ არ გვინდა მისი ქადაგება, ვატიკანში იქადაგოს. საპატრიარქომ გააკეთა განცხადება და თქვა, რომ მათი დოგმები და კანონები ჩვენთვის მიუღებელია".
|
|
|
|
|
IPN, 29 სექტემბერი, მარშალპრესი, 30 სექტემბერი
რომის პაპის საქართველოში ჩამოსვლის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეები: "ეს ადასტურებს ჩვენს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ პაპი ჩამოდის თავისი მწვამებლური, ცრუ სწავლების, ე.წ. პაპიზმის საქადაგებლად, პაპიზმის გასაძლიერებლად საქართველოში, პროზელიტური მიზნით, რაც, პირველ რიგში, შეურაცხყოფს ჩვენი განმანათლებლების, მოციქულების – ანდრეა პირველწოდებულის, მატათასა და სიმონ კანანელის, მოციქულთა სწორის, წმ. ნინოს წმინდა სახელებსა და ღვაწლს, მიმართულია მართლმადიდებლობის წინააღმდეგ”.
|
|
კავკასია, ბარიერი, 1 სექტემბერი
დიმიტრი ლორთქიფანიძე, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა: ძვირფასო ჩემს შვილებს ეხება და რვა მყავს ეს შვილი და არა მაქვს უფლება ჩემი შვილები დავიცვა ამ მავნე ზეგავლენისგან [ჰომოსექსუალობა]?!
|
|
ასავალ-დასავალი, 12-18 სექტემბერი
სანდრო ბრეგაძე, ქართული იდეა/ეროვნულები: პარლამენტში შესვლის შემდეგ ჩემი პრიორიტეტები იქნება და აქტიურად ვიბრძოლებ იმისათვის, რომ… საკანონმდელო დონეზე ავკრძალოთ ჰომოსექსუალიზმისა და ყოველგვარი გარყვნილების პროპაგანდა.
|
მარშალპრესი, 18 სექტემბერი
სათაური: შალვა ნათელაშვილი ჟურნალისტს: “შე პედერასტო ბავშვო [მიმართავს ჟურნალისტს], არ ანებებ თავს ტრ*კის მიმცემლების…”
|
|
|
|
საქინფორმი, 14 სექტემბერი
არნო ხიდირბეგიშვილი, საქინფორმის რედაქტორი: "ახლა ბევრი დაიბნა - არ იციან, ვის დაუჯერონ... სანიმუშო მეოჯახე ივანიშვილს, რომელიც გამუდმებით აცხადებს, რომ მისი პირადი და დიდი დამსახურებაა პარლამენტის მიერ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება? კანონისა, რომელიც პედერასტებს ჰეტეროსექსუალური უმრავლესობის უფლებების დარღვევის ხარჯზე იცავს? თუ მის მიერ დასმულ კვირიკაშვილს დაუჯერონ, რომელიც, პირიქით, გვპირდება, კონსტიტუციაში აუცილებლად შეიტანოს ჩანაწერი, რომ ქორწინება მამაკაცისა და ქალის ერთობაა?!"
|
|
ასავალ-დასავალი, 5-11 სექტემბერი
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: დიახ, პოლიტიკიდა გაპანღურებული და პოლიტიკისგან გათვისუფლებული რესპუბლიკელები - „დები ბერძენიშვილები“ და „ძმები ხიდაშელ-უსუფაშვილისანი“ ასო-სექტორში გადაინაცვლებენ და ლგბტ „იდენტობასთნ“ ერთდ, საქართველოში მამათმავლობის პოპულარიზაციის გრანტმოსილ ბაგას მიაძღებიან!
|
საქართველო და მსოფლიო, 14 სექტემბერი
რეზო ამაშუკელი, მწერალი: "ლევან ბერძენიშვილი არის ქართველი ერისა და საქართველოს ერთ-ერთი მტერი. მისი მიზანია ქართული კულტურის, მწერლობის განადგურება და იმ, ბოდიში მომითხოვია, პედერასტების ლობირება და პატრონობა, რომლებიც ენით გამოუთქმელ სიბინძურეს წერენ და აქვეყნებენ, საკუთარ დედასთან სექსი რომ აქვთ და საკუთარ და-ძმებთან."
|
|
|
|
ასავალ-დასავალი, 26 სექტემბერი -2 ოქტომბერი
სანდრო ბრეგაძე, ქართული იდეა/ეროვნულები: "...ქართველ საზოგადოებას კი ეტყვიან, კაცს-კაცზე და ქალს ქალზე თუ არ დავაქორწინებთ, ევროკავშირსა და ნატო-ში არ მიგვიღებენო. ავადსახსენებელი „ანტიდისკრიმინაციული კანონიც“ უცხოელებმა ზეწოლით მიაღებინეს საქართველოს პარლამენტს და ერთნაირსქესიანთა ქორწინებასაც ასეთივე ზეწოლით დააკანონინებენ!"
|
|
ობიექტივი, 17 სექტემბერი
ლაზარე ზაქარიაძე, პოეტი : „ფეთქდება უკვე ევროპული ქალაქები , „ფესვის უარყოფის“ გამო, გეი ფსიქოლოგიის იურიდიული დაკანონება არის ირიბი მიზეზი.“
|
|
საქართველო და მსოფლიო, 7 სექტემბერი
გივი სომხიაშვილი, მწერალი: ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის სპეტაკი ზნეობისადა კეთილსურნელებით გაჯერებული უწმინდესიწყაროს სათავეში ამერიკის ელჩის ნიღბიანიგუბერნატორი (კოლონიის) ზის და მოძალადისუზნეობის შხამით წამლავს ქართველთაკაცთმოყვარეობით შემკულ ამქვეყნიურობას. მეხუთეკოლონაც ჰყავს _ პოლიტიკურ პარტიებადმონათლულთა ხროვა, ასო-ები, მაღალთანამდებობებზე მისი რეკომენდაციით გამძვრალიუამრავი ერთგული მსახური. შედეგად, ქვეყანაში არ წყდება ანტიეროვნული, დამაკნინებელ-დამაბეჩავებელი გნიასი.
|
ასავალ-დასავალი, 5-11 სექტემბერი
ელიზბარ ჯაველიძე, სახალხო კრება: "მივმართავ პრემიერ კვირიკაშვილს -არ დაუშვათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოროსელი შერვაშიძის გარექტორება! ნუ გაანადგურებთ ქართული განათლების ამ უმნიშვნელოვანეს კერას, სადაც ისედაც ნაცებისა და სოროსელი ალქაჯების სატანისტური ხარხარი ისმის!
და ამ ყველაფრის თავი და თავი არის ამერიკა და ჩვენი „გენერალ-გუბერნატორი“ იან კელი!"
|
|
|
|
გენდერული სტერეოტიპები
პირველი რადიო, 16 სექტემბერი
შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტია: “ბიძინა ივანიშვილი რა პრინციპით უნდა აერჩიათ?- იდეა არ აქვს, ინტელექტი არ აქვს, იცის თვალთვალი, იცის ორღობის ქალივით ჭორაობა”.
|
სექსიზმი
საქართველო და მსოფლიო, 21 სექტემბერი
"ბატონო ანზორ, ხელიდან ხელში ჩემი მეზობელი სვეტაც გადადის, მაგრამ, თიხის ფიალას კი არა, წაკლას ეძახიან უბანში."
|
|
|
|
დისკრიმინაციული გამოხატვის მაგალითები სრულად იხილეთ ვებ-გვერდზე: www.notophobia.ge
|
|
|
|
|
ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში.
|
|
|
|
|
მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მედიის განვითარების ფონდს (MDF) და არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად.
|
|
|
|
|
|
|