MDF
#7 (47), 16- 22 თებერვალი, 2015

კვირის მიმოხილვა

16-22 თებერვლის პერიოდში შემდეგი ფაქტები გამოვლინდა: სიძულვილის ენა -3, ძალადობისკენ მოწოდება -2, რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია -2; რელიგიური სტერეოტიპები -1; ქსენოფობია -3; თურქოფობია -1;ჰომოფობია -11; გენდერული სტერეიტიპები -4; ანტიდასავლური -21.

სამოქალაქო პლატფორმაში "არა ფობიას!" შემავალი არასამთავრობოების განცხადება იუსტიციის მინისტრის შეფასებებზე

კვირის ქსენოფობიური განცხადდება

იმედი, ქრონიკა, 18 თებერვალი

"ყველა ბედნიერი მასშტაბური რეფორმით ვერ არის... ვერ არის, მაგალითად, ბედნიერი ტურიზმის სააგენტო... ამ სფეროში 1 სექტემბერს, როცა ეს რეფორმა [საიმიგრაციო] შევიდა ძალაში, ამან გამოიწვია ბოლო ოთხი თვის განმავლობაში 2014 წელს, ჩვენი ტურისტების ნაკადის 42 000 ადამიანით შემცირება: ჩინელების, ერაყელების, ირანელების და ეგვიპტელების... შევავიწროვეთ ეს და ჩვენ წარმატება მივიღეთ ბრიუსელში და ჩვენ ველოდებით რიგის სამიტზე რაღაცა ტიპის წარმატებას... მერე უკვე ჩვენ შეგვიძლია დადგენილ ჩარჩოში ვაკონტროლოთ და შემოვუშვათ ის, ვინც ჩვენი ქვეყნის კეთილმოსურნეა, ტურისტია ან რაც მთავარია, ინვესტორია".

სიძულვილის ენა

Geworld.ge, 18 თებერვალი

ელიზბარ ჯაველიძე, სახალხო კრება: “ნაცები”, ადამიანები კი არა, ერთ ყალიბში ჩამოსხმული ეშმაკები არიან, დედის მუცლიდან შობილი არ არის არც ერთი...

ადამიანს ცხოველისგან ზნეობა და მორალი განასხვავებს, “ნაცები” კი ცხოველებისგან არ განსხვავდებიან...

„არა, სომხობა და ქართველობა სააკაშვილს არ აინტერესებს, ის ყოველთვის ამბობდა, ეროვნებაზე მაღლა ვდაგავარო. ეროვნება ცხოველს არ აინტერესებს.”

ასავალ-დასავალი, 16-22 თებერვალი

ლალი მოროშკინა: "ნაციონალები ვირთხისებრთა ოჯახის წარმომადგენლებივით იქცევიან! როდესაც ხაფანგი დაინახეს, მღრნელებს თვითლიკვიდაციის პროგრამა ჩაერთოთ და მზად არიან სრულიად საქართველო გაიყოლონ ჯურღმულში...

ნაციონალთ პროკურორის გამოსვლა მომაკვდავი რეპტილიის ბღავილს ჰგავდა".

ასავალ-დასავალი, 16-22 თებერვალი

ირაკლი ყანდარეული, პოლკოვნიკი: "ბენდერები ფაშისტებს არაფრით ჩამოუვარდებოდნენ. ხალხს თვალში ლურსმნების ჩაჭედებით აწამებდნენ და კლავდნენ. ახლა უკრაინაში ისევ მათ მიერ იღვრება სისხლი."

ასავალ-დასავალი, 16-22 თებერვალი 

ომარ ნიშნიანიძე, ქართული ოცნება: "პარლამენტში რამდენიმე ნაციონალი კიდევ გაილახება."

Geworld.ge, 18 თებერვალი

სოსორობაქიძე, ბუტა რობაქიძის მამა: "ლიდერებს,რომლებიც სააკაშვილის დაბრუნებას გადაწყვეტენ, რამდენიმეს მაინც, მემოვკლავ იმიტომ, რომ სააკაშვილმა ქართველთა გენოციდი მოაწყო." 

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია

კვირის ქრონიკა, 16-22 თებერვალი

ბასილი მკალავიშვილი, ეკლესიის წინამძღვარი: "სისხლისმღვრელმა სააკაშვილმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ეს სექტა [იეჰოვას მოწმეები] რეგისტრაციაში გაატარა. ამით ბოკერიამ ამოისუნთქა, რამეთუ სწორედ მან გამოიყენა ეს სექტა თავისი მზაკვრული ქმედების იარაღად, რათა საქართველოში აღმოეფხვრათ ძირძველი ტრადიციები და ოცსაუკუნოვანი სარწმუნეობა. მათ ეს დავალება აშშ-დან, კერძოდ, სოროსისგან ჰქონდათ"...

რელიგიური სტერეოტიპები

კავკასია, სპექტრი, 17 თებერვალი

დავით აქუბარდია, წამყვანი: "სხვათა შორის, აი ყელის გამოჭრაზე - სუნიტებს ააქვთ ეს, ახირება აქვთ...

გიგლა ბარამიძე, ბურჯანაძე-გაერთიანებული ოპოზიცია: არადა ყურანში არ არის ამის მაგვარი, არც არაფერი.

დავით აქუბარდია, წამყვანი: ის ყურანი როგორც ჭირდებათ, ისეთ ქოთანს, ისა ყურს მოუბამენ".

ქსენოფობია

კვირის პალიტრა, 16 თებერვალი

ვლადიმერ ტაბაღუა, ადვოკატი, ციხეების და კოლონიების ყოფილი უფროსი: „სხვათა შორის, 40 წელი ვიმუშავე პენიტენციარულ სისტემაში და არცერთი ქართველი ჯალათი არ მინახავს. მხოლოდ ოსი და რუსი ჯალათები იყვნენ."

ალია, 20 თებერვალი

თეოდორე გიგნაძე, დეკანოზი: "მიწისა და ბავშვის უცხოელებზე ამ ფორმით გასხვისება სამშობლოს ღალატია."

თურქოფობია

იმედი, იმედის კვირა, 22 თებერვალი

მურმან დუმბაძე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი: "ეს არის არაკორექტული, უგუნური პასუხი [ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის]: „აჭარლებიც ქართველები არიან და მეჩეთი უნდა აშენდეს ბათუმში“...

დავკარი ხელი მაგიდაზე და ვუთხარი [ბიძინა ივანიშვილს]: აი, ამიტომ ვერ აშენდება მეჩეთი ბათუმში, იმიტომ, რომ თურქეთიდან ჩამოსული საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ტრაპიდან ფეხს რომ ჩამოდგამს. მეჩეთზე არ უნდა იწყებდეს ლაპარაკს. 

ჰომოფობია

ასავალ-დასავალი, 16-22 თებერვალი

რეზო ამაშუკელი, პოეტი: ის კუდრაჭა გიორგი გაბუნია, რომ არის, ხანდახან ძალიან მაგონებს ბორის მაისეევს, რომელსაც ყოფილ საბჭოთა კავშირში ყველაზე მაგრად „ახველებს“ [გულისხმობს ჰომოსექსუალურ იდენტობას]... სხვათა შორის, სხვათაშორის ნიკა გვარამიასაც მკვეთრად და ხმამაღლა „ახველებს“...

არ შეიძლება ისეთ ნიჭიერ მსახიობსა და კარგ ქართველს, როგორიცაა მიშა გომიაშვილი, „ლგბტ“ საზოგადოება მოსწონდეს. ნურავის დაავიწყდება, რომ ამ ტყლარჭია ლიბერასტების გარდა, არსებობს კიდევ ქართველი ხალხი თავისი საკრალური ტრადიციებითა და ზნეობით." 

ასავალ-დასავალი, 16-22 თებერვალი

მარინა მოლოდინი, ზურაბ ჟვანიას მეგობარი: „რუსთავი-2“ს მიერ გავრცელებულმა სიბინძურემ [საექსპერტო დასკვნის ნაწილი, რომლიც მიანიშნებს ჟვანიასა და უსუპოვს შორის ჰომოსექსუალურ ურთიერთობაზე] ზურას ყველა ახლობელი, ოჯახის წევრი, მეგობარი და ღირსეული ადამიანი გაანადგურა.

კვირის ქრონიკა, 16-22 თებერვალი

გელა ზედელაშვილი, ჟურნალისტი: ტრანსსექსუალი მორალს მიკითხავს ტელევიზიით, მართლა მორალისტი კი შიმშილით კვდება...

რა ჩემ ფეხებად უნდა ქუთაისს ყვავილი და შენი "პედერასტული" მოფერება?

რეპორტიორი, 17 თებერვალი

ლადო სადღობელაშვილი, თავისუფალი თაობა: "უკვე დაახლოებით ათი დღეა, რაც „რ 2"-დან ჟონავს ინფორმაცია, რომ აწ გარდაცვლილი ზურაბ ჟვანია თურმე მამათ მავალი იყო"...

ალია, 18 თებერვალი

გოგლა ჟვანია, ქართული ოცნება: "ეს [ჰომოსექსუალობა] იქნებოდა ჩვენი ოჯახის უბედურება, მაგრამ ამასთან ადგილი არ გვაქვს".  

ალია, 20 თებერვალი

„ივერიონი“: მამაო თეოდორე, საქართველოში მასშტაბური ხასიათი შეიძინა ე.წ. სუროგაციამ. ამ გზით გაჩენილ ბავშვებს თურმე უცხოელ ერთსქესიან წყვილებზე აშვილებენ. რატომ დუმს და არ რეაგირებს ეკლესია ამ საკითხზე ?

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე: ჩემი აზრით, სუროგაცია და ამ გზით გაჩენილი ბავშვების ერთსქესიან წყვილებზე მიშვილება კრიმინალია, რომელიც ევროპის 3-4 ქვყანაშია მხოლოდ ნებადართული და ქართველებმა აქა მოიდომეს ამ უმსგავსობაში დაემსგავსონ მათ?!"

Geworld.ge, 18 თებერვალი

ეკა ნასყიდაშვილი, ჟურნალისტი: „რატომ მოკლეს ჟვანია? თუ მას სქესობრივი გადახრა ჰქონდა, როგორც  მისი თანაგუნდელი "ნაცები" ამბობენ,  ეს იქნებოდა მისი მკვლელობის მიზეზი? ...

რა უფრო დიდი სირცხვილია - ის, რომ პრემიერს განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია აქვს, თუ ის,რომ პრემიერს კლავენ?“

ელიზბარ ჯაველიძე, სახალხო კრება: “ის, რასაც მე პედერასტობას ვუწოდებ, ძალიან დიდი უზნეობაა, მაგრამ ამის გამო კაცის მოკვლა არ შეიძლება.“

Geworld.ge, 18 თებერვალი

სათაური: „ზორო და პედერასტები*“

ბაკურ სვანიძე, ავტორი: „რა, თუკი ფრანგულ ბეჭდურ გამოცემას უფლება ჰქონდა, ჰომოსექსუალური აქტის გამომხატველ პორნოგრაფიულ პოზებში დაეხატა რელიგიური მამები, ჩვენ რატომ არ შეგვიძლია ასეთი პოზების მოყვარულ ადამიანებს ის დავუძახოთ, რაც სინამდვილეშია?..

და მე კვლავ მომინდა ხის წვრილი, კარგად მოსაქნევი გრძელი ტოტის შერჩევა, მოჭრა, ზედ “კატანკის” მავთულის დახვევა და მერე ამ პედერასტების ტყავის შარვალში ამოკვართულ ტრაკებზე “შპაგის” ერთ მოქნევით ასო “ზეტის”გამოსახვა!

ალენ დელონი, მსახიობი: "ცუდი ურთიერთობა მაქვს ჩვენს ეპოქასთან, რომელიც ყველაფერ არაბუნებრივს ცხოვრების ნორმად ამკვიდრებს.მეძახონ ბებერი სულელი, მე მაინც ვიტყვი, რომ ჰომოსექსუალობა არ არის ნორმა!და, თუ ეს ნორმაა, მაშინ მე ასეთი ნორმა შოკში  მაგდებს". 

გენდერული სტერეოტიპები

ასავალ-დასავალი, 16-22 თებერვალი

რეზო ამაშუკელი, პოეტი: "კაცის თვისება არ არის, ოჯახი გარიოს საქმეში და ცოლებმა დაიწყონ ტლიკინი." 

კვირის ქრონიკა, 16-22 თებერვალი

ელიზბარ დიაკონიძე, დიაკონი: "ამ ტელეეთერებში ერთადერთი რაც ხდება, ისაა, რომ დაბალკვალიფიციური ბოზები ცდილობენ, თავი წარმოაჩინონ მაღალკვალიფიციურ ბოზებად"...

ამ დღეებში ვუყურებდი, 22 წლის ბიჭი გამოიყვანეს, რომელიც პატარაობიდან იპარავდა ფულს და მაშინ კაცი ვიყავი და ახლა ქალი ვარო... 

კვირის პალიტრა, 16 თებერვალი

ვლადიმერ ტაბაღუა, ადვოკატი, ციხეების და კოლონიების ყოფილი უფროსი: „იყვნენ სიკვდილმისჯილი ქალებიც, ძირითადად, მკვლელობისთვის. ქალები კაცებზე სასტიკ დანაშაულებს სჩადიან...ქალი რომ მოიფიქრებს, ისეთს მამაკაცი ვერ მოიფიქრებს.”

კვირის პალიტრა, 21 თებერვალი

კახეთის მცხოვრები: "ქმარი იყო და სექსუალური ძალადობა რას ჰქვია? "

ანტიდასავლური განწყობები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 17 თებერვალი

დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: "ჩვენ უნდა დავინახოთ ერთი რამ, რომ ობამას ადმინისტრაცია, არასად არ ცდილობს რეალურად კონფლიქტების ჩაქრობას. მას განგძობადობაში გადაჰყავს ყველა კონფლიქტი. ეს იწვევს, რეალურად, კვლავ ბევრ ფულს და გამდიდრებას ამავდროულად. ის, რომ ადამიანები იღუპებიან, სახელმწიფოებში არეულობაა - ეს არავის არ აინტერესებს."

რეპორტიორი, 21 თებერვალი

ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: "ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების ეს განცხაება [ ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების მიმართვა ინტერპოლს, არ გამოაცხადონ ძებნა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე] არის, ერთი მხრივ, შეურაცხმყოფელი ქართველი ხალხისთვის, მეორე მხრივ კი ეს არის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა." 

ობიექტივი, ღამის სტუდია, 18 თებერვალი

ლონდერ ცაავა, აფხაზეთის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე: "ოკეანის გაღმიდან ერთხელ მოაწყვეს ვარდების რევოლუცია, ერთხელ მოაწყვეს ნარინჯისფერი რევოლუცია, რომელიც როგორც ჩანს რუსეთის გავლენით ძალიან ჩქარა შეიცვალა... ამიტომ დაიწყო ხელახლა ეს ყველაფერი. ამას მოჰყვა იანუკოვიჩის გადაგდება, ამას მოჰყვა მაიდანი და ასე შემდეგ, ასე შემდეგ".

ასავალ-დასავალი, 16-22 თებერვალი

რეზო ამაშუკელი, პოეტი: "თუ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უპირველესი მეგობარია, მაშინ როგორ ხდება, რომ საქართველოს დამაქცევარი ხროვა დესანტივით გადასხა უკრაინის ხელისუფლებაში?! "

ასავალ-დასავალი, 16-22 თებერვალი

რეზო ამაშუკელი, პოეტი: "ამასწინათ დავინახე ეკა გიგაური, რომელსაც მარჯვნივ ნორლანდი უჯდა, მარცხნივ დავით უსუფაშვილი... მაინტერესებს, რატომ არის ამერიკის პარტნიორი ყველა ის ხალხი, ვინც ყელაფერს ქართულს მტრობს..

ამერიკაში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კონგრესის ნებართვის გარეშეც სპეციალური ელჩები დანიშნონ იმ სახელმწიფოებში, სადაც მათი აზრით, „ლგბტ“ წარმომადგენლებს პრობლემები აქვთ... ერთს აუცილებლად „რუსთავი-2“ს მიამაგრებენ, რადგან მანდ დიდი „ხველებაა“ ატეხილი... ვაი, რომ ის სახელმწიფო, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა თავის ტოლერანტობითა და ზნეობით, თოფით ხელში უკანალის დამცველ ელჩებს გვიგზავნის!"

კვირის ქრონიკა, 16-22 თებერვალი

ნინო სამხარაძე, ჟურნალისტი: ერთია, რომ დასავლეთმა, პოროშენკოს თავზე სიკვდილი შემოდო, მიხეილ სააკაშვილის სახით... თუკი პოროშენკო დასავლეთს იმედებს გაუცრუებს, არც მისი ლიკვიდაცია გაჭირდება და ამ დროისათვის სააკაშვილს მოამზადებენ უკრაინის პრეზიდენტობისთვის. 

Geworld.ge, 18 თებერვალი

ბაკურ სვანიძე, ავტორი: „ ევროპას, ლამისაა, მეთხუთმეტე საუკუნის შემდეგ აღარ ელევა ეს “თუ”-ები და ჩვენი ევროპაში ინტეგრირების” წინაპირობად ხან კათოლიციზმის მიღებას გვთხოვს, ხან _ჩანგლით ხინკლის ჭამას და ხანაც კიდევ _ გეი-აღლუმების მოწყობას...

Geworld.ge, 18 თებერვალი

თამარ დავითულიანი, ავტორი: “ეს მერამდენედ გვიქნევენ თითს შეერთებული შტატებიდან და ნატოდან, რომ მათ “ძაღლისშვილებს” არ შევეხოთ და ირაკლი ალასანიაც სწორედ იმას ცდილობს, რომ სააკაშვილზე უფრო მეტად გახდეს მათი “ძაღლიშვილი”, ამიტომაც ერჩის ასე “პრორუსულ” ვექტორს.“

საქინფორმი, 16 თებერვალი

არნო ხიდირბეგიშვილი, მთავარი რედაქტორი: "ეს იყო რუსეთის კეთილშობილი ხელმწიფის ჟესტი [მინსკში პუტინის რეაგირება ქართველ ჟურნალისტთა შეკითხვაზე]... და, ერთდროულად, თანაგრძნობა მისი უგუნური ბავშვების - ტელე ჟურნალისტებისადმი, დოლარების გამო იძულებით რომ ემსახურებიან ამერიკის ინტერესებს თავისი სამშობლოს საზიანოდ!...

ისინი [უკრაინაში მებრძოლი ქართველები] ჰიტლერის საქმისთვის კი არა, აშშ-ის დოლარებისთვის იბრძვიან!"

კავკასია, სპექტრი, 17 თებერვალი

დავით აქუბარდია, წამყვანი: ოღონდ, ამერიკაში არ გაუშვა, რა! ამერიკაში გაგზავნილი არავინ არ გვინდა...

Geworld.ge, 18 თებერვალ

ჯაბა ჟვანია, ავტორი: "ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების კვალდაკვალ წარმატებით გრძელდება საზოგადოებისთვის დასავლური ფსევდოლიბერალური იდეოლოგიით ტვინის გამორეცხვა. ახალი ჯიშის ქართველის გამოყვანა გეომეტრიული პროგრესიით ხორციელდება და ნაცრეჟიმის “ძირეული რეფორმები”, სადაცაა, ლოგიკურ დასასრულამდე მივა.

მანანა ნიკოლეიშვილი, განათლების ლიგა:„...საუბარია სრულიად ახალი იდეოლოგიის ადამიანის გამოყვანაზე, რომლისთვისაც ტრადიციები და ეროვნული იდენტობა არანაირი ღირებულება არ იქნება.

Geworld.ge, 19 თებერვალი

დავით მხეიძე, ავტორი: "რაც შეეხება ბოლო 25 წელიწადს, რუსეთი იმას მაინც არ გვეუბნება, რომ ბიძაშვილი შეირთე ცოლად და თანაც კაციო! განსხვავებით  “ალასანიების” პრეზიდენტ ბარაკ ჰუსეინ ობამასგან, რომელმაც ახლახან, კონგრესში გამოსვლისას, არც მეტი არც ნაკლები, განაცხადა: “ჩემი პრეზიდენტობის მთავარ მიღწევად ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება მიმაჩნია!”“

Geworld.ge, 19 თებერვალი

გიორგი გაჩეჩილაძე, ავტორი: "ამ ომებს ამერიკის შეერთებული შტატები ან აფინანსებს, ან თვითონ არის მათი წამომწყები, რათა დაამხოს ამა თუ იმ სახელმწიფოს მისთვის მიუღებელი ხელისუფლება, დაეუფლოს ქვეყნის სიმდიდრეებს...

ალექსანდრე ჭაჭია, მოსკოველი პოლიტოლოგი:  "ბოლო ათწლეულებში ამერიკა მსოფლიოსთვის დესტაბილიზაციის მთავარ ძალად, ხოლო ამერიკული არმია კბილაბამდე შეიარაღებული მკვლელებისა და მოძალადეთა ბანდად იქცა. ერთადერთი ხსნა ამ ბანდიტებისგან არის ბირთვული იარაღი"...

Geworld.ge, რეპორტიორი, 17 თებერვალ

(Der Freitag): "უკრაინა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის სანიმუშო პროექტია, რომელიც ჩვენი, დასავლური ფასეულობების ილუსტრირებას წარმოადგენს: ნახეთ, როგორ მოქმედებს პრეზიდენტი-ოლიგარქი, რომელმაც რეგულარული არმია და მოფაშისტო მაროდიორთა ბატალიონები საკუთარ მოსახლეობას მიუსია; პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამერიკაზე მუშაობს და ბოქსიორი, რომელიც კიევის მერი გახდა." 

Geworld.ge, 18 თებერვალი

Conflittiestrategie. it: „უკრაინაში უკვე ღია კარტებით თამაშობენ. რთულია იმის უარყოფა, რომ ეს ქვეყანა მართლა დამპყრობლის მიერ იქნა ოკუპირებული, ოღონდ – არა რუსის, როგორც ამას დასავლური პროპაგანდა აჩვენებს, არამედ, ჩრდილო ამერიკელი დამპყრობლის მიერ!

ობიექტივი, ღამის სტუდია, 18 თებერვალი

მაყურებელი: "არის ასეთი ღვთისსულიერი მამა.,იანის ეძახიან, ათონის მთაზე... თქვენო ხართო, შვილო, ამერიკის სამსახურშიო და ბოროტი ძალა დაეუფლა უკრაინას და ვილოცოთო, რომ ღმერთმა შეიწყალოს ამ ბინძურ ომში დაღუპული ბიჭების სულებიო. ქრისტიანებზე იყო ლაპარაკი.

...[სატანოვსკიმ] გვითხრა, რომ დიდი დღე არ გვიწერია, თუ გაიხსნება აქ ნატოს ბაზები, რომელიც იქნება ბოლო ლურსმანი საქართველოში დაღუპვის." 

ობიექტივი, ღამის სტუდია, 21 თებერვალი

ტელემაყურებელი: არც ამერიკას, არც ევროპას არ აწყობს, რომ საქართველო გახდეს მწარმოებელი ქვეყანა.

მაკა რაზმაძე, წამყვანი: კი, სამწუხაროდ გავს სიმართლეს!

ობიექტივი, ღამის სტუდია, 20 თებერვალი

ტელემაყურებელი: "უკრაინაში რაც მოხდა, ეს მოხდა ფაშისტების მიერ.. 

და რაც მოხდა 91-92 წლებში საქართველოში, რა სცენარითაც, ის სცენარი გაიმეორა ამერიკამ უკრაინაში,... უკრაინა დაღუპა ამერიკამ ჩემო კარგო"...

ტელემაყურებელი: ოდი რა მივხედოთ ჩვენ თავს, ამერიკა არ გვინდა, არავინ არ გვინდა, ეროვნული ძალები მოვიდნენ სათავეში...

ბიულეტენის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-­ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID მეშვეობით

იქნა გაწეული. მის შინაარსზე პასუხისმგებელია MDFდა ის შესაძლოა, არ ასახავდეს USAID-ის და აშშ-­ის მთავრობის შეხედულებებს.

მედიის განვითარების ფონდი

http://www.mdfgeorgia.ge

info@mdfgeorgia.ge

Facebook Twitter Youtube