# 8 (63), 1 თებერვალი- 28 თებერვალი, 2016 | | |
წინამდებარე ანგარიში მოიცავს 2016 წლის 1 თებერვალი- 28 თებერვლის პერიოდში ქართულ მედიაში განხორციელებული მედია-მონიტორინგის შედეგებს და აქტივობებს, რომელიც ამ მონიტორინგის საფუძველზე განხორციელდა. | |
- თებერვლის თვე განსაკუთრებით გამოირჩეოდა ჰომოფობიის მზარდი ნაკადით ქართულ მედიაში, მათ შორის საჯარო მოხელეთა და პოლიტიკოსთა ჰომოფობიური გამონათქვამებით. ამის ორი მთავარი საბაბი გახლდათ მოქალაქე გიორგი ტატიშვილის საკონსტიტუციო სარჩელი, რომელშიც იგი ითხოვდა არაკონსტიტუციურად ყოფილიყო ცნობილი სამოქალაქო კოდექსის ის მუხლი, რომელშიც განმარტებულია, რომ “ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია”. (საინტერესოა, რომ ამ სარჩელის ავტორს გაემიჯნენ საქართველოში მოქმედი ლგბტ პირთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები); მეორე საბაბი კი სკოლებში საგნის „მე და საზოგადოება“ სწავლების დანერგვა და მასთან დაკავშირებული ჰომოფობიური სპეკულაციები გახდა;
- თებერვალში გავრცელდა სახელმწიფო მინისტრის მოადგილის დიასპორის საკითხებში სანდრო ბრეგაძის ჰომოფობიური განცხადებები. მოგვიანებით იგი გადადგა, მისივე განმარტებით - „ერთსქესიანთა“ (გეი) ქორწინებასთან დაკავშირებით მისი პოზიციის გამო. (იხილეთ მაგალითები);
| - საგანის „მე და საზოგადოება“ შესახებ საუბრის დროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ასევე გააკეთა ჰომოფობიური განცხადება;
- სიძულვილის ენისა და შეურაცხმყოფელი გამოხატვის მთავარი სამიზნეები ამჯერად კვლავ არასამთავრობო ორგანიზაციები, ნაციონალური მოძრაობა და რესპუბლიკური პარტია იყვნენ; განსაკუთრებით გაიზარდა ამ პერიოდში აგრესია არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ;
- ამ პერიოდში მედიის ნაწილი ავრცელებდა ინფორმაციას საქართველოს მიერ ლტოლვილთა დიდი ნაკადების მიღების პერსპექტივის შესახებ და აღნიშნულთან დაკავშრებით გამძაფრდა ქსენოფობიური გამოხატვა განსაკუთრებით არაბების, ასევე სხვა ერების მიმართ;
- ანტიდასავლური რიტორიკის მთავარ მახასიათებლად კვლავ ევროპასთან დაახლოებით „ჰომოსექსუალობის გავრცელების“ საფრთხის განხილვები იქცა;
| | | |
კოალიცია „არა ფობიას“ განცხადებები
|
|
საანგარიშო პერიოდში 3 თებერვალს გავრცელდა სამოქალაქო პლატფორმის „არა ფობიას!“ განცხადება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დასჯადობის შესახებ კანონპროექტის თაობაზე, 11 თებერვალს კი სამოქალაქო პლატფორმაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებით გამოხმაურნენ განათლების მინისტრის მიერ ჰომოფობიურ კომენტარს. | |
სარჩელი თვითრეგულირების ორგანოში
|
|
არასამთავრობო ორგანიზაციებმა „მედიის განვითარების ფონდი" (MDF); კავშირი „საფარი", „იდენტობა", „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი" (TDI) და „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” (GDI) 2016 წლის 9 მარტს საჩივრით მიმართეს „პალიტრა ნიუსის" თვითრეგულირების ორგანოს 28 თებერვალს, 20 საათზე, მაუწყებლის „პალიტრა ნიუსის" ეთერში გასული გადაცემის „ფალავანდიშვილთან - საგანი მე და საზოგადოება" (წამყვანი გურამ ფალავანდიშვილი) თაობაზე. | |
მაგალითები თებერვლის მედია-მონიტორინგის შედეგებიდან:
|
|
სიძულვილის ენა/პოლიტიკური პარტიები
|
|
Geworld.ge, 3 თებერვალი ვაჟა ოთარაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი:„ნორმალური ქვეყანა რომ გვქონდეს, ლაშა ბუღაძე ვირზე უკუღმა უნდა შესვა და ხალხს მისთვის სახეში აფურთხებინო. ხელისუფლებას გამყიდველი მწერლებისა და პოეტების მთელი ჯოგი ჰყავს. არავინ გაბედოს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება, თორემ წიხლის ცემით გამოვყრით მთელს პარლამენტს ქუჩაში, ხალხი თვითონ აიღებს ხელში მმართველობას და მილიარდერი ოლიგარქი სახტად დარჩება.“ | |
Geworld.ge, 10 თებერვალი დავით მხეიძე -ავტორი:„დღეს ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების (ასო) სახით, “ათასი” თეა თუთბერიძეა აჯაგრული ყოველივე მართლმადიდებლურისა და ეროვნულის წინააღმდეგ. | |
ასავალ-დასავალი, 1-7 თებერვალი ჯაბა ხუბუა, ჟურნალისტი: „... ან ამ ქვეყანას საბოლოოდ გადაუვლიან ანტიქართველი ლიბერასტ-სექტანტები, რომლებიც ერთსქესიან ქორწინებასაც დააკანონებენ, ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასაც შერყვნიან და „ახალი ჯიშის“ - უეროვნებო, უზნეო და უღმერთო ქართველებსაც გამოძერწავენ!“ | ასავალ-დასავალი, 22-28 თებერვალი გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: „რესპუბლიკელი კი, როგორც ასეთი, საქართველოში ასოცირდება სოროსის ჭაობთან, ლიბერასტულ სიბილწესთნ, გეი-აღლუმებთან და ერთსქესიან ქორწინებასთან!“ | | | |
Geworld.ge, 10 თებერვალი ელიზბარ ჯაველიძე , აკადემიკოსი: „ მრცხვენია, რაზე ვლაპარაკობთ, მაშინ, როდესაც მიწები იყიდება, ქართველები უცხოელების მონებად მუშაობენ, საკუთარ მიწაზე დაქირავებულები არიან და ფერადკანიანებისთვის შრომობენ. ქართულ მიწებს ყიდულობენ ებრაელები, სომხები, არაბები, აზერბაიჯანელები. ახალი სოფლები შენდება და იქ ქართველები არ არიან.“ | |
ასავალ-დასავალი, 22-28 თებერვალი გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: „საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში არაბი დევნილების ჩასახლების გეგმა აღიარა! უკაცრავად და, ველური და ქალის უნახავი არაბი ლტოლვილები, რომლებისთვისაც ხიჯაბის გარეშე ყველა ქალი - ბოზია, რასაც აკეთებენ ევროპაში ძალიან კარგად გამოჩნდა ახალი წლის ღამით კიოლნში, სადაც ასამდე ქალი გააუპატიურეს!...“ | |
თურქოფობია/პოლიტიკური პარტიები
|
|
ობიექტივი, 19 თებერვალი დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: „თურქეთი არის ოკუპანტი ქვეყანა ჩვენი ტერიტორიების 33% აქვს ოკუპირებული უკვე 96 წელია... თურქები დღეს, თავის საკუთარ ტერიტორიაზე იმ ქალაქებს სადაც ქურთები ცხოვრობენ ბომბავენ, ხომ იცით ეს თქვენ, ბომბავენ. ვინმეს რა გგონიათ თქვენ, რამე რომ იყოს იმ სოფლებს და იმ ქალაქებს სადაც ქართველები ცხოვრობენ თურქეთში მე ვგულისხმობ თურქულ ქართველებს, თურქეთის ქართველობას არ დაბომბავენ?“ | |
რელიგიური დისკრიმინაცია/მედია
|
|
Geworld.ge, 10 თებერვალი დავით მხეიძე -ავტორი: „ ... პატრიარქის წინააღმდეგობის მიუხედავად, მხარი დაუჭირეს სახიფათო (ასე უწოდა ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა პატრიარქმა) კანონს ქართული ეკლესიის უფლებრივად გათანაბრების შესახებ არა მხოლოდ ტრადიციულ რელიგიურ კონფესიებთან, არამედ სატანისტურ სექტებთანაც კი, ანუ ხლისტებთან!“ | |
Geworld.ge, 17 თებერვალი 2016 სანდრო ბრეგაძე, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე დიასპორის საკითხებში, მოძრაობა “ეროვნულების” ლიდერი: „ … ამ ქვეყანაში არსებობდნენ, არსებობენ და იარსებებენ მეძავები. ჩვენ მათ ვკიცხავთ, მაგრამ შეუძლებელია ამის აღმოფხვრა, თუმცა ხელშეწყობაც წარმოუდგენელია. სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები ჩვენი მამების თაობაშიც იყვნენ და უფრო ადრეც. ეს არავის უკვირს. იცხოვრონ, იარსებონ, მაგრამ ამის დაკანონებას ნურავინ მოითხოვს.“ | |
ნეტგაზეთი, 19 თებერვალი; ასავალ-დასავალი, 22-28 თებერვალი სანდრო ბრეგაძე, ყოფილი დიასპორის დიასპორის საკითხებში მინისტრის მოადგილე: “მე გადავდექი! უფრო სწორედ ყველაფერი გააკეთეს, რომ გადავდგარიყავი, რადგან კატეგორიულად მომთხოვეს ჩემს პრინციპებზე უარის თქმა. დიახ, ერთსქესიანთა ქორწინება არასოდეს დაკანონდება, ვერც ეკლესიას და პატრიარქს შეაგინებს ვინმე და ჩვენც ეროვნული სახელმწიფო გვექნება” | |
GDS, 20:30, 10 თებერვალი თამარ სანიკიძე, განათლების მინისტრი: „თუ ასეთი ინტენსიური მუშაობა მიდიოდა, თუ საპატრიარქო, განათლების სამინისტრო, სიტყვა-სიტყვით გადის და ხვეწს სტანდარტს, რატომ ვერ აღმოაჩინა ისეთი საკითხები, როგორიცაა, მაპატიოს მართლაც საზოგადოებამ და, მამათმავლობა, უსაფრთხო სექსი, იდენტობა?... არც ერთ ვერსიაში ასეთი რამე არ წერია...“ | |
ნეტგაზეთი, 2 თებერვალი, 2016 წელი თამაზ მეჭიაური, ქართული ოცნება: “ვერ გავიგე, თუკი LGBT-ების ლანძღვა არის დასჯადი, პატრიარქი უფრო ნაკლები უფლების მატარებელია? LGBT-ები უნდა დავიცვათ მარტო საქართველოში? ქვეყანა და კანონმდებლობა მათ უნდა მოვარგოთ?“ | ასავალ-დასავალი, 8-14 თებერვალი სოსო ჯაჭვლიანი, ქართული ოცნება: „ ერთი რამ ზუსტად ვიცი - პარლამენტარობა დროებითია, ცხოვრება კი გრძელდება და ჩემმა ჯიშმა და ჯილაგმა ამ ქვეყანაში უნდა იცხოვროს! ქართული ოცნება ჩემთვის ის არის, რომ ოჯახის სიწმინდე დაცული იყოს და საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინება არ დაკანონდეს!“ | | | |
ასავალ-დასავალი, 1-7 თებერვალი ირმა ინაშვილი, „პატიოტთა ალიანსი“: „პირდაპირ ვაცხადებ: ეს სიბინძურე - ერთსქესიანთა ქორწინება - საქართველოში ვერ დაკანონდება!„ | |
საზოგადოებრივი მაუწყებელი, მოამბე, 16 თებერვალი დიმიტრი ლორთქიფანიძე, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა: ეს (საგანი „მე და საზოგადოება“) არის მამათმავლობის პროპაგანდა, რომელიც შეფარულად და ღიად, ამავე დროს, ხორციელდება. | |
კავკასია, ბარიერი, 16 თებერვალი გურამ ფალავანდიშვილი, ფილოლოგი, პალიტრა ტვ-ის საავტორო გადაცემის წამყვანი:„ ... ჩვენ გვაძალებენ დისკრიმინაციულ კანონს, პირდაპირ გვითხრეს, რომ თუ გინდათ ვიზალიბერალიზაცია, მიიღეთ ბილწი, მამათმავლური კანონი... აი ამ კანონის საფუძველზე ბედავენ კომპასიტოების შემოტანას და საიტებზე ატვირთვას, ამის საფუძველზე ყოველ 17 მაისს გამოდიან და უნდათ მოწყობა პარადის ლგბტ თემს, ამის საფუძველზე ტელევიზია წაიბილწა გარყვნილებით...“ | |
საქინფორმი, 9 თებერვალი სათაური: „ნუ გადააქცევთ საქართველოს სოდომისა და გომორის ქვეყნად!“ | |
ასავალ-დასავალი, 15-21 თებერვალი მარიამ ქობულია, ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაცია, საინფორმაციო სააგენტო „შენი მედია გუნდი“: „დაუშვებელია, ნორმად საღდებოდეს ის რასაც ქართველი ხალხი უზნეობას უწოდებს!...დააკანონებთ ერთსქესიანთა ქორწინებას? ათიათასობით სტუდენტი ქუჩაში გამოვალთ! შეგაკვდებით, მაგრამ ამ კანონს ვერავინ გაიტანს, სულ რომ მილიონები დახარჯოს ევროპამ!“ | |
ჰომოფობია/სასულიერო პირები
|
|
Geworld.ge, 10 თებერვალი მამა დავითი (ისაკაძე),წმინდა მარინეს ეკლესიის წინამძღვარი: „ მამათმავლობასა და დედათმავლობას გულისხმობს ცივილიზაცია? ასეთი ცივილიზებული ხალხი ჩვენ არ გვჭირდება! დაე, წავიდნენ იქ, საიდანაც იმართებიან. სოდომია ყველაზე დიდ ცოდვად ითვლება. ეს არის საღვთო კანონებით დაუშვებელი!..“ | |
ანტიდასავლური განწყობები/პოლიტიკოსები
|
|
ასავალ-დასავალი, 1-7 თებერვალი გია ბურჯანაძე, გაერთიანებული დემოკრატიული მოძღაობა: „აბა, იქნებ, შემახსენოთ, ვინ შეეწინააღმდეგა პარლამენტში სახელისუფლებო უმრავლესობიდან ამას?! (ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას) არავინ! და იცით, რატომ?! იმიტომ, რომ ასე ბრძანა „ძია სემმა“! 3 მილიონიანი საქართველო ვის რას გაუბედავს, როდესაც აგერ, 600 მილიონინმა ევროპამ ბევრი რამ ისე გადაყლაპა, არც დაუსლოკინებია!...“ | ასავალ-დასავალი, 22-28 თებერვალი ჯონდი ბაღთურია, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა: „ ხალხო, ამერიკა ჩვენს ტერიტორიას იყენებს თავისი სამხედრო, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ინტერესებისთვის და, რაც მთავარია, ამას რუსეთის საწინააღმდეგოდ აკეთებს!... ნატო ჩვენი თავდაცვის უალტერნატივო საშუალება კი არა, რუსეთის მხრიდან თავდასხმის „გარანტიაა“!... დიახ, ჩვენ ვართ სათამაშო ამერიკელებისა და ნატო-ელების ხელში!..“ | | | |
ასავალ-დასავალი, 1-7 თებერვალი ვალერი ხაბურძანია, უშიშროების ყოფილი მინისტრი: „ბოკერიებსა და სააკაშვილებს რომ მოვუსმინოთ, ამერიკის ერთ-ერთი შტატი უნდა გავხდეთ და ქართულ ანბანზეც უარი უნდა ვთქვათ. ბარემ განაცხადონ, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება და ამ იდეოლოგიით ქვეყნის მართვა არის ეკონომიკური წარმატების ერთადერთი შანსიო.“ | |
ანტიდასავლური/საზოგადოება
|
|
ქრონიკა, 13 თებერვალი ლევან ვასაძე: „ მაგის (სახალხო პარტიის) თავმჯდომარე იყო ლუკა ვოლანტე, ჩემი მეგობარია და წერს, რომ ევროპაში დღეს არსებული მდგომარეობა რომეის იმპერიის ბოლო დღეებს გავს, დღევანდელ ანტიოჯახურ კამპანიებს და დემოგრაფიულ მდგომარეობას ევროპა კატასტროფამდე მიყავს. იტალიაში სახელმწიფომ შეიმუშავა განათლების სტრატეგია, რომელიც სკოლაში გულისხმობს გენდერული იდენტობის და ლგბტ ს გაძლიერებას ხოლო რელიგიური ხალხი ჰომოფობთა ჯგუფს არის მიკუთვნებული, რამე ხომ არ გეცნობათ აქ შემთხვევით?“ | ასავალ-დასავალი, 22-28 თებერვალი შოთა აფხაიძე, კავკასიის ისლამური კვლევის ცენტრი: „ლტოლვილთა აქ ჩამოსახლება მიუნხენი უსაფრთხოების სამიტზე გადაწყდა და რამდენიმე დღის წინათ... ფაქტობრივად, საქართველოს მთავრობას არავინ არაფერს ეკითხება, ამერიკელი და ევროპელი ლიდერები საქართველოს, როგორც თავიანთ „ხელის ბიჭს“, ავალდებულებენ ახლო აღმოსავლეთიდან, ძირითადად, სირიიდან და ერაყიდან დევნილი 235 ათასი ადამიანის მიღებას!“ | | | |
შშ პირთა დისკრიმინაცია/პოლიტიკოსები
|
|
საზოგადოებრივი მაუწყებელი, მოამბე, 3 თებერვალი გოგი თოფაძე, ქართული ოცნება: :ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ, უაზრო... ძალიან სამწუხაროა თუ თქვენ ასე აფასებთ საქართველოს მოსახლეობას, მაშინ ალბათ, არც უნდა პრეზიდენტობა გეკადრათ, საქართველოსი“. | ნეტგაზეთი, 10 თებერვალი ირმა ნადირაშვილი, ნაციონალური მოძრაობა: „ ამ ფაქტზე პირადად დავით ნარმანიამ უნდა აგოს პასუხი. მთელი ქვეყანა მდიდარი შიზოფრენიკის მოსამსახურედ აქციეს“. | | | |
Geworld.ge, 10 თებერვალი გოგი თოფაძე - კოალიცია „ქართული ოცნება“, პარლამენტარი: „ ...გამოდის მისთვის ძალზე არასახარბიელო დასკვნა, კერძოდ, გიორგი მარგველაშვილი არის ქართველების, ანუ მისივე თქმით, “დებილების” პრეზიდენტი. და, შესაბამისად, თუ “დებილებმა” მეთაურად აგირჩიეს, ესე იგი, შენში ყველაზე გამოჩენილი “დებილი” დაინახეს... ნუთუ არ რცხვენია მარგველაშვილს “დებილების” პრეზიდენტობა?!“ | |
შშ პირთა დისკრიმინაცია/საზოგადოება
|
|
Geworld.ge, 10 თებერვალი ელიზბარ ჯაველიძე , აკადემიკოსი: „რა ბოდიშის მოხდას სთხოვენ გოგი თოფაძეს ან ვინ სთხოვს? მართლა დებილები და დაუნები არიან. დიახ, ეს სალანძღავი სიტყვებია და მათ ვლანძღავ.“ | |
გენდერული დისკრიმინაცია/სტერეოტიპები/მედია
|
|
Geworld.ge, 17 თებერვალი ბაკურ სვანიძე, ჟურნალისტი: „ ... ქალების დიდ ნაწილს, ერთგვარი ფსიქოლოგიური განსხვავების გამო სქესთა შორის, სულაც არ აქვს მისწრაფება საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობისა... ერთიც _ თუკი ბუნებითაც ასეა, რომ ქალთა მიერ მამაკაცების არა მხოლოდ ფიზიკური ძალით, რამედ გარკვეული გონებრივი კრიტერიუმითაც დაჯაბნა გამონაკლისია, როგორ მოვიქცეთ?“ | |
ასავალ-დასავალი, 1-7 თებერვალი დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი: ქართველმა ჯარისკაცებმა რა დააშავეს, ვერ ვხვდები - ალასანიამ საწყალ ბიჭებს ისეთი შეჭამანდი შეუკაზმა, ნახევარ ჯარს ფაღარათი აუტეხა; მერე იყო და არმიას ერთი ქალი დაასვეს თავზე; ახლაა და, როგორც ირკვევა, მეორე ქალით (ლაურა ღაჭავა) სამხედროებს „კერავენ“. | კვირის ქრონიკა 1-7 თებერვალი ნინო სამხარაძე (ჟურნალისტი): „სწრაფი რეაგირების ბატალიონის ხელმძღვანელი ქალბატონი თანათინი დამაჯერებელი ტონითა და საყურის ქანქქარით ქანთარიას უმალ გამოეხმაურა და ჩვეული ტონით ბრძანა: ცოტა მეტი ფიქრის სჭირდებათ იმ პარტიაში საიდანაც ეს განცხადებაბი გაკეთდა.. | | | |
გენდერული დისკრიმინაცია/სტერეოტიპები/საზოგადოება
|
|
ალია, 26 თებერვალი - 1 მარტი ლევან ჯიბღაშვილი, მსახიობი: „ქალმა უნდა მიხედოს ოჯახს. თუ ცოლი ჩემზე გვიან მოვიდა სახლში, რაღად მინდა ცოლი, სულ არ მოვიყვან“. წყარო: musicbox.ge | |
გენდერული დისკრიმინაცია/სტერეოტიპები/სასულერო პირები
|
|
ასავალ-დასავალი, 8-14 თებერვალი ქრისტეფორე წამალძე, მიტროპოლიტი: „ანუ როცა უკვე ქალი შევა ეკლესიაში და ეკლესიის მმართველებად ქალები მოგვევლინებიან, იწყება მეორედ მოსვლა. დღეს რამდენიც გინდათ, იმდენი ქალია „ეპისკოპოსი“! ევროპა უღმერთო გახდა და ქრისტეანიზმის ცენტრი ნელ-ნელა აფრიკისკენ ინაცვლებს!..“ | |
| | | ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში. | | | | | მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მედიის განვითარების ფონდს (MDF) და არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად. | | | | |
|
|