# 13 (68) 2016 წლის 1-31 ივლისი
|
|
|
წინამდებარე ანგარიში მოიცავს 2016 წლის 1 ივლისი -31 ივლისის პერიოდში ქართულ მედიაში განხორციელებული მედია-მონიტორინგის შედეგებს და აქტივობებს, რომელიც ამ მონიტორინგის საფუძველზე განხორციელდა.
|
|
- ივლისის ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული დისკრიმინაციული გამოხატვა გახლდათ საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის აშშ-ში არჩილ გეგეშიძის რასისტული განცხადება, რომელიც მან გეორგიევსკის ტრაქტატის შედეგებზე საუბრისას ირანელების მიმართ გააკეთა.
- ე.წ. ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ რეფერენდუმის თემის აქტუალიზებამ კვლავ გამოიწვია ჰომოფობიური ნარატივის გაზრდა მედიაში; პოლიტიკური პარტიებიდან ჰომოფობიის ძირითად წყაროდ ივლისში გვევლინებიან „პატრიოტთა ალიანსის“, „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ წარმომადგენლები.
- მედიის განხილვის საგნად იქცა ივლისში საპატრიარქოს არხზე „ერთსულოვნება“ გასული კლიპი,
|
- რომელშიც ადამიანები, რომლებიც არ დადიან მართლმადიდებლურ ეკლესიაში, ცხოველებად იქნენ შეფასებული;
- თურქეთში გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებული მოვლენები თურქოფობიის და ისლამოფობიის ახალი ტალღის საფუძვლად იქცა. ამჯერად აქტიურად ხდებოდა რესპონდენტების მიერ თურქეთს ხელისუფლების მიერ გადატრიალების მცდელობის დაფინანსებაში ბრალდებული თურქი სასულიერო ლიდერის ფეთჰულაჰ გიულენის მიერ საქართველოში სასწავლო-დაწესებულებების დაფინანსების თემაზე და ისლამისტურ საფრთხეებზე საუბარი;
- მონიტორინგის პერიოდში ასევე გამოვლინდა შეგვხვდა გენდერული სტერეოტიპების, სექსიზმის შემთხვევები. .
|
|
|
|
სიძულვილის ენა/ძალადობისკენ მოწოდება/პოლიტიკოსები
|
|
ობიექტივი, ღამის სტუდია, მარშალპრესი, 31 ივლისი ვალერი კვარაცხელია, „სოციალისტური საქართველო“: თქვენ, ვინც მშრომელ ხალხს წაართვით არსებობის უფლება, მაგ ენას, აი ამ ნამგლით ამოგჭრით და მაგ რეგვენ თავებს, მაგ ჩაქუჩით გაგიხეთქავთ, იმიტომ, რომ თქვენ ხართ მშრომელი ადამიანის დაუძინებელი მტრები.“
|
|
ალია, 18-24 ივლისი ნინო სამხარაძე, ჟურნალისტი: "გვამებზე მორბენალი "ნაცსექტა" ბედავს და აჯანყებით იმუქრება, უნიათო "ქართული ოცნება" ამ ჯალათების მძევალი გახდა."
|
|
სიძულვილის ენა/საზოგადოება
|
|
ობიექტივი, ღამის სტუდია, 29 ივლისი რეზო ამაშუკელი, პოეტი: ... ახლა გამოდის ვიღაც სამადაშვილია სალომე, აპრეხილი ცხვირით, შავი გოგირდით გამოტენილი რომ აქვს ცხვირი და ლაპარაკობს რაღაცეებს. არ ეყოთ მაგათ ადამიანების სისხლი და კიდევ ბატონ ბიძინას უმადლოდენ, რომ ხეებზე არ არიან დაკიდებული... ეგენი უნდა მოისპონ და არავინ არ დამიწყოს, რომ ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები ვართ.
|
|
ქსენოფობია/რასიზმი/ხელისუფლება
|
|
რუსთავი 2, ტაბულა, ნეტგაზეთი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმედი, GDS, 6 ივლისი
არჩილ გეგეშიძე, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში: „ ფაქტია, რომ ვარსებობთ და რომ არა ეს ტრაქტატი, სპარსელებივით მუგუზალივით შავი თვალები და თმები გვექნებოდა. ის, რომ ქართველები გვქვია, ქართული ცნობიერება გვაქვს და გამოგვარჩევენ როგორც ერს, ეს ჩვენი წინაპრების დამსახურებაა.“
|
|
ასავალ-დასავალი, 25-31 ივლისი მიხეილ ცაგარელი, ასტროლოგი: ჩემს კორპუსში გუშინ 40 ირანელი შემოსახლდა, მთელი მეორე სართული დაიკავეს. აჭარაში თურქეთი გაბატონდა. მალე შეუქცევადი დემოგრაფიული ცვლილებები დაიწყება. ზანგები, ჩინელები, ინდოელები და თურქები ისე გამრავლდებიან, რომ ქართველები საქართველოში უმცირესობაში აღმოვჩნდებით. მითუმეტეს, ქართველების უმრავლესობა უცხოეთში გარბის. მსგავს ვითრებაში გარდაუვალია დემოგრაფიული კატასტროფა.
|
|
თურქოფობია/ისლამოფობია/პოლიტიკოსები
|
|
ობიექტივი, ღამის სტუდია, 21 ივლისი ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: „..მაინც ვეზიდებით იაფფასიან, პესტიციდებით, შხამებით გაჯერებულ თურქეთიდან შემოტანილ პროდუქტს, და ჩვენ ბაზრებზე მიმდინარეობს თურქული ტრაილერების ჭენაობა, ხოლო ქართველი გლეხის იმ შრომას ფასი არა აქვს.“
|
|
თურქოფობია/ისლამოფობია/მედია
|
|
ასავალ-დასავალი, 25-31 ივლისი ბაკურ სვანიძე, ჟურნალისტი: იმასაც მოვესწარით, რომ ქართველთა ერთ ნაწილს ოსმალეთის იმპერიის, საქართველოს ტერიტორიის, სულ ცოტა, ერთი მეოთხედის მიმთვისებლის, ქართული ენის, კულტურის, რელიგიის ამომძირკველისა და ქართველთა გამათურქებლის სახელმწიფო დროშაც კი დაუყენებია „ავატარად“ საკუთრ „ფეისბუქ გვერდებზე“.
|
|
რელიგიური დისკრიმინაცია/მედია
|
|
ობიექტივი; საინფორმაციო გამოშვება; 20 ივლისი
ტელეკომპანია ერთსულოვნების" ვიდეორგოლი: "ეკლესიაში ყოფნა ადამიანად ყოფნაა, მაგრამ ვინ არიან ისინი, ვინც არ დადიან ტაძარში. ნუთუ ისინი ადამიანები არ არიან. ჩემო მეგობარო, თვალები, ფეხები და სხვა ორგანოები ცხოველებსაც აქვთ და თანაც უფრო დიდი ზომისა, მაგრამ ამის გამო ისინი არ არიან ადამიანები. ადამიანი ცხოველისგან განირჩევა არა მარტო გარეგნობით, არამედ ღვთისაგან ბოძებული აზროვნებითაც. რის ერთ-ერთ გამოვლინებასაც ეკლესიურობა წარმოადგენს."
|
|
რელიგიური დისკრიმინაცია/სასულიერო პირები
|
|
|
|
|
ასავალ-დასავალი, 25-31 ივლისი ნიკოლოზ ჩხიკვაძე, დეკანოზი: „ახლა რომის პაპის დაგეგმილ ვიზიტზე ვიტყვი - ეს არის საშინელება. დღეს საპატრიარქო განიცდის ძალიან დიდი ზეწოლას, თორემ უწმინდესი მწვალებელს არ მოიწვევდა. ის მართლმადიდებლობის უდიდესი მტერია, ისლამზე დიდი მტერი. იცით რატომ? ისლამი პირდაპირ გეუბნება - შენი მტერი ვარო. ის კიდევ თავს მოყვრად გვაჩვენებს და სამარეს გითხრის. ის არის ცხვრის ტყავში გახვეული მგელი და მის აქ შემოსვლას სიკეთე არ მოჰყვება. ეს იქნება დიდი განსაცდელი და ამას მალე ვნახავთ."
|
|
|
|
|
ასავალ-დასავალი, 18-24 ივლსი დავით ისაკაძე, დეკანოზი: „ვაცხადებ ხმამაღლა - რომის პაპის საქართველოში ჩამოსვლა მართლმადიდებლობის დასუსტებას ემსახურება!... რომის პაპი არის ყველაზე დიდი ერეს-იერარქი. ყველა ცრუსწავლება, რაც კი მსოფლიოში არსებობს, ერთად რომ შეკრიბო, პაპის ცოდვას ვერ გადაწონის!"
|
|
|
|
|
13 ივლისი, ობიექტივი, ღამის სტუდია
საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, დავით-თარხან მოურავი: „...მტკიცდება რომ დაავადებაა. აგერ ამერიკული ლაბორატორიები ამბობენ, რომ გენი აღმოაჩინეს, რომელიც ნაყოფში თუ დარღვეულია აუცილებლად ჰომოსექსუალი იქნება ბავშვი. და ახლა ამბობენ, რომ ათ წელიწადში წამალი იქნება პირდაპირ ორსულ დედას, რომ გაუკეთებენ ის გენი გასწორდება. ანუ შეიძლება ამ პრობლემას საერთოდ ეშველოს.“
|
|
კავკასია, სპექტრი, 7 ივლისი გოგი თოფაძე, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“: "ერთნაირსქესიანთა ქორწილები თურმე უნდა შემოიტანონ... ახალი მთავრობა, რომ მოვიდეს, კანონი ამის გარეშე შეიძლება შეცვალოს. ამიტომ რეფერენდუმი აიძულებს, 200 000 ხმა უნდა, და თუ საქართველოში 200 000 პედერასტი მოვნახეთ, მაშინ... "
|
|
ობიექტივი, ბათუმის სტუდია, 21 ივლისი მერაბ ბლადაძე, წამყვანი: „აი როგო უნდა გაიგოს მშობელმა, რომ ბავშვს, მაგალითად ბიჭს, აქვს რაღაცა გადახრები მამათმავლობისკენ, ახლა მაგას ჩვენ ჩაგვჩიჩინებენ თავში, რომ ეს თურმე კარგი არისო მაგრამ დამერწმუნეთ, მე ვცხოვრობდი ევროპაში ათეული წლები და იქ ტრაგედიაა ოჯახისთვის, როდესაც ოჯახი შვილი არის რაღაც ლგბტ-ს უწოდებენ ახლა და თუნდაც გოგონა არის ლესბოსელი.“
|
|
ანტიდასავლური განწყობები/საზოგადოება
|
|
ასავალ-დასავალი, 25-31 ივლისი
მიხეილ ცაგარელი, ასტროლოგი: „დასავლეთი ცდილობს, დაანგრიოს ქართული მრწამსი, ცნობიერება, რადგან ამერიკას და ევროპას არ სჭირდებათ საქართველო, როგორც კულტურული და განვითარებული სახელმწიფო. მათთვის იდეალური იქნება, ქვეყანაში მხოლოდ 800 ათასი ქართველი დარჩეს აქ ჩამოსული ტურისტების მომსახურე პერსონალის სახით. იმავეს აკეთებდა სააკაშვილი. არავის აინტერესებს ჩვენი კულტურა, რელიგია და ოჯახი. შესაბამისად, როგორც კი ოჯახის ინსტიტუტი დაიშლება, ქვეყნის მენტალობის ნგრევა დაიწყება და დასავლეთი საწადელს აისრულებს“.
|
|
ანტიდასავლური განწყობები/მედია
|
|
საქართველო და მსოფლიო. 21 ივლისი
არმაზ სანებლიძე, ჟურნალისტი:"დღეს ამერიკის ელიტის ბევრი წარმომადგენელი სიამაყით აცხადებს საკუთარი პერვერსიის _ სექსუალური გახრწნილობის _ შესახებ...“
|
|
ასავალ-დასავალი, 25-31 ივლისი
არნო ხიდირბეგიშვილი, საქინფორმი: რატომ ვაგზავნით ჩვენს ბიჭებს დაქირავებულებად იქ, სადაც საშინელი ეპიდემია მძვინვარებს?! განა ამერიკელმა ჯარისკაცებმა ამერიკაში ვიეტნამიდან არ ჩაიტანეს შიდსი, რომლის ვირუსი, ზოგიერთი მონაცემით, პენტაგონის ქიმიურ ლაბორატორიებში შეიქმნა და ვიეტნამელების წინააღმდეგ ექსპერიმენტის სახით გამოიყენეს?!
რეალური ფაქტები საბჭოთა KGB-ს მითზე შიდსის ვირუსის შესახებ ხელმისაწვდომია მითების დეტექტორზე.
|
საქინფორმი, 29 ივლისი
"ყველაზე შემაშფოთებელი ადამიანის, ცხოველებისა და მცენარეების ინფექციურ დაავადებათა გამომწვევების კვლევებია. ფაქტობრივად, აშშ–ს საკუთარ საზღვრებს მიღმა აქვს შესაძლებლობა, ჩაატაროს სახიფათო ცდები საკუთარი მოქალაქეების ინფიცირების რისკის გარეშე...
|
|
|
|
გენდერული სტერეოტიპები/ხელისუფლება
|
|
რუსთავი 2, კურიერი 21 საათზე; იმედი, ქრონიკა 20 საათზე; ტაბულა, ფოკუსი 19 საათზე; IPN; მარშალპრესი, პირველი რადიო, ნეტგაზეთი, 25 ივლისი
კახი კალაძე, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი, ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის თავმჯდომარე: „..მე ძალიან ეჭვი მეპარება ამ განცხადებებს (საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის) როდესაც ვისმენ, მგონია ეს პოლიტიკური სპეკულაციები, საქმე გვაქვს ჭორიკნობასთან, როდესაც ქალბატონები ჭორაობენ.“
|
|
გენდერული სტერეოტიპები/სექსიზმი/პოლიტიკოსები
|
|
მარშალპრესი, 27 ივლისი წყარო: ფეისბუქი მერაბ კვაჭახიძე, კოალიცია „ქართული ოცნება“, კონსერვატიული პარტია: „მეგობარი, პარტნიორი – საყვარელი, ნაშა. გეი, ცისფერი – პედარასტი. სექსმუშაკი – ბოზი. შეიცვალა რამე?! კი. ამ კატეგორიამ პარიკმახერით დაწყებული, ბოზით დამთავრებული საზოგადოების ელიტაში გადაინაცვლა! მორალი: ელიტამაც და სინდის – ნამუსმაც ფასი დაკარგა!”
|
კავკასია, ბარიერი, 20 ივლისი
სოსო ვახტანგაშვილი, ეროვნული ფორუმი: (მიმართავს ენმ-ის წარმომადგენელს სევდია უგრეხელიძეს) „მე არ მაძლევს საშუალებას საკუთარი თავი, რომ თქვენთან შემოვიდე პოლემიკაში... ბოდიშს ვიხდი თუ არასწორად გამიგეთ, ქალბატონთან არ შემიძლია ამაზე საუბარი.“
|
|
|
|
გენდერული სტერეოტიპები/სექსიზმი/მედია
|
|
კავკასია, ბარიერი, 25 ივლისი გურამ ფალავანდიშვილი, კვირის პალიტრის ტელეწამყვანი: „ ... მოკლე კაბა ეცვათ ქალებს, ვინც კაცებს იწვევდა...გარყვნილებაა, გინდა შენი იყოს, გინდა ჩემი იყოს, ვინც ასე იცვამს გარყვნილია.“
|
|
დისკრიმინაციული გამოხატვის მაგალითები სრულად იხილეთ ვებ-გვერდზე: www.notophobia.ge
|
|
|
|
|
ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში.
|
|
|
|
|
მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მედიის განვითარების ფონდს (MDF) და არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად.
|
|
|
|
|
|
|