#1 (41), 29 დეკემბერი-11 იანვარი, 2015
|
|
|
6 იანვარს ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ტელეკომპანია "კავკასიის" თვითრეგულირების ორგანოს საჩივრით მიმართა. სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის, მედიის განვითარების ფონდის, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტისა და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის საჩივრის საფუძველი 26 დეკემბრის თოქ-შოუ "სპექტრში" გადაცემის წამყვანის, დავით აქუბარდიას მიერ გაკეთებული განცხადებები გახდა, რომლებიც, ორგანიზაციების აზრით, დისკრიმინაციულია და აღვივებს შუღლს საქართველოს მოქალაქე მუსლიმების მიმართ.
|
|
მონიტორინგის შედეგების მიმოხილვა
მედიის განვითარების ფონდი აგრძელებს 5 ტელევიზიის ახალი ამბების, 7 ტელევიზიის თოქ-შოუს , 5 გაზეთისა და 7 ინტერნეტ-პორტალის მედია მონიტორინგს სიძულვილის ენის, სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციისა და ანტიდასავლური განწყობების გაღვივებაზე, რაც ხშირად დისკრიმინაციული კონტექსტის მატარებელია.
|
2015 წლის პირველ ნომერში შესულია 2014 წლის 29 დეკემბრიდან 2015 წლის 11 იანვრის პერიოდში გამოვლენილი შემდეგი ფაქტები: ინდივიდუალური შუღლის გაღვივება -1; რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის საბაბით ძალადობის გამართლება - 1; ექსტრემისტული განცხადებები რელიგიის კრიტიკის გამო - 4; თურქოფობია -1; ქსენოფობია -3; ჰომოფობია - 7 (აქედან 5 მედიის მხრიდან); კაცისა და ქალის როლების სტერეოტიპული აღქმა -3; ანტიდასავლური განწყობები -9.
|
|
|
|
ინდივიდუალური შუღლის გაღვივება
|
ასავალ-დასავალი, 29 დეკემბერი-11 იანვარი
ელიზბარ ჯაველიძე, სახალხო კრება:"ლევან ბერძენიშვილი იეღოველების ნაძვის ხეზეა ჩამოსაკიდებელი მსგავსი ანტიქართული გამოთქმებისთვის!"
|
|
Geworld.ge, 9 იანვარი
ზაზა გაბეჩავა [ფეისბუკ სტატუსი შარლ ებდოს კარიკატურებზე]: "როდესაც შენი ავადმყოფური ,,გამოხატვის თავისუფლებით'' სხვისი რწმენის თავისუფლებას აგინებ, უარესიც ამაზრზენ, ბინძურ ენით გამოუთქმელად საშინელ კარიკატურებს აკეთებ ადამიანთა ღმერთის, მათი ცხოვრების უწმინდესი მრწამსის მიმართ, ჩაგცხრილავენ, რა იქნება აბა !!!.. ყოველივე უფლის განგებულებით ხდება და უფალმა დასაჯა ისინი სულიწმიდის გმობისთვის ზუსტად ისე, როგორც იმსახურებდნენ ამას.“
|
|
ექსტრემისტული განცხადებები რელიგიის კრიტიკის გამო
ექსტრემისტული განცხადებები როგორც "შარლი ებდოს" კარიკატურას, ასევე ორგანაცია "იდენტობის" ხელმძღვანელის ირაკლი ვაჭარაძის მხრიდან პატრიარქის კრიტიკას უკავშირდებოდა:
პირველი, 9 იანვარი
ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველთა გაერთიანება: „მინდა ყველას ვუთხრა - ნურავის თავის ავადმყოფურ გონებაში ნუ ექნება იმის ფიქრი, რომ საქართველოში მსგავს რამეს [რელიგიურ თემაზე კარიკატურა] გააკეთებს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. საქართველოში ეს არ გავა. ვიცი, რომ ამის მცდელობები იქნება, რადგან სამწუხაროდ, ჩვენში ყველაფერს ცუდს უცხოეთიდან იღებენ“.
|
|
პირველი, 9 იანვარი
ზვიადტომარაძე, ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტი: „რამდენიმე წელია, მართლმადიდებლურ ეკლესიაზე და ტრადიციულ ოჯახზე ღია შეტევა მიმდინარეობს. ეს არის იმ გრანტიჭამია წურბელების სამიზნე, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან იმართებიან და მათ დაკვეთას ასრულებენ. ესენი არიან ჯაშუშები და ქართული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ორგანიზაციები.”
|
პირველი, 9 იანვარი
ლადო სადღობელაშვილი, თავისუფალი თაობა: „...აღვირახსნილი და შეურაცხმყოფელი ქმედებების გაგრძელების შემთხვევაში პირობას ვდებთ, რომ ჩვენი ძალებით დავიცავთ ჩვენს რელიგიურ ღირებულებებს და არ მივცემთ საშუალებას ათეისტ-ბოლშევიკებს ქრისტიანული მრწამსის მორწმუნე ადამიანები დაჩაგრონ .“
|
|
|
|
კვირის პალიტრა, 9 იანვარი
ანი დარსალია,თავისუფალი თაობა: "ვთვლით,
რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ "იდენტობის" მსგავსი ორგანიზაციების არსებობა, რომლებიც მხოლოდ იმისთვის არიან მოწოდებული, რომ ჩვენი რელიგია შეურაცხყონ."
|
|
ობიექტივი, ღამის სტუდია, 29 დეკემბერი
ელიზბარ ჯაველიძე, სახალხო კრება: „დღეს აჭარა განიცდის კულტურულ ექსპანსიას. ექსპანსიას მეზობელი ქვეყნისას... დღეს არქიტექტურა, ხელოვნება, განათლება, რელიგია, მთლიანად უკვე სახეშეცვლილია და იქ არ გვაქვს ჩვენ ქართული არაფერი...
მოსახლეობის, როდესაც დღესდღეობით ბათუმში მხოლოდ 120 ათასი, 30 ათასი ოჯახი ანუ დაახლოვებით 120 ათასი თურქი ცხოვრობს და როდესაც არის უამრავი უმაღლესები გახსნილი თურქულ ენაზე და სხვადასახვა, მე თურქული კულტურის წინააღმდეგი კი არ ვარ... მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი საკუთარი ტერიტორია გავასხვისოთ...
შემოიჭრნენ და რა ხდება? ეკონომიკა.. მთლიანად წაღებული აქვთ. პირველი სართული. გერმანიაში წაიღო თურქებმა და აქ არ წაიღებენ პატარა აჭარაში?“
|
|
ქსენოფობია
რუსთავი 2, არჩევანი, 30 დეკემბერ
შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტია: "ეხლა გააუქმეს ის მორატორიუმი [მიწის უცხოელებზე გასხვისებაზე] და უკვე დამთავრებულია, ის ირანელები და ვინც ჩამოდიოდა აქ, კიდევ დაემატება ახალი ინვესტორები ე.წ. და ბოლოს გლეხს ერთი ვაშლიც არ დარჩება."
კვირის ქრონიკა, 5-11 იანვარი
ელიზბარ დიაკონიძე, დიაკონი: "ყველაფერს აკეთებს ხელისუფლება, რომ ქევყანა დაიცალოს ქართველებისაგან და ტერიტორია სათარეშოდ დარჩეს სხვა ეროვნების ხალხს."
|
კვირის ქრონიკა, 5-11 იანვარი
გიორგი ბურჯანაძე, აქტივისტი: აქ პირველი სართულის ფართი გაქირავებულია და, ჩვენი ინფორმაციით, მეპატრონე არაბია, სადაც დაახლოებით გვიან გვიან ღამით მიმდინაეობს ისეთი რამ, რაც, როგორ გითხრათ, მრცხვენია, რომ თბილისში ვცხოვრობ...
აქ უცხოელებს ჩაჰყავთ არასრულწლოვნები და იქ გარყვნილების ბუდეა...
საშინელებაა, როცა შენს ქალაქში ჩამოდის უცხოელი და იმ ბავშვთან, რომელსაც სოციალურად ძალიან უჭირს, ასეთ რამეს ეწევა"...
|
|
|
|
ჰომოფობია
ობიექტივი, ღამის სტუდია, 30 დეკემბერი
ბონდო მძინარაშვილი, წამყვანი: "... ობიქტივმაც არაერთი გადაცემა მიუძღვნა ამ თემას [ანტიდისკრიმინაციულ კანონს], ასე ვთქვათ, ვეწინააღმდეგებოდით იმას, რომ რელიგიური უმცირესობები, ეროვნული უმცირესობები, შმმ პირები და სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები ერთ კანონში ერთიანად გაერთიანებულიყვნენ, ასე ვთქვათ, ერთი უფლებების დაცვის საფარველქვეშ...
|
დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: "რეალურად ხომ დღეს ყველამ იცის, რომ 3 %-ზე ნაკლებია მსოფლიოში ე.წ სექსუალური უმცირესობები. მაგრამ მთელი მსოფლიო შეაწუხეს. შეაწუხეს ამ თავისი გაუთავებელი რაღაცა მოთხოვნებით...
სინამდვილეში კიდევ უნდათ, რომ მოგვახვიონ თავს საკუთარი იდეოლოგია,... არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ ამას ასე ხელაღებით მივუდგეთ."
|
|
|
|
ობიექტივი, ღამის სტუდია, 11 იანვარი
არნო ხიდირბეგიშვილი, საქინფორმის მთავარი რედაქტორი: "საქართველოც და მსოფლიოც დუმდა, როცა დასცინოდნენ მართლმადიდებლობას, იგივე საქართველოზე მაქვს ლაპარაკი, ჩვენ კათალიკოს პატრიარქს, სამაგიეროდ ყვიროდნენ ეროვნული, რელიგიური სექსუალური უფლებების დაცვაზე, 17 მაისს ჩვენ გვახსოვს, როცა პედერასტებს აღლუმი არ ჩავატარებინეთ. იმიტომ, რომ უმრავლესობას არავინ არ იცავს, სამაგიროდ უმცირესობას იცავს ანტიდისკრიმინაციული კანონი."
ასავალ-დასავალი, 29 დეკემბერი-11 იანვარი
დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი: მერე მიდი და უმტკიცე იქაურ თუ აქაურ ლიბერასტ ენჯეობს, რომ ქართველი კაცი ჯერ არის ქართველი კაცი და მერე არის დეპუტატი, მინისტრი, მომღერალი, სპორტსმენი თუ ჟურნალისტი!"
|
კვირის ქრონიკა, 30 დეკემბერი - 5 იანვარი
გიორგი ჯიქიაშვილი, ჟურნალისტი: "ისიც ვიცით, რომ როგორც ამბობენ, ეს პოლიტიკური პარაზიტი [ლევან ბერძენიშვილი] თავის დროზე ციხეში შევიდა და იქიდან დედაკაცი გამოვიდა...
ბერძენიშვილებისნაირმა სულით (და გნებავთ ხორცითაც) პოლიტიკურმა მესაჯდომე ლიბერასტებმა ძალიან კარგად იციან, სანამ ქართველი ქართველობს, ქართველი კაცი კაცობას არ შეეშვება და უკანალის მიცემას არ დაიწყებს...
ორი წლის წინათ, 17 მაისს, პირველად ვიღაცამ გაბედა და საქართველოში „პიდარასტების“ აღლუმის ჩატარება სცადა, პირველად ვიღაცამ გაბედა და სოდომისტების ქორწინების დაკანონებაზე დაიწყო საუბარი. თუმცა სხვა არანეკლებ დიდი უბედურებებიც დაგვატყდა. ჯერ იყო და უსუფაშვილის პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონი გრიალით მიიღო, მერე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გავაფორმეთ და იმ დოკუმენტში მოცემულ ათასგვარ ანტიქართულ ვალდებულებებს ხელი უაპელაციოდ მოვაწერეთ."
|
|
|
|
კავკასია, დღეს, 31 დეკემბერი
[საარქივო მასალა]
ზაზა პაპუაშვილი, ქართული ოცნება, პარლამენტის წევრი: "ეგღა მაკლია, ვსდიო ახლა ნებისმიერ გომოსექსუალისტებს და პადიეზდებთან თავში რაღაც ვუბრაგუნო, სულ არ მაღელვებს, ვინ რას გააკეთებს.... მის დაკანონებას, პროპაგანდას და მის ასე ვთქვათ ამას არ ვუწევ არასოდეს არ დავუჭერ მხარს".
|
|
„გეებიისლამში: წინააღმდეგობრიობათუმოცემულობა?“
მასალა შეეხევა ისლამის დამოკიდებულებას ჰომოსექსუალობისადმი და მოყვანილია იმ ქვეყნების გამოცდილება, სადაც ჰომოსექსუალობა სიკვდილით ან ხანგრძლივი პატიმრობით ისჯება.
|
|
გენდერი
საზოგადოებრივი მაუწყებელი, მოამბე, 7 იანვარი
ილია II, კათალიკოს პატრიარქი: "ქმარი არის ოჯახის თავი, რადგან მას ღვთისგან დაკისრებული აქვს პასუხისმგებლობა, საჭიროებისამებრ ყოველთვის დაიცვას ცოლი და შვილები, იყოს ერთგული წინამძღოლი და მასაზრდოებელი;
ქალსაც არანაკლები დანიშნულება აქვს. მისი მთავარი ფუნქციაა შვილთა ყოლა, მათი აღზრდა და ოჯახზე ზრუნვა, რაც მის საზოგადოებრივ აქტიურობას არ გამორიცხავს."
|
Geworld.ge, 9 იანვარი
მარინ ლე-პენი, საფრანგეთის პარტია „ნაციონალური ფრონტი“: "არავინ არ იცის, რა არის გენდერული თეორია. ეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გვაიძულა ამ გლობალური მეთოდის შემოღება, რომელმაც საშინელი შედეგები გვანახა. ის მდგომარეობს იმაში, რომ მე ქალი არ ვარ და ლუდოვიკი არ არის კაცი...
ჩვენ ბავშვებს უნდა ვუთხრათ, რომ მათ არ აქვთ სქესი. უნისექსი. მათ უნდა ამოირჩიონ, იყვნენ ქალები ან კაცები."
|
|
|
|
ალია, 30 დეკემბერი
ირაკლი ლომაია: "ეს ქალი იმდენს იზამს, მართლა შემომეპატიურება მგონი!... და მერე უეჭველი მეტყვის, ქალიშვილი ვიყავიო"...
|
|
ანტიდასავლური განწყობები
ასავალ-დასავალი, 29 დეკემბერი-11 იანვარი
დავით საგანელიძე, ქართული ოცნება: "სამწუხაროდ, ძალიან ბევრია ევროპაშიც და ამერიკაშიც სააკაშვილისნაირი გახრწნილი გონების პოლიტიკოსი, რომლებიც თავს უფლება აძლევენ და დღევანდელ ხელისუფლებას აკრიტიკებენ მხოლოდ იმიტომ, რომ სწორი გზით მიდის."
|
|
ასავალ-დასავალი, 29 დეკემბერი-11 იანვარი
ნინო ბურჯანაძე, გაერთიანებული ოპოზიცია: "...დასავლეთი და ევროპა დაგვცინის, მასხრად გვიგდებს ხალხსაც და ხელისუფლებასაც, ისინი ამით [ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დასწრება ევროპარლამენტში ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებაზე] გვეუბნებიან, რომ საერთოდ არ აინტერესებთ, რას ფიქრობს ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება."
|
|
ნინო ბურჯანაძე, ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია: "...ჩვენ აღარ აღგვიქვამენ როგორც სუვერენულ სახელმწიფოს და ეს ნათლად გამოჩნდა, როდესაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები გვეუბნებიან, რომ თუ ხელისუფლება რუსეთთან შეხვედრას გადაწყვეტს, ჩვენ ეს მათ უნდა შევეკითხოთ. უკრაინაში კიინიშნებიან საქართველოს ძებნილი ჩინოვნიკები, აქედან გამომდინარე, ჩვენ... აღგვიქვამენ ტერიტორიად, რომელიც სტრატეგიულ ინტერესებში შედის“.
|
ელიზბარ ჯაველიძე, სახალხო კრება: „სამწუხაროდ, ეს პოლიტიკა გრძელდება, მიმართულია ქართული კულტურის, მეცნიერებისა და განათლების მოსასპობად. ეს არის ღრმა ფესვები. მოდის დასავლეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან და მიზანმიმართულად შტურმის ობიექტი გახლავთ კულტურა და განათლება, იმიტომ რომ მათ საბოლოოდ სურთ ამოაშთონ ქართული ტრადიციული კულტურა, მულტკულტურა დანერგონ და ამის შედეგად მოახდინონ ქართული აზროვნების სტრუქტურის შეცვლა.“
|
|
|
|
|
|
|
ობიექტივი, ღამის სტუდია, 11 იანვარი
ტელემაყურებელი: "ზუსტად ამერიკამ დასაჯა საფრანგეთი, რუსეთთან ლმობიერი განწყობისთვის, და რუსეთთან სანქციების შესუსტების მიზნით [ტერაქტი "შარლ ებდოს" რედაქციაზე]...
არნო ხიდირბეგიშვილი, საქინფორმის მთავარი რედაქტორი: ... მე პირდაპირ ვაცხადებ, რაც მოხდა იქ, ეს არის ამერიკის სპეცსამსახურების გაკეთებული... ოლანდმა გააკეთა განცხადება, რომ აი ეს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უკვე აზრი დაკარგა, საფრანგეთი და საერთოდ დასავლეთი განიცდის ცივილიზაციურ კატასტროფას, არა მარტო ეკონომიკურს, და საპასუხოდ ამერიკამ დასაჯა...
|
|
|
|
|
საქინფორმი, 5 იანვარი
არნო ხიდირბეგიშვილი, საქინფორმის მთავარი რედაქტორი:„საქართველოს დაუძახებენ სატრანზიტო ტერიტორიას გაზსადენებით, რკინიგზებითა და საავტომობილო მაგისტრალებით, აშშ-ის სამხედრო ბაზითა და საერთაშორისო ტერორისტების მოსამზადებელი ნატოს ბანაკით“...
უკრაინაში მოკლულ ქართველ დაქირავებულ მებრძოლ გრიგოლაშვილზე, რომელსაც ამერიკელებმა ერაყში მკვლელობა ასწავლეს, სააკაშვილმა კი ჯერ გაათავისუფლა ქართული არმიიდან, შემდეგ გადაიბირა უკრაინაში „ქართულ ლეგიონში“ და ღარიბაშვილის წინააღმდეგ „შავი“ პიარისთვის მოკლა."
|
|
|
|
|
მარი ლეპენი: ჩვენ გვაიძულებენ [ევროკავშირი] შევიკედლოთ მიგრანტები და დავაკანონოთ გეი-ქორწინებები.
|
|
ასავალ-დასავალი, 29 დეკემბერი-11 იანვარი
გია სულაქველიძე, ფსიქოანალიტიკოსი: "არსებობს ფსიქოლოგიური პროექტების შემმუშავებელი გასაიდუმლოებული ლაბორატორიები, სადაც ე.წ. ახლი მსოფლიო წესრიგის მესვეურთა ინიციატივით, იქმნება სპეციალური პროგრამები, რომელთა გამოცდა განვითარებად, მესამეხარისხოვან ქვეყნებში ხდება. ჩვენდა საუბედუროდ, საქართველო, უკვე 2 ათეულ წელზე მეტია, რაც ამ ლაბორატორიების პოლიგონის ფუნქციას ასრულებს."
|
|
|
|
|
ბიულეტენის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID მეშვეობით
|
|
|
|
|
იქნა გაწეული.მის შინაარსზე პასუხისმგებელია MDF და ის შესაძლოა, არ ასახავდეს USAID-ის და აშშ-ის მთავრობის შეხედულებებს.
|
|
|
|
|
|
|