# 10 (65) 2016 წლის 1-30 აპრილი | | |
წინამდებარე ანგარიში მოიცავს 2016 წლის 1 აპრილი-30 აპრილის პერიოდში ქართულ მედიაში განხორციელებული მედია-მონიტორინგის შედეგებს და აქტივობებს, რომელიც ამ მონიტორინგის საფუძველზე განხორციელდა. | |
- აპრილი გამოირჩეოდა სახალხო დამცველის მიმართ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტები მასწავლებლების მიერ მოსწავლეთა ეკლესიებში ორგანიზებულად ტარების წინააღმდეგ გამოთქმული მოსაზრებების გამო.
- ქსენოფობიურ გამოხატვაში სჭარბობდა თურქოფობია, თურქეთი და თურქები წარმოჩენილი იყვნენ როგორც საფრთხე მართმადიდებლობისთვის; ისტორიული ოკუპანტი; ეკონომიკური ექსპანსიისა და ოკუპაციის საფრთხე;
- კვლავ აქტუალური იყო გავრცელებული ფარული ვიდეო-კადრების თემა და სექსისტური გამონათქვამები ამ საფუძველზე. საინტერესოა, რომ ამ ვიდეო-კადრებთან მიმართებაში რესპონდენტები აყენებდნენ ვიდეო-შანტაჟის მსხვერპლი ქალების პასუხისმგებლობის საკითხს.
- ანტიდასავლური ნარატივის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება აპრილში იყო მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ დასავლეთი საქართველოს მართავს და აიძულებს მიიღოს ღირებულებებისა და ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღებას.
| - ამ პროცესში დასავლეთის ინტერესების გამტარებლად ყველაზე ხშირად დასახელებული იყო არასამთავრობო ორგანიზაციები; პოლიტიკური პარტიებიდან კი აქცენტი კეთდებოდა ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე და რესპუბლიკურ პარტიაზე. რამდენიმე შემთხვევაში მსგავსი ნარატივის სამიზნე იყო პარტია „თავისუფალი დემოკრატებიც“.
- საკმაოდ ძლიერი იყო ტენდენცია, როცა ხდებოდა ნატოს წარმოჩენა საფრთხედ საქართველოში მშვიდობისთვის და უსაფრთხოებისთვის; ნატოსადმი ნიჰილიზმის გაღვივების მცდლობები. ამ ნარატივის წყარო პოლიტიკოსებს შორის ძირითადად გვხვდებოდნენ სახელისუფლებო კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი პარტიის „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ წარმომადგენლები, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი თამაზ მეჭიაური. „დემოკრატიული მოძრაობა -ერთიანი საქართველოსა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები.
| | | |
მაგალითები აპრილის მედია-მონიტორინგის შედეგებიდან:
|
|
სიძულვილის ენა/საზოგადოებრივი ორგანიზაციები
|
|
ასავალ-დასავალი, 11-17 აპრილი ელიზბარ ჯაველიძე, სახალხო კრება: „მოკლედ, მორჩა რესპუბლიკური პარტიის პარპაში საქართველოში! და ვინც არჩევნებზე რესპუბლიკელებს ხმას მისცემს, მარჯვენა უნდა მოჰკვეთო!“ | |
ობიექტივი, ღამის სტუდია, 6 აპრილი ვაჟა ოთარაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი:„თურქული სახელმწიფო ვერასოდეს ვერ გახდება საქართველოს მეგობარი, ის არის დამპყრობელი, ისტორიული დამპყრობელი...“ | |
Geworld.ge, 20 აპრილი ჯემალ ფუტკარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი “ქართული ოცნებიდან”: „ ... როცა გაჭირვებულ-გაღატაკებული ადგილობრივები მშობლიური ქალაქის ქუჩებში მომრავლებული, ხშირად საეჭვო დანიშნულების თურქული “ობიექტებიდან” ისმენენ მხოლოდ აღმოსავლურ მუსიკას, მხოლოდ თურქულ საუბარს, რა თქმა უნდა, ღიზიანდებიან. მწვავე რეაქცია და დაპირისპირება რელიგიურ თუ ეთნიკურ ნიადაგზე რეალურ კონტურებს იძენს...“ | |
Geworld.ge, 14 აპრილი გიორგი სიჭინავა, მწერალი: „განა ამ “მეგობარმა” სომხეთმა არ წაგვართვა ლორე? განა აშკარად არ იბრძვის ჯავახეთის მიერთებაზე? სომხეთი არ გვედავება 365 ეკლესიას საქართველოში? სომხები არ იბრძოდნენ აფხაზეთში ქართველთა წინააღმდეგ?..“ | |
რელიგიური დისკრიმინაცია/პოლიტიკოსები
|
|
ასავალ-დასავალი, 4-10 აპრილი სანდრო ბრეგაძე, დიასპორის მინისტრის ყოფილი მოადგილე: „ეს სუბიექტი სახალხო დამცველი კი არა, არამედ პროვოკატორი და მართლმადიდებლობის დაუძინებელი მტერია... აღმსარებლობით სექტანტია და თავისი ოდიოზური სექტის ინტერესებს ემსახურება“. | |
რელიგიური დისკრიმინაცია/საზოგადოებრივი ორგანიზაციები
|
|
Geworld.ge, 6 აპრილი ელიზბარ ჯაველიძე, სახალხო კრება: „ჩვენი სახალხო დამცველი სექტანტია. მისი არც ერთი მოსაზრება არ ემთხვევა ხალხის აზრს, გადახრები აქვს და, ალბათ, სწორედ ამიტომ აირჩიეს სახალხო დამცველად... საქართველო სექტანტებმა გადაჭამეს”. | |
რუსთავი 2, კურიერი 9 საათზე; იმედი, ქრონიკა 20 საათზე; საზოგადოებრივი მაუწყებელი, მოამბე 20 საათზე; მარშალპრესი, 7 აპრილი; მარშალპრესი, 15 აპრილი; გოგი თოფაძე, ქართული ოცნება-მრეწველები: „არა, ვის წარმოგიდგენიათ, რო მთიულეთში, ყაზბეგში, ორი ახალგაზრდა მამაკაცი გამოვა, 20 წლის ბიჭები და ერთმანეთის ლოშნით გამოვლენ და თქვენ ამას მოიწონებთ.“ | |
საზოგადოებრივი მაუწყებელი, მოამბე, 14 აპრილი ზვიად ძიძიგური, ქართული ოცნება-კონსერვატორები: ,,ჩემთვის მიუღებელია, რომ ქვეყანაში ჩვენს შვილებს არ ჰქონდეთ იმის უფლება და იმის შესაძლებლობა, რომ მათი დედები იყვნენ ქალები და მათი მამები იყვნენ კაცები. ღმერთმა ნუ დამანახოს ეს დღე ქვეყანაში, ასეთ შემთხვევაში, ჩვენს შვილებს ვუსპობთ ნორმალურად განვითარების შესაძლებლობას’’. | ასავალ-დასავალი, 4-10 აპრილი კობა არაბული, პატრიოტთა ალიანსი: „თუ ეკლესია არ გამოაცხადებს საყოველთაო პროტესტს ამ მასონური, ნეო-ლიბერალური, ჰომოსექსუალთა „დინასტიების“ ასალაგმად, თუ არ ჩააჩუმებენ ამ ანტიქრისტიანულ, კაცთმოძულე ტელევიზიებს, აღმოვჩნდებით უსახელმწიფო ბუნკერში, რომელსაც ყველანაირ ნაგავს აყრიან თავზე!“ | | | |
| | | პირველი რადიო; რუსთავი 2, კურიერი 9 საათზე; იმედი, ქრონიკა 20 საათზე; საზოგადოებრივი მაუწყებელი, მოამბე; მარშალპრესი 7 აპრილი; კვირის ალია, 2016 წელი, 11-17 აპრილი თამაზ მეჭიაური, ქართული ოცნება: "თქვენ ისურვებდით თქვენს ოჯახში ასეთი ქორწინების ჩატარებას, ფატიან კაცებს, გაბანჯგვლულ წვერებიანებს ისურვებდით თქვენს ოჯახში?“ | | | | | მაესტრო, კონტაქტი, 20 აპრილი ომარ ნიშნიანიძე, ქართული ოცნება: "ქუთაისში პიდარასტების აქციაა? ამას თუ მოვესწრებოდი არც დამესიზმრებოდა". | | | | |
ჰომოფობია/სასამართლო ხელისუფლება
|
|
რუსთავი 2, კურიერი 9 საათზე, 7 აპრილი ნონა თოდუა, მოსამართლე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი: „მყავს ნაცნობები, მათ შორის სტუდენტებიც, რომლებსაც არა მარტო ეტყობათ, რომ ამგვარი ორიენტაციის არიან, არამედ ძალიან მიყვარს მე ეს სტუდენტები, მეტადაც შეიძლება ვიდრე სხვა. რატომ? მე მენანება ისინი ამგვარი გადახრისთვის... ეს არის საზოგადოებისთვის ცუდი.“ | |
ჰომოფობია/საზოგადოებრივი ორგანიზაციები
|
|
ობიექტივი, ღამის სტუდია, 28 აპრილი გურამ ფალავანდიშვილი, „მშობელთა კავშირი“: „ წარმოუდგენელია, 20 წელი გავიდა და მამათმავლობა ამოიღეს ავადმყოფობის სიიდან. ეხლა ავადმყოფობის სიაში რომ ყოფილიყო, სწორია რომ შენ ბავშვს ავადმყოფმა ასწავლოს სკოლაში? და ავადმყოფი კი არ არი, ავადმყოფზე უარესია, ეს არის გარყვნილი...“ | |
ჰომოფობია/სასულიერო პირები
|
|
კვირის ალია, 2016 წელი 4-10 აპრილი ანთიმოზ ბიჩიკაშვილი, ანთიმოზი: "ცოდვის დაკანონება არ შეიძლება, გინდა მამათმავლობა იყოს, გინდა პედოფილია, მრუშობა, ცოლ-ქმრის ღალატი თუ ასე შემდეგ." | |
ანტიდასავლური განწყობები/პოლიტიკოსები
|
|
| | | საზოგადოებრივი მაუწყებელი, მოამბე, 13 აპრილი ზურაბ ტყემალაძე, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს: ,,მე არ ვიცი ნატო იქნება ეს თუ კვატო იქნება, მე გეუბნებით, თუ რაიმე დაემუქრება სახელმწიფოს ინტერესებს რა თქმა უნდა ეს უნდა ავიცილოთ თავიდან. ‘’ | | | | | ასავალ-დასავალი, 11-17 აპრილი ჯონდი ბაღთურია, ქართული დასი, „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“: “ხალხი არ უნდა ენდოს იმ ძალას, რომელიც ღვთისა და ერის წინაშე კი არა, ევროკავშირისა და ნატო-ს დროშებზე იფიცებს“. | | | | |
ინტერპრესნიუსი, 8 აპრილი თამაზ მეჭიაური, ქართული ოცნება: ”წითელი ნაჭრის როლს ვასრულებთ, რომ გამოვიწვიოთ რუსეთი, ჩემთვის უზენაესი არის ჩემი ქვეყნის ინტერესები... ევროკავშირი არის და დავეტიოთ ჯერჯერობით იქ, პრობლემები თითქმის აღარ გვაქვს, შევიდეთ და ვიყოთ ევროკავშირში” ობიექტივი, ღამის სტუდია, 12 აპრილი დავით თარხან მოურავი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: "მე ის ხელისუფლება ვიქნები, რომელიც ქართულ ინტერესს დაიცავს ბრიუსელში და ამერიკაში, რომელიც იმას გააკეთებს, რომ მონა არ ვიქნებით არც ბრიუსელის და ამერიკის, რომელიც იმას გააკეთებს, რომ იქ რაც ცუდია და რასაც თავს გვხვევენ,..” | |
ანტიდასავლური განწყობები/საზოგადოება
|
|
კვირის ალია, 2016 წელი, 25 აპრილი -1 მაისი ვახტანგ მაისაია, პოლიტოლოგი: "რუსეთთან ლამის საომარ მდგომარეობაშია ნატო და ახლა აბსურდულია იმაზე ლაპარაკიც კი, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ვინმე სერიოზულად განიხილავს... ნატო ახლა რუსეთთან ცივი ომის სტრატეგიის დამუშავების პროცესშია და ჩვენთვის ნაკლებად სცალია." | |
გენდერული დისკრიმინაცია/სტერეოტიპები/პოლიტიკოსები
|
|
კვირის ალია, 2016 წელი, 4-10 აპრილი თემურ შაშიაშვილი, მოძრაობა "თეთრები" – „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“: "ქალი რომ ამას აკეთებს კაბინეტში თუ სხვაგან, ის კიდევ თანამდებობაზეა?" | |
გენდერული დისკრიმინაცია/სტერეოტიპები/ სასულიერო პირები
|
|
Geworld.ge, 13 აპრილი მამა თეოდორე გიგნაძე,თბილისის ჯვართამაღლების ტაძრის დეკანოზი: „...თუ ფირზე ასახული ქალბატონები ისინი არიან, ვისზეც გვაქვს ეჭვი, მათი არათუ თანამდებობაზე დატოვება, ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან სამუდამოდ გაძევებაა საჭირო!.“ | |
გენდერული დისკრიმინაცია/სტერეოტიპები/ საზოგადოება
|
|
Geworld.ge, 14 აპრილი გიორგი სიჭინავა, მწერალი: „... ვინ იტყვის, რა კრიტერიუმით შეირჩნენ შეიარაღებული ძალების მინისტრისა და მისი მოადგილის პოსტებზე დედაკაცები? გენდერული თანასწორობის დაცვაზე ფიქრი აქ სრულიად უადგილოა... თუ ომი დაიწყო, საკითხავია, რა ცოდნა-გამოცდილებით წარმართავენ საომარ მოქმედებებს ეს ლამაზმანები. ფუი ეშმაკს და, ტყვედ რომ ჩავარდნენ, ხომ მოგვეჭრა თავი ქართველებს?!“ | |
დისკრიმინაციული გამოხატვის მაგალითები სრულად იხილეთ ვებ-გვერდზე: www.notophobia.ge | |
საჩივრები მედიის თვითრეგულირების ორგანოებში
|
|
- 20 აპრილს ტელეკომპანია „იმედის" თვითრეგულირების ორგანომ განიხილა და დააკმაყოფილა კოალიცია „არა ფობიას“ წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების 2016 წლის 30 მარტის საჩივარი ტელეკომპანია „იმედის" 20 მარტის 14.00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში „ქრონიკა 14 საათზე" გასულ სიუჟეტთან სახელწოდებით „ლგბტ თემის წარმომადგენელს თაღლითობაში ადანაშაულებენ" დაკავშირებით.
- 2016 წლის 7 აპრილს კოალიცია „არა ფობიას“ წევრმა ორგანიზაციებმა არასამთავრობო სააპელაციო საჩივრით მიმართეს პალიტრა ნიუსის სააპელაციო ორგანოს - 28 თებერვალს, 20 საათზე, მაუწყებლის „პალიტრა ნიუსის" ეთერში გასულ გადაცემასთან „ფალავანდიშვილთან - საგანი მე და საზოგადოება" (წამყვანი გურამ ფალავანდიშვილი) დაკავშირებით. 27 აპრილს სააპელაციო ორგანოში სააპელაციო საჩივრის ზეპირი განხილვა გაიმართა. გადაწყვეტილება ტელეკომპანიას მომჩივანი მხარისთვის ჯერჯერობით არ უცნობებია.
| |
საჩივარი საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას:
|
|
2016 წლის 7 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაციებმა საჩივრით მიმართეს საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას. მომჩივანთა აზრით, რადგან „პალიტრა ნიუსის" თვითრეგულირების ორგანოში სარჩელის განხილვა მოხდა მხარის მონაწილეობის გარეშე, ამით დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მოთხოვნა. კომისიის 18 აპრილის გადაწყვეტილებით კომისიამ საჩივარი შპს „პალიტრა TV"-ს წინააღმდეგ წარმოებაში არ მიიღო, რადგან დავა ტელევიზიის სააპელაციო ორგანოში დასრულებული არ იყო. | |
| | | ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში. | | | | | მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მედიის განვითარების ფონდს (MDF) და არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად. | | | | |
|
|