# 12 (67) 2016 წლის 1-30 ივნისი | | |
2016 წლის 1 ივნისიდან -31 ივნისის პერიოდში მედია-მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ცალკეული მაგალითები: | |
ანტიდასავლური/პოლიტიკოსები
|
|
ობიექტივი, ღამის სტუდია, 27 ივნისი გუბაზ სანიკიძე, ეროვნული ფორუმი: „ქართული სახელმწიფო უნდა გახდეს ეროვნული სახელმწიფო, ტყუილია რა ეს ექსპერიმენტები საკუთარ მშობელ დედაზე. რომ ლიბერალიზმი, ისინი, ესენი სისულელეებია ეს, არ გამოვა არ დაინერგება ეს ასე. ამაზე გაცილებით მძიმე მცდელობები ქონდა სხვა ქვეყნებს ჩვენ ისტორიაში, დამპყრობლებს. ვერ გადაგვაჯიშეს, ვერ გადაგვიყვანეს თავის ჭკუაზე, არ გამოვა ესე.“ | |
მარშალპრესი, 25 ივნისი ვალერი კვარაცხელია, სოციალისტური საქართველო: „მე მგონია, რომ ამერიკულ ლაბორატორიებში გამოჩეკილი ხელოვნური ვირთხები უფრო ხართ, ვიდრე დედის მიერ გაჩენილი და აღზრდილი ადამიანები.. თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ ყარდეთ, ვინაიდან თქვენ ხორცისგან, სულისგან და სისხლისგან კი არ შედგებით, თავიდან ბოლომდე ჩირქის გროვა ხართ, – ფურუნკული, რომელიც გასკდა!..არა უშავს, რუსეთიდან ხარისხიან სადეზინფექციო საშუალებებს შემოვიტანთ და გადაგრეცხავთ” ასავალ-დასავალი, 6-12 ივნისი ელიზბარ ჯაველიძე, სახალხო კრება: და ვინ განსაზღვრა ეს „ევროპული კურსი“?! საქართველოს მოქალაქეთ დაახლოებით 80 პროცენტს ევროპისკენ გახედვაც არ სურს, რადგან იქიდან კონჩიტა გვიმზერს უცნაური ვნებით! | |
ანტიდასავლური/სასულიერო პირები საქართველო და მსოფლიო, 8 ივნისი დავით ლასურაშვილი, სასულიერო პირი: “ჩვენ არ გვჭირდება ისეთ სახელმწიფოსთან პარტნიორობა და მით უმეტეს მის პოლიტიკურ ორბიტაზე გადასვლა, რომლის ერთ-ერთი ამოცანა მსოფლიოში ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდაა.“ | ანტიდასავლური/მედია ასავალ-დასავალი, 20-26 ივნისი გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: რა ნამუსით უნდა გვასწავლოს ჩვენ ჭკუა იმ ამერიკამ, რომელსაც საკუთრი გეებისთვის ვერ მოუვლია და სადაც მამათმავლები 50-50 „ცისფერს“ კლავენ?! | | | |
| | | ასავალ-დასავალი, 20-26 ივნისი სოსო შატბერაშვილი, მემარცხენე ალიანსი: სააკაშვილის მიერ თურქებისთვის მიყიდული აჭარა ძალიან თვალსაჩინო მაგალითია საიმისოდ, თუ რატომ უნდა აიკრძალოს საქართველოში უცხოელებზე მიწის გაყიდვა! | | | | | ასავალ-დასავალი, 13-19 ივნისი ჯონდი ბაღთურია, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა: მარტივად ვიტყვი: რუსეთის შიში რომ არა, თურქული ჯარი უკვე აჭარაში იდგებოდა! ეს ნატო-ს ეგიდით მოხდებოდა თუ სხვა ეგიდით, ამას მნიშვნელობა არ აქვს! | | | | |
ასავალ-დასავალი, 13-19 ივნისი დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი: 1918 წელს ნოე ჟორდანია წერდა - ორ წყალს შუა ვართ, ან ერთი წაგვიღებს, ან მეორე...ერთი რუსეთია, ხოლო მეორე - თურქეთიო! თურქეთს კავკასიაში თავისი იმპერიული და მტაცებლური ამბიციები არ დავიწყებია, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ჟორდანიას დროინდელი თურქეთი ამერიკამ შეცვალა. | ობიექტივი, ბათუმის სტუდია, 16 ივნისი მერაბ ბლადაძე - წამყვანი: „ის თურქები რომ გადმოდიან, გადმოდიან და მთელი ის რომ მოახვნევინეს ეს ზღვის ფსკერი, გაანადგურეს იქაურობა, ამაზე რატომ არ წერენ?“ | | | |
მარშალპრესი 27 ივნისი მიშა გომიაშვილი, მსახიობი: მარტო მე ვამჩნევ და ვხედავ რაც ჩვენს ქალაქში ხდება? 15-16-17 წლის ქართველი გოგონები, ქართული გენოფონდი, რომლებიც დედები უნდა გახდნენ და საქართველოს შვილები გაუჩინონ, თურქების, ირანელების და კიდევ ათასი ჩამოთესლილის ხასები გახდნენ. | |
რელიგიური დისკრიმინაცია/სასულიერო პირები
|
|
ასავალ-დასავალი, 6-12 ივნისი ნიკოლოზ ჩხიკვაძე, მოძღვარი: „...ჯარისკაცს ომში, რომ მიდის , მამაო ლოცავს და რა ვქნათ ახლა, მოლას დავალოცვინოთ ქართული ჯარი? ესენი ეძახიან სხვას ვიღაცის აგენტებს, აგენტები თვითონ არიან, თინა ხიდაშელი არის ისლამის აგენტი“. | |
| | | ასავალ-დასავალი, 27 ივნისი -3 ივლისი სანდრო ბრეგაძე, მეჭიაური -ერთიანი საქართველოსთვის/ეროვნულები: "ამ ათიოდე დღის წინათ აფხაზეთის ტელევიზიით ერთ-ერთი სეპარატისტი პოლიტიკოსი გამოვიდა და განაცხადა - საქართველოში ახალგაზრდობას ჰომოსექსუალიზმს ახვევენ თავს, უახლოეს ხანში ერთნაირსქესიანთ ქორწინებასაც დააკანონებენ და კიდევ კარგი, ჩვენ -აფხაზები - საქართველოს ნაწილი არ ვართო! ხომ გესმით ეს რას ნიშნავს? სანამ საქართველოში გარყვნილების აპოლოგეტი ლიბერასტული ძალები იბოგინებენ, აფხაზებსა და ოსებს ჩვენთან ცხოვრება არ მოუნდათ, რადგან ისინი კავკასიური ტრადიციების ერთგული არიან." | | | | | ნეტაზეთი, 6 ივნისი ზაზა პაპუაშვილი, ქართული ოცნება: "ბევრ რაღაცას ვიზიარებ, რასაც ლაპარაკობთ, მომხრე ვარ იმის, რომ ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინებას შევეწინააღმდეგო, შევეწინააღმდეგო უმცირესობის უმრავლესობაზე ძალადობას, მაგრამ მე არ მაინტერესებს, ვინ როგორ იცხოვრებს. ჩემს სახელმწიფოებრიობას არაფერი უდნა დაემუქროს და ჩემს რწმენას არ უნდა დაემუქროს არაფერი".
| | | | |
ობიექტივი, ბათუმის სტუდია, 30 ივნისი ელგუჯა პაიჭაძე, „პატრიოტთა ალიანსი“: „ ... ეს პირდაპირ ესე იგი სოდომ-გომორის ცოდვა დაგვიკანონეს კონსტიტუციაში. ეს არის წინა ეტაპი და მოსამზადებელი სამუშაოები, მათი აზრით, ერთსქესიანთა ქორწინებასაც ალბათ შემოგვთავაზებენ.“ | |
ასავალ-დასავალი, 13-19 ივნისი ლევან ვასაძე, ბიზნესმენი: „ყველაზე სასაცილო, რა თქმა უნდა არის ის, რომ ლევან ბერძენიშვილი ლაპარაკობს ქართველი ხალხის სახელით. ეგ იგივეა, რომ მე იმ მამათმავლების სახელით ვილაპარაკო, რომელთა დროშასაც აფრიალებდა ამასწინათ პარლამენტში ეგ „ქართველი ხალხის ნების გამომხატველი“ პარლამენტარი“. | |
ასავალ-დასავალი, 6-12 ივნისი ზურაბ ქუმსიშვილი, ექიმი: "70-იან წლებში მამათმავლობის ნორმად აღიაარებაც ვერავის წარმოედგინა თუმცა დღეს მამათმავლებს კანონი კი არ სჯის, პირიქით -იცავს! ასეთი ტემპით თუ ივლის კაცობრიობა, შესაძლოა, ზოოფილიის (ცხოველებისა და ფრინველების მიმართ სექსუალური ლტოლვა) და ნეკროფილიის (მიცვალებულთა მიმართ სექსუალური ლტოლვა) ნორმად აღიარებისთვისაც გამოინახოს არგუმენტები." | საქინფორმი, 21 ივნისი ალექსანდრე ჭაჭია, პოლიტოლოგი: „როდესაც ერთნაირსქესიანთა ქორწინებას დააკანონებენ, კავკასიელები მეძავებისა და პედერასტების ერს გასულ წელს აფხაზეთის ტელევიზიის ეთერში აფხაზმა დეპუტატმა თქვა: `მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ დროულად გავთავისუფლდით ქართული გავლენისგან, ახლა საქართველოს შემადგენლობაში რომ ვიმყოფებოდეთ, ისინი ჩვენს ახალგაზრდობას თავს მოახვევდნენ ჰომოსექსუალიზმს. ვის რა ჯანდაბად უნდა აფხაზეთში პედერასტები?!” | | | |
სექსიზმი/გენდერული სტერეოტიპები/მედია
|
|
ასავალ-დასავალი, 20-26 ივნისი გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: "თურმე საქართველოში ქალს უფლება აქვს, „ჰქონდს სექსი, როცა უნდა და ვისათანაც უნდა“! უკაცრავად, მაგრამ ეს უფლებადამცველების კი არა, ბორდელის უკანასკნელი კახპის პროპაგანდას ჰგავს! ეს არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება, რადგან სხვა არაფერია, თუ არა „ქალთ თანასწორობის“ იდეების საფარქვეშ „საფარის“ ლიდერის მიერ საყოველთო აღვირახსნილობისკენ მოწოდება!" | რუსთავი 2, კურიერი 9 საათზე, 11 ივნისი გიორგი გაბუნია - ტელეწამყვანი: „ცუდია, რომ ნიკა გვარამია არ აყვა მოსამართლე ნათია გუჯაბიძის თამაშს, თორემ ახლა ხომ მოუწევდა ქალბატონ ნათიას მანტიის გახდა. არა მგონია მანტიის ქვეშ რაიმე დიდად საინტერესო დაგვხვედროდა, მაგრამ მაინც.“ | | | |
MDF “პალიტრა ნიუსის წინააღმდეგ” 22 ივნისს მედიის განვითარების ფონდმა კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას საჩივრით მიმართა „პალიტრა ნიუსის" თვითრეგულირების ორგანოს მიერ ჰომოფობიური შინაარსის გადაცემასთან დაკავშირებით პროცედურების დარღვევის საკითხის შესწავლა მოთხოვა. | |
დისკრიმინაციული გამოხატვის მაგალითები სრულად იხილეთ ვებ-გვერდზე: www.notophobia.ge | |
| | | ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში. | | | | | მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მედიის განვითარების ფონდს (MDF) და არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად. | | | | |
|
|