# 4 (59), 15 სექტემბერი -15 ოქტომბერი, 2015
|
|
|
მედია-მონიტორინგის ძირითადი მიგნებები
|
|
15 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის პერიოდში შემდეგი ტენდენციები გამოვლინდა:
- ტენდენციების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებულია ანტიდასავლურ რიტორიკასთან. ტრადიციული ტენდენცების პარალელურად ამ პერიოდში განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მიგრაციის თემაზე, კერძოდ იმაზე, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოსთვის ლტოლვილთა დიდ ნაკადს გამოიწვევს და ქართველებს ქვეყანაში უმცირესობაში დარჩენა ემუქრებათ; ასევე კვლავ ვრცელდება მითები ლუგარის ლაბორტორისთან დაკავშირებით; აქტუალურია სირიის თემა. ამ თემების განხილვის დროს გამოიყენება რუსულენოვანი წყაროები (ტელეკომპანია „ობიექტივის“ მიერ);
- საანგარუშო პერიოდში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა სოსო ჯაჭვლიანმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც
|
- ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობიდან სიტყვების „გენდერული იდენტობა“ და „სექსუალური ორიენტაცია“ ამოღებს ითვალისწინებდა; შესაბამისად, ხშირად გვხვდება ინიციატორის კომენტარები ამ თემაზე;
- გენდერული სტერეოტიები გაზეთებში "ალია" და "კვირის ქრონიკა" კვლავ რუსულენოვან წყაროებზე დაყრდნობით მკვიდრდება.
- „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული სასამართლო პროცესზე საუბრისას, თავს იჩენდა, როგორც მენეჯმენტისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობისკენ მოწოდება, ასევე ცალკეული თანამშრომლების სექსუალური იდენტობის დაუსაბუთებელი მითითება. კრების წარმომადგენელი ელიზბარ ჯაველიძე, ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე.
|
|
|
|
რუსული წყაროები
საქინფორმი- «Комсомольская правда»; НТВ
ობიექტივი "პოლიტიკური ღამე" - ტელეკომპანია МИР; Россия24; Информбюро
ალია - myjane.ru; woman.ru; Pronowosti.ru; Wherewoman.ru; Mainfun.ru;
კვირის ქრონიკა - myjane.ru;Pronowosti.ru
|
|
ეთნიკური იდენტობის დაუსაბუთებელი მითითება
|
|
მართალია, ინტერნეტ-პორტალი ფრეშნიუსი ჩვენი მონიტორინგის სუბიექტს არ წარმოადგენს, მაგრამ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ბიულეტენში ხვდება ის მასალები, რომლებიც დისკრიმინაციულ კონტექსტს შეიცავს. წინამდებარე მასალაში ჟურნალისტი და რესპონდენტები პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სომხურ წარმომავლობაზე დაუსაბუთებლად ამახვილებენ ყურადღებას:
ფრეშნიუსი, სპეციალური რეპორტაჟი „პრემიერის მეზობლები“; 20 ივლისი
ჟურნალისტი: პრემიერ-მინისტრის თანასოფლელები ფრეშნიუსს უყვებიან იმას, რაზეც აქამდე მხოლოდ ერთმანეთში საუბრობდნენ. რესპონდენტიN1: სომხები არიან ვიცი და ღარიბაშვილები არიან და... რესპონდენტი N2: ღარიბოვი იყო და ღარიბაშვილად დაიწერაო, ეგეთი თქმულება ჩვენც გაგვიგია; რესპონდენტი N3: ...ჟურნალისტი: ვიდრე ანა შახბაზიანი ირაკლი ღარიბაშვილთან ნათესაობას დაადგენს...
|
|
ძალადობის წახალისება: მედია
|
|
ასავალ-დასავალი, 28 სექტემბერი-4ოქტომბერი
ბონდო მძინარაშვილი, ჟურნალისტი: ესენი [რესპუბლიკელები] არიან ჩვეულებრივი წურბელები, უფრო სწორად, ბებერი წურბელები, რომლებიც უნდა აიღო და პირდაპირ დაწვა. ადრე ვუთხარი, ხალხი დაგწვავთ მეთქი და ათასნაირი კუდები გამოაბეს-ჩვენს დაწვას ითხოვსო.
|
|
ძალადობის წახალისება/სექსუალური იდენტობის დაუსაბუთებელი მითითება: საზოგადოებრივი ორგანიზაციები
|
|
ასავალ-დასავალი, 12-18 სექტემბერი
ელიზბარ ჯაველიძე, სახალხო კრება: ნიკა გვარამიას, სადმე თუ გადამეყარა, ცხვირ-პირს ამოვუნაყავ და მერე, თუ გინდ, დამიჭირონ! ეს „რუსთავი -2“ კი, მთელი თავისი შემადგენლობით, საქართველოდან ჯოხით უნდა გაყარონ! აი, იმ საყურეებიანი „ჯულიეტოვნა“ გაბუნიას ჩათვლით, „კონჩიტა“ გვარამიამ „ფავორიტკად“ რომ დაისვა!"
|
|
ძალადობის წახალისება: საზოგადოება
|
|
ასავალ-დასავალი, 21-27 სექტემბერი
სოსო რობაქიძე, ბუტა რობაქიძის მამა: ხელგასარტყმელი კი არა, ღვინიშვილი [პარლამენტარი, ნაციონალური მოძრაობის წევრი] თავმოსაჭრელია! ელექტროსკამი რომ იყოს, ესენი ერთად უნდა დასავა იმ სკამზე და დაამთავრო ამ სექტის ამბავი!.
|
ობიექტივი, ღამის სტუდია, 17 სექტემბერი
რეზო ამაშუკელი, პოეტი: „საჭიროა, რომ ერთხელ და სამუდამოდ გამოსადენი სისხლი გამოვიდეს. მე შენ გეტყვი, საძიებელია დანაშაული რა ჩაიდინეს და როგორ ჩაიდინეს. ესენი [ნაციონალები] სისხლისმსმელები არიან"...
|
|
|
|
რასიზმი: საზოგადოებრივი ორგანიზაციები
|
|
ასავალ-დასავალი, 28 სექტემბერი04 ოქტომბერი
ევგენი მიქელაძე, ეროვნული ფრონტი: დავით აღმაშენებლის გამზირზე წინააღმდეგობა და დაპირისპირება ხდება მოსახლეობასა და ამ აზია-აფრიკელ ე.წ. ბიზნესმენებს შორის, რომლებიც დისკომფორტს უქმნიან ადგილობრივ მოსახლეობას. თუ ხელისუფლება საკანონმდებლო დონეზე არ დაარეგულირებს საიმიგრაციო პროცესებს, ეთნიკური ქართველების მხრიდან დაიწყება საპასუხო რეაქცია!
|
|
ალია, 22 სექტემბერი
რედაქცია (ვიდეოს აღწერა): “ბერგმანი ზანგების წინააღმდეგ. დინამოს ხულიგნური ფირმა ხშირად აწყობს მსგავს „გაწმენდით სამუშაოებს.“ თბილისელი ხულიგნების სამიზნეს ძირითადად ზანგები წარმოადგენენ, მაგრამ წინააღმდეგობა არსებობს, ასევე, თურქებისა და არაბების მიმართ. ვიდეოს მეორე ეპიზოდში ზანგთან ერთად ქართველი გოგონა იმყოფებოდა, რომელსაც არ ვაცადეთ „შავი ალერსით“ ტკბობა.“
|
|
|
|
|
კვირის პალიტრა, 16 სექტემბერი
ჯონდი ბაღათურია, ქართული დასი: რუსი ჯარისკაცის და რუსი ხალხის სისხლის ფასად (ბუნებრივია, მათ ქართველებიც ედგნენ მხარში), დავიბრუნეთ საქართველოს ტერიტორიები, აჭარა გამოვგლიჯეთ თურქეთს, იმ თურქეთს რომელსაც დღეს ძმებს უძახიან, რუსების დახმარებით დავიბრუნეთ ახალციხე და ახალქალაქი და დღეს შენარჩუნებული გვაქვს სახელმწიფო... რუსეთი რჩება ერთადერთ სახელმწიფოდ, რომელიც თურქეთის შემაკავებელია, ამის საილუსტრაციოდ გადახედეთ რუკას და ნახავთ, რას აკეთებენ თურქები თავის მეზობელ სირიაში ან რას აკეთებენ ისინი ქურთებთან მიმართებაში.
|
|
|
|
|
ობიექტივი, ღამის სტუდია, 16 სექტემბერი
დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: “როგორია თურქეთის პოზიცია, რომელიც ჩვენს ძმობას ფიცულობს?! თურქეთმა აიღო ფაქტიურად ისევ ობამას ადმინისტრაციისგან უფლება, რომ ოცდამერვედ მოაწყოს იეზიდების გენოციდი. თურქეთი არ ებრძვის პირველ რიგში ხალიფატს, ის ებრძვის ქურთებს... ეს უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენც ასე მოგვექცევათქო. „
|
|
|
|
|
ობიექტივი, პოლიტიკური ღამე, 25 სექტემბერი
ბესარიონ ბიბინეიშვილი, პატრიოტთა ალიანსი: ...ურჩევნია დავუშვათ ეკონომიკის მინისტრს გაყიდოს თურქზე მიწა და ამას ეძახის ინვესტიციას და ქართველი გლეხისთვის და ქართველი ფერმერისთვის გაცემული მიწა მისთვის დანაკარგია.
|
|
რუსთავი 2,P.S.11 ოქტომბერი
მურატ ტაკოიანი - სოფელ კარწახის მკვიდრი: „ პირადად მე გადავკეტე გზა. ჩვენ, აი ამათ გადავკეტეთ იმიტომ, რომ აქ თურქები მუშაობენ. ჩამოვიდნენ ჩვენს სოფელში, ჩვენს მიწაზე მუშაობენ და ჩვენვე გვპარავენ. აი ამიტომ გადავკეთეთ რკინიგზა.“
|
|
ობიექტივი, ღამის სტუდია, 16 სექტემბერი
დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: „ ... არაბ ლტოლვილებს, რასაც გერმანიაში ვხედავ, თბილისის აეროპორტშიც ვხედავ... ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ არაბი ლტოლვილების, მაგრამ მე ჯერ ჩვენი ქართველები მყავს მოსავლელი და არა არაბი ლტოლვილები და უნდა ჩვენზე ვიფიქრო. და ის არ მჭირდება, რომ ჩვენთან შემოიჭრას კიდე ხალხი. ჩვენი თავისთვის ვერ მოგვივლია, რომ იმათ მოვუაროთ“
|
|
ალია, 23 სექტემბერი
გელა ზედელაშვილი, ჟურნალისტი: „ ამ არხზე გავიდა სიუჟეტი, სადაც ვნახეთ, როგორ ჩეხს „საკუთარ“ ვენახს გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში მცხოვრები გელა გრიშენკო. (ქსენოფობიაში ნუ ჩამითვლით, მაგრამ მაინტერესებს, გრიშენკო როდის აქეთ გახდა კახელი მევენახე?).
Geworld.ge, 14 ოქტომბერი
იაკობ ლეჟავა, ავტორი: „ათასობით (თუ ათიათასობით!) თურქს, აფრიკელს, ინდოელს (ნებისმიერ უცხოელს) და მათი ოჯახის წევრებს, რომლებსაც ერთი დღეც არ უმუშავიათ არც თავიანთ სამშობლოში და არც საქართველოში, რომლებმაც არც ქართული იციან და არც საქართველოს თვლიან თავიანთ სამშობლოდ და რომლებსაც სააკაშვილი გულუხვად ურიგებდა საქართველოს მოქალაქეობას 2004-2012 წლებში (კაცმა არ იცის, რა დამსახურებისთვის), საპენსიო ასაკის მიღწევისთანავე ენიშნებათ საქართველოს პენსია, ქართველს კი, რომელმაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება საქართველოში და საქართველოს სამსახურში გაატარა, ხვიშტი, ბრანწი!“
|
|
ქსენოფობია: საზოგადოებრივი ორგანიზაციები
|
|
ალია, 23 სექტემბერი
ევგენი მიქელაძე, „ეროვნული ფრონტი“ : „გამართულმა აქციებმა (ეროვნული ფრონტის ორგანიზებით გამართული აქციის მონაწილეები მთავრობისაგან საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებასა და თბილისში მდებარე უცხოური ბარების დახურვას მოითხოვდნენ) მხოლოდ ცოტა ხნით გამოიღო შედეგი იმ გაგებით, რომ ამან გარკვეული შიშის ფაქტორი იქონია ამ ერაყელ და თურქ მოქალაქეებზე და ამის გამო, გარკვეული დროის განმავლობაში მათი მიუღებელი საქმიანობა შეიზღუდა...“
|
რეზონანსი, 6 ოქტობერი
ირაკლი ცქიტიშვილი, ექსპერტთა კლუბის წევრი: " შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მე არ მსმენია აფხაზი რომ მიწის მუშა ყოფილიყო, თუნდაც ხარატი ან დურგალი. ისინი ვერ ქმნიან რაიმეს ღირებულს. სამაგიეროდ, შეუძლიათ ნარკოტიკებში ხარჯონ ფული, რომელსაც არაკანონიერი გზით შოულობენ.ვინც მუშაობს, ისიც ძალიან ცოტა ან მომსახურების სფეროშია დასაქმებული, ან მილიციაში, სხვა შემოსავალი არ აქვთ."
|
|
|
|
ობიექტივი, ღამის სტუდია, 18 სექტემბერი
თენგიზ დიხამინჯია, კონსტიტუციური კონგრესი: ... მაგრამ ვერ გავიგე ახლა, ერთ შემთხვევაში იმას თუ უშვებ მერე, 4 და 5 შვილის პატრონი დედა, რომელმაც ვიღაც ინდოელს რაღაცა წკლიპურტი გაარტყა თუ რაღაც, 5 თუ 6 წლით არის დაკავებული...
|
|
ასავალ-დასავალი, 12-18 ოქტომბერი
მიხეილ ცაგარელი, ასტროლოგი: მთავრობას რატომ უხარია ჩინელებისა და თურქების ჩამოსვლა და აქ მათი დასაქმება, არ ვიცი.
|
|
ასავალ-დასავალი, 12-18 ოქტომბერი
აჩიკო ნიჟარაძე, მომღერალი: არაბები ქართველ გოგოებს ამუშავებენ მეძავებად, ვის მოგწონთ ეს? ვინმემ ყურადღება მიაქციოს ამას! საერთოდ, რატომ უშვებთ ასეთი დაბალი დონის ტურისტებს აქ სამუშაოდ?
|
ობიექტივი, ღამის სტუდია, 12 ოქტომბერი
სოსო ცინცაძე, პოლიტოლოგი: „მაგრამ ესენი [საუბრობს არაბების მომრავლებაზე ევროპაში] ჩამოდიან და მრავლდებიან ბაჭიებივით. რა იქნება ერთი 15-20 წლის მერე.“
|
|
|
|
|
|
|
საქინფორმი, 17 სექტემბერი
სოსო ჯაჭვლიანი, ქართული ოცნება: „მინდა დავაფიქსირო სინანული და გულისტკივილი იმ ფაქტის გამო, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების დროს, ჩვენ თვითონვე ვუყარეთ კენჭი მამათმავლობას -ამ უკანონო ცხოვრების წესის დაკანონებას... შემოვდივარ საკანონმდებლო წინადადებით, ანტიდისკრიმინაციულ კანონში შევიტანოთ ცვლილებები და მისი ჩამონათვალიდან ამოვიღოთ მამათმავლობის განმსაზღვრელი ტერმინები – "გენდერული იდენტობა" და "სექსუალური ორიენტაცია", რათა მომავლში ვეღარ დაშენდეს მასზე, იქნება ეს ერთსქესიანთ აქორწინება, ერთსქესიანი წყვილების მიერ ბავშვის აყვანა და ასე შემდეგ.”
|
|
|
|
|
ალია. 17 სექტემბერი
ეკა ბესელია, ქართული ოცნება:„ვერ დავეთანხმები ჩემს მეგობარ სოსოს, რომ ჩვენ, იმ კანონით, რომელიც პარლამენტში მივიღეთ, არ დაგვიკანონებია მამათმავლობა და ეს არის ძალიან მგრძნობიარე თემა და ეს უნდა ითქვას ძალიან მკაფიოდ.“
|
|
|
|
|
ობიექტივი, ღამის სტუდია, 23 სექტემბერი
გია ჯაფარიძე, ქართული ოცნება:„რაის სექსუალური უმცირესობები, რა დროს სექსუალური უმცირესობებია, სირცხვილია! ჩემთვის სირცხვილია! მე ვარ რაჭველი კაცი, მთის კაცი და ეგეთ სისულელეებზე ლაპარაკი არ მიყვარს მე!“
გია ცაგარეიშვილი, თავისუფალი დემოკრატები: „ღმერთმა დაგვიფაროს. ღმერთმა გამაჩინა ქართველად დავფიქრობ ეს გამორჩეული ნიშანია. იმას ვერ ვიტყვი, რომ რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ მაგრამ, მე ვერავის ვერ ჩავეკონები სხდომათა დარბაზში ბოდიშს გიხდით რაა. ეს დროშა ვიცი რისი სიმბოლოც არი. ეს დროშა დაიკაოს იმან, ვისაც უნდა ამ დროშის ფრიალი.“
ზაქარია ქუცნაშვილი, ქართული ოცნება: „ კაცები კაცებს რო კოცნიან და ქალები ქალებს, მოგწონთ თქვენ ეს? მე არ მომწონს. ვიზიარებ იმ ღირებულებებს, რითაც ქართული ცხოვრების წესი ხასიათდება და თანამედროვე ევროპელობა არ ნიშნავს იმას, რომ ტუჩებში აკოცოს მამაკაცმა მამაკაცს.“
ბიძინა გუჯაბიძე, ქართული ოცნება: „ არ არის ჩემი ღირებულება ლგბტ საზოგადოების ორიენტაცია. ბუნებრივია, კონსერვატორი ვარ და ასეთ ადამიანებთან ვერ ვიმეგობრებდი თუმცა, ჩემთვის გასაგებია და ასატანია მაგათი არსებობა.“
ობიექტივი "პოლიტიკური ღამე", 05 ოქტომბერი
გიორგი ლომია, პატრიოტთა ალიანსი: "უნდა არსებობდნენ, იყვნენ თავისთვის, პროპაგანდის გარეშე იცხოვრონ და არანაირი შეხება არც ჩემთან ექნებათ და არც მე არ მექნება მათთან. მაგრამ ის რომ მე ვთქვა, რომ ჰომოსექსუალიზმი კარგია ამას მე ვერასდროს ვერ ვიტყვი.
ნინო რატიანი, წამყვანი: წახალისება არ უნდა მოხდეს...
|
|
ასავალ-დასავალი, 21-27 სექტემბერი
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: ეს გიორგი კიკონიშვილი სპარტაკი ნამდვილად არ არის, მაგრამ, როგორც ჩანს,ლგბტიმპერიაში მართლაც დიდი ბორიაყის ატეხვას აპირებს! არადა, „კაცმა“ საქართველოში პირველმა აღიარა ამაყად - მე პედერასტი ვარო! ის კი არა, სოციალურ მედიაში თავის ქმართან ალერსის დროს გადაღებული ფოტოებიც კი გამოფინა, მაგრამ ამ გულქვა ვაჭარაძემ ეს სათანადოდ არ დაუფასა!...
|
ასავალ-დასავალი, 28 სექტემბერი-04 ოქტომბერი
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: მამუკა ხაზარაძეს კაცობა და სინდისი რომ ჰქონდეს, გამოვიდოდა და პირდაპირ იტყოდა: მე არ ვარ პაატა შამუგიას სიბილწისა და „უბორნიის პოეზიის “თაყვანისმცემელიო და რუსთაველისა და გალაკტიონის, ვაჟასა და აკაკის მშობელ ხალხს უდიდეს ბოდიშს მოუხდიდა იმ გაუგებრობისთვის, რასაც მის მიერვე ხელდასხმული „საბარასტი შამუგია“ ჰქვია!
|
|
|
|
ალია, 01 ოქტომბერი
რედაქცია: „ბატონო ირაკლი, კაცმა 100 ხიდი რომ ააშენოს და ერთხელ დაწვეს მამაკაცთან, ხიდების მშენებელს კი არა, საჯდომის მიმცემს დაარქმევენ!“
|
|
ჰომოფობია: საზოგადოებრივი ორგანიზაციები
|
|
ასავალ-დასავალი, 28 სექტემბერი-04 ოქტომბერი
ზვიად ტომარაძე, დემოგრაფიული ფონდი: საკანონმდებლო სივრცეში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ასახვით ზნეობრივი ნორმები ირღვევა, საქართველოს კონსტიტუცია ისედაც თანაბრად ითვალისწინებს საზოგადოების ყველა ფენის უფლებას. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ზნეობის დეგრადაცია, რაც სახელმწიფოში ყველა მნიშვნელოვანი ინსტიტუტის დაკნინების წინაპირობას წარმოადგენს“.
Geworld.ge, 16 სექტემბერი
ელიზბარ ჯაველიძე, სახალხო კრება: „ვაპირებ ხელმოწერების შეგროვებას და მოვითხოვ, ჩვენი ფულით ნუ აფინანსებენ საზოგადოებრივ მაუწყებელს და ყველაფერი ჩამოართვან, რაც სახელმწიფოს ეკუთვნის. ვინაიდან, ბოდიში და, ეს არის გარყვნილებისა და პედერასტების ბუდე. არა ე.წ ლგბტ-ს, არამედ პედერასტების ბუდე! დღეს მხოლოდ ორი-სამი ტელეკომპანია _ “დრო”, “ობიექტივი”, “ქართული არხი” _ ცდილობს სიმართლის თქმას..“
|
|
ჰომოფობია: სასულიერი პირები
|
|
|
|
|
ასავალ-დასავალი, 21-27 სექტემბერი
გიორგი თევდორაშვილი, დეკანოზი: „გაიხსენეთ კვერცხები და ზედ შლოპანცი. სიცოცხლის სიმბოლო ხომ არის კვერცხი? რატომ ვღებავთ ჩვენ აღდგომას, ხო? ანუ გაჭყლეტა სიცოცხლის მამათმავლების მიერ. მამათმავლობა თუ გამრავლდება, ერი ხომ ვეღარ გამრავლდება?! ეს არის სატანური სიმბოლოები, რომლებიც სასწრაფოდ უნდა ავიღოთ. ვისაც ყური აქვს და თვალი, ისმინოს და დაინახოს.
|
|
|
|
|
კვირის პალიტრა, 16 სექტემბერი
ირაკლი დუმბაძე, მოძღვარი: ეკლესიას ყველაფერი ზედმიწევნით აქვს აღწერილი, დაუფარავადაა ნათქვამი რომ მამათმავლობა თუ მეძავობა, ქურდობა და სხვა ცოდვები ღმერთის შეურაცხმყოფელი მოქმედებაა და ამ ცოდვის ჩამდენი ადამიანები ღმერთთან ვერ იქნებიან.
|
|
|
|
|
ანტიდასავლური განწყობები: პოლიტიკოსები
|
|
Geoword.ge საქართველო და მსოფლიო, 24 სექტემბერი
დიმიტრი ლორთქიფანიძე, დემოკრატიული მოძრაობა: „დღეს პოლიტიკური სპექტრი ორ ნაწილად იყოფა _ სოდომისტებად და ანტისოდომისტებად. სოდომისტებში ვგულისხმობ ყველა იმ პოლიტიკოსსა და პოლიტიკურ გუნდს, რომლებიც საერთაშორისო ლიბერალური ინტერნაციონალის ოჯახის წევრებისადმი, მათი ღირებულებებისადმი ერთგულების ფიცს დებს და რომელთა დღის წესრიგშიც გარდაუვალი ამოცანაა ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება. შეიძლება ბევრმა თქვას, რომ პროდასავლური ორიენტაცია აქვს, მაგრამ მხარს არ უჭერს სოდომისტურ მისწრაფებებს, მაგრამ დღეს ეს შეუძლებელია.“
|
|
ობიექტივი, ღამის სტუდია, 23 სექტემბერი
გიორგი მაღლაკელიძე, პატრიოტთა ალიანსი: „ ... 120 000 [მიგრანტები] არ არის ის რაოდენობა, რაც მათ მიაწყდება ( ევროპის ქვეყნებს) ამიტომ ეს იქნება ორჯერ, სამჯერ, ათჯერ მეტი, აქედან გამომდინარე და ამ თეორიიდან და პრინციპიდან გამომდინარე საქართველო, როგორც ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერი ქვეყანა, მასაც დაავალებენ და ჩაითრევენ ამ პროცესებში".
|
|
ანტიდასავლური განწყობები: მედია
|
|
Geworld.ge, 18 სექტემბერი
ლევან ზანგურაშვილი, ჟურნალისტი: „... დღეს ევროპაში მოდაშია ფსევდოტოლერანტობის საფარქვეშ გარყვნილი ცხოვრების პროპაგანდა და ევროპელების ერთსქესიანთა ქორწინება, გავითვალისწინებთ, რომ ბევრი ევროპული ოჯახი, უმეტეს შემთხვევაში, მხოლოდ ერთი შვილის გაჩენით კმაყოფილდება (და მათი ქალიშვილიც ხშირად მუსულმანს მიჰყვება ცოლად), სახეზეა ძირძველი ევროპელი მოსახლეობის აშკარა შემცირება. ...“.
Geworld.ge, 23 სექტემბერი
სათაური: აშშ-ის სახმელეთო ჯარების მინისტრად პედერასტს ნიშნავენ
„ლგბტ თემის წარმომადგენლებს ხომ გზა ყველგან ხსნილი აქვთ ამერიკაში, მიუხედავად იმისა, რომ კაპიტოლიუმი (კონგრესის შენობა), თეთრი სახლის მსგავსად, ცისარტყელას ფერებით არ შეუღებავთ. როგორც ჩანს, მსოფლიო შეიშალა, პირველ რიგში _ ბებერი ევროპა, რომელიც ქრისტიანულ ტრადიციებს განუდგა და აშშ-ს უხმოდ ემორჩილება.“
|
კვირის ქრონიკა, 21-27 სექტემბერი
ნინო სამხარაძე, ჟურნალისტი: „ვის სჭირდება ასეთი ევროპა, რომელიც მოგვიწოდებს, რომ ორმაგი სტანდარტებით ვიხელმძღვანელოთ, სისხლის სამართლის დამნაშავეების მიმართ აღვადგინოთ ე.წ. სამართალი იმიტომ, რომ ევროპის პოლიტიკურ ბაზარაზე ეს დამნაშავე ძალა მარკირებულია როგოც პროდასავლური პარტია, რომელმაც დიდი ფული გადაიხადა ...”
საქინფორმი, 24 სექტემბერი
არნო ხიდირბეგიშვილი, საქინფორმის მთავარი რედაქტორი: ვისი ინტერესებისთვის იღუპებიან შორეულ ავღანეთში ქართველი ჯარისკაცები, რომელთა მშობლებსაც შვილს 100 მილიარდი დოლარიც ვერ შეუცვლის? საერთაშორისო ნარკოკარტელების ინტერესებისა და რამდენიმე ამერიკელი ოლიგარქის გამდიდრებისათვის, აშშ-ის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე რომ მუშაობენ?!
|
|
|
|
საქინფორმი, 28 სექტემბერი
სათაური: თბილისის ქუჩებში ანტიდასავლური შინაარსის პროკლამაციებს არიგებენ
პროკლამაცია: ამერიკის მთავრობა კოსმოსიდან, თანამგზავრიდან ახორციელებს რადიაციულ დასხივებას ჩემს ოჯახზე. ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლე საფრთხეშია! ეს უნდა იცოდეს ქართველმა ხალხმა! ეს საგანგაშოა!”
ალია, 7 ოქტომბერი
გელა ზედელაშვილი, ჟურნალისტი: „როგორ გეკადრებით, მაგასაც გვეუბნებიან , კაცები ერთმანეთზე დაქორწინდით და შვილები იყოლიეთო.“
|
|
საქინფორმი, 30 სექტემბერი
არნო ხიდირბეგიშვილი, საქინფორმის მთავარი რედაქტორი: „აშშ-სთვის მთავარი იყო - ევროპა გაეწირა, მოეწყო ქაოსი, რომელიც ისლამურ სამყაროს ახალ არაბულ ხალიფატად გაერთიანებისკენ უბიძგებდა, ჩინეთის საპირწონედ!…
დღეს აშშ რულეტში წაგებულ მოთამაშეს წააგავს, რომელიც გამთენისსას ფსონზე უკანასკნელ გროშებს ჩამოდის, წაგებულის ამოღების მიზნით, იმის ნაცვლად, რომ შეჩერდეს და გონს მოვიდეს! და როგორც ხშირად მთავრდება მსგავსი აზარტული თამაშები, ბოლოს გაისმის სროლა საფეთქელში...
|
Geworld.ge 07 ოქტომბერი
ნიკოლოზ კორინთელი, ჟურნალისტი: „საქართველოსთვის საკმარისი აღარ არის აშშ-ისა და ევროპის წინაშე მუხლებზე ხოხვა და “აღებული ვალდებულებების” შესრულება, კიდევ ერთი, ქვეყნისთვის ძალიან საზიანო ვალდებულება რომ არ დაიკისროს? ... ერთნაირსქესიანთა ქორწინებების დაკანონებით არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს ყველა ქვეყანას დაემუქრა აშშ-ის ხელისუფლება ... დავიკისრეთ “ვალდებულება” და თბილისში გავხსენით ჯერ ამერიკული ბიოლოგიური ლაბორატორია, შემდეგ _ ნატოს საწვრთნელი ცენტრი და რუსული რაკეტების სამიზნეში აღმოვჩნდით.“
|
|
|
|
ობიექტივი, "პოლიტიკური ღამე"; 11 ოქტომბერი
სიუჟეტი რუსული მედიიდან (ტელეკომპანია МИР, Россия24; Информбюро):
ქვეყანაში უკვე გავრცელდა ხმები რომ მენინგიტის აფეთქება ამერიკელების ბრალია. თბილისის მახლობლად უკვე რამოდენიმე წელია მოქმედებს რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორია, რომლის უცხოელ თანამშრომლებს არაერთხელ დაადანაშაულეს სხვადასხვა ინფექციების განზრახ გავრცელებაში, თითქოს მათი მიზანი იყო შეესწავლათ ინფექციები საქართველოს მოსახლეობაზე"
|
|
ანტიდასავლური განწყობები: საზოგადოებრივი ორგანიზაციები
|
|
Geworld.ge 24 სექტემბერი
კონსტანტინე ჩიკვილაძე, ევრაზიის ინსტიტუტი: „მსოფლიოში არ არსებობს მეორე ისეთი ქვეყანა, რომელსაც ამდენი ომი გაეღვივებინოს, როგორც ამერიკას, მით უმეტეს, რომ ამ ომებს თუ კონფლიქტებს, არცერთხელ მოუტანია რაიმე მეტნაკლებად მაინც გააზრებული შედეგი, რომელიც მსოფლიოს მშვიდობასთან დაახლოვებდა... ევროპა შეეჩეხა დევნილები პრობლემას, მათი დიდი ნაწილი ერაყიდან და სირიიდან „ისლამურ სახელმწიფოს“ გაურბის, რომელიც აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა, თურქეთთან ერთად შექმნეს.“
|
|
ალია, 23 სექტემბერი
ევგენი მიქელაძე, „ეროვნული ფრონტი“, „ევროკავშირი კარგია იმ შემთხვევაში, თუ საქართველო შეინარჩუნებს ქართულ ღირებულებებს, სახესა და იდეას. ხოლო თუ ევროკავშირში შესვლა გამოიწვევს იმ პროცესებს, რა პროცესებიც დღეს მათთან ხდება, მაშინ ასეთი ევროკავშირი ჩვენ არ გვჭირდება! არ გვჭირდება ისეთი კავშირი, რომელიც საქართველოში ქართველს აქცევს უმცირესობად და დამონებულ ფენად!!!“
|
ალია, 25-28 სექტემბერი
არჩილ ჭყოიძე, ევრაზიული არჩევანი: „მე გეტყვით, რას გვთავაზობს რეალურად ამერიკის შეერთებული შტატები: შევქმნათ პოლიგონი საქართველოში, სადაც მოემზადებიან ნატოში შემავალი ქვეყნების ჯარისკაცები, მოამზადებენ პრაქტიკულად, ტერორისტებს, რომელ ძალებსაც შემდგომში ამერიკა ძალიან კარგად გამოიყენებს ავღანეთში, ერაყში თუ საჭირო გახდება, რუსეთთანაც გახსნის ფრონტს...
|
|
|
|
Geworld.ge 16 სექტემბერი
მიხეილ ბაბუნაშვილი, საქართველოს მამულიშვილთა კავშირ „გვარიშვილების“ თავმჯდომარე: " რუსეთი ადამიანად მთვლიდა, ხოლო ამერიკისთვის ტარაკანიც არ ვარ.“
კვირის ქრონიკა, 12-18 ოქტომბერი
ელიზბარ ჯაველიძე, სახალხო კრება: ვამბობ, ამერიკაზე უფრო დიდი ბოროტება დღეს არ არსებობს, რუსეთმა ბევრი რამ დაგვიშავა, მაგრამ სიკეთეც მოგვიტანა. ერთი რამაა, რომ რუსეთი მე სულში არ მიძვრება და არ მეუბნება, რომ გინდა თუ არა, ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონე, არ მეუბნება, შვილი 14 წლის რომ გახდება, მაშინ ჰკითხე, ქალიშვილია თუ ვაჟიშვილი.“
|
|
ანტიდასავლური განწყობები: საზოგადოება
|
|
საქინფორმი, 15 სექტემბერი
ლევან ვასაძე, ბიზნესმენი:"არის რაღაცეები, რაშიც არაფერი გვაქვს სასწავლი ამერიკისგან და ევროპისგან. ხომ არ შეიძლება ყველაფერში შეგირდები ვიყოთ. ამერიკელებისგან იმის სწავლება, როგორ ავღზარდოთ შვილები და როგორ ვეურთიერთოთ ცოლებს, იგივეა ქართველმა მეგზევეებმა ამერიკელებს ასწავლონ, როგორ დააგონ ასფალტი"
|
|
Geworld.ge 17 სექტემბერი
თამარ კიკნაძე, პროფესორი: „ ... საქართველოში ძალიან კარგი პირობებია უცხოელებისთვის. ეს არის გლობალიზაციის ქართული პროექტი, რომელიც ითვალისწინებს, რაც შეიძლება მძიმე ვითარება იყოს, რომ საქართველოს მოქალაქები ქვეყნიდან წავიდნენ, ხოლო მათ მაგივრად სხვა ქვეყნის მოქალაქები ჩამოვიდნენ.“
ობიექტივი, 17 სექტემბერი
რეზო ამაშუკელი, პოეტი:„ დიდი, უშველებელი ფორმულა, რისკენაც მოუწოდებენ ესეიგი ამერიკის შეერთებული შტატების გონებები, იქ რომ სხედან - მართლმადიდებლობა უნდა მოისპოს. მართლმადიდებლობა და ოჯახი, აი ეს ორი რამე უშლის ხელს დასავლეთს, რომ ყველაფერი ათქვიფოს ერთმანეთში ამიტომ, მთელი ყურადღება საზოგადოების (მე ასე მიმაჩნია) უნდა იყოს მიმართული აი ამ ინსტიტუტის მიმართ.“
... ჩემი დოსიე დევს ამერიკის საელჩოში, რა გაუჭირდებათ ეხლა მაგათ თუ რაა ჩემი გაგორება. ამის იმედი აქვთ ამ დამპლებს ამათ!“
ალია, 7 ოქტომბერი
სოსო ცინცაძე, პოლიტოლოგი:„მადლობა ვთქვათ, დღეს დასავლეთი რომ არ გვთხოვს, მთელმა საქართველომ ტრაკი მიეცით, როგორც ჩვენ ვიძლევითო. ქართველებს მხოლოდ იმას გვთხოვენ, ნუ აგინებთ „პიდარასტებსო.““....“არა, მაგას არ გეუბნებიან , უბრალოდ ბრაზდებიან, „პიდარასტებს“ ნუ დასცინითო. აი, მაგალითად, შენ რომ გეტყვიან: კახელი ხარ, ახლა ვირების ტ...ვნას თავი დაანებე და თვითონ მიეცი ტრაკიო, მაშინ რა ხასიათზე დადგები, იმასაც ვნახავ.“
|
|
სექსიზმი და გენდერული სტერეოტიპები: მედია
|
|
ალია, 22 სექტემბერი
წყარო: dress-code.com.ua
რედაქცია: „აი, ეგრე - ადგა, ქალობას თავი დაანება [ლინდსი ლოჰანმა] და ბოზობა დაიწყო.“
|
|
ალია, 24 სექტემბერი
წყარო: Pronowosti.ru
რედაქცია: „კერძოდ, ძლიერი სქესი ქვეცნობიერად ცდილობს, რაც შეიძლება ბევრი ქალი გაანაყოფიეროს, მიუხედავად ხარისხისა. მშვენიერი სქესი კი ცდილობს, ჯანმრთელი და იდეალური მამაკაცი მოძებნოს.“
|
ალია, 25.09-28.სექტემბერი
წყარო: Wherewoman.ru
რედაქცია: „ცოტა უცნაური კია, მაგრამ ამერიკელები იმასაც ამბობენ, ეს ხერხი უფრო კარგად მშვენიერ სქესზე ჭრისო. რატომ? არ ვიცით, მაგრამ იმიტომ ხო არა, რომ მცირე ზომის ტვინი უფრო ადვილად კარგავს ტემპერატურას? რა მწარედ ვიხუმრეთ...“
|
|
|
|
სექსიზმი და გენდერული სტერეოტიპები: საზოგადოება
|
|
ასავალ-დასავალი, 21-27 სექტემბერი
ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი: ქალი დ ამამაკაცი ვერასოდეს იქნებიან თანაბრები,... ქალმა, რომელსაც უნდა, რომ მამაკაცის ცხოვრებაში ერთადერთი იყოს, აუცილებლად უნდა შექმნას შთაბეჭდილება, რომ მამაკაცი არის პირველი, თვითონ კი მეორე!
Geworld.ge, 27სექტემბერი
ანზორ თოთაძე, დემოგრაფი: „მამაკაცისა და ქალის შრომას შორის დიდი განსხვავებაა. მამაკაცის ფსიქიკა ისეა მოწყობილი, რომ იგი უფრო მეტად შემოქმედებითი შრომისათვის არის მოწოდებული, ხოლო ქალი მონოტონურ შრომასაც სიამოვნებით ასრულებს. დიდი ტექნიკური მიღწევები, კაცობრიობის მიერ საყოველთაოდ აღიარებული ლიტერატურის, მუსიკის, მხატვრული შედევრები, ხუროთმოძღვრების ძეგლები, უკლებლივ მამაკაცების შექმნილია, და იქ ქალის ხელი საერთოდ არ ურევია, თუმცა ქალის თანადგომის, მათი როგორც შთაგონების წყაროს გარეშეც, ღირებული არაფერი შექმნილა. ...... მიგვაჩნია, რომ საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის შემაშფოთებელ ვითარებაზე საუბარიც კი ზედმეტია. ...
|
|
|
|
|
ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში.
|
|
|
|
|
მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მედიის განვითარების ფონდს (MDF) და არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად.
|
|
|
|
|
|
|