MDF
# 3 (58), 15 აგვისტო -15 სექტემბერი, 2015

მედია მონიტორინგის მთავარი მიგნებები

15 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:

  • ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ფრაქციის თავმჯდომარის არმენოფობიული შინაარსის ანგარიშს, რომელიც საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!“ განცხადების შემდეგ რეაგირება მოჰყვა და ანგარიში ვებ-გვერდიდან მოიხსნა.
  • თურქოფობიული განცხადებები „ალი და ნინოს“ სკულპტურას უკავშირდებოდა. თურქების, არაბების და ჩინელების მიმართ სიძულვილის ენის ტირაჟირებას სოციალურ ქსელებზე დაყრდნობით, „კვირის პალიტრა“ ახდენდა;
  • რასისტული განცახდებების წყარო მედია იყო, რომელიც მეტწილად რუსულ წყაროებს ეყრდნობოდა;
  • ჰომოფობიური განცხადებები საგარეჯოს შუალედურ საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ 

  • მაჟორიტარობის კანდიდატის თამარ ხიდაშელის წინააღმდეგ იყო მიმართული. პარალელები კეთდებოდა, პარლამენტის წევრ თამარ კორძაიასთან, რომლის წინააღმდეგ ანალოგიურ კამპანიას (თითქოს   ის ლგბტ ქორწინების ლეგალიზებას ითხოვს) 2013 წლის   შუალედური არჩევნების დროს ჰქონდა ადგილი.
  • ჯორჯ სოროსის ფონდის საქმიანობას მართლმადიდებლობის და ტრადიციების საწინააღმდეგოდ მართველი გუნდის წარმომადგენელი აფასებდა.
  • ანტიდასავლურ და ჰომოფობიურ განცხადებებს სკოლებში საგნის „მე და საზოგადოების“ დანერგვის წინააღმდეგ ჰქონდა ადგილი, რომელიც სამოქალაქო განათლების ნაწილია და დასავლეთის მიერ თავსმოხვეულად და ტრადიციების საწინააღმდეგო ნაბიჯად იყო წარმოდგენილი.
  • გენდერული სტერეოტიპების გავრცელებისას გაზეთები („ალია“ და „კვირის ქრონიკა“) ძირითადად რუსულ წყაროებს ეყრდნობოდნენ.

ქსენოფობია+ჰომოფობია: პარტიები

კვირის ქრონიკა, 7-13 სექტემბერი, საქნფორმი, 8 სექტემბერი

თამაზ მეჭიაური, ქართული ოცნება: "დავით ზურაბიშვილმა, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობ, თავის განცახდებაში "პიდარასტებთან" ერთად სიტყვა  "სომეხიც"  ახსენა, უკაცრავად, მაგრამ ესენი ისე იქცევიან, ნებისმიერი სომეხი უკეთესია, დავით ზურაბიშვილი რომელიმე სომეხს სჯობს? ან რაშუაშია აქ სომეხი? სხვათაშორის, მემგონი, "პიდარასტებშიც" არიან მაგაზე ღირსეულები."

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია + ჰომოფობია: მედია

ასავალ-დასავალი, 17-23 აგვისტო

დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი: სწორედ იმ დაწყევლილმა თექვსმეტდღიანმა თბილისის ომმა მოიტანა ის ჯოჯოხეთი,რომ ზოგი ქართველი იეღოვას სექტაში შეხტა, ზოგმა კონჩიტების შიშველი მეფის ირაკლი ვაჭარაძის ცისფერი ნიფხავი ააფრიალა დროშად, ხოლო ზოგი ერთი სასულიერო პირი დედას იგინება და ნარკოტიკებით გათანგული,მორწმუნე მრევლს გონებას უმღვრევს!

ასავალ-დასავალი, 17-23 აგვისტო

ნინო მიქიაშვილი, ჟურნალისტი: უწმინდესი არც სასამართლოში წავა და არც თავის მართლებას დაიწყებს. მას ჩვენ უნდა ვიცავდეთ, კანონი უნდა იცავდეს!მაინცდამაინც იეღოველები ან გადაგვარებული სექსუალური ორიენტაციის მქონეები უნდ ავიყოთ,რომ ჩვენი უფლებები არ შეილახოს?!

არმენოფობია: პარტიები

ნეტგაზეთი, 4 სექტემბერი, რეზონანსი, 10 სექტემბერი

ოთარ გელაძეხულოს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ფრაქციის თავმჯდომარეიმის ჭკუა კი აქვს სომეხ სააკას, გარედან მაყურებლის პოზიციიდან შეხედოს მის მიერვე მოკლული ზურაბ ჟვანიას საქმეს, უდანაშაულოდ ჩახოცილი აფრასიძეების საქმეს, ქუჩაში არაკაცურად მოკლული გურამ შარაძის საქმეს, ასევე ქუჩაში ასორმოცდაათამდე მოკლული ბიჭების საქმეებს, შვილმოკლული მამის, შვილის საფლავზე აფეთქების საქმეს, ე.წ. ,,ნავთლუღის ოპერაციის" საქმეს, სადაც სამი ჩვენი თანარაიონელი სრულიად უდანაშაულოდ ჩახოცვას რომელი ერთი ჩამოვთვალო!"

ასავალ-დასავალი, 31 აგვისტო -6 სექტემბერი

ლაშა ამირეჯიბი, სახალხო კრება: გაიხსენეთ, რას აკეთებდა ან გააკეთებინეს დამცირებულ ერს, რა ზარზეიმი მოაწყობინეს სააკას და რამდენი ძალით ჩამოყვანილი სტუმარი ეწვია წაგებულ ქვეყანას... სააკამ თავს კი უშველა , ჩვენ ვიფიქროთ, ამათ ხელში დღემდე ცოცხები რომ ვერ გამოგვიღია უკანალებიდან!

ქსენოფობია: მედია

კვირის პალიტრა, 31 აგვისტო

სათაური: რატომ სცემეს "პლეხანოვზე" ჩინელმა გოგოებმა ქართველ ბიჭებს

სოციალური ქსელის მომხმარებელი: არმინდა ჩემი თბილისი პატარა სტამბოლად, ერაყად და ირანად გადაიქცეს!..

ნათია მაისურაძე, აღმაშენებელზე მცხოვრები: მეზობელი ქალი ამბობდა, რომ რამდენიმე თვის წინ ქართული რესტორნიდან გამოსული ქართველი გოგონებისთვის თურქ მამაკაცებს გზა გადაუკეტავთ. გოგონები ისევ რესტორანში შეცვენილან.  მათ გამოჰქომაგებია ქართველი მამაკაცი და ქართველებსა და თურქებს შორის ჩხუბი ამტყდარა...

კოტე ჩაჩანიძე, აღმაშენებელზე მცხოვრები: ... არმინდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობას იღებდნენ ადამიანები, რომლებიც ისტორიულად ყოველთვის ჩვენი მტრები იყვნენ.

ლალი მგალობლიშვილი, აღმაშენებელზე მცხოვრები: ყოველ საღამოს არაბ მამაკაცებს ქართველი გოგონები მოჰყავთ და იქიდან გამოსული ხმები უკვე გაუსაძლისს ხდის აქ ცხოვრებას. შარშან არაბეთის მოქალაქეებმა უმოწყალოდ სცემეს ჩვენს უბნელ ბიჭებს, ერთს კბილები აღარ შერჩა, მეორე დასივებული თვალებით დადიოდა... ჩვენს ეზოში ცხოვრობს ხუთი ჩინელი გოგონა. შარშან ჩვენს უბნელ ბიჭებს ჯოხებით სცემეს. მიზეზი არ გაინტერესებთ? ქუჩის წინ იდგა რამდენიმე ქართველი ნასვამი მამაკაცი,  მოულოდნელად გამოცვივდნენ ჩინელი გოგონები და ჯოხებით ცემა დაუწყეს,  მუშაობაში ხელს გვიშლით, "კლიენტებს"  საშუალებას არ აძლევთ, ჩვენთან შემოვიდნენო.

კავკასია, სპექტრი, 2 სექტემბერი

დავით აქუბარდია, წამყვანი:ღმერთო მაპატიე, მაგრამ სიღარიბის გამო გაპირუტყვებულები იყვნენ. ის ლეგენდა ნარაიამზე ვისაც გახსოვთ, ალბათ კოშმარად დაგესიზმრებათ ესეთი ამბავი. მოდი დავანებოთ იაპონელებს თავი. ღმერთმა მათ ორი ბომბი პრემიის სახით ჩამოურიგა იქ და იმიტომ, რომ ძალიან დიდი ცოდვა ჩაიდინეს...

Geworld.ge, 19 აგვისტო

იზა თამაზაშვილი, ჟურნალისტი: ...შენ,“ქართულო ოცნებავ”, საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად  რომ  გქვია  მხოლოდ  “ქართული”,  რატომ  უყიდი  ქართველ  გლეხს მიწას უცხოელზე? ასეთი  ხელისუფლება  ხალხის პატივისცემას არ იმსახურებს!

ალია, 31 აგვისტო - 6 სექტემბერი

„თურქეთის საზღვართან დგას „ალი და ნინოს“ ძეგლი, სომხეთის საზღვართან სააკაშვილი და კვესიტაძე, ალბათ, დადგამენ „ხაჩიკასა და ნინოს“ ძეგლს, ხოლო რუსეთის საზღვართან - „ვალოდიას და ნინოს“ ქანდაკებას... კიდევ ვინ დარჩა და ვინ გამოგვრჩა ჩვენს სამეზობლოში, რომელიც ქართველ „ნინოს“ უნდა დააძღეს და რომელმაც „ნინო“ უნდა დააურვოს“?

ასავალ-დასავალი, 7-13 სექტემბერი

ჯაბა ხუბუა, ჟურნალისტი: მან [თამარ ხიდაშელი] თავისი ლიბერასტობაც არ დამალა და პირდაპირ თქვა, ადამიანის უფლებების კუთხით გავირჯებიო - ნახეთ, საგარეჯოს რაიონში რამდენი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ცხოვრობენო!ანუ საგარეჯოში მცხოვრები ქართველები და მათი ინტერესები თამარ ხიდაშელისთვის მეათე ხარისხოვანია!

ქსენოფობია: საზოგადოებრივი ორგანიზაციები

Geworld.ge, 19 აგვისტო

გურამ ალავიძე, ავღანეთისა და სხვა ომების მეომართა დახმარების საერთაშორისო ფონდს ხელმძღვანელი: წინა ხელისუფლებამ 300 ათას უცხოელს რისთვის მიანიჭა მოქალაქეობა, რა დამსახურებისთვის? იმისთვის, რომ “ნაციონალების” მხარდამჭერთა რაოდენობა გაზრდილიყო? ჩინელები, არაბები, თურქები შემოდიან, იღებენ მოქალაქეობას. კი, ბატონო, შემოვიდნენ როგორც ტურისტები, მაგრამ ასეულობით ჰექტარი მიწა შეიძლებოდა უცხოელებზე გაყიდულიყო?

ქსენოფობია: საზოგადოება

კავკასია, სპექტრი, 7 სექტემბერი

მიხეილ ცაგარელი, ასტროლოგი: თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინთ ეხლა მარტო 800 ათასი კაცი, როგორც მერკელმა თქვა [სირიელი ლტოლვილები], თუ შევა გერმანიაში რა დონეზე დაეცემა გერმანული კულტურა, გერმანული ცნობიერება?! და რაც მთვარია, რამდენიმე წლის მერე ჩვენ ვნახავთ მერე დემოგრაფიული მდგომარეობა, როგორ დაიწყებს ცვლილებას. გახსოვს შენ საფრანგეთის ნაკრები ფეხბურთში, 11 ზანგი რომ იდგა, გახსოვს, ხომ?! აი ეს მალე დაემართება გერმანიას.

რასიზმი: მედია

ობიექტივი, პოლიტიკური კვირა, 6 სექტემბერი

ობიექტივმა უჩვენა რუსული არხის Ren TV-ის რასისტული სიუჟეტი იმის შესახებ, როგორ ცალიელდება ევროპა თეთრი მოსახლეობისგან და როგორ „იპყრობენ“ არაბები და აფრიკელები ევროპას.

კავკასია, სპექტრი, 21 აგვისტო

დავით აქუბარდია, ჟურნალისტი: აფრიკიდან მოსული მუსულმანები, ისინიც ამოდიან, ზანგებზეა ლაპარაკი, აი, არაბული სამყაროს ქვევიდან ნიგერიიდან და სხვადასხვა ზონებიდან 15000კაცი ემატება. ყველას ქონია ვენერიული დაავადებები... იქ თურმე ჩვეულებრივი ამბავია ვენერიული დაავადებები... წყალი არ ყოფილა, არ იბანენ... ჰიგიენა არ არსებობს, არაფერი არ არსებობს...

ალია, 28-31 აგვისტო

წყარო: vk.com

„ძალიან ბევრი ზიმბაბველის ფეხები ცხოველის ჩლიქებს უფრო მოგაგონებთ, ვიდრე ადამიანის ქვედა კიდურებს.“

თურქოფობია: პარტიები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 17 აგვისტო

დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: თურქეთი არის აგრესიული დამპყრობელი სახელმწიფო, იმპერია, ყოველთვის იყო იმპერია და დღესაც არის იმპერია... მინდა შეგახსენოთ, რომ თურქეთის სახელმწიფოს ყველა კვადრატული მეტრი დაპყრობილია თურქეთის მიერ, ეგეთი სახელმწიფო არ არსებობდა, ყველა კვადრატული მეტრი ეს არის ან საბერძნეთი ეს არის ან ქურთისტანი, ან საქართველო, ან სომხეთი, და ეხლაც მიმდინარეობს, მიიღო უფლება რომ ქურთები გაანადგურონ.

ალია, 10 სექტემბერი

გოგი თოფაძე, კოალიცია „ქართული ოცნება“: “რატომ უნდა შემოდიოდეს თურქული წიწილა, რომელზეც გვაფრთხილებენ მამაკაცებს, რომ იმპოტენციას იწვევს? უამრავი მიწა გავყიდეთ, ჩინელებზე, თურქებზე ინდოელებზე და ირანელებზე.. ჩვენ გლეხი გავაგდეთ"

თურქოფობია: ხელისუფლება

ობიექტივი, ღამის სტუდია, 3 სექტემბერი

გია გვაზავა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე: „ეხლა თურქეთს რომ მიახლოებით იგივე ინტერესები ექნება როგორც რუსეთს აფხაზეთში, აქ გასაკვირი ჩემთვის არაფერი არ არის. ეს ყველაფერი ძალიან ძველია, თუ ჩაიხედავთ ისტორიაში ყველაფერი ძალიან კარგად და ნათლად ჩანს. ყოველთვის მიდიოდა ბრძოლა შავი ზღვის სანაპიროებისათვის და დიდ თურქილ პოლიტიკაში. არ გამოვრიცხავ, რომ დღესაც არიან ისეთი ადამიანები, ვინც ასე ფიქრობს, რომ აი, საქართველო, ბათუმი ჯერ და მერე დანარჩენი.“

თურქოფობია: მედია

ასავალ-დასავალი, 31 აგვისტო -6 სექტემბერი

ჯაბა ხუბუა, ჟურნალისტი: ზოგიერთები უფრო შორსაც მიდიან და „ალი და ნინოს“ სკულპტურაში პოლიტიკურ ქვეტექსტს ხედავენ - სააკაშვილმა ბათუმის თურქიზაცია ხელახლა მოახდინა და აჭარა დედამისის -გიული ალასანიას თურქ მეგობრებს ჩაუგდო ხელში, ამ ყველაფრის სიმბოლოდ კი ბათუმის ბულვარში ძეგლი დადგა, რომელიც იმას გამოსახავს, თუ როგორ „იმასუშვრება“ თურქი მამაკაცი ქართველ ქალსო...

ამ სკულპტურას ქართველებისთვის აშკარად შეურაცხმყოფელი სახელი - „ალი და ნინო“ სპეციალურად დაარქვეს - როგორც ბათუმის თურქიზაციისა და ბორდელიზაციის გამოქანდაკებული სიმბოლო!

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია: მედია

ობიექტივი, ღამის სტუდია, 22 აგვისტო

გია არეშიძე, წამყვანი: ამასწინათ პრეზიდენტმა ობამამ თქვა ასეთი რამ, როდესაც მუსულმანების დაცვა უნდოდა... მან თქვა, რომ ქრისტიანებიც ჯვაროსნების დროსო, ათას ცუდ საქმეს ჩადიოდნენო.... ჯვაროსნების დროს რომ ჩადიოდნენ ქრისტიანები რამეს თუ ჩადიოდნენ, ის ერთია მარა, დღეს ვინ წარმოადგენს ხიფათს, იმაზე თუა ლაპარაკი? დღეს ქრიტიანები არავის არ კლავენ. იმიტომ რომ ის, იმის რელიგიის არ არის, ჰო? ...

ჰომოფობია: მედია

ასავალ-დასავალი, 7-13 სექტემბერი

ჯაბა ხუბუა, ჟურნალისტი: ...არც იმაში შეეპაროს ვინმეს ეჭვი, რომ თუ საგარეჯოელები თამარ ხიდაშელსთავის მაჟორიტარად აირჩევენ, ეს„ თინას რედიკიული “საგარეჯოელების გულის გასახეთქად, თავისი სეხნია-თამარ კორძაიასი არ იყოს, საქართველოში გეი-აღლუმებისა და ერთსქესიანთა ქორწინების აპოლოგეტად მოგვევლინება!

ასავალ-დასავალი, 24-30 აგვისტო

გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: ჰოდა, როგორც ლგბტ-ასო„ იდენტობამ “გვახარა, პირველადი მონაცემებით, თითქმის ყოველი მესამე ქართველი ან პედერასტია, ანდა - ბისექსუალი!.. პირდაპირ ვთქვათ: ეს არის მიზანმიმართული იდეოლოგიური დივერსია, რომლის მიზანია, ჩენი ხალხის ყური შეაჩვიონ,თითქოს საქართველოში ყოველი მესამე-მეოთხე მოქალაქე მაინც არ არის ნორმალური სექსუალური ორიენტაციის!

ამ ლიბერასტულ ვირეშმაკულ ჭინთვებზე მოკლე პასუხი კი ასეთია: რამდენი პედერასტიც უნდა„ აღმოაჩინოთ “საქართველოში, ვერც გეი აღლუმებს ჩაატარებთ და ვერც ერთსქესიანთა ქორწინებას დააკანონებთ!

ვერ ე-ღირ-სე-ბით!

Geworld.ge, 19 აგვისტო

იზა თამაზაშვილი, ჟურნალისტი:  ტალინს არატრადიციული სექსუალური ურთიერთობა კანონის ჩარჩოებში არ მოუქცევია და ქართველი ერის ღირსების შემლახველი ანტიდისკრიმინაციული კანონი არ მიუღია... მართალია, რუსეთის რევოლუციის შემდეგ გააუქმეს ჰომოსექსუალების საწინააღმდეგო ყველა კანონი, როგორც ბურჟუაზიული  გადმონაშთი,  მაგრამ  1934  წლის მარტში კალინინმა, სტალინის ბრძანებით, ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც ჰომოსექსუალობა სოციალური დამნაშავეობის  რიგში  დააბრუნა.


ალია, 8 სექტემბერი

წყარო: ladynews.com.ua

„გარდა ამისა, კონკურსი ჩატარდა როგორც ტრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანებისთვის, ისე ჰომოსექსუალებისთვისაც.“ 

ალია, 4-7 სექტემბერი

მიხეილ სახვაძე, ჟურნალისტი: „სამწუხაროდ, პორნოგრაფიაზე ბევრად საზიზღარ რაღაცებს გვაჩვენებენ ტელევიზიები, მათ შორის „იმედიც“ და კაციშვილი არ ფიქრობს იმაზე, რომ საკმარისია ონანიზმის, ბოზობისა და მეტრაკეობის წაქეზება.“

ჰომოფობია: ყოფილი ხელისუფლება

ასავალ-დასავალი, კვირის ქრონიკა, 7-13 სექტემბერი

ხათუნა ხოფერია, ყოფილი პარლამენტარი: „ოპერაცია კორძაია-2“ დაიწყო!ნაძალადევი ხომ ნაძალადევად გააიმასქნეს, ახლა საგარეჯოს უპირებენ გაიმასქნებას [საგარეჯოს შუალედურ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ კანდიდატად თამარ ხიდაშელის წარდგენასთან დაკავშირებით] და წარმოვიდგინე, კახელი გლეხების სახელით ეს სუბიექტი პარლამენტში ერთსქესიანთა ქორწინებას რომ დაუჭერს მხარს...

ჰომოფობია: სასულიერო პირები

ასავალ-დასავალი, 31 აგვისტო -6 სექტემბერი

დავით ისაკაძე, დეკანოზი:კატეგორიულად მიუღებელია კლასებში „როლური სპექტაკლების“ დადგმა, რაც ფსიქოლოგიური ზემოქმედების მძლავრ საშუალებას წარმოადგენს. ასეთ დროს ჯანმრთელ მოსწავლეს შეიძლება, დაეკისროს, ვთქვათ, სქესობრივი უმცირესობის წარმომადგენლის როლის შესრულება, რათა მის მიმართ დადებითად განეწყოს!

ასავალ-დასავალი, 24-30 აგვისტო

ბასილ მკალავიშვილი, წინამძღვარი:არაერთხელ ვთქვი და გავაფრთხილე საზოგადოება ,რომ იმის გამო, რაც 17 მაისს რუსთაველზე მოხდა, ღმერთი პასუხს მოგვთხოვდა! წელს, 17 მაისს მრგვალ ბაღთან ისევ შეიკრიბნენ მამათმავლები... წინა წელს იყო კაზანტიპი და ათასი სიბილწე...

ჰომოფობია: საზოგადოებრივი ორგანიზაციები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 23 აგვისტო

გრიშა ონიანი, საზოგადოება "სტალინი": ბატონო ვალერი, მე გარწმუნებთ, რომ დედამიწა არის სიგიჟის ეპოქაში. მაშინ როდესაც კაცი კაცზე ქორწინდება, მაშინ როდესაც ინგრევა დიდი ტრადიციები“...

ჰომოფობია: საზოგადოება

ალია, 9 სექტემბერი

გივი სიხარულიძე, მსახიობი: „სიმართლე გითხრათ, პოლიტიკისა არაფერი მწამს, მაგრამ იმის შემდეგ, რაც პუტინმა განაცხადა, არ დავუშვებ ჩემს ქვეყანაში ჰომოსექსუალიზმს, კაცის კაცზე გათხოვებას და ქალის - ქალზეო, მისდამი, როგორც სახელმწიფოს მეთაურის მიმართ, სიმპათია გამიჩნდა.“ 

მაესტრო, SWOT ანალიზი, 12 სექტემბერი

ლევან ვასაძე, ბიზნესმენი: თითოეულ ჩვენს შვილებს დაევალებათ ითამაშონ როლური თამაშები ყველა სახის უმცირესობის როლების, ყველა სახის უმცირესობის. იმ მიზნით რომ მათ გაუჩნდეთ ემპათია ამ ყველა სახის უმცირესობის მიმართ...

ობიექტივი, ღამის სტუდია, 20 აგვისტო

რეზო ამაშუკელი, პოეტი: დროზე დაფიქრდით! ძალიან ცუდ დღეშია ეს პლანეტა საერთოდ და დიდი უბედურებები გველის. იხსენით ეს საქართველო დაუტოვეთ ეს სამშობლო თქვენს შვილებს, თქვენს შვილიშვილებს. მოაცილეთ ეს პედერასტები აქედან...


ანტიდასავლური განწყობები: პოლიტიკოსები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 6 სექტემბერი

წყარო: PolitRussia

ვლადიმერ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი: ის, რომ უკრაინა გარედან იმართება, ყველა საკვანძო თანამდებობდა მთავრობაში, საკვანძო რეგიონებში უკავიათ უცხოელებს, ჩემი აზრით, ეს არის უკრაინელების შეურაცყოფა.

კვირის პალიტრა, 7 სექტემბერი

თამაზ მეჭიაური, ქართული ოცნება:"ივანიშვილმა "ენჯეოშნიკ" "სოროსელს" [პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი] საქსოვი ჩხირები გააგდებინა და ვეტოთი აღჭურვა".... "ენჯეოშნიკობა" უზნეობა ნამდვილად არ გახლავთ, მაგრამ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ქვეყანას ზიანს აყენებს.  რაც შეეხება  "სოროსელობას", სოროსი ყველაზე მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციების შემქმნელად ითვლება, ამიტომ კრებით სახედ გამოვიყენე. თუმცა, გამონაკლისების გარდა, მისი წიაღიდან გამოსულები, ძირითადად, ანტიქართულ საქმიანობას ეწევიან, საპატრიარქოსა და პატრიარქს უკანასკნელი სიტყვებით მოიხსენიებენ და თუთბერიძეების მსგავსი პიროვნებების დაფინანსებას გვამადლიან.


პირველი, 3 სექტემბერი

სოსო მანჯავიძე, საკრებულოს დეპუტატი: „გასაგებია, რომ გლობალური მოქალაქის ჩამოყალიბების პროგრამაა, მაგრამამ ლამაზი სიტყვების მიღმა უზარმაზარი საფრთხეები იმალება, ტრადიციების მოშლა კი, რასაც ეს პროგრამა [„მე და საზოგადოება“] შეიცავს, კატასრტოფის გარდა არაფერს არ გამოიწვევს.“

საქინფორმი, 8 სექტემბერი

თამაზ მეჭიაური, ქართული ოცნება: გადავხედე ქალბატონი თინას [ხიდაშელის] საქმიანობას სოროსის ფონდში, რითაც ის ამაყობს, თუმცა საამაყო ვერაფერი ვნახე. თუნდაც იმიტომ, რომ ის საქმიანობდა ბევრ ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სარწმუნოების და ტრადიციების წინააღმდეგ მებრძოლ პიროვნებებთან, მათ შორის თუთბერიძესთან. რომელმაც სახელი გაითქვა პატრიარქის წინააღმდეგ აგორებული ბინძური კამპანიით.

ასავალ-დასავალი, 31 აგვისტო -6 სექტემბერი, პირველი, 3 სექტემბერი

დიმიტი ლორთქიფანიძე, ბურჯანაძე დემოკრატები: პროგრამის [„მე და საზოგადოება“] მიზანია უსქესო, უეროვნებო, უპრინციპო და ურწმუნო ახალი თაობის გამოყვანა,რაც იდეალურად ჩაჯდება ლიბერალურ იდეოლოგიაში. ეს საკითხი უკავშირდება„ იუვენალურ იუსტიციას“, რაც უკვე ფართოდ არის დანერგილი სკანდინავიის ქვეყნებში... ასევე ამ ბავშვებს თავიდანვე უნერგავენ და აჩვევენ, რომ სავსებით შესაძლებელია, მათ ჰყავდეთ არა დედა და მამა, არამედ, მშობელი-ერთი და მშობელი-2, ანუ სქესით ორივე მამაკციან-ორივექალბატონი!უფრომეტიც, ევროკავშირში მზადდება კანონპროექტი, რომლის ძალითაც მშობლებს არ ექნებათ უფლება, მიიყვანონ შვილი სამედიცინო შემოწმებაზეიმ შემთხვევაში, თუკი ჩათვლიან, რომ ბავშვს აქვს გარკვეული ჰორმონალური პრობლემა, რათა უკვე შემდგომში კითხვის ქვეშ არ დადგეს ბავშვის ორიენტაცია. 

ანტიდასავლური განწყობები: მედია

ასავალ-დასავალი, 31 აგვისტო -6 სექტემბერი

ზაზა დავითაია, ჟურნალისტი: ქართველმა ხალხმა ბოლოდროს სხვადასხვა ფორმით არაერთხელ გამოხატა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ლგბტ თემებისა და ცხოვრების უზნეო წესის მიმართ, თუმცა, როგორც ჩანს, ამის მიუხედავად, დასავლურმა ბნელმა წრეებმა მტკიცედ გადაწყვიტეს ქართველი მომავალი თაობის გადაჯიშება. ევროკომისიის მითითებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საშუალო სკოლებში ახალი საგნების დანერგვას აპირებს, რომლებშიც თითქმის დაუფარავად არის გაცხადებული ქართველი მოზარდების ეროვნული და მართლმადიდებლურ ფესვებიდან მოწყვეტის დაფსევდოლიბერალური, სატანური ტრადიციებითაღზრდის მიზანი.

ობიექტივი, პოლიტიკური კვირა, 6 სექტემბერი

ვალერი კვარაცხელია, წამყვანი: ევროპას შეიძლება, აი, ამ გაჭირვების ფონზე გაახსენდეს ის, რომ გარდა ყბადაღებული დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისა, არსებობს სხვა ღირებულებები, ტრადიციები, კულტურა, წარსული, რელიგია და ა.შ. ევროპელებს შეიძლება გაახსენდეთ, რომ არსებობს რასობრივი განსხვავება, არა დისკრიმინაცია, არამედ განსხვავება, ევროპელებს შეიძლება გაახსენდეთ, რომ არსებობს სქესი. არსებობს ქალი და მამაკაცი. ეს ყველაფერი შეიძლება გაახსენდეთ, მაგრამ შეიძლება ეს ყველაფერი დაგვიანებული აღმოჩნდეს.

ობიექტივი, პოლიტიკური კვირა, 23 აგვისტო

ვალერი კვარაცხელია, წამყვანი: ეს ლიბერალური მიმართულება, ეს ელგებეტე თუ სხვა, ეს ინსტრუმენტებია, სინამდვილეში ამერიკული იმპერიალიზმი ცდილობს რა მსოფლიოზე გაბატონებას, აბსოლუტურად მართალი ხარ, ებრძვის პირველ რიგში რუსეთს, იმიტომ, რომ რუსეთი არის ის ბარიერი რომელიც ვერ გადალახა.

Geworld.ge, 19 აგვისტო

იზა თამაზაშვილი, ჟურნალისტი: რუსეთმოძულე ჩემი ოპონენტი მეტყვის: ამერიკასა და ევროკავშირს ჩვენი ტერიტორიები არ მიუთვისებიაო(?!). რად უნდა ტერიტორია, როცა 25 წლის განმავლობაში იდეოლოგიურად ისე დაგვანგრია, რომ 5,5 მილიონი მოსახლეობიდან 3 მილიონიღა დავრჩით. ამერიკა შავ ზღვაზე სამხედრო ბაზის განთავსებას ლამობს, ევროპა _ ეკონომიკურ ექსპანსიას აწარმოებს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებმაც მიიღეს ამერიკა და ევროკავშირი, ჩვენც მივიღეთ ეს ქვეყნები და შედეგიც ჩანს... სტალინს ქართველებისთვის ეროვნება და მამის სახელი არ წაურთმევია. დამოუკიდებელ საქართველოში ეს მონური ფსიქოლოგიის მქონე პატარა ადამიანება მოახერხეს ევროპა-ამერიკის საამებლად.

Geworld.ge, 19 აგვისტო

გიორგი გაჩეჩილაძე, ჟურნალიტი:ამერიკელები “დემოკრატიის დამკვიდრების” საბაბით სხვა ქვეყნებში იჭრებიან. ასე მოხდა ავღანეთში, ერაყში, სპარსეთის ყურეში ომის დროს, ვიეტნამში. ერაყის კონფლიქტში (2003-2009) 285 ათასი ადამიანი დაიღუპა, მათგან ნახევარი _ მშვიდობიანი მოქალაქე. აღარაფერს ვამბობთ, იაპონიაში ატომური ბომბების ჩამოგდების შედეგად დაღუპულ მშვიდობიან მოსახლეობაზე.

ანტიდასავლური განწყობები: საზოგადოებრივი ორგანიზაციები

Geworld.ge, 19 აგვისტო

გრიგოლ ონიანი, საზოგადოება სტალინი: კი მგონია, რომ ჩვენი ხელისუფლება არ იქნებოდა წინააღმდეგი და გადადგამდა პრაქტიკულ ნაბიჯს ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად, მაგრამ რა გინდა ქნა, როცა ამერიკის ხელში სტალინის ძეგლს კი არა, ჭიქას არ გვადგმევინებენ და კაცს კაცზე გვაქორწინებინებენ?!

ობიექტივი, ღამის სტუდია, 23 აგვისტო

არჩილ ჭყოიძე, ევრაზიული ინსტიტუსტი: ამერიკა, როდესაც ნამდვილ გენოციდს უწყობდაინდიელ ხალხსდა ანადგურებდა ქონდა ასეთი მას ჯილდო და 50 დოლარი კაცის თავი, 25 დოლარი ქალის თავი, 10 დოლარი ბავშვის თავი... აი, ეს იყო დემოკრატიული ამერიკა, რომელიც აი, ესე ანადგურებდა...


Geworld.ge, 19 აგვისტო

გურამ ალავიძე,ავღანეთისა და სხვა ომების მეომართა დახმარების საერთაშორისო ფონდი: ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან კარგი ურთიერთობა უნდა გვქონდეს. ჩემი აზრით, საქართველო ნეიტრალური ქვეყანა უნდა იყოს. ევროპული სტანდარტები არ ჯდება ჩვენში. როგორ შეიძლება ქალმა ქალზე იქორწინოს და კაცმა _ კაცზე?! ასე ხომ ოჯახები არ შეიქმნება, ერი აღარ გამრავლდება.“

ანტიდასავლური განწყობები: სასულიერო პირები

ასავალ-დასავალი, 31 აგვისტო -6 სექტემბერი

დავით ისაკაძე, დეკანოზი: ამ საგნების [„მე და საზოგადოება“] შინაარსი იმ რეკომენდაციებს მოიცავს, რასაც ევროკომისია დირექტივის სახით აძლევს საქართველოს. ამ რეკომენდაციების მიზანია ბავშვებისთვის ანტიეროვნული, ანტიტრადიციული და ანტიმართლმადიდებლური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბება, როდესაც ცნებები „სამშობლო“ და „ოჯახი“ არანაირი ღირებულების მქონე არ იქნება...

ამას გარდა, ევროკომისიის დაჟინებული მოთხოვნაა გენდერის შესახებ სწავლების დანერგვა, რაც აუცილებლად ლგბტ თემატიკას უკავშირდება... სწავლების აქცენტია მოზარდისთვის„ განსხვავებული მიმღებლობის უნარის“ გამომუშავება, ანუ ლგბტ საზოგადოების ნორმალურ ადამიანებად აღიარება...

აშკარად, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მართლმადიდებლობის როლის დაკნინებისკენ არის მიმართული სწავლება„ რელიგიურ ტოლერანტობასთან“ დაკავშირებით... ტრადიციულ ოჯახს უტევენ კაცისა და ქალის ბუნებრივ როლთა გადააზრებით, „ოჯახური ძალადობის“ თემების აჟიტირებული განხილვით, რისი მთავარი მიზანი არის ოჯახში შეჭრა და ოჯახის ინსტიტუტის შერყევა!..

ანტიდასავლური განწყობები: საზოგადოება

მაესტრო, SWOT ანალიზი, 12 სექტემბერი

ლევან ვასაძე, ბიზნესმენი: ეს [საგანი „მე და საზოგადოება“] ფუნდამენტალურად ეწინააღმდეგება ჩვენი საზოგადოების წეს-წყობილებას და ტრადიციებს ხო? ვინ გვაძალებს ამას,  საიდან მოდის ეს ყველაფერი?...  მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, კაცო, რომ ეს არის პირდაპირი ასლი გაეროს სამოქალაქო განათლების პროგრამისა, რომელიც არის ხუთწლედი - 2012-დან 2017 წლამდე, არის გამოყოფილი საქართველოში გრანტები, ადენაუერის ფონდის და ასე შემდეგ... აი, ეს არის ე.წ. ლიბერალური დემოკრატია... ჯორჯ სოროსმა უთხრა თსუ-ს ცნობილ შეხვედრაზე ჩვენს პროფესურასთან უთხრა, - მეო, თქვენი აზრიო, არ მაინტერესებსო, არც თქვენი შვილების აზრიო, მე მაინტერესებს თქვენი შვილიშვილების აზრიო. და აი ამ საგნის რაობა, შენიღბული ძალიან მოუქნელად, უნიჭოდ, აი, ყველამხრიდან მგლის ეშვები ჩანს ხო?..

და შენ თუ ერევი, ბავშვები როგორ გავზარდოთ, ამაში... თან ვისი დაკვეთით, ვისი - შეერთებული შტატების და ევროპის?.. კაცობრიობის ისტორიაში, არასდროს არ ყოფილა საზოგადოება, სადაც იმდენი პროცენტი ინგრევა ოჯახებისა, როგორც ამერიკასა და ევროპაში.... ჩემი აზრით, თანამედროვე ტრანსკრიფციაში თანამედროვე დასავლური ლიბერალიზმი ჩამოყალიბდა თითქმის ფანატიკურ რელიგიად, რომელიც ჰუმანიზმის დროშის ქვეშ აუბედურებს უამრავ ადამიანს...

    ობიექტივი, პოლიტიკური კვირა, 6 სექტემბერი

    ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი: ძმა და მეგობარი იყო ჰოსნი მუბარაქი ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის, მაგრამ მაინც მოუწყვეს ამერიკელებმა ხომ? აი. ის რევოლუცია, რომელიც მოხდა ეგვიპტეში…ამერიკისათვის არ არსებობს არც ძმობა, არც მეგობრობა, არც აბსოლუტურად არაფერი, არც სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენ რომ ვიკლავთ თავს აი. აი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი... მოგეხსენებათ კადაფი სასტიკად მოკლეს, ჯალათურად და საზიზღრად... ამერიკის შეერთებული შტატები აბსოლუტურად ფეხებზე იკიდებს თუნდაც გუშინდელი ძმის და მეგობრის აი ასეთ ჯალათურად...


    გენდერული სტერეოტიპები

    გენდერულ სტერეოტიპებს რესპოდენტებთან ერთად ჟურნალისტები და მედია საშუალებები ავრცელებდნენ, რა დროსაც ქალი მეტწილად სუსტი სქესის არსებად მოიხსენიებოდა. გაზეთები „ალია“ და „კვირის ქრონიკა“ კი ძირითადად ასეთ სტერეოტიპებს რუსულენოვან მედია საშუალებებზე დაყრდნობით ავრცელებდნენ.მაგალითები:

    კავკასია, სპექტრი, 31აგვისტო

    გია ხუხაშვილი, ექსპერტი: თინას (ხიდაშელი) აქვს ილუზია, რომ რაღაცას წყვიტავს. ქალებს საერთოდ ეგეთი ილუზია ახასიათებთ.

    საქინფორმი, 20 აგვისტო

    ავლაბრის ცირკის გუმბათქვეშ: დუშეთში პრეზიდენტ მარგველაშვილის მაღალი ავტორიტეტის გათვალისწინებით, გრიბაუსკაიტემ იგი ნიუ იორკში მიიწვია დისკუსიაზე: „აღმოსავლეთ ევროპის მომავალი: ქალთა როლის გაძლიერება“...

    ალია, 21 აგვისტო

    სათაური: რაზე არ უნდა ესაუბროთ მამაკაცს, ჩხუბი რომ არ მოგივიდეთ?

    წყარო: aif.ru

    აგერ, ბატონო, ის თემები, რომლებთან დაკავშირებითაც სჯობს, მშვენიერმა სქესმა სიფრთხილე გამოიჩინოს: რელიგია; პოლიტიკური შეხედულებები; ოჯახის შემოსავალი; მშობლები; ავადმყოფობები; ბავშვები; პირადი ცხოვრება; ეროვნება; ასაკი; სექსუალური ორიენტაცია და შესაძლებლობები.

    კვირის ქრონიკა, 7-13 სექტემბერი

    წყარო: timeout.ru

    „ამ ცოტა ხნის წინათ გავრცელდა სპეციალისტების მოსაზრება, რომ დიდი მკერდი მშვენიერ სქესს ძალიან ბევრს პრობლემას უქმნის და ამის შესახებ ჩვენც მოგიყვებით.“

    ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში.

    მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მედიის განვითარების ფონდს (MDF) და არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად.

    Media Development Foundation

    http://www.mdfgeorgia.ge

    info@mdfgeorgia.ge

    Facebook Twitter Youtube