MDF
#12 (52), 23-29 მარტი, 2015

კვირის მიმოხილვა

23-29 მარტის პერიოდში შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა: ძალადობისკენ მოწოდება -3; ქსენოფობია -3; თურქოფობია -3; რასიზმი -1; რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია -1; ჰომოფობია -10; გენდერული სტერეოტიპები - 4; შშმ პირების დისკრიმინაცია -1; ანტიდასავლური განწყობები -33.

ქვემოთ მოცემულია გარკვეული მაგალითები:

ძალადობისკენ მოწოდება

ასავალ-დასავალი, 23-29 მარტი

კობა ოთანაძე, თადარიგის პოლკოვნიკი: არ შეიძლება, სააკაშვილის სექტის დაბრუნება!.. ეს ნაძირლები ჩასაქოლები და ჩასახოცები არიან და რაც ნაციონალებმა ქართველ ხალხს გაუკეთეს, იმავეს ღირსია თავად ნაციონალური მოძრაობა!"

ქსენოფობია

კავკასია, სპექტრი, 25 მარტი

დავით აქუბარდია, წამყვანი: "არ იყავით სწორი, იმ რაღაც ებრალურ კანტორას [სითი პარკი] სოლიდარობას უცხადებთ... ქართველები შაჰა-ბასმა ვერ დაგვაჩმორა, კაცო და ვინ არიან ეს დვარნიაშკები? როგორ ბედავენ აქ ბოძების დარჭობას! ამათი დედა ვატირე!"

ასავალ-დასავალი, 23-29 მარტი

ქეთევან კიკნაძე, მსახიობი: " ჩვენი მიწა ხომ ისეთივე ნაყოფიერია, როგორც სააუკუნეების წინათ, რატომ უნდა აშენებდეს აქ ხეხილის ბაღებს ვიღაც არაბი და ქართველს, რომელსაც ისეთივე მიწა აქვს, რატომ უნდა ქონდეს გახრიოკებული მიწა?

Geworld.ge, 26 მარტი

გივი გურეშიძე, პოლიტოლოგი: "უცხოტომ-ელებზე არცერთი გოჯი ქართული მიწა არ უნ-და გაიყიდოს".

თურქოფობია

იმედი, რეაქცია და რეპორტიორი, 27 მარტი

მამა ანთიმოზ ბიჩინაშვილი: "დღეს გაივლი [აღმაშენებლის გამზირზე] და თურქების ბირჟებია და მაპატიეთ და ბორდელებია გახსნილი, სადაც ღამე მიდიან თურქები შედიან და ახალგაზრდა ქართველი გოგოების პროსტიტუცია ხდება. ეს რა იდეოლოგიაა?"

Geworld.ge, 26 მარტი

ტარიელ გაგნიძე, ისტორიული მემკვი-დრეობა: "იქ რომ რუსეთის ჯარი არ მდგარიყო, დიდი ალბათობით, თურქეთის არმის იდგებოდა და, თუ არჩევანზეა საქმე, მირჩევნია, ისევ რუსის ჯარი ყოფილიყო."

ასავალ-დასავალი, 23-29 მარტი

რეზო ჭოხონელიძე, ბიზნესმენი: "მაინცდამაინც თურქულად უნდა გადავიკეთო გვარი, რომ ბათუმში რაღაც გავაკეთო?!"

რასიზმი

ობიექტივი, ღამის სტუდია, 28 მარტი

მალხაზ სინაურიძე, ციხის ყოფილი დირექტორი : "მეტს მე არაფერს არ ვითხოვ, დამ-კით-ხონ და ნუ გამასამართლებენ როგორც ზანგი და ესე უკაცრავად ცოტა უხერხული გამოთქმა იყო"...


რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია

Geworld.ge, 25 მარტი

გურამ ფალავანდიშვილი, ბურჯანაძე-გაერთიანებული დემოკრატები: "სემინარიაგამოვლილმა ავტორმა [გიგი უგულავას წერილი]... არ შეიძლება არ იცოდეს მართლმადიდებლების მიერ სხვა კონფესიების ცრუ ქრისტიანებად, მწვალებლებად გამოცხადების შესახებ."

ჰომოფობია

Geworld.ge, 25 მარტი

გურამ ფალავანდიშვილი, ბურჯანაძე-გაერთიანებული დემოკრატები:

"სოდომ-გომორი, რომელიც ღმერთმა სწორედ მამათმავლობის და კიდევ სხვა მსგავსი, ინცესტის და სხვა სექსუალური სიბილწეების გამო გადაწვა და გაანადგურა...

თუმცა ალბათ ამ სტატიის ავტორისთვის [გიგი უგულავა] არა რუის-ურბნისის კრების დადგენილება, არამედ ახლად გამოჩეკილი მოციქული ფსიქიატრებისა თუ მოსყიდული ფსიქოლოგებისდა “იდენტობის” სხვა მსგავსი ბილწი ორგანიზაციების კრებები და დადგენილებებია ავტორიტეტი...

როდესაც ისინი პატარა ბავშვს, მისი ნების საწინააღმდეგოდ ერთსქესიან ოჯახებში აშვილებენ... იმედს გამოვთქვამ, რომ იქნებ აღმოჩნდეს კიდევაც ის საბოლოო საფეხური, რომელიც შეიძლება ამ ბინძურ, ამორალურ კიბეზე ჩამოიშალოს და მიწასთან გაასწოროს ეს, დასავლეთში სახელმწიფო რელიგიის დონემდე აყვანილი, მამათმავლობის დოქტრინა."

ასავალ-დასავალი, 23-29 მარტი

ელიზბარ დიაკონიძე, დეკანოზი: უფლის კვართის წასაბილწად სააკაშვილმა ქვეყანაში სექსუალური უმცირესობებისა და სხვა არაერთი უბედურების პოპულარიზაცია დაიწყო...

იმედი, რეაქცია, 27 მარტი

ანთიმოზ ბიჩინაშვილი, არქიმანდრიტი: "არავინ არ ებრძვის ადამიანებს, რომლებსაც გადახრები აქვთ."

ასავალ-დასავალი, 23-29 მარტი

კობა არაბული, მწერალი: მკვლელებთან, მძრცველებთან, ჰომოსექსუალებთან და ხალხის გამაუპატიურებლებთან საუბარი როგორ შეიძლებოდა?

კვირის ქრონიკა, 23-29 მარტი

გიორგი ჯიქიაშვილი, ჟურნალისტი: "შედეგად საქართველომ მიიღო თაობა, რომელიც დღეს „ადამიანის უფლებების“ დასაცავად მესაჯდომე ვაჭარაძისა და მისი საქათმის მხარდამხარ იბრძვის."

ობიექტივი, ღამის სტუდია, 28 მარტი

ანთიმოზ ბიჩინაშვილი, ყოფილი არქიმანდრიტი: "და შენ ამის დემონსტრირებას რომ აკეთებ და ცდილობ რომ დაამკვიდრო უცოდველს და უარყო ეს უკვე პირდაპირ ხმალის ამოღებაა და წასვლა ერისა და ეკლესიის წინააღმდეგ...

გენდერული სტერეოტიპები

ასავალ-დასავალი, 23-29 მარტი

გოგი წულაია, თავისუფალი საქართველო: "... როცა ჩვენდა საუბედუროდ, ამ ქვეყანაში ნახმარი ქალების მოყვანა აღარაა სირცხვილი და ნახმარი კომპიუტერი რა გაუხდათ, ნამდვილად არ ვიცი!"

პირველი, 28 მარტი

მაკა ბრეგვაძე, ჟურნალისტი: "გუგული მაღ-რაძემ საქართველოში სუსტი სქესის მეტად გასაძლიერებლად ქალი პრეზიდენტი ისურვა."

იმედი, რეაქცია, 27 მარტი

ინგა გრიგოლია, წამყვანი: ანუ თქვენ გაღიზიანებენ ისინი ვინც აქტიურობენ ოჯახის მეორე ნახევრები ? 

კვირის პალიტრა, 23 მარტი

მამუკა ჩარკვიანი, მომღერალი: "ტელევიზორს რომ ვრთავ, საშინელებას აჩვენებენ... ზოგჯერ ვერც გაიგებ, ქალია თუ კაცი. ზოგი ამბობს, - ადრე ბიჭი ვიყავი, ახლა გოგო ვარო, ზოგი - გოგო ვიყავი, ბიჭობა მინდოდაო. ეს რა უბედურებაა?!"

შშმ პირების დისკრიმინაცია

საქინფორმი, 23 მარტი

სათაური: არნო ხიდირბეგიშვილი: „სააკაშვილის ნაცდაუნებმა მთელ საქართველოში 2 ათასზე მეტი მომხრე ვერ შეკრიბეს!“

ანტიდასავლური განწყობები

ასავალ-დასავალი, 23-29 მარტი

გოგი თოფაძე, ქართული ოცნება: "გავიხსენოთ, როგორ დაბომბეს ნატო-ს ავიაგამანადგურებლებმა იუგოსლავიაში მშვიდობიანი მოსახლეობა! გავიხსენოთ რა გააკეთა ნატო-მ ერაყში _ ვითომ ქიმიურ იარღს ეძებდნენ და ამ საბაბით ააწიოკეს ქვეყანა, მოსახლეობა პრეზიდენტი და მისი ოჯახი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ერაყში არანაირი ქიმიური იარაღი არ ყოფილა.

ნატო-ს აგრესორობის კიდევ რომელი ერთი მაგალითი ჩამოვთვალო? _ ავღანეთი, ლიბია და ა.შ."

Geworld.ge, 25 მარტი

ზაზა პაპუაშვილი, ქართული ოცნება: "გამაგებინეთ, თუნდაც 2008 წლის ომის დროს რა დახმარება მივიღეთ ჩვენი მეგობრებისგან? _ მხოლოდ შეშფოთება, აღშფოთება, წყალი და პამპერსი?!”

იმედი, რეაქცია, 27 მარტი

ნინო ბურჯანაძე, ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია: "მთელი საქართველო, შეგუებულია უკვე იმას, რომ კარგა ხანია ჩვენს რეიტინგებს, პოლიტიკური ლიდერების რეიტინგებს წერენ ვაშინგტონში, წერენ იმის მიხედვით, რა უნდა რეალურად ვაშინგტონმა საქართველოში სურათი რომ იხილოს და არა იმის მიხედვით, რა უნდა საქართველოს მოსახლეობას ან რა ჭირდება საქართველოს ხალხს."

Geworld.ge, 27 მარტი

გურამ ფალავანდიშვილი, ბურჯანაძე-გაერთიანებული დემოკრატები: "დასავლეთის ეკონომიკური ძლიერება და დომინირება არა ჭეშმარიტი აღმსარებლობის, არამედ სინამდვილეში მწვალებლური, ცრუ ქრისტიანული იდეოლოგიის ფონზე განვითარდა."

ობიექტივი, ღამის სტუდია, 29 მარტი

ემზარ კვიციანი, პატრიოტთა ალიანსი: "... ეს არის ყველაფერი ბრალი იმისი, რომ უხეშად ერევიან უცხოელები ჩვენს ქვეყანაში მართვა-ში. აი, ამიტომ არის ეს ყველაფერი და ჩვენ ბო-ლოს და ბოლოს, თუ არ შეუძლია გააკეთოს ეს ხელისუფლებას, მაშინ ჩვენ უნდა გამოვაცხა-დოთ, ჯერ ერთი ტერორისტულ ორგანიზაცი-ად უნდა გამოცხადდეს ნაციონალური მოძ-რაობა, ეს ერთი, მეორე ლობისტები, რომ ჰყავთ უცხოეთში, გამოცხადდნენ ისინი ნონგრანტად, ბოლოს და ბოლოს საქართველოში არ უნდა მოესვლებოდეთ"...

ასავალ-დასავალი, 23-29 მარტი

ზვიად გამსახურდია, საქართველოს პრეზიდენტი [საარქივო მასალა': "ისინი მიზნად ისახავენ ყველა სხვა ხალხის გენოციდს; პლანეტის მთელი მოსახლეობის ერთი განსაზღვრული ჯგუფის გამოკლებით. ეს ჯგუფი მჭიდროდ არის დაკავშირებული შეერთებულ შტატებსა და ევროპასთან და მთელი ძალით მიილტვის მსოფლიო ბატონობისაკენ. ზოგადად, მე მას ევროამერიკულ იმპერიალიზმს ვუწოდებდი."

ასავალ-დასავალი, 23-29 მარტი

გოგა ხაინდრავა, რეჟისორი: " დიახ! ისეთი ადამიანები, როგორებიც მაკ-კეინი და ვერნერი არიან, სწორედაც რომ დემოკრატიის დისკრედიტაციას ახდენენ, რადგან იცავენ გარყვნილ, კრიმინალ, ქურდასა და სამარცხვინო ადამიანს მიხეილ სააკაშვილს."

რეპორტიორი, 24 მარტი

მამა ელიზბარ დიაკონიძე:დავანებოთ ამერიკას თავი და მივხედოთ საკუთარ თავს. ერთიანი რჯული გვავალებს, მტკიცე მეზობელი გავხდეთ ნებისმიერი მეზობლისთვის"

რეზონანსი, 25 მარტი

ხათუნა ლაგაზიძე, ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტი: "უკრაინის ლეტალური იარაღით მომარაგება იმისკენ არის მმართული, რომ რუსეთი კონფლიქტში უფრო ღრმად ჩაითრიონ და შესაბამისად, რუსეთის წინააღმდეგ ევროპის ქვეყნების ერთიანობა უზრუნველყონ, იმიტომ რომ უკრაინაში დღეს ევროპისთვის ამერიკის და რუსეთის ბრძოლა მიდის."

საქინფორმი, 23 მარტი

გულბაათ რცხილაძე, ევრაზიის ინსტიტუტი: "დღესდღეობით ჩვენი მედასავლეთეები ცდილობენ, ფაშისტები ჰუმანისტებად წარმოაჩინონ, ოღონდ კი ყველაფერში რუსეთის დემონიზაცია მოახდინონ და ჩვენს ხალხებს შორის ხელოვნური განხეთქილება შეიტანონ. ამიტომ საჭიროა იმის შეხსენება, რომ ნაციზმსა და ფაშიზმს ამ აზრზენი სახე აქვს. დღევანდელი უკრაინა ჩვენთვის მისაბაძი მაგალითი კი არა, საშინელი გაკვეთილი უნდა იყოს, თუ როგორ არ უნდა მოვიქცეთ." 

Geworld.ge, 27 მარტი

გივი გურეშიძე, პოლიტოლოგი: "არადა, ჯავახეთელი სომხების ერთ-ერთი ლიდერი აღასი არაბიანი გვემუქრება და გვაფრთხილებს: “თუ საქართველო ნატოში გაერთიანდება, ჩვენ დავიწყებთ მოძრაობას ჯავახეთის საქართველოდან გამოსაყოფად!"

ობიექტივი, ღამის სტუდია, 29 მარტი

ვახტან ჭოლოგავა, ტელემაყურბელი: ესე იგი თუ მაგრად არ დავდექით და ამერიკის საელჩო არ დავამხეთ, ეგ ნაძირალები, ეგენი. მაგენი არიან მხარმდამჭერები ამ კოჰაბიტაციის და ამ უბედურების, ეს არის სათავე. დაიძახე ერთი და შენ გვერდში ვართ სუყველანი, ჩემო ძვირფასო [მიმართავს ირმა ინაშვილს].

ბიულეტენის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-­ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID მეშვეობით

იქნა გაწეული. მის შინაარსზე პასუხისმგებელია MDFდა ის შესაძლოა, არ ასახავდეს USAID-ის და აშშ-­ის მთავრობის შეხედულებებს.

მედიის განვითარების ფონდი

http://www.mdfgeorgia.ge

info@mdfgeorgia.ge

Facebook Twitter Youtube