MDF
#11 (51), 16-22 მარტი, 2015

ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებით UPR-ისთვის ანგარიში წარადგინა

კვირის მიმოხილვა

16-22 მარტის პერიოდში შემდეგი ფაქტები გამოიკვეთა: სიძულვილის ენა -2; ინდივიდუალური შუღლის გაღვივება - 3; ძალადობის წახალისება -3; ქსენოფობია -4; თურქოფობია - 1; ეთნიკური იდენტობის დაუსაბუთებელი მითითება - 1; რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია -1; ჰომოფობია - 5; სექსიზმი, გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია - 3; ანტიდასავლური განწყობები- 27.

სიძულვილის ენა

ასავალ-დასავალი, 16-22 მარტი

ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველთა გაერთიანება: სირცხვილია, სასამართლო სისტემას ჰყავდეს ურთმელიძის მსგავში გონებაშეზღუდული და მონა მოსამართლე.

ასავალ-დასავალი, 16-22 მარტი

ლია კრიალაშვილი, გია კრიალაშვილის და: "ამ ავად სახსენებელმა კოჰაბიტაციამ იქამდე მიგვიყვანა, რომ ავადმყოფი ნაციონალები აქციას აანონსებენ"...

ინდივიდუალური შუღლის გაღვივება

კავკასია, სპექტრი, 16 მარტი

ლევან ლორთქიფანიძე, პოლიტოლოგი: "ზიზღის ესე საჯაროდ გამოხატვის, ფიზიკური დაპირისპირების სახით გამოხატვის დრო დამთავრდა. იგივე მოხდა ბათუმში. ის კაცი, რომ შეხედავ მარტო იმითი არის უსიამოვნო: თავისი საუბრებით, თავისი მანერებით, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი უმაღლეს საბჭოში [პეტრე ზამბახიძე], საშინელი რაღაც... მაგრამ რაც არ უნდა საზიზაღრი იყოს ის ადამიანი, რომ შეუვარდები შენ 22 კამერით თვალწინ და ერთ ლატოკ კვერცხს დაახლი თავზე, ამით არაფერი არ შეიცვლება, ამით მხოლოდ მის ძალას გაუსმევ ხაზს." 

კვირის პალიტრა, 19 მარტი

რომან ფინი, დისიდენტი: "დღეს ქართველ ხალხში მისადმი [მიხეილ სააკაშვილი] და მისი თანამზრახველებისადმი საყოველთაო ზიზღი და სიძულვილია"...

კვირის ქრონიკა, 16-22 მარტი

გიორგი ჯიქიაშვილი, ჟურნალისტი: "დიახ, უგულავა, რომელსაც ბლოგების წერის თავი კიარა, უკანალში მეტრანახევრიანი ცოცხისტარი უნდა ჰქონდეს გარჭობილი, დღეს თავისუფალია!"

ძალადობის წახალისება

იმედი, ქრონიკა, იმედის კვირა, 16და 22 მარტი

მურმან დუმბაძე, პარლამენტის წევრი: "საკუთრებაში ვინმე შემოვა და შეურაცხყოფას მიაყენებს ჩემს საკუთრებას, იქვე დავმარხავ.

ალია, 17 მარტი

ნინო სამხარაძე, ჟურნალისტი: "ფრთხილად იყავით, თქვენს უკანალში ცოხები არ გადაიღუნოს."

ასავალ-დასავალი, 16-22 მარტი

ელიზბარ ჯაველიძე, სახალხო კრება: "მე ნამდვილად არ შემეცოდება, თუ რომელიმე ნასყიდ ნაცაცქვიტიას 21 მარტს, თავად ნაცები გააგორებენ... როცა საქართველოს უჭირდა, ქართველი კაცი თოხს და ნამგალს გვერდზე დებდა და ხელში ხმალს იღებდა! თუ ხელისუფლება ნაცებს არ გაასამართლებს, მაშინ ამას ქართველი ხალხი გააკეთებს სახალხო სასამართლოთი."

ქსენოფობია

კვირის პალიტრა, 19 მარტი

გოგი თოფაძე, ქართული ოცნება: "რუსი ავადმყოფია, მაგრამ რუსოფობია რას მოგვიტანს?!"

იმედი, იმედის კვირა, 22 მარტი

[საარქივო მასალა]

მურმან დუმბაძე, პარლამენტის წევრი: "არ არის გენით ქართველი [გიორგი მასალკინი]. ვერ მიხვდა ამან რა არის საქართველო... ოშკი გაგონილი არ აქვს, სანთელი არ დაუნთია."

კვირის ქრონიკა, 16-22 მარტი

გიორგი ჯიქიაშვილი, ჟურნალისტი: "რაც შეეხება ფაქტს, არაბი, რომელიც ქართულ მიწას ოდითგანვე დახამებული იყო, დღეს მზადაა, ქართველებზე ორჯერ მეტი თანხა ჩაუცუროს ხელისუფლებას და საბოლოოდ გაბატონდეს, დომინანტი გახდეს ამ მიწაზე. ეს მისი ისტორიული ოცნებაა... უბედურება ისაა, რომ სათავეში გვიზის ტიპიური მეხუთე კოლონა.. თორემ ქვეყანას, რომელიც თავის დროზე მურვან ყრუმ და ბუღა თურქმა ვერ გატეხა, ძუნძგლიანი "ინვესტორი" რას დააკლებდა."

კავკასია, ბარიერი, 18 მარტი

გოგი ოთხმეზური, ისტორიკოსი: "სულ მინდოდა მეკითხა, რომ ქალბატონო ეკა [გიგაური], როგორ მოგიბრუნდათ ხელი ასეთი საჩივრის [საკონსტიტუციო სარჩელი მიწის უცხოელებზე გასხვისების აკრძალვის ანტიკონსტიტუციურად ცმობის შსახებ] დასაწერად, ჩვენ ხომ ცოტახანში ქართელები მიწის გარეშე დავრჩებით."

Geworld.ge, 18 მარტი

თამარ დავითულიანი, ავტორი: "საქართველოს ყველა კუთხეში ნახავ ნაირნაირი ჯურის ადამიანებს.ქართველები კი უცხოეთში გარბიან და იქ ეძებენ საარსებო წყაროს. მიწები უცხოელების ხელში გადადის და ისედაც გაზარმაცებული გლეხობა მოჯამაგირეობისთვის არის განწირული."

ასავალ-დასავალი, 16-22 მარტი

იოსებ არჩვაძე, ეკონომისტი: თუმცა შეიძლება ერთხელ დარეკოს [უცხოეთიდან ქართველმა} და ტელეფონზე არაქართულად უპასუხონ! განგაშის ზარები არის დასარეკი."

თურქოფობია

კვირის ქრონიკა, 16-22 მარტი, Geworld.ge, 16 მარტი

რეზო ამაშუკელი, პოეტი: "... რადგანაც აქეთ პირდაღებული თურქეთია, რომელსაც ნახევარი საქართველო ჰყავს გადაყლაპული და დღესაც პირდაფჩენილი შემოგვყურებს, ნამდვილად საჭიროა ურთიერთობა რუსეთთან, რადგანაც გარდაუვალია ომი, გარდაუვალი.

ეთნიკური იდენტობის დაუსაბუთებელი მითითება

საქინფორმი, 17 მარტი

არნო ხიდირბეგიშვილი, საქინფორმის მთავარი რედაქტორი: მას შემდეგ, რაც ბაქოელი სომხების ორმა ნაშიერმა- სააკოვმა და კასპაროვმა -აშშ-ს უკრაინისთვის იარაღი ვერ გამოსძალეს, სააკაშვილის ყოფნამ უკრაინაში პრეზიდენტთან არსებული რეფორმების საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელის პოსტზე ყოველგვარი აზრი დაკარგა.

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია

იმედი, იმედის კვირა, 22 მარტი

[საარქივო მასალა]

მურმან დუმბაძე, პარლამენტის წევრი: "ჩვენ კატეგორიული წაინააღმდეგი ვართ ბათუმში დაიდგას მეცხრამეტე საუკუნის დამპყრობელი ოსმალეთის იმპერიის დამპყრობელი სულთან აბდულა აზიზიეს სახელობის მეჩეთი.

ჰომოფობია

რეპორტიორი, 17 მარტი

ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: რატომ არ უნდა ნახონ [წამების კადრები, რომელსაც წინა ხელისუფლების დროს ჰქონდა ადგილი]?! თუ შვილებს, თურმე, ბავშვობიდან უნდა ავუხსნათ, რა არის სქესობრივი კავშირი... ბავშვობიდან უნდა ავუხსნათ, თურმე, რომ ჰომოსექსუალიზმი დაავადება არ ყოფილა... რომ, თურმე, მშობლებს დედა და მამა კი არ უნდა ვუწოდოთ, არამედ (შვედების მსგავსად)- მშობელი პირველი და მშობელი მეორე... მაშინ გაუგებარია, რატომ არ უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს ბავშვობიდან, რომ...ადამიანის წამება დაუშვებელია, უპატიებელია და ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნია!"

კვირის ქრონიკა, 16-22 მარტი, რეპორტიორი,16 მარტი

გიორგი ჯიქიაშვილი, ჟურნალისტი: "...ცხადია, მისთვის [გიგი უგულავასთვის] იმის შეხსენებას აზრი არ აქვს, რომ მესაჯდომეობა რიგითი კი არა, მომაკვდინებელი ცოდვაა, მაგრამ ფაქტი ერთია, - ის ციხეშიც არ ისვენებს, იქიდანაც რყვნის და ალპობს თაობათა ცნობიერებას."

Geworld.ge, 18 მარტი

თამარ დავითულიანი, ავტორი: "ტელეეკრანებზე გაურკვეველი სქესისა და სქესშეცვლილი ტიპები მომრავლდნენ... პარადოქსია, მაგრამ ჩვენ მომავლის სიმბოლოებად სწორედ მათ გვაჩეჩებენ, ვისაც მომავალი არ აქვს...

იდენტობადარღვეული ვაჭარაძე პატრიარქს საქართველოს მტრად აცხადებს... იმ ქალს რა 


ვუთხრა, რომელიც ვაჭარაძის “ჭკუით” იბრძოლებს საკუთარი უფლებებისთვის!"

რეპორტიორი, 22 მარტი

შოთა გლურჯიძე, არქიტექტორი და თეატრის მხატვარი:„ამდენი [ნაციონალი] ერთად აწი როდის შეიკრიბებიან და ბარემ გეი-აღლუმიც ჩაეტარებინათ“.

რეზონანსი, 21 მარტი

დემურ გიორხელიძე, ექსპერტი: ლგბტ-ს თბილისში, რომ მოიტან მაგარი უტვნო ხარ... მერე წავლენ და დამკვეთებს ე.ი. ნახავენ და მერე დაიწყებენ ამას და კიდევ გადარევენ იმ ხალხს, რომლებიც ისედაც მძიმე მდგომარეობაში არიან, თავისი სპეციფიური ყოფის გამო, არ მინდა დაკონკრეტება.

სექსიზმი, გენდერული სტერეოტიპები

ალია, 17 მარტი

გოგი წულაია, თავისუფალი საქართველო: „ნახმარი ქალების მოყვანა აღარაა სირცხვილი და ნახმარი კომპიუტერი რა გაუხდათ. 

იმედის კვირა, 22 მარტი

[შალვა რამიშვილი ციტირებს გოგი წულაიას სექსისტურ გამონათქვამს]

ალია,17 მარტი

ლალი მოროშკინა, ქალთა პარტიის დამფუძნებელი: "ბოლოს და ბოლოს, თუ შენ, ქალს, არ გინდა, რომ შენზე იძალადონ, ეს ძალადობა არ იქნება.  

ანტიდასავლური განწყობები

მაესტრო, მაესტრო 9ზე, 17 მარტი

გოგი თოფაძე, ქართული ოცნება: "როგორც რუსია აგრესორი და ძალიან ბევრი სიმწარე გვანახა, ისე არის ჩვენი ოკეანგაღმელი ვითომ პარტნიორი."

კვირის პალიტრა, 19 მარტი

გოგი თოფაძე, ქართული ოცნება: "ნატო აგრესიული სამხედრო ბლოკია. არ მინდა, რომ ჩემი ქვეყანა რომელიმე სამხედრო ბლოკში იყოს, იმიტომ, რომ მესამე ბირთვული ომის კონტურები უკვე ცხადია... ევრაზიული კავშირი ერთ-ერთი შესაძლებლობაა, სადაც უფრო კარგად ვიქნებით." 

საქინფორმი, 16 მარტი

გოგი თოფაძე, ქართული ოცნება: ნატო არ იყო, რატომ არ ამოიღო ხმა, სამაჩაბლოსა და აფხაზეთში რაც ხდებოდა მაშინ, ახლა რომ ჩარეულია უკრაინის კონფლიქტში?

ალია, 19 მარტი

გოგი თოფაძე, ქართული ოცნება: რამდენი არეულობა მოხდა სხვადასხვა ქვეყნებში უცხო ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე ამის მაგალითი ბევრია.

Geworld.ge, 17 მარტი

გოგი თოფაძე, ქართული ოცნება: "უნდა აიკრძალოს ეს [გრანტების მიღება უცხოეთიდან], ასე გადააბრუნეს ძალიან ბევრი ქვეყანა ამერიკელებმა. ასე მოხდა ის ტრაგედიები, რაც მოხდა არაბეთის ქვეყნებში, ერაყში, ივგოსლავიაში, ლიბიაში, ეგვიპტეში, სადაც აქამდე ვერ დაწყნარდა სიტუაცია, ახლა სირიაშიც იგივე ხდება."

ასავალ-დასავალი, 16-22 მარტი

გოგი თოფაძე, ქართული ოცნება: ... იმის შემდეგ რაც ნატო-მ ბოლო 20 წელიწადში გააკეთა, არა მგონია, რომელიმე ქვეყანა მის გვერდით დადგომას ფიქრობდეს. 

ალია, 18 მარტი

ნინო ბურჯანაძე, ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია: ... თუკი დასავლეთი ამ ორმაგი სტანდარტით ხელმძღვანელობას გააგრძელებს, გარწმუნებთ, რომ ამით ისინი პრორუსულ განწყობას გააძლიერებენ საქართველოში.

იმედი, ქრონიკა, 17 მარტი

ნინო ბურჯანაძე, ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია: ნატოს ინფრასტრუქტურა [სასწავლო ცენტრი], რომელიც ძალიან სერიოზული ასე ვთქვათ პრობლემის მომტანი შეიძლება იყოს. 

კვირის პალიტრა, 21 მარტი

ვალერი ხაბურძანია, უშიშროების ყოფილი მინისტრი: „ნატო-ს კარი ჩვენთვის დახურულია. მხოლოდ გვატყუებენ.”

ასავალ-დასავალი, 16-22 მარტი

ნანა დევდარიანი, ყოფილი სახალხო დამცველი: "ამერიკამ უკრაინაში მოაწყო სახელმწიფო გადატრიალება, შემდეგ ომში ჩააბა მარიონეტული ხელისუფლება და გაანახევრა ეს ქვეყანა!"

ასავალ-დასავალი, 16-22 მარტი

ელიზბარ ჯაველიძე, სახალხო კრება: როცა სააკაშვილმა, ამერიკის დავალებით, ჩააბა საქართველო 2008 წლის აგვისტოს ომში, 


მაშინ რატომ არ შეშფოთდა დასავლეთი?!

მაესტრო, მაესტრო 9ზე, 19 მარტი

არჩილ ჭყოიძე, ერეკლე მეორეს საზოგადოება: "ყველა ვხედავთ, რომ დასავლეთიდან შეშფოთების, წყლის და პამპარესების გარდა არაფერი ჩვენ არ გვაქვს."

კირნათის მცხოვრები: "ავი მეზობელი გვერდზე მირჩევნია შორეულ ნათესავს."(საარქივო მასალა)

ხელთუბნის მცხოვრები: "გლეხს საითაც შვება ექნება და კისრიდან უღელს ჩამოვიხსნით,ის გვირჩევნია. მე ამერიკა რად მინდა." (არქივი)

ალია, რეპორტიორი, 17 მარტი

ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველთა გაერთიანება: ვინ ეკითხება ამერიკის საელჩოს, ქართველები ბრალს ვის წავუყენებთ ? ვისი რა საქმეა ? და თუ მართლაც ასეა საქმე, როგორც ისინი ფიქრობენ, მაშინ რაღას გვატარებინებენ არჩევნებს, ის დასვან, ვინც მათ უნდათ და დამთავრდება საქმე. 

ასავალ-დასავალი, 16-22 მარტი

ლია კრიალაშვილი, გია კრიალაშვილი და: არც ევროპა მინდა, არც ამერიკა და მაკ-კეინისნაირი მახინჯი სულის ადამიანები. ჩემი სამშობლო დამიბრუნეთ თუ შეიძლება!

საქინფორმი, 18 მარტი

ბრაიან ფიშერი, ამერიკელი კონსერვატორი: „ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრი ევროატლანტიკური ქვეყანა ფაქტობრივად თავისი ფესვების უგულებელყოფის გზას დაადგა, მათ შორის, ქრისტიანული ღირებულებებისაც... ტარდება პოლიტიკა, რომელიც მრავალშვილიან ოჯახსა და ერთსქესიან პარტნიორობას, ღვთისა და სატანის რწმენას ერთ დონეზე აყენებს. მიმიდინარეობს პედოფილიის პროპაგანდა... ეს პირდაპირი გზაა დეგრადაციისა და პრიმიტივაზიციისკენ, ღრმა დემოგრაფიული და ზნეობრივი კრიზისკენ".

საქინფორმი, 20 მარტი

ხელთუბნის მცხოვრებლები: არ გვინდა ამერიკა, ჩვენი მეგობრები არ არიან ეგენი. ჩვენი მეგობარია რუსეთი!

Geworld.ge, 16 მარტი

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ყოველწლიურად, პოლიციელების ხელით 10-ჯერ მეტი მოქალაქე იღუპება, ვიდრე ტერორისტები კლავენ მშვიდობიან მოქალაქეებს მთელ მსოფლიოში.

აშშ-ში პოლიციელები კლავენ ყოველგვარი მოტივის გარეშე, კლავენ ახალგაზრდებს, კლავენ ბავშვებს! ეს არ არის უბრალო სიტყვები…ამერიკის საპატიმროებში, საგანგებო ბრძანებით, ნებადართულია წამება!"

Geworld.ge, 16 მარტი

ლევან ზანგურაშვილი, ავტორი: "სწორედ ამ პოლიციამ [რომელიც ამერიკელი ექსპერტების მონაწილეობით შეიქმნა] შექმნა ნიღბიანი, შეიარაღებული „ცხოველთა კასტა“ საკუთარ ხალხზე დასაგეშად."

Geworld.ge, 18 მარტი

ჯაბა ჟვანია, ავტორი: " აქ ამბავი ატყდება, უკრაინა მონაგონი იქნება, “ქოცმთავრობამ” ამერიკის დაკრულზე თუ არ იცეკვა.."

Geworld.ge, 18 მარტი

გია კორკოტაშვილი, ქართული მისია: "მოდი, ჩავატაროთ თავისუფალი რეფერენდუმი... ან გონივრულია თუ არა ახლა ნატოში შესვლა, მაშინ, როდესაც ნატოსკენ ნაბიჯის გადადგმა და აქ რუსის ტანკის შემოგრუხუნება, ერთი იქნება, თანაც არ გვიღებს ეს ნატო კარს და ძალით ვეტენებით?!..

"სააკაშვილი დესანტივით არის, ჩამოსვეს [დასავლეთმა] საქართველოში, რაღაც-რაღაცები გააფუჭ-გამოაფუჭებინეს, მერე ბოლომდე ვერ მიიყვანეს საქმე და გადასვეს უკრაინაში. ახლა უკრაინაშიც გააფუჭებს რაღაც-რაღაცებს და მერე, ბანგლადეშშიც თუ დასჭირდათ რაღაც-რაღაცების გაფუჭება, იქაც გადასხამენ."

Geworld.ge, 18 მარტი

აკაკი ასათიანი, ტრადიციონალისტთა კავშირი: "...საერთოდ, ნატო ჩვენთან, დიდი ხანია, ერთგვარ რელიგიად იქცა. ეკლესიის ლანძღვა შეიძლება, პატრიარქისაც, მაგრამ ნატოზე ცუდის თქმა ერეტიკოსობას ნიშნავს. ამ იდეოლოგიის აპოლოგეტებს რომ შეეძლოთ, ალბათ, ინკვიზიციასაც შემოიღებდნენ და ცეცხლში დაწვავდნენ ადამიანებს, რომლებიც ალიანსზე რამე კრიტიკულს იტყოდნენ".

Geworld.ge, 18 მარტი

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი: "ამერიკა ამ რკინიგზის (მოსკოვი-სოხუმი-თბილისი) ამოქმედებას ხელს აუცილებლად შეუშლის, მაგრამ ჩვენ არაფერში გვარგია ამერიკის ყურება"... 

Geworld.ge, 18 მარტი

გიორგი კორძაძე, ავტორი: "2009 წლის 

ფართომასშტაბიანი გამოსვლები სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ არ იყო დაფინანსებული ამერიკის შეერთებული შტატების მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ აქციებს აუცილებლად "დაამშვენებდა" ადამიანის მსხვერპლი". 

Geworld.ge, 19 მარტი

“ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილების” საბაბითა და დემოკრატიის სახელით აშშ-სა და მის მოკავშირეებს უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი კაცობრიობის ისტორიაში. 

Geworld.ge, 19 მარტი

გულბაათ რცხილაძე, ევრაზიის ინსტიტუტი: "საქართველოში არის აგრესიული უმცირესობა, რომელიც ძალიან აქტიურია და ფინანსდება დასავლური ორგანიზაციების მიერ."

ბიულეტენის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-­ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID მეშვეობით

იქნა გაწეული. მის შინაარსზე პასუხისმგებელია MDFდა ის შესაძლოა, არ ასახავდეს USAID-ის და აშშ-­ის მთავრობის შეხედულებებს.