# 5 (60), 15 ოქტომბერი - 15 ნოემბერი, 2015
|
|
|
მედია-მონიტორინგის ძირითადი მიგნებები
|
|
15 ოქტომბრიდან -15 ნოემბრამდე პერიოდში მედიაში შემდეგი ტენდენციები გამოვლინდა:
- დისკრიმინაციული გამოხატვის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებული იყო რამდენიმე ძირითად მოვლენასთან: გამწვავდა დაპირისპირება ტელეკომპანია რუსთავი 2-თან მიმართებაში; ციხეში წარმოებული ძალადობის ამსახველი კადრების საჯარო ჩვენებები მოეწყო; საგარეჯოში ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები.
- კვლავ ხდებოდა ანტითურქული განწყობების გაღვივება და ამ პროცესში გამოიყენებოდა მოსაზრებები იმის შესახებ, რომ ყარსის ხელშეკრულებას ვადა გასდის, თურქეთი აჭარის მითვისებას აპირებს; მეჩეთის აშენება აქ სადაზვერვო ცენტრის დასაფუძნებლად გამოიყენება.
- ანტიდასავლური ნარატივის დროს ხაზგასმული იყო, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ერთმორწმუნე რუსეთი უფრო მისაღებია, ვიდრე გაუგებარი და მიუღებელი ღირებულებების ევროპა და ა.შ.
|
- ტელეკომპანია „ობიექტივი“, ადგილობრივ მკვლევარებზე და რუსულ წყაროებზე დაყრდნობით ცდილობდა წარმოეჩინა აშშ, როგორც ტერორიზმის მხარდამჭერი, მოძალადე;
- ამ პერიოდში გრძელდებოდა ანტიდასავლური და ჰომოფობიური განცხადებები სკოლებში საგნის „მე და საზოგადოება“ დანერგვის მცდელობის გამო. საგანი წარმოჩენილი იყო, როგორც ბრძოლა ქართული ეროვნული ღირებულებების წინააღმდეგ; ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული აქტიურობით სასულიერო პირები გამოირჩეოდნენ.
- საგარეჯოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით გენდერული სტერეოტიპები და ანტიდასავლური განწყობები რესპუბლიკელების წინააღმდეგ იჩენდა თავს;
- გამოვლინდა ქსენოფობიური გამოხატვის შემთხვევები, რომლებშიც იყო მცდელობა ისტორიული გამოცდილების საფუძველზე გაღვივებულიყო შუღლი სომეხი, თურქი და სხვა ერების წინააღმდეგ.
|
|
|
|
რუსული წყაროები
Geworld.ge, 12 ნოემბერი - http://Ok.ru/ ; “Литературная газета“; “Аргументы и факты”
ალია - woman.ru; science.compulenta.ru; Dr20.ru; etotupo.ru;
კვირის ქრონიკა - woman.ru
|
|
ძალადობის წახალისება: პოლიტიკოსები
|
|
იმედი, 20/30; , 23 ოქტომბერი; რუსთავი 2, კურიერი,; ინტერპრესნიუსი; მაესტრო; სააგენტო პირველი; საზოგადოებრივი მაუწყებელი. მოამბე; იმედი, ქრონიკა; 22 ოქტომბერი; საქინფორმი 23 ოქტომბერი
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი: "ჩემთვის სააკაშვილი და მისი, ასე ვთქვათ, მთავრობა და მისი ლიდერები არიან სახე ამ ნიღბიანი ადამიანის, რომელიც აუპატიურებს ადამიანებს ამ ვიდეოში. ბოლო შანსი გაქვთ თქვენ ყველას, მე ვგულისხმობ ნაციონალურ მოძრაობას, რომ საზოგადოებას ბოდიში მოუხადოთ და ყოველგვარ პროვოკაციას თავი დაანებოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ადამიანები მიიღებენ იმას, რასაც იმსახურებენ, არა მხოლოდ ხელისუფლებისგან, თუ რა თქმაუნდა ისინი კანონს გადავლენენ და კანონს დაარღვევენ, არამედ ხალხისგან. მათ მადლობა უნდა მოიხადონ იმისთვის, რომ ხალხმა ამ სამი წლის განმავლობაში ის არ გაუკეთა, რაც ხდება ამ ვიდეოებში”.
|
|
ასავალ-დასავალი, 2-8 ნოემბერი
სანდრო ბრეგაძე, დიასპორის საკითხებში მინისტრის მოადგილე: არ შეიძლება, მკვლელებს, გამაუპატიურებლებსა და მანიაკებს, (ნაციონალური მოძრაობა), რომლებიც ქვეყანაში სისხლიან გადატრიალებას გეგმავენ, ენა მოუჩლიქო და თავზე ხელი გადაუსვა!
|
|
|
|
|
Geworld.ge, 21 ოქტომბერი; კვირის ქრონიკა, 19-25 ოქტომბერი
ოთარ ჩრდილელი, „ქართული ოცნება“: „“ბოზი სისტემა! თქვე არაკაცებო! “ნაციონალ” დეპუტატებს მოგმართავთ, რომლებმაც ეს არ დაგმეთ და აპრავებთ, იმ კასტილიანის მსგავსი გყოლოდეთ ოჯახში ყველაზე უმცროსი, თქვე პათოლოგებო! აგერ შემომახვიეთ თქვენი მანდატრები, აი, აგერ! თქვენ რის მიტინგებს მართავთ, თქვე უტეხი ნაბოზვრების ბრიაშკავ! მიშა სააკაშვილო, დამპალი თესლიდან აღმოცენებულო, საქართველოში ფეხს ვერ ჩამოადგამ.“
|
|
|
|
|
რუსთავი 2, კურიერი 9 საათზე, 28 ოქტომბერი; მაესტრო, კონტაქტი 20 საათზე; 4 ნოემბერი,
კვირის ქრონიკა; 2-8 ნოემბერი;
ომარ ნიშნიანიძე - „ქართული ოცნება“: „ ამ უკუღმა დაბადებულებს, ყველა ერთი საშოდან რომ არიან გამომძვრალი, სანამ უკან არ შევაბრუნებთ, არაფერი არ ეშველება ამ ქვეყანას“.
|
|
|
|
|
ინტერპრესნიუსი, 16 ოქტომბერი; იმედი, ქრონიკა, 16 ოქტომბერი
ნუკრი ქანთარია, „ქართული ოცნება“: „ვინც ამას გააკეთებს, სულ ერთია, ვინ იქნება, რომელი პარტიიდან იქნება, გადავა და კონსტიტუციურ წესრიგს გადასცდება, იმას ხელებიც, ფეხებიც მოემტვრევა და კბილები ჩაემტვრევა, თუნდაც ყველაზე ჰუმანური კანონით.“
რუსთავი 2, კურიერი 9 საათზე, 22 ოქტომბერი
ოზურგეთის საკრებულოს წარმომადგენელი: „ ლანჩხუთში რუსთავი 2 არ იმუშავებს!.. ქართველი ვარ და გეუბნები შენ ხარ ხალხის მტერი, შენ, შენი ტელეკომპანია და შენი გვარამია. თქვენი სექტანტი დედა მ.... მე! თქვენ ხართ სექტანტი პიდარასტები!“
|
|
ძალადობის წახალისება: მედია
|
|
ობიექტივი, ღამის სტუდია, 22 ოქტომბერი
ბონდო მძინარაშვილი, ჟურნალისტი: „არავითარი კვერცხები, არავითარი საღებავები და არავითარი კარის შედუღება ამათ არ უშველის. ამათ უშველით დიდი შოლტი, რომლითაც უნდა გამოეკიდო ყველგან, სადაც დაინახავ და ურტყა და ურტყა მანამდე, სანამ ხორცი ნაფლეთებად არ ექცევათ და ძვალი არ გამოუჩნდებათ.“
ასავალ-დასავალი, 26 ოქტომბერი - 1 ნოემბერი
ჯაბა ხუბუა, ჟურნალისტი: დიახ, სააკაშვილის რეჟიმის მიერ გაუპატიურებული თანამოძმეების გამო ქართველი კაცი შურს აუცილებლად იძიებს, ამიტომაც ჯობს, ნაცდამნაშავეების დასჯა გამწარებულ ხალხს ისევ კანონმა დაასწროს!
|
ალია, 20 ოქტომბერი
ლევან ჯავახიშვილი, ჟურნალისტი: „ხალხური ნათქვამია - ავადმყოფი ლოგინში უნდა მო..ნასო. 2012 წლის არჩევნების შემდეგ, „ნაცები“ ზუსტად ეგეთი, მო...ვად გამზადებული ავადმყოფები იყვნენ. „ქართულმა ოცნებამ“ კი ამ ავადმყოფებს ჯერ მოფერიანების საშუალება მისცა, ახლა კი ჯანზეც მოვიდნენ და ოცნებაში ჩარჩენილებს იქით უპირებენ მო..ნას.“
ობიექტივი, ღამის სტუდია, 11 ნოემბერი
ბონდო მძინარაშვილი, ჟურნალისტი: "ვიცით ყველამ ძალიან კარგად,რომ ნაციონალური სექტა ეს არის ბოროტოების გაერთიანება, ბოროტების სექტაა და შესაბამისად ისინი, როგორც პოლიტიკური ძალა არ უნდა არსებობდნენ ამ ქვეყანაში."
|
|
|
|
ძალადობის წახალისება: საზოგადოებრივი ორგანიზაციები
|
|
მაესტრო, კონტაქტი 20 საათზე. 23 ოქტომმბერი
ლადო სადღობელაშვილი, „თავისუფალი თაობა“: „საქართველო აღსდეგ!!! ხელისუფლება - იმოქმედე!!! ხვალ ყველა ქალაქში ყველა რაიონულ ცენტრში! აქციებიიიი! დალეწეთ მაგათი უბედურების ბუდეები!!! მიადექით სახლებში!!! გალახეთ სადაც ნახავთ!!!“
|
|
Geworld.ge, 22 ოქტომბერი
ნიკოლოზ მჟავანაძე “უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე:
„ეს ნაგავი “ნაციონალური მოძრაობა” სამუდამოდ უნდა გავიტანოთ საქართველოდან თავის მიმდევრებიანად... ვინც მათ მხარს უჭერს, ისინიც დამნაშავეები არიან. საქართველო უნდა გაიწმინდოს გამაუპატიურებლებისგან”.
|
ასავალ-დასავალი, 2-8 ნოემბერი
გია კორკოტაშვილი, „ქართული მისია“: ჩემი ნება რომ იყოს, დიდი სიამოვნებით ვცემდი ე.წ. შუაშისტებს და გავწმენდდი ხელისუფლებას ამ მუწუკებისგან.
|
|
|
|
ძალადობის წახალისება: საზოგადოება
|
|
ასავალ-დასავალი, 26 ოქტომბერი - 1 ნოემბერი
კობა არაბული, მწერალი: ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ნაცისტი სექსტანტების , „მკვლელი ჰიქსონების“ მიერ ნარბევი და ნაოხრალი ქვეყანა, როგორც „ჟამთ ნადგომი“ და ქოლერაჩამოვლილი თემი , საგანგებო რიტუალებით და მკაცრი სამართლებრივი რეჟიმით საგავწმინდოთ.
ალია, 4 ნოემბერი
დავით ოქიტაშვილი, საქართველოს კულტურის პალატა: „სასამართლო გადაწყვეტილება წინაა, „რუსთავი 2"-სარავინხურავს, ამ ფონზე იძახის - სისხლი დაღვარეთო. ამ სიტყვების გამო მარტო კი არ უნდა დაიჭირონ, უნდა დაწვან.“
ობიექტივი, ღამის სტუდია, 14 ნოემბერი
მაყურებელი: „ტერორისტებს კიდე მოვუწოდებ, რომ ეს მშვიდობიან მოსახლეობებზე ნუკი გააკეთებ ტერორს, გააკეთონ როკფელერებზე, სოროსზე, მსოფლიო ბანკზე, მასონთა ეკლესიებზე და მასონთა შეკრების დარბაზებში გაკეთონ ეს ტერორისტული აქტები.“
|
|
ასავალ-დასავალი, 2-8 ნოემბერი
რობერტ სტურუა, რეჟისორი: საიდან აღმოცენდნენ ეს ბოროტი, შხამიანი ასპიტნი: სააკა, გიგა, თენგო, გიგი, თავისი ახლობელ-ნათესავებით - თათკა, თამთა, ქეთი, გუჩკა, თავისი მოჯამაგირე მოაზროვნეებით, თავისი გველ-წიწილებით? რატომ უნდა მიეწეროს ბოროტთა უნიჭო ვნებანი მთელ ქართველ ერს?! რატომ უნდა იფიქროს სამყარომ, რომ აქ, ამ ღვთიურ მიწაზე კანიბალები ცხოვრობენ - მეოცე საუკუნე არ კმარა?! ყველაზე დიდ ბოროტებად კი მიმაჩნია ის ხალხი, ვინც ამ ავაზაკებს იცავს!
|
ასავალ-დასავალი, 2-8 ნოემბერი
ცოტნე გამსახურდია, მთარგმნელი: ის, ვინც ამ ვიდეოების ნახვის მერე ნაცმოძრაობისადმი სიმპათიას ინარჩუნებს, არის მანიაკი და ნაძირალა!... ვინც ცნობილ ციხის კადრებში იმას აპროტესტებთ, რომ დადგმულია, რახან ცოცხი ანუსში ვერ შეეტეოდა, არ აცდეს თქვენს გულით საყვარლებს, ოჯახებს, დიდებს და პატარებს, რაც კარგად შეეტეოდა, ის! მრცხვენია, რომ აქ დავიბადე... (წყარო„ფეისბუკი“)
|
|
|
|
ძალადობის წახალისება: ყოფილი თანამდებობის პირები
|
|
ასავალ-დასავალი, 2-8 ნოემბერი
კახა თარგამაძე, ყოფილი შსს-ს მინისტრი: „...ხომ ხედავთ, დანაშაულისთვის პასუხი რომ არ აგებინეს, დღესაც არ ისვენებს, რამდენ სისულელეს სჩადის. გეუბნებით, ხალხო, ეს კაცი არის ეშმაკის მოციქული, შეჩენილია ჩვენს ქვეყანაზე. სამი ექვსიანი აწერია შუბლზე, რომ ლაპარაკობს, ეშვები უჩანს. თქვენ ვერ ამჩნევთ ამას, თორემ მის ეშვებს ეკლესიის მსახურები ხედავენ“.
|
|
კავკასია, სპექტრი, 13 ნოემბერი
დავით აქუბარდია, წამყვანი: მე ესეც მიკვირს, რატომ მიდიან (სირიელი ლტოლვილები) ქრისტიანულ ქვეყნებში? უფრო კომფორტულად არ იქნებიან, იქვე არის საუდიის არაბეთი? ... ძაან უცნაური რაღაც ჟინები აქვთ ამ ადამიანებს...აბო თბილელს თავი მოჰკვეთეს, როდესაც არაბეთის 300 წლიანი ის იყო...კატორღული ის იყო, პირობები, თავი მოკვეთეს ქრისტიანი როგორ გახდიო. არ მინდა ეხლა ეს წაქეზებები და გადაქეზებები, მაგრამ მურვან ყრუმ გადახნა მთელი საქართველო: ყველა ქალაქი გადაწვა, ყველა დაბა ააოხრა და სადღაც იქ, ახლი ათონი რომ არის, იქ მოვუგეთ ქრთველებმა, თორემ საქართველოს დემოგრაფიული პრობლემა კი არა ეთნიკური სისხლი შეცვალეს... არანაკლები ექსპანსია და საზიზღრობა გაგვიკეთა, თემურ ლენგზე ლაპარაკი აღარაა, 2 მილიონამდე ქართველიც კი გაწყვიტა... ეს ჯალალედინზე, მონღოლებს გამოექცა და გადაგვიწვა მთელი თბილისი, რა ვიცი საშინელი ფონია...
ობიექტივი, ღამის სტუდია, 14 ნოემბერი
ბონდო მძინარაშვილი, ჟურნალისტი: „ზუსტად ამ ტოლერანტობამ მიიყვანა ტერაქტებამდე ევროპაც, როდესაც მულტიკულტურიზმს არ მიაქციეს თავის დროზე ყურადღება … განსაკუთრებით სირიიდან დევნილთა უზარმაზარი ნაკადის მიღების შემდეგ. გადაუვლის ევროპას ტერაქტების ტალღა.“
|
|
ქსენოფობია: სასულიერო პირები
|
|
ალია, 11 ნოემბერი
მამა ელიზბარი, დიაკონიძე: „შეხედეთ - რამდენი აზერბაჯანელი გინახავთ ქართულ ჯარში წასული? არ გინახავთ ხომ? ასეა, იმათ ხმის ნაცვლად თუმან-თუმანი, ხოლო ჩვენს ბიჭებს თავდაცვის დეგენერატი მინისტრი!“
|
|
თურქოფობია/ისლამოფობია: პოლიტიკოსები
|
|
ობიექტივი, ღამის სტუდია, 28 ოქტომბერი
დავით თარხან-მოურავი - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“: „თურქეთი უზარმაზარ ფულს ხარჯავს და ექსპანსიას პრაქტიკულად ეწევა აჭარის... თურქეთი ყველა ქვეყანაში ცდილობდა, არა მხოლოდ საქართველოში, აზიზიას სახელობის მეჩეთის აშენებას და ყველამ იცოდა, რომ სინამდვილეში აქ ლაპარაკი სულაც არ მიდიოდა მეჩეთზე. სქემა არის ასეთი: ყიდულობენ ქვეყანას, შემდეგ თითქოსდა მეჩეთს აშენებენ, თურქი მუფტი მოყავთ და მერე ამბობენ -ეს თურქეთია! და სინამდვილეში იქ არი სადაზვერვო ცენტრი...“
|
|
თურქოფობია/ისლამოფობია: მედია
|
|
კვირის ქრონიკა, 9-15 ნოემბერი
ლევან ჯავახიშვილი, ჟურნალისტი: „მოკლედ, საქართველო ჯერ არ არის ფედერაციული სახელმწიფო და თურქები უამისოდაც ეშურებიან საქართველოსთვის აჭარის ჩამოჭრას... განსაკუთრებით მძიმე ვითარება ქვემო ქართლშია. ამ რეგიონის საქართველოდან გამოყოფის მომხრეები არიან მუსლიმანური ექსტრემისტული დაჯგუფებები, რომელთა რაოდენობაც ძალიან ბევრია. ისინი… დაუფარავად აცხადებენ, რომ ქვემო ქართლის მიწები აზერბაიჯანის საკუთრებაა, რომ გარდაბანი და მარნეული საქართველომ აზერბაიჯანს წაგლიჯა და მინიმუმ, ეს 2 რაიონი აზერბაიჯანს უნდა დაუბრუნდეს...“
|
Geworld.ge, 9 ნოემბერი
კონსტანტინე ჩიკვილაძე, ავტორი: „ ... თურქეთი აჭარას განიხილავს თავის შემადგენლობაში… საფრთხე სავსებით რეალურია და კარს მოგვადგა: 2021 წელს ვადა გასდის, ყარსის ხელშეკრულებას რომლის გარანტებიც არიან რუსეთი და თურქეთი და რას უნდა ველოდოთ ვერავინ იტყვის დანამდვილებით.“
|
|
|
|
Geworld.ge, 4 ნოემბერი
ნიკოლოზ კორინთელი, ავტორი: „ ...თავი რომ დავანებოთ საუკუნეების განმავლობაში სომეხთა უმადურობას… ბატონ ბიძინას, ეტყობა, არაფერი სმენია სომეხთა პრეტენზიაზე საქართველოს ძირძველი ტერიტორიების მიმართ, აგრეთვე, პრეტენზიაზე, რომ თურმე საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ეკლესიებიდან 442 (იმაზე მეტი, ვიდრე სომხეთშია) მათი აშენებულია და, შესაბამისად, მათ ეკუთვნის … ალბათ, არც ის იცის, რა ხდება ქობულეთში და რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს საქართველოს სამცხე-ჯავახეთიდან.“
|
|
კვირის ქრონიკა, 9-15 ნოემბერი
ლევან ჯავახიშვილი, ჟურნალისტი: „თითქმის ანალოგიური სიტუაციაა ჯავახეთში, ყველამ კარგად ვიცით, რომ სომხები ჯავახეთის საქართველოდან მოწყვეტას დიდი ხანია ეშურებიან. ...ეს ხალხი საქართველოს მოქალაქეა და ერთი ქართული სიტყვა რა იცის.“
|
|
Geworld.ge. 28 ოქტომბერი
ვლადიმერ ცხვედიანი, პოლიტოლოგი: „... 1830 წელს სომხებმა ჯავახეთიდან პრაქტიკულად სრულიად გამოდევნეს ქართველი მუსლიმი მოსახლეობა, სამცხიდან კი - მისი უმეტესი ნაწილი. მაგრამ სომხები ქართველი მაჰმადიანების ეთნიკური წმენდით არ შემოფარგლულან - გაქრისტიანებული მოსახლეობის შევიწროება და მათთვის ცხოვრებისა აუტანელი პირობების შექმნით განაგრძეს აგრესიული და კაცთმოძულე დამოკიდებულების რეალიზაცია... მტაცებელთან კაცი ფრთხილად უნდა იყოს: თითს გაუშვერ _ მოგაჭამს, შეიძლება, სიცოცხლესაც გამოგასალმოს.“
|
|
კვირის ქრონიკა, 2-8 ნოემბერი
აზა დავითაშვილი, პარაფსიქოლოგი: „ლიზა იყო ძალიან გაჭირვებული ოჯახის შვილი, ზანგი, რომელსაც საკუთარი თავი ეზიზღებოდა.“
|
|
ანტიჩნური განწყობები: საზოგადოება
|
|
ასავალ-დასავალი, 19-25 ოქტომბერი
თამაზ ელიზბარაშვილი, ბიზნესმენი: “არ კმარა, მთელ საქართველოს რომ ეპატრონებიან და ახლა ძაღლების ჭამაზე გადავიდნენ! მერე რა, რომ ჩინელია, ანგარიში არ უნდა გაგვიწიოს? ...ამ მინაწერს ქსენოფობიაში ჩამითვლიან თუ არა, არ ვიცი, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას: როცა მსოფლიო ჩინურ ეთნოსს საკმაო სიფრთხილით ეკიდება, ჩვენ რატომ ვართ არხეინი ტოლერანტები?”
|
|
რელიგიური დისკრიმინაცია: პოლიტიკური პარტიები
|
|
ალია, 16-19 ოქტომბერი
ზურაბ ტყემალაძე, ქართული ოცნება: „თავის დროზე „ნაცმოძრაობამ“ „რელიგიის შესახებ კანონში“ შეიტანა ისეთი ცვლილებები, რომლებიც გადახედვას საჭიროებს, არ გამოვრიცხავ, რომ ამან გაათამამა კიდეც სექტანტები და დღეს უკვე ამ შეღავათებს ითხოვენ.“
|
|
რელიგიური დისკრიმინაცია: მედია
|
|
ალია, 16-19 ოქტომბერი
ლევან ჯავახიშვილი, ჟურნალისტი: „ნაციონალურმა“ მოძრაობამ 2010 წლის 5 ივნისს დიდი დანაშაული ჩაიდინა ქართველი ხალხის წინაშე და რელიგიის კანონი მიიღო, მართლმადიდებულ ეკლესიას, საქართველოში მოქმედი სხვა ტრადიციული რელიგიური ორგანიზაციები გაუთანაბრა.”
|
ასავალ-დასავლი, 9-15 ნოემბერი
დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი: საქართველოში ვიდრე იეღოველები გამოჩნდებოდნენ, მანამდე გამოჩნდნენ იეღოველთა დამცველები! ადოლფ ჰიტლერმაც, ვიდრე გერმანიის ხელისუფლების სათავეში ნაციონალ-სოციალისტები მოვიდოდნენ და ფაშისტურ დიქტატურას დაამყარებდნენ, მანამდე შვიდი-რვა წლით ადრე დაწერა თავისი „Mein Kampf“.
|
|
|
|
ასავალ-დასავალი, 2-8 ნოემბერი
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: და დიდი ალბათობით, ნაცმა გიორგი პაპუაშვილმა სწორედ იმიტომ მოსთხოვა ხელისუფლებას მოქალაქეებისგან დაცვა, რომ აპირებს, ქართული ეკლესია „იეღოველთა სექტას“ გაუთანაბროს! ... იმაში კი ეჭვი არ მეპარება, რომ ქართველი ხალხი არ დაუშვებს დედაეკლესიის მწვალებელთა სექტებთან გათანაბრებას!
|
|
რელიგიური დისკრიმინაცია: საზოგადოება
|
|
რუსთავი 2, P.S. 15 ნოემბერი
რესპონდენტი: „მუსულმანებს უნდათ, რომ მთელი მცირე აზია დაიპყრონ. აბა რას ქვია, ქრისტიანებს აგდებენ იქიდან და აბა რას შვებიან მაშინ?“
|
|
ჰომოფობია, ქსენოფობია: მედია
|
|
Geworld.ge, 21 ოქტომბერი
დავით მხეიძე: „ პარლამენტის მიერ ერთხმად მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონის მიუხედავად, ამ კანონის აპოლოგეტი რესპუბლიკელები და მათი ამერიკელი პატრონები ვერა და ვერ ეღირსნენ 17 მაისს თბილისში გეიაღლუმის ჩატარებას და ვერც ეღირსებიან, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობაა “პრივილეგიური” და სანამ თუნდაც ერთი “ტაბურეტკა” იშოვება.“
|
კავკასია, სპექტრი, 28 ოქტომბერი
დავით აქუბარდია, წამყვანი: მე-19 საუკუნის ბოლო ხანები, არ იყო იცით ია-ვარდით მოფენილი... ველური ურთიერთობა იყო თითქმის. თბილისის 80 პროცენტი იცით, რომ არ იყვნენ ქართველები... პატარა ბიჭის გასვლა ქუჩაში საშიში იყო, მამათმავლებით იყო სავსე ქალაქი.
|
|
|
|
ჰომოფობია: საზოგადოებრივი ორგანიზაციები
|
|
Geworld.ge, 11 ნოემბერი
ავთანდილ უნგიაძე, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი: “… შესაძლოა, მოსწავლეს დაეკისროს რომელიმე უმცირესობის წარმომადგენლის, მაგალითად, ლბტ-თემის ან რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლის როლის შესრულება, რაც მოსწავლეში არა მხოლოდ ცოდვის მიმართ შემწყნარებლობას, არამედ ამ ცოდვისადმი მიდრეკილების პროვოცირებასაც იწვევს.”
|
|
რეზონანსი, 24 ოქტომბერი
ნუცა ჯანელიძე, მუსიკათმცოდნე: "17 მაისის აქციაზე ის ბიჭები დასაჭერები კი არა, დასაჯილდოვებლები ყოფილან. იმისთვის, რომ არ მოეწონათ ეს აქცია და ასე ხმამაღლა გამოაცხადეს, რომ არ მოსწონთ. არც მე მომწონს. ღმერთმა ბედნიერად მოახმაროთ ერთმანეთი, მაგრამ არა რუსთველის გამზირზე."
|
რეზონანსი, 24 ოქტომბერი
თედო დუნდუა, ისტორიკოსი: "თუ ეს არ არის პროვოცირებული და სპონსორირებული ვიღაცის მიერ, რატომ უნდა გამოხვიდე ქუჩებში, არ მესმის. რატომ უნდა გამოვიდეს ლგბტ, რატომ უნდა გადაკეტოს ქუჩები, რატომ უნდა შეგვაწუხოს მოქალაქეები?"
|
|
|
|
ინტერპრესნიუსი, 16 ოქტომბერი; ასავალ-დასავალი, 19-25 ოქტომბერი
ლევან ვასაძე, ბიზნესმენი:მინდა, გამოვხატო ჩემი აღფრთოვანება სოსო ჯაჭვლიანის საკანონმდებლო ინიციატივის გამო, რომელმაც შეიტანა კანონპროექტი პარლამენტის მიერ მიღებული „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ ჩასწორების თაობაზე, საიდანაც ამოღებული უნდა იყოს გარყვნილების პროპაგანდისა და მისი რეკლამის წინწასვლის მცდელობა.
|
|
ჰომოფობია: სასულიერი პირები
|
|
21 ოქტომბერი, ინტერპრესნიუსი; 21 ოქტომბერი, იმედი, ქრონიკა
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, საპატრიარქოს განათლების ცენტრი: „პედაგოგთა სახელმძღვანელოს მიხედვით, მასწავლებელმა უნდა შეძლოს ბავშვს ჩაუნერგოს, რომ ქორწინებამდე კავშირიც და ერთსქესიანთა კავშირი ნორმალურ ოჯახს წარმოადგენს. თუ საგნის სტანდარტში ბავშვი ვალდებულია ითამაშოს ოჯახის წევრებისა და მეზობლების როლები, პედაგოგთა სახელმძღვანელოში მითითებულია, რომ მათ ლესბოლის და მეძავის როლებიც უნდა შეასრულონ და როლური თამაში მოსწავლის შეფასების შკალაში შედის.“
|
|
პრაიმ-ტაიმი, 9 ნოემბერი
მამა ალექსანდრე გალდავა, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი: „ ... ის არანორმალური აღიარება ერთსქესიანთა ქორწინების, რომელსაც დღეს ოჯახი დაერქვა, მიუღებელია. ასეთი ტიპის ცხოვრებასთან, რასაკვირველია, ყოველთვის კონფლიქტში მოვალთ.
|
|
ალია, 11 ნოემბერი
მამა ელიზბარი, დიაკონიძე:“ხომ გახსოვთ, ის ავადსახსენებელი კესარია-ბესარია რომაა, ერთ-ერთ გადაცემაში ეკითხებოდნენ, - შენი შვილი რომ გაიზრდება და 5-6 წლის ასაკში იკითხავს, მამა და დედა ვინ არისო, - რას ეტყვიო? ის პასუხობდა, - ჩემი შვილი რომ მაგ ასაკის იქნება, საქართველოში ჰეტეროსექსუალები, შესაძლოა, უმრავლესობაში ვიყოთ ჰომოსექსუალებტან შედარებითო. საიდან მოიტანა ეს მოსაზრება არ გაინტერესებთ? იქიდან, რომ ხედავს - ხელისუფლება მხარს უჭერს მათ.“
|
ასავალ-დასავლი, 9-15 ნოემბერი
დავით ისაკაძე, დეკანოზი: ჩვენ ვღებულობთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რის გამოც შემდეგ ვისჯებით... პირველ რიგში, მხედველობაში მაქვს ანტიდისკრიმინაციული კანონი, სადაც წერია, რომ ყოველგვარი გადახრა, სოდომ-გომორული გადახრის ჩათვლით, თურმე, ნორმაა. ამ კანონის საფუძველზე ახალი განსაცდელი გვატყდება თავს - საშუალო სკოლებში ოფიციალურად შემოაქვთ სოდომ-გომორული სწავლება...
|
|
|
|
ანტიდასავლური განწყობები: პოლიტიკოსები
|
|
ობიექტივი, ღამის სტუდია, 29 ოქტომბერი
დავით თარხან-მოურავი - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“: „მსოფლიოში დღეს, ის რაც ათასი წელი ვიცოდით, რომ ჭეშმარიტებაა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ათასი წელი ვიცოდით, რომ კაცმა კაცი ცოლად არ უნდა შეირთოს და ეხლა, დღეს ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა...
|
|
ანტიდასავლური განწყობები: მედია
|
|
ასავალ-დასავალი, 19-25 ოქტომბერი
დიმიტრი ჩუბინიძე, ჟურნალისტი:„ქართველ კაცს მენტალურად დაღესტნის, ყაბარდო-ბალყარეთისა და ჩეჩნეთ-ინგუშეთის მიყრუებულ აულებში მცხოვრები ჯიგიტების უფრო ესმის, ვიდრე პარიზისა თუ ბერლინის პედერასტი მერის, ანდა სკანდინავიაში სოკოებივით მომრავლებული იმ საბავშვო ბაღების შემქმნელების, სადაც უსქესო თაობის გამოსაყვანად პატარებს უსქესო თოჯინებით ათამაშებენ!“
ობიექტივი, პოლიტიკური ღამე, 15 ნოემბერი
ვალერი კვარაცხელია - ჟურნალისტი: „ამერიკის შეერთებული შტატები. ეს ძალიან ხშირ შემთხვევაში იქცევა როგორც ტერორისტი სახელმწიფო.“
|
ასავალ-დასავალი, 26 ოქტომბერი - 1 ნოემბერი
ჯეფრი სილვერმანი, ჟურნალისტი: ამერიკა და ნატო ყველანაირად ცდილობენ, რომ დაშანტაჟებითა და სისხლით აქ დესტაბილიზაცია გამოიწვიონ… დიდ სახელმწიფოებს საქართველო ტერიტორია მსხვილი პოლიტიკური თამაშებისთვის სჭირდებათ...
Geworld.ge, 5 ნოემბერი
ნიკოლოზ კორინთელი, ავტორი: „ეს “ფასეულობები” (დასავლეთის) კი ეწინააღმდეგება საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ქრისტიანულ (მართლმადიდებლურ) ტრადიციებს ოჯახის, ერის, განათლების, ზნეობის შესახებ და ეწევა ჰომოსექსუალობის, გარყვნილების, ანტირელიგიური იდეების პროპაგანდას..."
|
|
|
|
ობიექტივი, ღამის სტუდია, 11 ნოემბერი
ბონდო მძინარაშვილი, წამყვანი: „ ... როგორ შეიძლება, რომ მე მომწონდეს დასავლეთი, ის დასავლეთი, რომელსაც მოწონს ადამიანის გამაუპატიურებლები - ნაციონალები, რომელსაც მოწონს გამყალბებელი რესპუბლიკელები.“
ასავალ-დასავლი, 9-15 ნოემბერი
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი:...„ომში დაღუპული გმირების ბავშვებს სატანისტურ რიტუალებში მთლად ნატოს ეგიდით რომ ჩართავ, რა გასაკვირია, ალიანსის მომხრეების რიცხვმა კიდევ უფრო დაიკლოს?! ნატო-ს მთელ მსოფლიოში ისედაც „აპოკალიფსის მხედრობას“ უწოდებენ და ამ ჩასვრილჩაოხრებულ საქმეს საქართველოში კიდევ სატანისტუროკულტური ყუნცული და მასკარადები უნდოდა?!“
|
|
ანტიდასავლური განწყობები: საზოგადოებრივი ორგანიზაციები
|
|
Geworld.ge, 21 ოქტომბერი
დავით მხეიძე, სახალხო კრება: „საქართველოს მოსახლეობის (და არა მხოლოდ მართლმადიდებლების) დიდი უმრავლესობა საქართველოს ფიზიკური და, რაც მთავარია, მენტალურ-ზნეობრივი გადარჩენის ერთადერთ გზას ერთმორწმუნე რუსეთის ეკლესიასთან ევქარისტიულ კავშირსა და რუსეთის სახელმწიფოსთან სტრატეგიულ მოკავშირეობაში ხედავს და არა _ პედერასტების მექად ქცეულ ამერიკასთან, რომელმაც საქართველოსა და, საერთოდ, ყველა კულტურული ერებისთვის დამღუპველი, ანტიდისკრიმინაციული კანონი ერთხმად მიაღებინა ჩვენს ცვედან პარლამენტს ...
Geworld.ge, 21 ოქტომბერი
დავით მხეიძე, სახალხო კრება: „ეს “დამცველი” (საუბარია სახალხო დამცველზე) იმაზე ზრუნავს, რომ საქართველოში სქესის შეცვლის პროცედურები გამარტივდეს და დასავლელ პატრონებთან არზებს აშანშალებს იმის შესახებ, როგორ დისკრიმინაციას განიცდიან რელიგიური, სექსუალური თუ სხვა უმცირესობები საქართველოში. ”
|
|
Geworld.ge, 22 ოქტომბერი
წყაროები: „Литературная газета“, “Аргументы и Факты”
გივი გურგეშიძე, სახალხო კრება: „აშშ-ს არაფრად უღირს, არ აინტერესებს ჩვენი კულტურა, ეროვნულობა და ტრადიციები... აშშ თავისი ცხოვრების წესს, თავის ენას, მართლმადიდებლობისთვის ყოვლად მიუღებელ პედერასტულ ტრაკოკრატიას თავზე დაჟინებით გვახვევს.ბოდიში, მაგრამ სოდომიას, გარყვნილება-აღვირახსნილობას, რომლითაც დღეს აშშ გვემუქრება, სხვა სახელს ვერ დავარქმევ… რუსი ხალხის სისხლით დაბრუნებულ აჭარაში დღეს თურქებს ვათარეშებთ; თავდავიწყებით ვეტრფით პედერასტულ აშშ-ნატოს;“
Geworld.ge, 11 ნოემბერი
ავთანდილ უნგიაძე, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი: „ …ეს დირექტივები (ევროკომისიის) მიზნად ისახავს არა ეროვნული, პატრიოტული და ტრადიციული სარწმუნოებისა და ღირებულებების მიმდევარი პიროვნების ჩამოყალიბებას, არამედ უსახური, უფესვებო, უოჯახო და ეგოისტური მიდრეკილებების მქონე მსოფლიო მოქალაქის აღზრდას, რომელსაც არ ექნება სამშობლო.“
|
Geworld.ge, 4 ნოემბერი
დავით მხეიძე, სახალხო კრება: „ნეოლიბერალური იდეოლოგიის არსი ყველასთვის გასაგები ენით რომ განვმარტოთ, პირობითად 4 არას მივიღებთ: არა _ სამშობლო, არა _ ეროვნება, არა _ ღმერთი და არა _ სქესი. უბრალოდ, იმხანად (გასული საუკუნის 20-იან წლებში) “არა _ სქესს”, ანუ გაუმარჯოს პედერასტიას ისეთი აქტუალური არ იყო, როგორც დღეს არის ლგბტ-თა სამოთხე დასავლეთში...
Geworld.ge, 4 ნოემბერი
ავთანდილ უნგიაძე, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი: „პირდაპირ ვამბობთ: საქართველოში ჰელოუინის, ამ წარმართული დღესასწაულის დაწესება ამერიკის საელჩოს სურს... ასეთი მეთოდებით ცდილობენ, ებრძოლონ მართლმადიდებლობას.“
კვირის ქრონიკა, 9-15 ნოემბერი
ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებამდამცველთა გაერთიანება : „სააკაშვილის დროს ხალხს აუპატიურებდნენ ციხეებში, ტყეებში, ხოლო დღეს ჩვენი ქვეყნის გაუპატიურება ხდება სწორედ დასავლეთის მხრიდან....დასავლეთს ამ ვიდეოჩანაწერებზე რეაქცია არ ჰქონდა.“
|
|
|
|
რუსთავი2, P.S. 1 ნოემბერი
არჩილ ჭყოიძე -“ ევრაზიული კავშირი - საქართველოს“ თავმჯდომარე: “ ... აგერ საუდის არაბეთში დაუშვეს იმის უფლება, რომ ქმარმა ცოლი შეჭამოს და ამას მინდა გითხრათ, რომ ძალიან სერიოზულად უჭერს ამერიკის შეერთებული შტატები მხარს და ხმას და სიტყვას არ იღებს ამაზე და არის საუდის არაბეთის პარტნიორი მათ შორის.“
რეალური ფაქტები ამ თემაზე იხილეთ მითების დეტექტორში:
http://eurocommunicator.ge/geo/view_myth/169
|
|
ანტიდასავლური განწყობები: საზოგადოება
|
|
Geworld.ge, 21 ოქტომბერი
გივი სიხარულიძე, მსახიობი: „ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირდაპირ განაცხადა, პატივს არ ვცემთ არც ერთ იმ ქვეყანას, რომელიც წინააღმდეგი იქნება, კაცმა კაცი რომ შეირთოს და ქალმა _ ქალიო. ასეთი ქვეყნების მონა-მორჩილი ქვეყანა კი დაღუპულია.“
|
ობიექტივი, პოლიტიკური ღამე, 15 ნოემბერი
წყარო: „Росия“
ლეონიდ ივაშოვი - რუსეთის გეოპოლიტიკური პრობლემების აკადემიის პრეზიდენტი: „და არის ვერსია რომ დასავლელი პროფესიონალი პრესსამსახურების გარეშე ამ ტერაქტის (პარიზის ტერაქტი) განხორციელება შეუძლებელი იყო.
|
|
|
|
რუსთავი 2, P.S. 15 ნოემბერი
რესპონდენტი: „ ყველაფერი ეს უკავშირდება ამერიკას, რომელმაც შექმნა ის დასაწვავი ქვეყანა („ისლამური სახელმწიფო“), დააფინანსა, შექმნა და ეხლა გაძლიერდნენ და მთელს მსოფლიოს ცუდი ამბბავი ელოდება. ხომ ხედავთ, რაც ხდება ჩვენს თავს“.
Geworld.ge. 11 ნოემბერი
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი, ავტორი: “ …თუ გეიაღლუმს ჩაატარებ, მით უმეტეს, ერთნაირსქესიანთა ქორწინებას დააკანონებ, ჩვენისთანა დემოკრატიული ქვეყანა დედამიწის ზურგზე არ იქნება."
Geworld.ge, 12 ნოემბერი
იზა თამაზაშვილი, ფილოლოგი-აღმოსავლეთმცოდნე - ავტორი: „მიმიფურთხებია თქვენი ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის!... დასავლეთთან “მეგობრობით” ქართულ ღირებულებს უარვყოფთ, რაც 25 წელია, ანგრევს საქართველოს, რადგან ეროვნული ღირებულებები და დასავლეთისკენ სწრაფვა ურთიერთგამომრიცხავია.
|
|
ანტიდასავლური განწყობები: სასულიერო პირები
|
|
პრაიმ-ტაიმი, 9 ნოემბერი
მამა ალექსანდრე გალდავა, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი:
" ჯოზეფ ბაიდენს აქვს განცხადება გაკეთებული, რომ ამერიკასთან იმეგობრებს მხოლოდ ის, ვინც ერთსქესიანთა ქორწინებას დაუშვებს და დანარჩენი მეგობრობის გარეშე დარჩებაო. ამიტომ ეს საშიშროება დღეს მაინც დგას, ეს რეალურია იმიტომ, რომ საქართველომ მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი.“
|
ასავალ-დასავალი, 9-15 ნოემბერი
დავით ისაკაძე, დეკანოზი: „ ამ ერთ მუჭა ჯგუფს ქართველი ხალხის გადაგვარება სურს. დაფიქრდით - თუკი საგნიდან ასეთ დეტალებს ამოიღებენ და ოჯახის ინსტიტუტზე სწორ სწავლებას შეუდგებიან, მაშინ ხომ ამ საგნის შემოღებას საერთოდ დაეკარგება აზრი? მაგრამ ასეთ შემთხვევაში დასავლეთი, კერძოდ, ამერიკის საელჩო - მავანს მკაცრ სასჯელს დააკისრებს!“
|
|
|
|
ასავალ-დასავალი, 19-25 ოქტომბერი
ბორის ივანოვი, სასულიერო პირი: საქართველოში დღეს „ამერიკული რწმენაა“ გაძლიერებული. რას ნიშნავს „ამერიკული რწმენა?“ ეს ნიშნავს „რაც გინდა ის აკეთე!“ რწმენა კი ამას არ გულისხმობს. საქართველოში ქალები რომ შარვლებით დადიან, გგონიათ, ეს სწორია?
|
|
ალია, 10 ნოემბერი
მამა ელიზბარი, დიაკონიძე: “ევროპის უამრავი ქვეყანა, ჩვენთვის რომ „წამყვანები“ არიან, ინცესტის დაკანონებაზე საუბრობენ უკვე. აქ რომ დაიწყებენ ამ საკითხე საუბარს, ამ დროს, თინა ხედაშელს, რა თქმა უნდა, თავისი ბიძაშვილები და ცოდვის შვილები სჭირდება ამ ყველაფრის „გასაპრავებლად“.
(მასალა და რეალური ფაქტები ამ თემაზე იხილეთ მითების დეტექტორში: http://eurocommunicator.ge/geo/view_myth/1)
|
|
ანტიდასავლური განწყობები: ყოფილი თანამდებობის პირები
|
|
ასავალ-დასავალი, 26 ოქტომბერი - 1 ნოემბერი
ემზარ კვიციანი, პეზიდენტის ყოფილი რწმუნებული:ნუ ვიქნებით გულუბრყვილონი. სადაც კი ამერიკელები არიან და მათი საწინააღმდეგო აზრი ფიქსირდება, ყველგან შავი კვამლი ამოდის. ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ერთმანეთთან დაგვაპირისპირონ, რათა მერე ქვეყანა ადვილად მართონ.
|
|
სექსიზმი და გენდერული სტერეოტიპები: მედია
|
|
ობიექტივი, 11 ნოემბერი
ბონდო მძინარაშვილი - წამყვანი: „თუმცა, საზოგადოების ერთი ნაწილი მას (თინათინ ხიდაშელს) „ქალ-ჯაყოს“ ეძახის და რაში გამოიხატება ეხლა ეს სიკარგე?“
კავკასია, სპექტრი, 11 ნოემბერი
დავით აქუბარდია, წამყვანი: მათი (პოლიციელების) მოტივაცია ყოფილა, რომ ქალ გამომძიებელს შეურაცხყოფა მიაყენაო. ბიჭო, ღამის 2 საათზე ქალი რატომ ყავთ სამსახურში? არა, სერიოზულად გამომძიებელი ღამის 2 საათზე, რატომ უნდა იყვეს ქალი?! რატომ არ შეიძლებოდა, რომ კაცი ყოფილიყო?!...ღამის 2 საათზე თუ გადაღებაა, დედას, ქალს მე არ გამოვიძახებ ბიჭ ჟურნალისტს"...
ალია, 13-16 ნოემბერი
ნინო სამხარაძე, ჟურნალისტი: „საქართველოს უახლეს ისტორიაში უპრეცედენტო ფაქტია, როცა ქალი პოლიტიკოსი შიმშილობს და როგორც ჩანს, ეს საქმე მარტივად არ დასრულდება.“...“ფაქტობრივად, ირმა ინაშვილს გამარჯვება ჯიბიდან ქურდულად ამოაცალეს. ეს იყო ქალური კაპრიზი. თინა ხიდაშელმა არ დაუშვა წაგება.“
|
|
ალია, 3 ნოემბერი
წყარო: science.compulenta.ru
„მშვენიერი სქესის აზრით, რაც უფრო დაბალია რჩეულის ხმა, მით უფრო მაღალია შანსი, რომ ღალატის მსხვერპლნი გახდნენ. ძიერი სქესი მიიჩნევს, რომ პირიქით, ერთგულების მიმართ მწყრალად არიან ქალები, რომლებიც ხმის მაღალი ტემბრით გამოირჩევიან.“
|
კვირის ქრონიკა, 19-25 ოქტომბერი
წყარო: youcure.me
„აღსანიშნავია, რომ, თეძოს ზომებს მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ მშვენიერი, არმედ ძლიერი სქესის წარმომადგენლებთან მიმართებაშიც.“
|
|
|
|
გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია: საზოგადოება
|
|
ასავალ-დასავალი, 26 ოქტომბერი - 1 ნოემბერი
რეზო ამაშუკელი, მწერალი: ეს გომბიოები რომ მიუვარდნენ პატრიარქს და ვითომ ქალებს იცავდნენ, რა თქვა უწმინდესმა ტყუილი? ქალზე, დედაზე დგას სამშობლო და დედის უპირველესი დანიშნულება არის შვილების გაზრდა. აი, ამას ებრძვიან ეგ ავადმყოფები და მაგათ უნდათ, რომ ოჯახში ქალიც და კაციც ორივე იყოს „დედა“, მე მაგათი დედები...
|
|
შშმ პირთა დისკრიმინაცია: პოლიტიკოსები
|
|
Geworld.ge, 12 ნოემბერი
ალეკო ელისაშვილი, საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი-რესპონდენტი: “აქვე “ნაციონალურ მოძრაობას” მივმართავ: დააოკეთ ის თქვენი ბოდვით შეპყრობილი შიზოფრენიკი იქ!”
მოგვიანებით მან ბოდიში მოიხადა:„არ მინდოდა, შეურაცხყოფა ან ტკივილი მიმეყენებინა ვინმესთვის. საჯაროდ ვიხდი ბოდიშს. ამის შემდეგ ფრთხილა დვიქნები,“ - ამბობს იგი.
|
|
შშმ პირთა დისკრიმინაცია: საზოგადოება
|
|
ობიექტივი, ობიექტივის ღამის სტუდია, 17 ოქტომბერი
ალექსანდრე პაპიტაშვილი, პროფესორი:„რამხელა ტვირთი მერე თან მოყვება ოჯახს და სახელმწიფოს, როცა იბადება ბავშვი რაღაცა გართულებებით, ინვალიდი ბავშვი... არის უკვე მკურნალობის მეთოდები, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად დაუნის ვთქვათ დაავადებული ბავშვი დარჩება როგორც არი, მაგრამ სპეციალური წამლების შეყვანით ორსულობის 8-9 კვირიდან, 10 კვირიდან, 11 კვირიდან მისი გონებრივი განვითარება ნორმალური ხდება და პრაქტიკულად გონებაჩლუნგი არ იბადება, როგორც უმრავლესობა, იქნება ნორმალური, საზოგადოებისთვის სასარგებლო ადამიანი მხოლოდ გარეგნობა ექნება აი ასეთი დაუნის.“
|
|
|
|
|
ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში.
|
|
|
|
|
მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მედიის განვითარების ფონდს (MDF) და არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად.
|
|
|
|
|
|
|