#3 (43), 19-25 იანვარი, 2015
|
|
|
19-25 იანვრის პერიოდში შემდეგი ფაქტები გამოვლინდა: სიძულვილის ენა -2; ძალადობისკენ მოწოდება -2; ძალადობის გამართლება -2; რელიგიური გრძნობების ხელყოფასთან დაკავშირებით გამოხატული მოსაზრებები - 7; რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია -4; კრიმინალის გაშუქებისას რელიგიურ მოტივზე დაუსაბუთებელი აპელირება - 5; სომხური საკულტო ნაგებობების თემა ნეგატიურ კონტექსტში -3; ქსენოფობია -2; თურქოფობია - 6; არმენოფობია - 1; ეთნიკური იდენტობის დაუსაბუთებელი მითითება -1; ჰომოფობია -5; გენდერული სტერეოტიპები - 2; ანტიდასავლური განწყობები -11.
|
|
ასავალ-დასავალი, 19-25 იანვარი
დიმიტრი ჩუბინიძე, ჟურნალისტი: "რაც დედაოების შესახებ ამ მართლაც და „ქათმების“ თუ მესაჯდომეების ბრიგადირმა ირაკლი ვაჭარაძემ განაცხადა, იმისთვის ვინმემ ვაჭარაძეს პასუხი, რომ მოსთხოვოს, როგორ ფიქრობთ ის „ტერორისტი“ იქნება?"
ზაალ კასრელიშვილი, კავკასიელ ხალხთა კონფედერაცვია: "ქრისტიანობის და
|
მართლმადიდებლობის ტოლერანტობაც სწორედ იმაში გამოიხატება, რომ ვაჭარაძის მსგავსი არსება ცოცხალი დაეთრევა...
რაც ქართველ დედაოებზე თქვა, ვაჭარაძეს იმის მსგავსი მუსლიმ დებზე, რომ ეთქვა, გარწმუნებთ, არამარტო ვაჭარაძესა და მისი ოჯახის წევრებს, არამედ მთელ მის შემოგარენსა და თანამოაზრეებს ტროტილის რამდენიმე კილოგრამით ერთ ღამეში საერთოდ გააქრობდნენ!"
|
|
|
|
ობიექტივი, ღამის სტუდია, 21 იანვარი
რეზო ამაშუკელი, პოეტი: "პირველი დანაშაული ის არის, რომ პირველ დღეს არ გაჟუჟეს ესენი [ნაციონალები]... 2 ოქტომბერს უნდა დამთავრებულიყო ეს ყველაფერი, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები ამის უფლებას არ აძლევენ ამათ."
|
|
ასავალ-დასავალი, 19-25 იანვარი
ელიზბარ დიაკონიძე, დეკანოზი: "აი, მაგ ვაჭარაძეს მე, პირადად, სადაც ვნახავ, ცხვირ-პირს დავამტვრევ. ვაფრთხილებ, თუ დამინახავს, ქუჩის სხვა მხარეს გადავიდეს და ფრთხილად იყოს, არსად გადამეყაროს!.. ეს იქნება მაგალითი სხვებისთვის, რომ, თურმე, სჯიან ყველას, ვინც საპატრიარქოსა და უწმინდესს აბუჩად და მასხრად იგდებს. აი, ეს თუ არ განვახორციელეთ ქართველებმა, ვერაფერი გადაგვარჩენს."
|
ობიექტივი, ღამის სტუდია, 23 იანვარი
დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი: "პირველ რიგში თუ ვინმეა ლიკვიდაციის და განადგურების ღირსი, ის ნაძირალა... მამათმავლობაში მხილებული მამუკა ხვედელიანი "...
|
|
|
|
საქინფორმი, 21 იანვარი
ლევან დუიშვილი, აქციის მონაწილე: „შარლიებდოს“ ჟურნალისტებმა, ჟურნალისტებს არ ვიტყვი, პროვოკატორებმა და ყველა სარწმუნოების შეურაცხყოფის მიმყენებელმა ადამიანებმა რაც დაიმსახურეს, ის მიიღეს. ქრისტიანებიც და მუსლიმებიც აფრთხილებდნენ, რომ ეს არ შეიძლება“.
|
საზოგადოებრივი მაუწყებელი, მოამბე, 19 იანვარი
აშურ ხანგოშვილი, პანკისის მკვიდრი: "ჩემი აზრით, მკვლელები არიან ის რედაქტორი და ის რედაქციის ხალხი (შარლ ებდო) და ამის შემდეგაც კიდე, რომ გააკეთეს, კიდე რომ გაიმეორეს, მაგათ უნდათ ხელმეორედ რომ გამოვიდნენ მკვლელები".
|
|
|
|
იმედი, იმედის კვირა, 25 იანვარი
ნანიკო ხაზარაძე, ჟურნალისტი: "მე, მოკლედ, ვეწინააღმდეგები ნებისმიერ სატირას რელიგიის თემაზე. რელიგია, მემგონი, ეს არის ძალიან დელიკატური რამ, რაზეც არ უნდა იქილიკო, არ უნდა ხატო, თან გამუდმებით. მით უფრო, როდესაც სასამართლო პროცესია."
|
|
ასავალ-დასავალი, 19-25 იანვარი
ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველთა გაერთიანება: "ვაჭარაძე და მისი დამქაშები არიან სექტანტები, რომლებიც შეურაცხყოფენ ჩვენს ტრადიციებსა და რელიგიას"...
ასავალ-დასავალი, 19-25 იანვარი
ელიზბარ ჯაველიძე, სახალხო კრება: საინტერესოა, ფრანგული „შარლი“ რატომ არ ხატავს იუდეველთა შეურაცხმყოფელ კარიკატურებს? რატომ არ გააშარჟეს აბრაამი ან სხვა ვინმე? მაგრამ ეს ხდება მიზანმიმართულად, რადგან ისლამური სახელმწიფოები დგანან ისლამურ ტრადიციებზე, ისევე როგორც საქართველო დგას მართლმადიდებლობაზე! თუ ჩვენი ცხოვრების საფუძველს - მართლმადიდებლობას გამოგვაცლიან, დავემსგავსებით ნახირს, რასაც დაგვამსგავსეს კიდეც, მგონი!"
Geworld.ge, 22 იანვარი
იაკობ ლეჟავა, ავტორი: „რატომღაც მხოლოდ ქრისტიანობა და ისლამი, მუჰამედი, ყურანი, ქრისტე, მარიამ ღვთიშობელი და წმინდა სამებაა უზნეო კრიტიკის სამიზნე, და არასოდეს - იუდაიზმი, იეღოვა, მოსე და თორა... მრავალი წელია, უკვე არა მხოლოდ ისლამს,
|
ქრისტიანობასაც (უფრო მეტადაც კი!) მიწასთან ასწორებენ ყოვლად მიუღებელი ხერხებით. ვინ ბედავს ამას? - ევროპული სახელმწიფოს მედია საშუალებები, პირველ რიგში კი, მათი ფლაგმანი – ფრანგული ჟურნალი “შარლი ებდო”.“
ასავალ-დასავალი, 19-25 იანვარი
თამაზ-აჰმედ ჭაღალიძე, სირიაში მებრძოლი: "ჩვენს რელიგიას რომ შეურაცხყოფას აყენებთ, ამით დაისჯებით, ადრე თუ გვიან. ასე გააგრძელეთ, აჭარას დაკარგავთ, ჩვენ კი ჩვენს ისლამურ აჭარას შევქმნით, ვსო. აჭარა შეუერთდება ხალიფატს."
კვირის პალიტრა, 22 იანვარი
თამაზ-აჰმედ ჭაღალიძე, სირიაში მებრძოლი: "ბათუმში, მეორე მეჩეთის აუშენებლობისათვის პირველ რიგში ძველ და ახალა მუფტებს მოეთხოვებათ პასუხი ისევე როგორც იმათ, ვინც მეჩეთის აშენებას უშლიდნენ ხელს, ივანიშვილ -ღარიბაშვილის და აჭარის ეპარქიის ხელმძღვანელობით".
ობიექტივი, ღამის სტუდია, 25 იანვარი
არნო ხიდირბეგიშვილი, საქინფორმის მთავარი რედაქტორი: "ჩამოვლენ კიდევ ეს პანკისელები რა. მერე ვნახოთ, რა შარლი იქნებიან და კრუასანის რომელ ადგილას ექნებათ შეტენილი რა?"
|
|
|
|
რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია
|
|
Geworld.ge, 22 იანვარი
ელიზბარ დიაკონიძე, დიაკონი: „ბელარუსში მუსლიმანები მეჩეთის აშენებას აპირებენ... მე ის მაოცებს, ქრისტიანებსა და მსოფლიოს ასე რამ გაუწყალა გონება, რომ კარიკატურებს დასდევენ და მუსლიმანების გაძლიერებას ყურადღებას არ აქცევენ.”
|
|
ასავალ-დასავალი, 19-25 იანვარი
დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი: "ბნელეთის მოციქულები და იეღოველების ფარული თუ „რამკიანი“ აგენტები ჩვენთან იდეოლოგიურ ბრძოლასა და პოლემიკაში ოროსნებივით, რომ დამარცხდნენ და გაბითურდნენ, ახლა სასამართლოებითა და ფინანსური სანქციებით გვიპირებენ დანგრევას!"
|
Geworld.ge, 22 იანვარი
ჯაბა ჟვანია, ავტორი: „აი, ამ მოშლილ ქვეყანაში კი ყველანაირმა სარეველამ იხარა - თურქებმა აჭარაში მცოცავი რელიგიური ექსპანსია დაიწყეს, ცალკე სომხებმა მიჰყვეს ხელი ქართული ისტორიული ძეგლების მიტაცებას, აზერბაიჯანმაც გამოგვიცხადა ტერიტორიებზე პრეტენზია."
|
|
|
|
კვირის პალიტრა, 22 იანვარი
ლია ცხომელიძე, გარდაცვლილის მეზობელი: „მანამდე სული ბოროტისთვის ჰქონდა მიყიდული... ქალი ნამდვილად დადიოდა რომელიღაც სექტაში, სულ მკითხავებზე და ჯადოებზე ლაპარაკობდა, იმათ გადარიეს საბოლოოდ...”
|
|
კრიმინალის გაშუქებისას რელიგიურ მოტივზე დაუსაბუთებელი აპელირება
|
|
2013 წელს მოკლული, ბათუმის მკვიდრის მარიამ კოჩალაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილის, ირანის მოქალაქის დაკავების ფაქტი მედია საშუალებების ნაწილმა დაუბალანსებლად გააშუქა. კერძოდ, მაესტროს 9 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში, გაზეთ "რეზონანსში", სააგენტოებში "ინტერპრესნიუსი" და "პირველი" გარდაცვლილის მშობლის კომენტარზე დაყრდნობით, აქცენტი რელიგიური მოტივით ჩადენილ დანაშაულზე კეთდებოდა (რამაზანის დღეებში ქრისტიანის მსხვერპლთშეწირვა). არ იყო წარმოდგენილი გამოძიების ოფიციალური ვერსია მკვლელობის მოტივის შესახებ. ცალმხრივ ინფორმაციას კი შეცდომაში შეჰყავდა აუდიტორია და მუსლიმთა მიმართ შეუწყნარებლობის გაღვივებას უწყობდა ხელს.
|
|
მაესტრო, 9იანი, 20 იანვარი
ჟუჟუნა ბერიძე, მარიამ კოჩალიძის დედა: „ჯვარი წაიღო მაგან (მკვლელობაში ბრალდებულმა), გამოჭრა, იმიტომ გამოჭრა და ეს თოკი დატოვა, რომ დამანახა მე, ყველას დაგვანახა, რომ ეს იყო რელიგიური ნიშნით. ესენი როგორ აარჩია, მზის ჩასვლამდე, 7-ის ნახევარზე, 22 ივნისს, რამაზანის მეთხუტმეტე დღეს.. ეს უნდა აღიაროს, ვინ დაავალა და რატომ გამინადგურა, ვისი შეკვეთით იყო ჩამოსული?!“
|
|
ობიექტივი, ღამის სტუდია, 19 იანვარი
გოგა ელიბეგოვი, გლობალ ბრიჯი: "ეს [ვალერი პერმიაკოვი] არის ერთ-ერთი, ორმოცდაათიანებს ეძახიან, ამ სექტის წარმომადგენლი... რაღაცნაირად დაიდო უკვე ექსპერტების აზრი, რომ მაგ
|
დღეს 12 იანვარს, როცა ამან ჩაიდინა ეს დანაშაული, რაღაცნაირად არის დაკავშირებული ამ სექტასთან, რომ, აი, იმინა მაგ დღეს რაღაც მკვლელობა, რაღაც ამდაგვარი არსებობს."
|
|
|
|
სომხური საკულტო ნაგებობების თემა დისკრიმინაციულ კონტექსტში
|
|
ალია, 21 იანვარი
გიორგი ანდრიაძე, საპატრიარქოს ყოფილი საპარლამენტო მდივანი: "რუსეთის იმპერია შემოვიდა ამეიერკავკასიაში, მაშინ მან ჩამოასახლა ძალიან დიდი სომხური დიასპორა... სომხური ეკლესიები, მართლაც აშენდა რუსეთის ოკუპაციის პერიოდში, მაგრამ აქ ისმის კითხვა, თუ ეს ოკუპაცია იყო სამართლიანი, მაშინ სამართლიანად უნდა დავუბრუნოთ პატრონს ეს ეკლესიები?..
უპატრონო ეკლესიას ყოველთვის ეპატრონებიან ეშმაკები ანუ პრობლემა არის ქართულ მხარეში."
|
|
კვირის ქრონიკა, 19-25 იანვარი
ელიზბარ ჯაველიძე, სახალხო კრება: "ჯერ კიდევ ლაშა-გიორგის დროს სომხებს პრეტენზიები ჰქონდათ საქართველოს ეკლესიებზე, მათი მღვდელთუფროსი ლაშა-გიორგიმ წიხლით გააძევა. იცით, სომხებს რა პრეტენზია აქვთ? საყდრისი თურმე ისტორიულ-კულტურული ძეგლია, თურმე სომხების ყოფილა."
|
Geworld.ge, 22 იანვარი
ჯაბა ჟვანია, ავტორი: „სომხური ლობი სამარეს გვითხრის... "დაშნაკები" ხუთის ნაცვლად, უკვე 450 ქართულ ტაძარს გვედავებიან, ისტორიულ სიწმინდეებს ცხირწინ გვაცლიან და... ამაზეა ნათქვამი, უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონენო".
|
|
|
|
კვირის ქრონიკა, 19-25 იანვარი
გელა ზედელაშვილი, ჟურნალისტი: "დღეს ხშირად ამბობენ, საქართველოში მარტო ეროვნებით აზერბაიჯანელები მუშაობენ, ახლა ჩინელები და ინდოელებიც შემოემატნენო. კი, კაცო, მაგათ რა ენაღვლებათ? ურტყამენ და ურტყამენ ამ ჩემს გადაბიბინებულ მამულს თოხსაც, ბარსაც... ეგენი აზრზე არ არიან, როგორ გვტკივა ჩვენ ამაზე გული და როგორ ვიტანჯებით...
ჰოდა, როცა მოგვადგებიან, [ევროკავშირი] ამაყად ვეტყვით, რომ ყ...ეებით ღრუბლებსა ვფანტავთ და ამით ეროვნულ უმცირესობებს საშუალებას ვაძლევთ, ბუნებამ მათი ჭირნახული არ გაანადგუროს"...
|
|
Geworld.ge, 21 იანვარი
ბაკურ სვანიძე, ავტორი: „საკუთარ მიწა-წყალზე უცხო ქვეყნის მოქალაქეთა “თარეშის” გარკვეულ კანონიერ ჩარჩოებში მოქცევის სურვილის გამოხატვა სულაც არ არის ქსენოფობია"
|
|
|
|
|
კავკასია, ბარიერი, 20 იანვარი
ჯონდი ბაღათურია, ქართული დასი: „მე, მიუხედავად იმისა, რომ ქობულეთელების მოტივაციის მესმის და თანავუგრძნობ, რომ ისინი საფრთხეს ხედავენ თურქული სპეცსამსახურების აქტიური შემოსვლით და იქ სასწავლო ცენტრებით შემდგომ და გადაბირება ხდება... ძირითადად, ვერბოვკა სირიაში ბოევიკების გადაყვანა სწორედ თურქული ხაზებით გადადის... თუმცა ღორის თავის მიჭედება, როგორც კი გავიგე, ეს იყო მიუღებელი.“
კვირის ქრონიკა, 19-25 იანვარი
ნინო სამხარაძე, ჟურნალისტი: "ჩვენ არ ვიცით ისინი [თურქები, რომელთაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა] ვინ არიან, არის საფრთხე, რომ ტერორისტებად მოგვევლინონ ისინი? სხვათა შორის, ექსპერტებმა მაშინვე დაინახეს ამ აქტში ისლამური ტერორიზმის საფრთხე."
|
|
|
|
|
კვირის ქრონიკა, 19-25 იანვარი
ნინო სამხარაძე, ჟურნალისტი: "მაშ ასე, ვინ შეისწავლა ის ათასი თურქი, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა სასწრაფო წესით გადაეცათ და რამდენად სახიფათო აქტი ჩაიდინა სააკაშვილმა?
ელიზბარ ჯაველიძე, სახალხო კრება: "დღეს ქევყანაში მიდის დიდი თურქობა, ამას თავიდანვე სააკაშვილი ხელმძღვანელობდა... ჩადით აჭარაში, ნახეთ, რა ხდება, გათურქებულია იქაურობა... ეს არის ტერიტორიების დაპყრობა მშვიდობიანი გზით. თავის დროზე დავით-ოღლუმ განაცხადა, საქართველოში, რა თქმა უნდა, იარაღით არ შევიჭრებით, მაგრამ აჭარას დავიბრუნებთ ეკონომიკური გზით, რასაც მოჰყვება რეფერენდუმის ჩატარება"...
|
|
|
|
|
კვირის ქრონიკა, 19-25 იანვარი
გიორგი ჯიქიაშვილი, ჟურნალისტი: "საკუთარი საკუნსტიტუციო ვადის ბოლო დღეებში [სააკაშვილმა] ათიათასამდე უცხოელ მუსლიმანს ქართული პასპორტი მისცა და ისედაც გათურქების პირას მყოფი აჭარა პირდაპირ თურქეთის ლუკმად აქცია. დღეს ყველამ იცის, რომ იმ მოქალაქეების გარკვეული ნაწილი სირიაში, ისლამური სახელმწიფოს სახელით იბრძვის და ტერორისტულ აქტებს აქტებზე ახორციელებს..."
|
Geworld.ge, 22 იანვარი
ჯაბა ჟვანია, ჟურნალისტი: “ნაცსექტის ბელადმა” ცხრა წლის განმავლობაში ხომ ყველაფერი გააკეთა ეროვნული ცნობიერების დასამარხავად, ბოლოს თურქეთის 10 ათასამდე მოქალაქეს ქართული პასპორტები დაურიგა და ისედაც ისლამური ექსპანსიის ქვეშ მგმინავი აჭარა თურქეთის ულუფად აქცია.“
|
|
|
|
ალია, 22 იანვარი
მოდესტ კოლეროვი: "სირიის უდაბნოში ცხოვრობდნენ [სომხები] და ვაზის ფოთოლში ფარშის გადახვევაც არ შეეძლოთ. რადგან არც ფარში ჰქონდათ და არც ვაზი იცოდნენ. და ჰქონდათ აქლემის ნაკელი, რომელსაც აგროვებდნენ, აშრობდნენ და წვავდნენ რათა, სალაფავი მოემზადებინათ... 70 იან წლებში სომხებმა გაანადგურეს სარდარის სასახლე, რათა მეხსიერებიდან წაეშალათ ერევნის მუსლიმანური წარსული... ხალხი ისტორიას განსაზღვრავს ლიტერატურული ნაწარმოებებით, რაც სომხებს უბრალოდ არც აქვთ."
|
|
ეთნიკური იდენტობის დაუსაბუთებელი მითითება
|
|
საქინფორმი, 19 იანვარი
არნო ხიდირგებიშვილი, საქინფორმის მთავარი რედაქტორი: "მალაიზიური ბოინგი „Boeing 777“ დონეცკის თავზე არსენ ავაკიანის „მემარჯვენე სექტორმა“ იმავე რაკეტით ჩამოაგდო, რომლითაც მიშა სააკიანი ღამე ცხინვალს ბომბავდა!"
|
|
კვირის პალიტრა, 20 იანვარი
ლევან ვასაძე, ავტორი: „საერთოდ, ბოლო 30-ოდე წლის განმავლობაში მსოფლიოს ზოგიერთ რეგიონში, კერძოდ კი დასავლეთის ქვეყნებში, გარყვნილების პროპაგანდამ აგრესიული რელიგიის თვისებები შეიძინა...
აღსანიშნავია, რომ თითქმის ყოველთვის მამათმავლებს სურთ „იშვილონ“ ბიჭი, ხოლო დედათმავლებს – გოგო. შემდგომში ამ უბედური ბავშვების მნიშვნელოვან ნაწილს აქვს თვითმკვლელობის მცდელობა, თითქმის ყველას კი – ნარკოლოგიური და ალკოჰოლური პრობლემები, რადგან როდესაც ისინი მოზარდულ ასაკში შედიან, ხშირად მათი „ორი მამა“ ან „ორი დედა“ მათზე სექსუალური სურვილების დაკმაყოფილებას ახდენს... ჯერ შეგუებულნი იმ სიმახინჯეს, რომ მათ მამისა და დედის ნაცვლად ჰყავთ „ორი მამა“ ან „ორი დედა“, ისინი აღმოაჩენენ, რომ სინამდვილეში მათ ჰყავთ ორი ცინიკური, გარყვნილი მხეცი."
|
|
ობიექტივი, ღამის სტუდია, 23 იანვარი
რეზო ამაშუკელი, პოეტი: "აი ის პამპულების.. გაუნათლებელი ბოზების, განათლებული პედერასტების ტელევიზიები, რომლებიც დღესაც ე.ი. როგორ შეიძლება რუსთავი 2-ის განხილვა, რომ ეს არის ბიზნესი... სახელმწიფო და ხელისუფლება უნდა მოეგოს გონს და ყველაფერი უნდა დალაგდეს ისე, რომ ესენი უნდა განადგურდნენ...პედერასტების საქართველო არ იქნება არასოდეს სანამ თუნდაც ერთი კაცი ივლის ქართველი საქართველოში.”
ალია, 20 იანვარი
რეზო ამაშუკელი, პოეტი: "მეც კაცი ვარ და პედერასტიც კაცია, თუ როგორ არის?"
|
|
Geworld.ge, 21 იანვარი
თეოდორე გიგნაძე, დეკანოზი: „მაგრამ, უბედურება არის ის, რომ “შარლი” არ აქვეყნებდა უბრალო კარიკატურებს, ეს იყო პორნოკარიკატურები, რომლებზეც ჩანდა გენიტალიები, ასახავდნენ გაუკუღმართებულ სექსუალურ აქტს...“
|
ობიექტივი, ღამის სტუდია, 23 იანვარი
ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: ის, რომ მისი [მამუკა ხაზარაძის] საბას პრემია ამ იმას რა ქვია, პედერასტულ მანიით და მამათმავლობის და ათასნაირი სისაძაგლით სავსე მწერლებს ეძლევათ, ეს არის ქართული საქმე?
|
|
|
|
კვირის პალიტრა, 20 იანვარი
ლევან ვასაძე, ბიზნესმენი: "შემოგვიგდებენ" თემას, მაგალითად, ძალადობას ოჯახში. ბოლო 25 წელია, ქართველ გლეხს სილიკონებ ჩადგმული ლათინელო ამერიკელი ქალების კოცნაობას, სისხლსა და ძალადობას აყურებინებენ და შემდეგ გვიკვირს, რომ ოჯახური კულტურა დაეცა.”
|
|
კვირის პალიტრა, 24 იანვარი
ეთერ ერაძე, ჟურნალისტი: „შინ მხოლოდ ოჯახის უფროსი, 38 წლის არაზახ მედოვი იყო და ტელევიზორს უყურებდა.”
|
|
კვირის პალიტრა, 20 იანვარი
ლევან ვასაძე, ავტორი: „...დასავლეთში, ე.წ. „ადამიანის უფლებების“ დროშით სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს ოჯახის ინსტიტუტის სრული განადგურება. ოჯახის ნგრევისა და გარყვნილების ზვავისებრი მოძალების ფონზე არნახულ მასშტაბებს აღწევს პედოფილია...
„ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების სიჩქარემ და ანტიდემოკრატიულობამ დააგვირგვინა საქართველოში დამყარებული დასავლური ლიბერალიზმის დიქტატურის ხელწერა...
დასავლეთმა დაუშვა საბედისწერო შეცდომა,
|
გამოაცხადა რა გარყვნილება ნორმად...
ლიბერალიზმის წყალობით მსოფლიოში ყოველწლიურად 45 მილიონი ბავშვი იკვლება დედის საშოში. მის საფუძველში არის ყველაზე ანტიჰუმანური რელიგია, რომელიც არ იწყნარებს არავითარ განსხვავებულ აზრს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შერბის იქ ჯარით და ანადგურებს ყველაფერს...
სხვათა შორის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას აბსოლუტურად ვეთანხმები, რომლის თანახმადაც, უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი ქვეყნის მტრები არიან."
|
|
|
|
ობიექტივი, ღამის სტუდია, 23 იანვარი
რეზო ამაშუკელი, პოეტი: მთავარი დამნაშავე, აი, ყველაფერში არის ის ქვეყანა და იმ ქვეყნის [ამერიკის] ელჩი, რომელმაც თავზე ხელი უსვა და ყველაფერი გააკთა იმისთვის, რომ ეს სისხლიანი რეჟიმი არ დასჯილიყო... ან აირჩიონ, ეს დასავლეთია თუ რა ოხრობაა ბოლოს და ბოლოს, აირჩიონ ეს მკვლელები ან აირჩიონ ქართველი ხალხი... რა ქნას ბიძინა ივანიშვილმა ან ირაკლი ღარიბაშვილმა, რა უნდა გააკეთონ? ე.ი. ჩიტი ვერ გადაფრინდება, რასაც ნორლანდი არ იტყვის."
ალია, 20 იანვარი
რეზო ამაშუკელი, პოეტი: "ეგ ამერიკელები „ნაციონალებს“ რომ ხელს უსვამენ თავზე, როგორ უნდათ ხალხი თავის მხარეს მიაბრუნონ?... რომ გამოდიან და აცხადებენ, დასავლური ღირებულებებიო, რას ნიშნავს ეს? ის, რომ ბავშვი ისე უნდა გაიზარდოს, არ იცოდეს, გოგოა თუ ბიჭი და ესაა დასავლური ღირებულებები?"
|
|
საქინფორმი, 19 იანვარი
არნო ხიდირბეგიშვილი, საქინფორმის მთავარი რედაქტორი: "მე - ქართველი კავკასიელი ვარ და არა ევროპელი ღვთისმკრეხელი...
არ წამომცდენია -არა „მარში“, არამედ სოლიდარობის სწორედაც რომ სისხლიანი „ფარში“, ვინაიდან წამყვანი ევროპული ქვეყნების ლიდერები პირსისხლიან ნეოფაშისტ პოროშენკოსთან ხელჩაკიდული მიდიოდნენ, რომელთან შედარებითაც ჯეკ-მფატრავი კეთილშობილ ქალწულთა ინსტიტუტის წინამძღვარია!..
როდის იყო აშშ-ს მშვიდობა აწყობდა საფრთხეების გარეშე?!"
|
ობიექტივი, ღამის სტურია, 25 იანვარი
არნო ხიდირბეგიშვილი, საქინფორმის მთავარი რედაქტორი: "ამერიკისთვის საკმარისი არ არის, რომ საქართველო იყოს პრო ამერიკული. ამერიკას სჭირდება, რომ საქართველო იყოს ანტირუსული... ეხლა არავითარი თავისუფალი სავიზო რეჟიმი ევროკავშირთან და ამერიკასთან ეს არის ზღაპარი... საქართველოს უყურებენ, როგორც ტერორისტული საფრთხის რაღაცა მაღალი ალბათობის ქვეყანას."
ასავალ-დასავალი, 19-25 იანვარი
დიმიტრი ჩუბინიძე, ჟურნალისტი: იმ პირობებში, როცა წმინდა სამებისა და წინასწარმეტყველ მუჰამედის შეურაცხმყოფელ და მაგინებელ ბილწ ადამიანებს დასავლეთი ტაშს უკრავს და ეთაყვანება"...
|
|
|
|
პირველი, 22 იანვარი
ვიტალი ჩურკინი, გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი: "გასაოცარია, რომ ყველგან, სადაც ვაშინგტონი ერევა, დესტაბილიზაცია, სისხლისღვრა და კრიზისი იწყება [უკრაინის მოვლენების შსახებ]".
|
|
ასავალ-დასავალი, 19-25 იანვარი
ელიზბარ ჯაველიძე, სახალხო კრება: "არანაირი სამართლიანობა ევროპასა და ამერიკაში არ არსებობს, ყველაფერს განსაზღვრავს ფული. დღეს რომ მიხეილ სააკაშვილს მხარს უჭერენ ევროპის სახალხო პარტიის წევრები, განა არ ვიცით, რომ ამ მხარდაჭერას კორუფცია უდევს საფუძვლად?"
|
ობიექტივი, ღამის სტუდია, 24 იანვარი
ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: "ასე ჩვენ ვერანაირად ვერ ვილაპარაკებთ იმაზე, რომ ევროინტეგრაცია, რა ევროინტეგრაცია და რაში გვიშველა ამ ევროინტეგრაციამ? დაცულები ვართ, კაცი ჩვენ თვალწინ ვერ მოკლეს"...
|
|
|
|
კავკასია, სპექტრი, 23 იანვარი
ლალი მაროშკინა:"თქვენ წარმოიდგინეთ საქართველოში ამერიკის ძებნილი, რომ შევიფეროთ და დავნიშნოთ თანამდებობაზე, რას გვიზამს ამერიკა?!.. და რატომ ვაძლევთ ჩვენ, თუნდაც მეგობარ ქვეყანას ამდენის უფლებას, ხო!"
|
ობიექტივი, ღამის სტუდია, 24 იანვარი
ტელემაყურებელი:"ვიცით ყველამ, რომ საქართველოში არ მიიღება მთავარი გადაწყვეტილებები, ხო?!... რა დავარქვათ ახლა ამას, როგორც შავ-ბნელი ძალა იგივე, როგორც ეძახიან მასონები, მართავენ ეგენი, ხო?"
|
|
|
|
|
|
|
ბიულეტენის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID მეშვეობით
|
|
|
|
|
იქნა გაწეული. მის შინაარსზე პასუხისმგებელია MDF და ის შესაძლოა, არ ასახავდეს USAID-ის და აშშ-ის მთავრობის შეხედულებებს.
|
|
|
|
|
|
|