საარჩევნო ბიულეტენი #1

გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მედია არჩევნებზე დემოკრატიული პრაქტიკის განმტკიცებისთვის

1 აპრილიდან მედიის განვითარების ფონდი იწყებს საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მონიტორინგს, რომელიც ტელევიზიების დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებს და ონლაინ მედიას მოიცავს.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მიუკერძოებელ გაშუქებას და პოლიტიკური პარტიებისთვის თანაბარი გარემოს შექმნას. პროექტის სამიზნეები არიან მედია-ორგანიზაციები, ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა სამუშაო ფოკუსირებულია არჩევნებზე და პოლიტიკური პარტიები.

პროექტის მხარდამჭერია ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში.

მონიტორინგის სუბიექტები:

ტელევიზიები: საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი 2, იმედი, მაესტრო, კავკასია, ტაბულა, GDC-ის მთავარი საინფორმაციო გამოშვებები .

ონლაინ გამოცემები: ინტერპრესნიუსი, PiA, ნეტგაზეთი, პირველი რადიო, მარშალპრესი.

მეთოდოლოგია

მონიტორინგი მეთოდოლოგია მედიის განვითარების ფონდისთვის პროექტის პარტნიორი ჰოლანდიური ორგანიზაციის Free Press Unlimited (FPU)ის კონსულტანტმა დომინიკ ტიერმა შეიმუშავა.

მონიტორინგი რაოდენობრივ და თვისობრივი მეთოდით განხორციელდება. მონიტორინგი ქალი კანდიდატების ციტირების რაოდენობას და მედიაში გენდერულ ბალანსსაც შეისწვლის და პოლირიკურ დისკურსში სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევებსაც.

8-10 თებერვალს დომინიკ ტრიერმა მედიის განვითარების ფონდის მონიტორებს სამდღიანი ინტენსიური ტრენინგი ჩაუტარა. სექტემბერში კი შუალედური კვლევის შედეგების საფუძველზე ის ჟურნალისტებისთვის ტრენინგს გამართავს

მონიტორინგის მიგნებები

რაოდენობრივი მონაცემები პოლიტიკური სუბიექტებისთვის დათმობილი დროის, ასევე გამოტოვებული თემების შესახებ, რომელიც ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის (NED) პროექტის ფარგლებში ხორციელდება, ყოველთვიური ბიულეტენის სახით გავრცელება.

პროექტის ფარგლებში ასევე გამოიცემა მონიტორინგის შუალედური და საბოლოო ანგარიშები, კვლევის შედეგები, რომელიც პოლიტიკური პარტიების მედიასთან ურთიერთობის ასპექტებს ასახავს.

მონიტორინგის საკონსულტაციო კომიტეტი

მონიტორინგის მიგნებების განხილვისა და რეკომენდაციების შემუშავების ინკლუზიური პროცესის უზრუნველყოფისთვის იქმნება 5 კაციანი მონიტორინგის საკონსულტაციო კომიტეტი, რომელიც აკადემიური წრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება.

მედიის განვითარების ფონდი

http://mediameter.ge/

http://www.mdfgeorgia.ge

info@mdfgeorgia.ge

 

Facebook Twitter Youtube