MDF
#14(54), 7-19 აპრილი, 2015

დეზინფორმაციის ტირაჟირება ჰომოფობიურ კონტექსტში

გაზეთი "ალია", სააგენტო "პირველი, 8 აპრილი, ონლაინ-პორტალი Geworld.ge, 9 აპრილი

მედია საშუალებები ერთ წყაროზე - თავისუფალი თაობის წარმომადგენელზე, ლადო სადღობელა-შვილზე დაყრდნობით, ავრცელებენ გადაუმოწ-მებელ ინფორმაციას, თითქოს ოგრანიზაცია "იდენტობა" და ჟურნალ "17 მაისის რედაქტორი ირაკლი ვაჭარაძე პარლამენტში ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივით შესვლას, ნაციონალური მოძრაობის დავალებით აპირებს. სააგენტო პირველის ვერსიაში პარლამენტში ამ ინიციატივის ლობისტად და ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, თამარ კორძაია მდასახელებული, რომელიც მასალაში რესპუბლიკური 

პარტიის წარმომადგენლად არის მოხსენიებული. აღნიშნული ინფორმაცია  არც ირაკლი ვაჭარაძესთან, არც სხვა ალტერნატიულ წყაროებთან არის გადამოწმებული. გაზეთ "ალიას" პირველ გვერდზე ამ გადაუმოწმებელი ინფორმაციის,სათაურით: "პარლამენტში ერთსქესიანთა ქორწინების ინიციატივა შედის?", ილუსტრაციად გამოტანილია გეი წყვილის ფოტო, რომლებიც ერთმანეთს კოცნიან. 

ლადო სადღობელაშვილი, თავისუფალი თაობა: "ასეთი კანონი რომ იყოს მიღებული, ამას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვება, საზოგადოება ამას არ შეეგუება. ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შემდეგ ეს მეორე ნაღმია."

კვირის მიმოხილვა

7-19 აპრილის პერიოდში შემდეგი ფაქტები გამოიკვეთა: ინდივიდუალური შუღლის გაღვივება -1; ძალადობის წახალისება -4; ქსენოფობია - 4; რელიგიური თემატიკის დაუბალანსებელი გაშუქება -2; გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია -2; სექსიზმი -2; გენდერული სტერეოტიპები - 5; სექსუალური იდენტობის დაუსაბუთებელი მითითება -3; ჰომოფობია -7; ანტიდასავლური განწყობები -27. 

ქვემოთ მოყვანილია ცალკეული მაგალითები:

ინდივიდუალური შუღლის გაღვივება

Geworld.ge, 7 აპრილი

დიტო ჩუბინიძე, ასავალ-დასავალის ჟურნალისტი: "იმ გვამების სუნით ყარხარ [ნანუკა ჟორჟოლიანი], რომელსაც ვანო მერაბიშვილი შენს ავადსახსენებელ ქმართან ერთად უკვეთდა სპეცრაზმს, აქაოდა ორი გვამი მჭირდებაო; ხოლო მამუკა ხაზარაძე, „უბორნიის პოეტებისა" და „ტუალეტის მჯღაბნელების" სუნით ყარს!

ქვეყანა ააქოთეთ, ააყროლეთ, საქართველო სისხლისა და ცრემლების ზღვაში აბანავეთ და შენ, შენი სპონსორი ხაზარაძე და შენი პატრონი სააკაშვილი ბედავთ და ქართველ ხალხს ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით ელაპარაკებით?!"

ძალადობის წახალისება

ასავალ-დასავალი, 13-19 აპრილი, საქინფორმი, 15 აპრილი

რეზო ამაშუკელი, პოეტი: ”მაგათ გაკოჭილებს რომ დაყრიან შუა სტადიონზე, სანამ თითო წიხლს არ ჩავაზელ ყველას, მანამდე უფალი არ მიმიღებს. სწორედ სტადიონზე უნდა გასამართლდნენ ეგენი. ამ ვნების კვირაში პირდაპირ ვაცხადებ: მჭირდება ერთი გვამი - მიხეილ სააკაშვილი!”

ასავალ-დასავალი, 13-19 აპრილი, საქინფორმი, 14 აპრილი

თენგიზ კიტოვანი, გენერალი:"როგორც კი საქართველოში ფეხს შემოდგამს, სააკაშვილი შუბლში ტყვიას მიიღებს. სიკვდილით დაისჯება! ამის პირობას გაძლევთ!"

ქსენოფობია

ნეტგაზეთი, 9 აპრილი

ალექსანდრე ახალკაცი, კოალიცია “უფლებადამცველი”: “ქალბატონი თეა სირაძე სასჯელს იხდის 5 ინდოელი სტუდენტის გალახვისათვის, რომლებმაც მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს...ძალიან გთხოვთ, გააზიარეთ ყველამ, ვისთვისაც საქართველოს მოქალაქე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თაღლითი და კრიმინალი უცხოელები!”.

რეპორტიორი, 12 აპრილი

ზაზა გაბედავა, მოსკოვში მცხოვრები ემიგრანტი: „ნახეთ ქართველებო ჩერგო-ლიანს არ მოსწონს თუ როგორ აშუქებს ქართული მედია წმინდა ცეცხლის რიტუ-ალს! სომეხ დაშნაკებზე არაფერი თქვითო, იაღოველებიც უნდა აგვემაღლებინა ალბათ ხო? ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს „გნაცმოძრაობის" ანტიეროვნულობასა და საქართველოს ღალატს!"

ასავალ-დასავალი, 13-19 აპრილი

თენგიზ კიტოვანი, გენერალი:"სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა ათასობით ადამიანს მისცა. ქართულ მიწა-წყალს უცხო ტომები დაეპატრონნენ. ამ დროს კი მარგველაშვილი მე მართმევს მოქალაქეობას."

Geworld.ge, 8 აპრილი

გივი სომხიშვილი, მწერალი: "სამხრეთში თურქები ბატონობდნენ - აჭარა და შავი ზღვის სანაპირო მათ განუყოფელ ნაწილად ითვლებოდა. იმერეთი, გურია, სამეგრელო, აფხაზეთზე ლაპარაკიც არ ღირს, ყველა ცალ-ცალკე თურქეთის ყბაში ფართხალებდა. რომელი დამოუკიდებლობა წაგვართვა რუსეთმა?!.. უცხოელებზე ქართული მიწების გაყიდვა რუსეთმა დაგვაძალა თუ ევროატლანტიკურმა კეთილისმსურველებმა დაგიქნიეს თითი, რასაც ამერიკელთა მსახური არასამთავროების ღავღავი და “ნაციონალთა” შერჩეული საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ თემიდას მახვილის ანტიქართული მოხმარება მოჰყვა."

რელიგიური თემატიკის დაუბალანსებლად გაშუქება

მაესტროს თავისუფალ სივრცეში სტუმრად მიწვეულმა საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ იერუსალიმიდან „სააღდგომო ცეცხლის გარდამოსვლის" ტრადიციის სახელით ცნობილ რიტუალთან მიმართებით საპატრიარქოს პოზიციაზე ისაუბრა, რაც აღნიშნულ რიტუალში სომხური ეკლესიის მონაწილეობას უკავშირდება. ამ საკითხთან დაკავშირებით სომხურ ეკლესიას განსხვავებული მიდგომა აქვს, რაზეც არც წამყვანს დასვამს შეკითხვა და ბალანსის დაცვა არც შემგომ გადაცემაში იმავე ფორმატში მომხდარა, სომხური ეკლესიის წარმომადგენლის მოწვევისა და რელიგიური რიტუალის მათი ინტერპრეტაციის შეთავაზების გზით. 

გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია

Geworld.ge, 8 აპრილი

ბაკურ სვანიძე, ავტორი: "მაგრამ ის, რასაც ბოლო პერიოდში გარკვეული ფსიქოლოგიის მქონე ქალები აცხადებენ და რა მოთხოვნები-თაც აქციებს ატარებენ, ყოველგვარ ლოგიკას სცილდება და კიდევ ერთხელ ასხამს წყალს წყალწაღებულ მიზოგინთა (ქალთმოძულეთა) თვალსაზრისზე - ქალებს ტვინი არ აქვთ!.. გთხოვთ, გაიაზროთ და უაზროდ ნუ აყვებით თქვენივე სქესის ტვინდაავადებულ და გადაგვარებულ ტუტუც არსებებს... ნეტავ, მართლა თუ იცის აი, ამ ფოტოზე გამოსახულმა აშკარად ერთუჯრედიანმა არსებამ [ფოტოზე გამოსახულია ქალი პლაკატით:"კაცები "კუხნაში",ქალები-პარლამენტში"] რა არის პარლამენტი?"

ასავალ-დასავალი, 10-19 აპრილი

რეზო ამაშუკელი, პოეტი: 'ძალიან ბევრ დედაკაცს ვურჩევ, დაემშვიდობონ სატელევიზიო სივრცეს, რადგან ზოგი კამეჩს დაემსგავსა, ზოგმა აღარ იცის, რა გააკეთოს. სწორედ“ რუსთავი-2“-ზე დაზრდილი გომბიოები ამღვრევენ წყალს საქართველოში და სამოქალაქო ომი სატელევიზიო შოუებიდან იწყება... მაშინ მაგ აქოთებულ ქალს _ ნანუკა ჟორჟოლიანს ძვირად ღირებულ კურორტებზე დაჰყავდა ბოზები - ზოგი აქლემზე იჯდა, ზოგი - ვირზე და ზოგი კიდევ სხვა რამეზე!

სექსიზმი

კავკასია, ბარიერი, 7 აპრილი

ირაკლი ბათიაშვილი, სახალხო კრება: "ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ესეთ მშვენიერ გოგონას ვუსმენთ (ნინო ლაპიაშვილი), მაგრამ წარმოგიდგენიათ ესეთი აზროვნების ადამიანები 9 წლის განმავლობაში რომ შეიძლება თავზე გეჯდეს და ჭკუას გასწავლიდეს?!"

კვირის პალიტრა, 8 აპრილი

დავით. . : "...როგორც თქვეს, უკრაინელი ქალი იყო... უძველესი პროფესიის ქალები, მათ შორის უკრაინელებიც, უმრავია თბილისში..."

გენდერული სტერეოტიპები

მაესტრო, მაესტროს 9იანი, 7 აპრილი

გიორგი გურასპაშვილი, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი: "ეს [ელდარ ნინიაშვილი] არის ჩვეულებრივი ორღობის ჭორიკანა დედაკაცი."

მაესტრო, მაესტროს ცხრიანი, 15 აპრილი

ნათია აკობია, ჟურნალისტი: "ოჯახის უფროსს კი რამდენიმე წლის წინ ბოდვითი აშლილობის დიაგნოზი დაუდგინეს."

მაესტრო, მაესტროს ცხრიანი, 14 აპრილი

ვახო გაფრინდაშვილი, ჟურნალისტი: "ქუსლიან ფეხსაცმელს, ყოველდღიურ 

მაკიაჟსა და საღამოს კაბებს ბუცები, მინდორი და ძალისმიერი ორთაბრძოლები ამჯობინეს."

ასავალ-დასავალი, 13-19 აპრილი

ბერტა ხაფავა, მსახიობი: "მარგველშვილი არასოდეს არ მომწონდა. ახლა გენდერული თანასწორობისკენ მოგვიწოდებს. ქალი ვარ მაგრამ ვერ ვიტან ქალებს თანამდებობებზე. არ შეიძლება მაგათი სკამებზე დასმა. ამაში ჯერ კიდევ მაშინ დავრწმუნდი, ნაცისტებმა წუნკალი ქალები თანამდებობებზე რომ დანიშნეს."

სექსუალური იდენტობის დაუსაბუთებელი მითითება

ასავალ-დასავალი, 13-19 აპრილი

დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი: "მამათმავლობაში მხილებული მამუკა ხვედელიანი"...

Geworld.ge,17 აპრილი

ზურაბ კვარაცხელია, ავტორი: "გაურკვეველი ორიენტაციის პერსონის, კარიკატურული გია ჯაჯანიძის საავტორო გადაცემაში"...

ჰომოფობია

ნეტგაზეთი, იმედი, ქრონიკა, 12 აპრილი, პირველი, 13 აპრილი

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე: "მაგრამ უღმერთო კაცმა დღემდე ვერ იპოვა უმთავრესი, - სიცოცხლის საზრისი, და ვერც სიკვდილის საიდუმლო ამოხსნა... ამიტომაც ასე მოაზროვნე საზოგადოება ადვილად მივიდა ცოდვის და გაუკუღმართებული ურთიერთობების დაკანონებამდე."

ობიექტივი, 8 აპრილი

კობა კობალაძე, ქართული ოცნება: "უკვე წამოვიდა წინ გარკვეულწილად პოლიტიკური მოძრაობები, რომლებიც უფრო იდეოლოგიაზეა დაფუძნებული და... არ არის დაფუძნებული განაზებულ ყმაწვილკაცებზე."

ასავალ-დასავალი, 13-19 აპრილი, რეპორტიორი, 10 აპრილი

რეზო ამაშუკელი, პოეტი: „ან კიდევ, რომ გაიძახიან, ჰომოსექსუალიზმი ავადმყოფობაა და სულაც არ არის სირცხვილიო, თუ სირცხვილი არ არის, მაშინ რატომ მალავთ თქვენს პედერასტობას, თქვენ კონჩიტა - ვირიშვილებო?!...

ჩვენ რა უნდა ვქნათ, დავუტოვოთ ამ პედერასტებს საქართველო? სააკაშვილმა მოახერხა და შექმნა უწიგნური ბოზებისა და წიგნიერი პედერასტების საზოგადოება, რომელსაც დაპყრობილი აქვს მთელი ტელესივრცე და რომელიც ჩაგრავს უმრავლესობას.“

ალია, 8 აპრილი

ლადო სადღობელაშვილი, თავისუფალი თაობა: "ძალიან გამიკვირდა გუბაზ სანიკიძის დამოკიდებულება, როცა თქვა, რომ არ არის ჩამოყალიბებული ჰომოსექსუალიზმი ავადმყოფობაა, თუ არა ?.. მე მგონია, რომ ეს თანდაყოილილია. მე არ ვარ სექსოლოგი და ფსიქოლოგი"...

Geworld.ge, 7 აპრილი

გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: ჩვენში გრანტმოსილი ასო „იდენტობა“, რომელსაც უკვე თავისი ლგბტ ჟურნალიც აქვს (ერთობ, მჟღერი სახელწოდებით „17 მაისი“!) როგორც იტყვიან, საცვლიდან ხტება, საქართველოში ლესბოსელ-გეი-ბისექსუალურ-ტრანსგენდერული აღვირახსნილობის დასამკვიდრებლად!.. მოკლედ,საქართველოს დღეს პრეზიდენტად ჰყავს არსება,რომელიც,  თანამემამულეთა აბსოლუტური უმრავლესობისგან განსხვავებით, მიიჩნევს,რომ

 სოდომური ცოდვა ჩვეულებრივი ამბავია და მამათმავლებსა და დედათმავლებს აქვთ შეკრებისა და დემონსტრაციის თავისუფლება!

ასავალ-დასავალი, 10-19 აპრილი

დავით ისაკაძე, დეკანოზი: „არადა, ზუსტად ამგვარად მოხდა მთელ მსოფლიოში პედერასტიის ლეგალიზება! ახლა ისინი გვაიძულებენ, „გეები“ დავუძახოთ. დასავლეთში ფართოდ შუქდება საბავშვო ევთანაზია, პედოფილი, ინცესტი. ეს ყოველივე საჭიროა დამყოლი საზოგადოების შესაქმნელად, რომელსაც არაფერი უკვირს და პროტესტის გრძნობა არ გააჩნია.“

რუსული წყაროები ქართულ მედიაში

ინტერნეტ-პორტალი "საქინფორმი" ანტიდასავლური განწყობების გაღვივებისას შემდეგ რუსულენოვან წყაროებს და მათ ცალმხრივ ცნობებს ეყრდნობოდა: tvzvezda.ru, rubaltic.ru, iarex.ru

ინტერნეტპორტალ Geworld.ge-ს იდენტიფიცირებულ რუსულ წყაროებს შორის REGNUMიყო, გამოცემას ასევე წყაროს იდენტიფიცირების გარეშე გადმობეჭდილი ჰქონდა rubaltic.ru-ს ინფორმაცია, რომელიც საქინფორმში გამოქვეყნდა.

ანტიდასავლური განწყობები

GEWORLD.GE, 8 აპრილი

ნინო ბურჯანაძე, დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო: „საქართველოში მიმდინარე მოვლენების სცენარი ვაშინგტონში იწერება, რამაც მძიმე რეალობის წინაშე შეიძლება დაგვაყენოს.“

ასავალ-დასავალი, 10-19 აპრილი, რეპორტიორი, 14 აპრილი

თენგიზ კიტოვანი, გენერალი: "ნატო-ში შევალთო, რომ იძახიან.. ეს მხოლოდ ხალხის მოსატყუებლად გაკეთებული განცხადებებია ასეთი ხისტი პოლიტიკით უკრაინამაც წააგო - თავისი ქვეყნის დიდი ნაწილი დაკარგა ეგონათ, ამერიკელები და ევროპელები თავზე გადაჰყვებოდნენ, მაგრამ ყველას თავისი თავი ურჩევნია. რუსეთმა თითი დაუქნია თუ არა, მათაც დაიხიეს."

საქინფორმი, 10 აპრილი

რუსული წყარო: iarex.ru

არნო ხიდირბეგიშვილი, საქინფორმის მთავარი რედაქტორი: „პრემიერი ღარიბაშვილი მუხათგვერდის სასაფლაოზე - რუსეთის 2008 წლის აგვისტოს ომის გმირების - ქართველი ჯარისკაცების ნეშტების დაკრძალვაზე არ მივიდა!“ - ვინ გაბედავს დღეს საქართველოში მოღალატეებსა და ფარისევლებს შეეპასუხოს, რომ ესენი იყვნენ სისხლიანი პროვოკაციის მსხვერპლნი, რომელიც სააკაშვილმა მხოლოდ იმიტომ მოაწყო, რომ სენატორი ჯონ მაკეინი 

    ანტირუსულ ტალღაზე აშშ-ის პრეზიდენტი გამხდარიყო?!"

    Geworld.ge, 8 აპრილი, საქინფორმი, 9 აპრილი

    რუსული წყარო: rubaltic.ru

    ალექსანდრე ჭაჭია, პოლიტოლოგი: "მეტიც - თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ, როგორც ბალტიისპირეთში, ისე საქართველოში ჭეშმარიტი ბატონ-პატრონები ამერიკის ელჩები არიან, და რომ ისინი ისე იქცევიან, როგორც გენერალ-გუბერნატორები კოლონიებში, მაშინ სწორია, ყველა ამ პარამეტრით, განსაზღვრება “ახალი პოსტსაბჭოთა ბალტიისპირეთი” სამართლიანია.... მიმაჩნია, რომ საქართველომ აუცილებელად უნდა განსაზღვროს, რას წარმოადგენს და როგორი მომავალი სურს ან დარჩეს სახელმწიფოდ, სადაც ტრადიციული ქრისტიანული ფასეულობები დომინირებენ, ან განაგრძოს დეგრადირება და თავისი მოსახლეობა გადააქციოს უეროვნებო ბიოლოგიურ მასად, როგორც ამისკენ უბიძგებენ დასავლელი კურატორები."

    საქინფორმი, 7 აპრილი16 აპრილი

    რუსული წყარო: tvzvezda.ru

    ინფორმაციის თანმხლებ ვიდეოზე, რომელიც კიერვში ამერიკის საელჩოსთან საპროტესტო დემონსტრაციას შეეხება, მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანი დგას და 2ათას 500მდე, როგორც ტექსტშია აღნიშნული.

    სათაური: „ჩვენ პირუტყვები არ ვართ!“ - ათასობით კიდეველმა აშშ-ის საელჩოს ნეხვი ესროლა!

    Geworld.ge, 8 აპრილი

    REGNUM, AllgemeineMorgenpostRundschau: " მათთვის (ამერიკელებისთვის) სულერთია, სად გაჩაღდება მსოფლიო ომი, რადგან მხოლოდ ასეთი ომი მისცემს აშშ-ს მსოფლიოში “ლიდერის” როლის შენარჩუნების შესაძლებლობას. ამ ომის გარეშე კი რუსეთი და ჩინეთი დაასამარებენ სისხლზე დაფუძნებულ ამერიკას და საფუძველს ჩაუყრიან ახალ მსოფლიო წესრიგს."

    Geworld.ge, 8 აპრილი

    გიორგი კორძაძე, ავტორი:"თუ ჩვენთვის, ქართველებისთვის, ბავშვების კოლექტიური გაუპატიურება ველური მოვლენაა, ნორვეგიელებისთვის, თურმე, არახალია ამგვარი ურჯულობა მათი ეროვნული თავისებურებაა, რომელიც, სავარაუდოდ, ვიკინგების პერიოდიდან მოსდევთ....ნელ-ნელა, მიზანმიმართულად ხდება სატანიზმის ლეგალიზაცია!..

    ჰოდა, იფიქრე, ქართველო, რომელი მხრიდან მოგეპარება ეშმაკის რჩეული _ ანტიქრისტე? თვითმარქვია “ქართველის” _ ჯონ მაკკეინის “შვილობილი,” უსასტიკესი ტერორიზმით გაჟღენთილი “ისლამური სახელმწიფოს” მხრიდან, აშშ-დან, რომელსაც უზარმაზარი ვალების გადახდა არ სურს და კრედიტორი ქვეყნების გასანადგურებლად ყოველგვარ საზიზღრობას სჩადის თუ ევროპიდან, მისი “სექსუალური” რევოლუციებით?!"

    იმედი, რეაქცია, რეპორტიორი, 17 აპრილი

    ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველთა გაერთიანება: „მე ვფიქრობ, რომ ამით [ადეიშვილის ცირკულარიდან მოხსნით] დასავლეთის გარკვეულ ძალებს სურთ ერთი რამ, რომ საქართველოში ხელუსუფლება მივიდეს იმ დონემდე, რომ თქვას - ჩვენ არ გვინდა არც ევროკავშირი, არც ნატო და შემდგომში დასავლეთის გარკვეული ძალები, როგორც ეს უკრაინაში მოხდა, ხელისუფლებას გამოაცხადებენ პრორუსულ ძალად და ხალხს დარაზმავენ მათ წინააღმდეგ."

    ობიექტივი, ღამის სტუდია, 15 აპრილი

    მაყურებელი: "სერიოზულათ მეპარება ეჭვი, რომ აი დღესაც, რომ ჩატარდეს მსგავსი რეფერენდუმი [ნატოზე], მე სერიოზულად დავფიქრდებოდი, რომ ისევ ის არჩევანი გამეკეთებინა თუ არა,

    ბონდო მძინარაშვილი, ჟურნალისტი: ამერიკას ჰყავს თავისი ძაღლისშვილები, არა ერთ ქვეყანაში და ყავდა წარსულშიც 

    და მომავალშიც ეყოლება და დღესაც ჰყავს და სააკაშვილი ერთ-ერთი ძაღლისშვილია ამერიკის. "

    რეპორტიორი, 17 აპრილი

    არჩილ ჭყოიძე, ევრაზიული არჩევანი: „ჩვენი მთავარი მიზანია , რომ ჩატარდეს რეფერენდუმი, რადგან ვთვლით, რომ 2008 წლის პლებისციტი იყო გაყალბებული და არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. ქართველ ხალხს არ სურს NATO და ევროკავშირი".

    რეზონანსი, 17 აპრილი

    იგორ კვესელავა, პოლიტოლოგი: "ნინო ბურჯანაძეს იმ ნაწილში ვეთანხმები, სადაც ამბობს, რომ საქართველოში შესაძლებელია უკრაინის მსგავსი მოვლენები განვითარდეს. ეს კიევში ე.წ. მაიდნის სახელწოდებით ცნობილ მიმდინარე პროცესებს ეხება, რომლის უკან აშშ იდგა... ამიტომ გამორიცხული არ არის მოვლენები განმეორდეს და მის უკან აუცილებლად აშშ იდგება."

    ბიულეტენის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-­ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID მეშვეობით

    იქნა გაწეული. მის შინაარსზე პასუხისმგებელია MDFდა ის შესაძლოა, არ ასახავდეს USAID-ის და აშშ-­ის მთავრობის შეხედულებებს.

    მედიის განვითარების ფონდი

    http://www.mdfgeorgia.ge

    info@mdfgeorgia.ge

    Facebook Twitter Youtube