# 2 (57), 15 ივლისი -15 აგვისტო, 2015
|
|
|
15 ივლისიდან 15 აგვისტომდე პერიოდში შემდეგი ფაქტები გამოვლინდა: ძალადობის წახალისება მეტწილად ნაციონალური მოძრაობის წევრების მიმართ (7); ქსენოფობია - 12, მათ შორის 4 თურქოფობია; ეთნიკური იდენტობის დაუსაბუთებელი მითითება -2; რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია -5, მათ შორის 1 საჯარო მოხელის მიერ იეჰოვას მოწმეთა მიმართ რელიგიური ნეიტრალიტეტის დარღვევა; ჰომოფობია - 49; ანტიდასავლური - 39, რაც ძირითადად კვლავ ამერიკის უზენაესი
|
სასამართლოს მიერ ლგბტ ქორწინების კონსტიტუციურ უფლებად აღიარებას უკავშირდებოდა; გენდერული სტერეოტიპები, სექსიზმი - 16.
რუსული წყაროები: factroom.ru, vlasti.net, myjane.ru, bublik.delfi.ee, tainamira.ru, etotupo.ru. რუსულენოვან წყაროებს ძირითადად გაზეთები „ალია“ და „კვირის ქრონიკა“ გენდერული სტერეოტიპების და ჰომოფობიური ინფორმაციების ტირაჟირებისთვის მიმართვდნენ.
|
|
|
|
|
|
|
ინტერპრესნიუსი, იმედი, ქორნიკა, 22 ივლისი, პრაიმ ტაიმი, 27 ივლისი
ზაზა პაპუაშვილი, ქართული ოცნება: „თავ-პირი უნდა დაუმტვრიო ამათ [ნაციონალებს] დღე და ღამე“.
|
|
|
|
|
ასავალ-დასავალი, 3-9 აგვისტო
რეზო ამაშუკელი, პოეტი: „პირდაპირ გეტყვით - ძალიან მესიამოვნა და გამიხარდა, რომ ჩემმა ნათლულმა ბუსა ჟვანიამ ბარამიძეს ცხვირ-პირი დაუნაყა !საერთოდ, ბარამიძე საცემი კი არა მოსაკლავია, იმიტომ, რომ ეგ კაცი არ არის!
|
|
|
|
|
ასავალ-დასავალი, 20-26 ივლისი
დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი: „2010 წლის 27 ივნისს, ტრაპიზონის მახლობლად, ძველთაძველი ლაზეთის ქალაქ უნიეში მან [თორნიკე ლორთქიფანიძე] უწმინდესი მისია ვაჟკაცურად აღასრულა და მამის მკვლელი - 38 წლის ჰასან სავაში სიცოცხლეს გამოასალმა.“
|
|
ობიექტივი, ღამის სტუდია, 13 აგვისტო
ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: „ირანელმა წაიღო ჩვენი მიწა, აიღო იჯარით, მრავალწლიანი იჯარით. მე ვარ იქ დასაქმებული და დალოცვილებო, ისე როგორ ვერ უნდა მოვუაროთ ჩვენ მიწას ან რა გახდა ესეთი კანონმდებლობის შემუშავება, რომ ამ ქართულ მიწაზე მეპატრონე ქართველი კაცი იყოს?... მოდი, აბა დავითვალოთ, იგივე საგარეჯოში რამდენი ათასი ჰექტარი აქვს ირანელებს აღებული და რამდენი ადამიანი ქართველი მონასავით მუშაობს იმ მიწებზე? საძოვრები, ვისი არის, საძოვრები?.. დიდი მადლობა, კი ბატონო, მაგრამ, ჩინეთიდან და ინდოეთიდან ჩამოყავთ უფასო მუშახელი.“
|
|
ობიექტივი, ღამის სტუდია, 13 აგვისტო
ბონდო მძინარაშვილი, ჟურნალისტი: „ყოველგვარი ქსენოფობიის გარეშე ვამბობ ეხლა, კახეთში რომ ირანელს მოჯამაგირედ დაუდგება კახელი, ეს კატასტროფაა, ეს არის ქვეყნის კატასტროფა.“
|
|
ობიექტივი, ღამის სტუდია, 18 ივლისი
მაგდა კოტრიკაძე, ადვოკატი, „ობიექტივის“ წამყვანი: „ჯანმრთელმა სამყარომ“ [არასამთავრობო ორგანიზაცია]... რომელმაც დაფინანსება მიიღო [ცესკოს ცენტრის] პროექტში, პროექტისთვის სახელწოდებით „ბოშათა თემის ინფორმირებულობა საარჩევნო საკითხებზე. როგორ წარმოუდგენია ახლა ვინმეს, რომ“(იცინის )... ანუ ესე იგი საარჩევო საკითხებში გაანათლეს ეს ხალხი, ჩაუტარეს ტრენინგი და?!“..
მაკა რაზმაძე, ჟურნალისტი: რატომ მაინც და მაინც ბოშებს სხვა ეროვნების ადამინებიც ცხოვრობენ ჩვენთან?“
|
კავკასია, სპექტრი, 12 აგვისტო
დავით აქუბარდია, ჟურნალისტი:„...ვიღაცა ჩინელები თუ ვიღაც დებილები იყვნენ ზუსტად არ მახსოვს...ზაზა, კახეთს შეხედე რაა. ქართველობა მცირდება, აზერბაიჯანელების რაოდენობა მრავლდება, რუსთავში დემოგრაფიული სიტუაცია 2 წლის წინ სულ სხვა იყო, ეხლა სხვა არი.“
|
|
|
|
კავკასია, სპექტრი, 27 ივლისი
რამაზ საყვარელიძე, ფსიქოლოგი: „... მაგიტომ უნდოდ [მიშა სააკაშვილს] უვიზო მიმოსვლა ევროპასთან, რომ ქვეყნიდან წასულიყო დიდი საემიგრაციო ტალღა გარეთ და იქედან შემოსულიყვნენ ინდოელი, ჩინელი და რაღაცა, აი, ამ ტიპის ქვეყნიდან წასული. მას, როგორც ხელისუფალს, აღარაფერს მოთხოვდა, იქ შემოსული შემადგენლობა მით უმეტეს.
|
|
კავკასია, სპექტრი, 12 აგვისტო
დავით აქუბარდია, წამყვანი: „აი, ჩვენ თუ ესე ვთქვათ, შევმცირდით, თურქი დაგვაჯდება თავზე. რა არ გვაჯდება უკვე? არ მოდიან? უმცირესობაში აღმოვჩნდებით“.
|
|
Geworld.ge, 5 აგვისტო
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი: „როდესაც აჭარიდან ჩემი მეგობრები მირეკავენ, იცით, რას მეუბნებიან? - თურქეთიდან გირეკავთო. აჭარა ფაქტობრივად, გათურქებულია... თურქი ცოტა სხვანაირია, ამ ყველაფერს “ცხვირში ამოგვადენს”, ამიტომ იყო საჭირო ისეთი პოლიტიკა, როგორსაც ასლან აბაშიძე ატარებდა“.
|
კვირის პალიტრა, 10 აგვისტო
სოსო პავლიაშვილი, მომღერალი:„როგორც ვიცი, ქვეყნის მიწები მუსლიმანებზეა გაყიდული... დღეს რომ უამრავი თურქია აჭარაში, ამას საშინელი შედეგი მოჰყვება. მუსლიმანებს თავიანთი გეგმები აქვთ... შეხედეთ, რა ხდება აღმოსავლეთში.“
|
|
|
|
ეთნიკური იდენტობის დაუსაბუთებელი მითითება
|
|
ინტერპრესნიუსი, 11 აგვისტო, ალია, 12 აგვისტო
ფონიჭალაში პოლიციელის დაჭრის ინციდენტის გაშუქებისას, სააგენტო უთითებს ეჭვმიტანილის ეთნიკურ იდენტობას (“ამასთან, თვითმხილველთა ნაწილი ყვება, რომ დაკავებული პირი ეროვნებით აზერბაიჯანელია“), რაც არარელევანტურია კრიმინალური ამბის გადმოცემისას.
|
|
რეკომენდაცია: კრიმინალური ამბების ან სხვა დანაშაულის გაშუქების დროს პირის ეთნიკური ან სხვა იდენტობის მითითება მხოლოდ მაშინ არის დასაშვები, თუ დანაშაულს პირდაპირი კავშირი აქვს პირის იდენტობასთან. სხვა შემთხვევაში ეთნიკურობის მითითებით, რაც თვითიდენტიფიცირების სფეროა, მედია დანაშაულთან გარკვეული ჯგუფის ასოცირებას და სტიგმატიზებას ახდენს.
|
|
რელიგიური ნეიტრალიტეტის დარღვევა: საჯარო მოხელე
|
|
მაესტრო, მაესტროს 9იანი, 27 ივლისი
თემურ ჯაფარიძე, თერჯოლის გამგებელი: „მრევლმა გამოთქვა სურვილი, რომ აუცილებლად ალტერნატიული ადგილი მიგვეცა [იეჰოვას მოწმეებისთვის საკულტო ნაგებობის მშენებლობისთვის თერჯოლაში]. შეუთვალეს მათ ოფიციალურად, რომ ჩვენ თვითონ მივიღებთ მონაწილეობას მშენებლობაში, ფიზიკურად დაგეხმარებით, არავითარი დაბრკოლება არ გექნებათ, ოღონდ ქალაქის ცენტრში არა, სხვაგან. მაგრამ რაღაცატომ ჯიუტად იმ ადგილს არ თმობენ.
|
|
რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია: მედია
|
|
ობიექტივი, ღამის სტუდია, 5 აგვისტო
ბონდო მძინარაშვილი, ჟურნალისტი: „მე გეთანხმებით იმაში, რომ ბევრი რამ არ არის მოსაწონი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სექტებთან შედარებით, ჩვენი მართლმადიდებელი ქრისტიანობა ისე მაღლა დგას, როგორც ჭიაღუასთან დედამიწა, ისეთი მაღალი სიმაღლეები აქვს. ან მაგალითად, როგორც უშბა პატარა ბორცვთან შედარებით ისე გამოიყურება, ნუ ამ შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ, რომ ჯერ კიდევ გადარჩენილები ვართ. სექტებს ვგულისხმობ, ამ თვალსაზრისით ნამდვილად დიდ სიმაღლეებზეა ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია.“
ობიექტივი, ღამის სტუდია, 25 ივლისი
გია არეშიძე, ჟურნალისტი: „ყველა სექტა არის დაჯგუფება იეღოველებიც და სხვებიც.“
|
|
|
|
|
ასავალ-დასავალი, 20-26 ივლისი
თამაზ მეჭიაური, ქართული ოცნება: მე, რა თქმა უნდა, კატეგორიულად წინააღმდეგი ვიქნები ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების. ეს ეწინააღმდეგება ჩვენს ტრადიციებს და რელიგიას. ერთსქესიანთა ქორწინება არღვევს იმ ბავშვების უფლებებს, რომლებიც ასეთ ოჯახებში უნდა გაიზარდონ. სამწუხაროდ, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ხალხი და მათი უფლებადამცველები აქამდე თუ მხოლოდ საკუთარ უფლებებს იცავდნენ, უკვე ძალიან აგრესიულ შეტევაზე გადმოდიან და პატრიარქსაც კი ლანძღავენ. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ამ ხალხმა მალე ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება მოითხოვოს.
|
|
|
|
|
პრაიმ ტაიმი, 27 ივლისი
ლუკა კურტანიძე, ქართული ოცნება: „ჩვენ ვლაპარაკობთ უმცირესობების უფლებების დაცვაზე, სექსუალური უმცირესობების დაცვაზე, მაგრამ კაცთა უფლებების დაცვაზე ვინ უნდა იზრუნოს?! ამ ქვეყანაში კაცთა უფლებები იქნება თუ არა დაცული მთელი თავისი შინაარსით?“
ასავალ-დასავალი, 20-26 ივლისი
სოსო ჯაჭვლიანი, ქართული ოცნება: გაგეცინებათ და ფილმის შემოქმედებით ჯგუფში შვიდი ადამიანი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე გვყავდა.აბა,თუ გამოვა ვინმე დღეს და იტყვის, სოსო ჯაჭვლიანმა მცემა ან ვინმეს შეურაცხყოფა მოგვაყენა ორიენტაციის გამოო?! იცოდეთ, რომ სოსო ჯაჭვლიანი პირველი იქნება ამ კანონის წინააღმდეგი და წყეულიმც იყოს სოსო ჯაჭვლიანი, თუკი ოდესმე ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას დაუჭერს მხარს!
|
|
|
|
|
კვირის ქრონიკა, 27 ივლისი-2 აგვისტო
ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი: „სწორედ „ნაციონალები“ და მისი არასამთავრობო ორგანიზაციები ახდენენ დასავლეთის ღირებულებების ევროპისა და ამერიკის დისკრედიტაციას საქართველოში, როდესაც თავგამოდებულები იცავენ ქართული მენტალიტეტისთვის აბსოლუტურად მიუღებელ გეიაღლუმებსა თუ ერთსქესიანთა ქორწინებას და ამას ლიბერალიზმით ამართლებენ. ვინც დასავლური ცხოვრების წესს იცნობს, კარგად იცის, რომ იქ ნამდვილად არ არის პოპულარული გეიქორწინებები და ამას საზოგადოებას თავს არ ახვევენ, ხოლო ტელეეთერებში ამ კატეგორიის ადამიანების მიწვევა ე.წ. ტოქშოუებში, სრულიად გამორიცხულია.“
|
|
Geworld.ge, 22 ივლისი
გურამ ფალავანდიშვილი, ბურჯანაძე-გაერთიანებული დემოკრატები: მამათმავლობას რომ მიუღებლად თვლიდე, ამისთვის სულ არ არის საჭირო, რომ აუცილებლად მართლმადიდებელი იყო და ეკლესიურად ცხოვრობდე. ის იმდენად საძაგელი ცოდვაა, რომ თანაბრად მიუღებელია როგორც ქრისტიანისთვის, ისე ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის, თუნდაც ათეისტისთვისაც.“
Geworld.ge, 12 აგვისტო
აკაკი ასათიანი, ტრადიციონალისტთა კავშირი: აკრძალული უნდა იყოს ინცესტი, ერთნაირსქესიანთა ქორწინება, პედოფილია და მსგავსი არაბუნებრივი, ღვთისსაწინააღმდეგო ქმედებები, თორემ ტელევიზიების აკრძალვას სად მოუტანია სიკეთე?
|
ასავალ-დასავალი, 20-26 ივლისი
ელიზბარ ჯაველიძე, სახალხო კრება: ამერიკაში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებამ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დაგვაყენა! ეს არის ღმერთის წინააღმდეგ გალაშქრება! აქ ზოგ ზოგიერთებს ძალიან, რომ გაუხარდათ, ამერიკაში ერთსქესიანთ ქორწინება დააკანონესო, შევახსენებ, რაც მოხდა თბილისში 13 ივნისს! და თუ ასე გააგრძელებთ ღვთის გმობა, ვერეს ხეობაში დატრიალებული ტრაგედია მონაგონი იქნება!
ასავალ-დასავალი, 10-16 აგვისტო
კახა კუკავა, „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი: „ამათ თან ევროპასთან უნდათ და თან რუსეთსაც ეფერებიან! მამათმავლებიც უნდათ და კონსტიტუციაში ერთსქესიანთა ქორწინების დაუშვებლობის ჩანაწერიც!
|
|
|
|
ასავალ-დასავალი, 20-26 ივლისი
ალექსანდრე ჭიკაიძე, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე, ყოფილი შსს მინისტრი: „ჩემი შეგნებითა და ცნობიერებით ვერანაირად აღვიქვამ და დაუშვებლად მიმაჩნია, რომ საქართველოში „ოჯახები“ მამაკაცისა და მამაკაცის, ან ქალისა და ქალის ქორწინების შედეგად შეიქმნას!“
|
|
ობიექტივი, ღამის სტუდია, 31 ივლისი
ნინო მიქიაშვილი, წამყვანი: მოგეხსენებათ როგორი რეაგირება მოჰყვა გარკვეულ შტატებში იმ კანონის მიღებას, რომლითაც ეს გარყვნილება დააკანონეს და ეს ყველასთვის მისაღები იქაც არ არის...გარყვნილების დემონსტრირება არ შეიძლება და რაც ამერიკამ გააკეთა მიუღებელია“.
ობიექტივი, ღამის სტუდია, 1 აგვისტო
მაკა რაზმაძე, ჟურნალისტი: „რომელი ადამიანის უფლებებზე ვლაპარაკობთ საერთოდ, რომელ ცისფერებზე, ყვითლებზე და კოპლებიანებზე ვლაპარაკობთ და ვიცავთ, როდესაც უბრალოდ ადამიანი არ გვყავს დაცული და ხვეტავენ უბნიდან მარტო იმიტომ რო ოდესღაც მარიხუანა მოწია.“
|
ობიექტივი, ღამის სტუდია, 25 ივლისი
გია არეშიძე, ჟურნალისტი: „რა თქმა უნდა, ყველგან არის მამათმავლობა, დედათმავლობა... მაგრამ არ ხდება ამ ხალხის ესეთი დონის მხარდაჭერა არასამთავრობო სექტრისა და სასამართლოების და მთავრობის მხრიდან, როგორც ეს დღევანდელ დასავლეთში, ხო?“
ასავალ-დასავალი, 20-26 ივლისი
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებამ არამხოლოდ იქაური პედერასტები აღაფრთოვანა,არამედ, თქვენ წარმოიდგინეთ, სატანისტებიც! და ეს არცარის გასაკვირი,რადგან სატანისტობა და პედერასტობა, როგორც იტყვიან, „მომიჯნავე სპეციალობებია“!
|
|
|
|
ასავალ-დასავალი, 10-16 აგვისტო
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი:„მე ნამდვილად არ მაინტერესებს, ამ ქვეყანაში თუ მართლაც „ყველაფერი მოსულა - აქ ჯამლეტამ ბონდო დააორსულა!.. ეს ყველაფერი - პედერასტობა და ბოზობა - ადამიანის პირადი არჩევანია და პირადი ცხოვრებაა, დახურულ, პრივატულ სივრცეში!.. მაგრამ როდესაც ეს პედერასტობა და ბოზობა ხდება ღია ცის ქვეშ, ხელისუფლების მხარდაჭრით მოწყობილ „კაზანტიპობაზე“, მაშინ ლოგიკურად მიჩნდება კითხვა: ჩვენ ამისთვის გვჭირდება ხელისუფლება?!“
|
|
|
|
|
კვირის ქრონიკა, 27 ივლისი -2 აგვისტო
წყარო: factroom.ru
„რა კავშირია გველებსა და გეებს შორის? აბა, რა გითხრათ,ზოგისთვის ორივე ერთნაირად გულის ამრევია, ზოგისთვის - არა.“... „სავარაუდოდ, არატრადიციული ორიენტაციის მქონე მამაკაცის ამოცნობის უნარი ბუნებამ დედობისთვის მზადმყოფ ქალს იმისთვის არგუნა, რომ ძვირფასი დრო ტყუილად არ დაკარგოს.“
|
|
|
|
|
კვირის ქრონიკა, 27 ივლისი -2 აგვისტო
წყარო: vlasti.net
სათაური:სამხრეთ აფრიკაში გეებსა და ლესბოსელებს ჯგუფური გაუპატიურებით... მკურნალობენ
„თურმე,ბოლო პერიოდში სამხრეთ აფრიკაში ძალიან გავრცელებულა არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანების ჯგუფური გაუპატიურების შემთხვევები, რისი მიზანიც მათი ანტისაზოგადოებრივი ქცევების კორექციაა."
|
|
|
|
|
საქინფორმი, 10 აგვისტო
არნო ხიდირბეგიშვილი, საქინფორმის მთავარი რედაქტორი: „სიუჟეტის სიმძაფრით ვერც ერთი დეტექტივი ვერ შეედრება „ტელეკომპანია 2“-ს სისხლიან და ბინძურ ისტორიას, რომელიც 21-ესაუკუნის დასაწყისიდან 24-საათიან რეჟიმში აჰიპნოზებს საქართველოს მოსახლეობას: სააკაშვილი - კარგია, დანარჩენები - ცუდი, ამერიკა - კარგია, რუსეთი - ცუდი, პედერასტები - კარგია, ილია მეორე - ცუდი!“..
„სამწუხაროდ, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ზომების მიღებას მედიის წინააღმდეგ, რომელიც ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდით, ლგბტ-ღირებულებების პროპაგანდით, გარყვნილებისა და თვითნებობის პოპულარიზაციით არის დაკავებული“...
|
|
საქინფორმი, 20 ივლისი
არნო ხიდირბეგიშვილი, საქინფორმის მთავარი რედაქტორი: ოლიმპიადის დღეებში დაგეგმილია სხვა პროვოკაციაც:„ერთი იდეოლოგიის მქონე ორიორგანიზაცია – „ნაცმოძრაობა“და ლგბტ–საზოგადოება – თბილისში გეი–პარადისჩატარებას შეეცდება, რომ ვიღაც პედერასტის, ლესბოსელის თუ მათი მეთაურის – პარადის მთავარ ორგანიზატორის „შურიკა“ ბარნოვის თავში ტაბურეტკა მოხვდეს და მსოფლიო „აღშფოთდეს ივანიშვილი–ღარიბაშვილის ხელისუფლებით, რომელიც სექს-უმცირესობებს ჩაგრავს“!“
|
Geworld.ge, 5 აგვისტო
არმაზ სანებლიძე, ჟურნალისტი: „ახალგაზრდული ლგბტ-ცენტრები დღეს მთელ “ცივილიზებულ სამყაროშია” გახსნილი. საიდუმლო არ არის, რომ ამ ადგილებში გამოცდილი, გახრწნილი ადამიანები პოულობენ ნორჩ პარტნიორებს თავიანთი გაუკუღმართებული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად“.
...მაშასადამე, ადამიანის განკურნება ამ სენისგან ისევე აუცილებელია, როგორც ყველა სხვა დაავადებისგან. მედიცინა ვალდებულია, მონახოს განკურნების გზები და საშუალებები“.
|
|
|
|
Geworld.ge, 22 ივლისი
გიორგი გაჩეჩილაძე, ჟურნალისტი: „მხოლოდ ერთობით, მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება, აღვუდგეთ წინ ამ საშინელ ჭირს, რომლის გავრცელებითაც აშშ გვემუქრება და რომელიც გააქრობს ქართველობას, როგორც ერს“.
Geworld.ge, 22 ივლისი
ზურაბ ცუცქირიძე, ჟურნალისტი: „ჰომოსექსუალიზმი ნორმალური მოვლენა არ არის, რადგან იგი ბუნების კანონების საწინააღმდეგოა, ანომალიაა... ანომალიური სქესობრივი ორიენტაციის ადამიანების უფლებათა დამცველი ორგანიზაციები რომ არსებობს, ჯანმრთელობის ანომალიური მდგომარეობის მქონე ადამიანთა უფლებებს რატომ არავინ იცავს? რატომ არავინ გამოდის საწინააღმდეგო აქციებით იმ შეზღუდვების აღსაკვეთად, რომლებიც დაწესებულია ჭლექიანების, ტიფიანების, ქოლერიანების, მუნიანების და ა. შ. წინააღმდეგ? თუმცა რა გასაკვირია, როდესაც ჰომოსექსუალიზმი დაავადებათა ნუსხიდან ამოიღეს, ხოლო იმ ნუსხაში შეიტანეს... სიყვარული... ჰო, ჰო, სიყვარული!“
|
|
ჰომოფობია: სასულიერო პირები
|
|
ასავალ-დასავალი, 20-26 ივლისი
ელიზბარ დიაკონიძე, დეკანოზი: თევდორე ბერობა მირჩევნია ერთსქესიანთა ჯვრისწერას, რასაც, დღეს თუ ხვალ დამიკანონებს სახელმწიფო! ის ხალხი სადაა, ჩოხით რომ ისხდნენ სხდომებზე და ახლა გასუსულებიარიან?
|
Geworld.ge, 5 აგვისტო
მამა გიორგი (რაზმაძე),ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი: „რაც შეეხება ისევ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, ვისაც მიაჩნია, რომ სოდომია ნორმალური მოვლენაა, ვეკითხები: თუ ეს ავადმყოფობა არ არის, რატომაა, რომ მსგავსი გადახრის მქონე ადამიანის სისხლს არ უსხამენ ავადმყოფს?“
|
|
|
|
ჰომოფობია: საზოგადოებრივი ორგანიზაციები
|
|
|
|
|
Geworld.ge, 22 ივლისი
ალექსანდრე ჭაჭია, გლობალიზაციის პრობლემების კვლევის ცენტრი: „ამერიკელი ვიდალ გორი ასევე ნიჭიერი მწერალია, მაგრამ მისი რომანები პედერასტიის ღია პროპაგანდაა. ასეთი ნაწარმოებები არ უნდა ხვდებოდეს წიგნის ბაზარზე“...
„ხალხს ხელისუფლების შეცვლა იმისთვის უნდოდა, რომ საქართველოში არ ჩატარებულიყო გეიაღლუმები, ტელევიზიებს არ გაერყვნა ახალგაზრდობა, სახელისუფლო სტრუქტურებს დაეცვა ტრადიციული სულიერი ღირებულებები, მორალური ნორმები“...
|
|
|
|
|
Geworld.ge, 6 აგვისტო
კონსტანტინე ჩიკვილაძე, ევრაზიის ინსტიტუტი: „პედერასტებმა საკუთარ გაუკუღმართებულ ცხოვრების წესში ჩაითრიეს ადამიანების იმ ადამიანების მნიშვნელოვანი რაოდენობაც, რომლებიც თავისი ბუნებით ბისექსუალურები არიან...ჰომოსექსულაიზმის პროპაგანდა, პოლიტიკური გავლენის მექანიზმი გახდა- გარკვეული ძალები ძალ-ღონეს არ იშურებენ, მიმდინარეობს აქტიური მცდელობა „ჩააკვეხონ“ ჰომოსექსულაიზმი ეროვნულ მენტალიტეტში. პედერასტული ღირებულებების ირგვლივ ამტყდარ ბრძოლას, შეიძლება ეწოდოს პოლიტიკური ექსპანსიის სტრატეგია.“
|
|
|
|
|
Geworld.ge, 29 ივლისი
გივი სიხარულიძე, მსახიობი: „მე რომ მკითხოთ, რუსული არხები რაც შეიძლება მეტი უნდა იყოს და გეტყვით, რატომ: სიმართლე გითხრათ, პოლიტიკისა არაფერი მწამს, მაგრამ იმის შემდეგ, რაც პუტინმა განაცხადა, არ დავუშვებ ჩემს ქვეყანაში ჰომოსექსუალიზმს, კაცის კაცზე გათხოვებას და ქალის _ ქალზეო, მისდამი, როგორც სახელმწიფოს მეთაურის მიმართ, სიმპათია გამიჩნდა. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენმა პრემიერმაც იგივე გაიმეორა.ღარიბაშვილი ოჯახის შვილია, პატიოსანი ცოლი ჰყავს და მან უთხრა სრულიად საქართველოს, მე ვიცავ ოჯახის სიწმინდეს და ჩემთვის მთავარი ეს არისო“.
|
ასავალ-დასავალი, 3-9 აგვისტო
ავთანდილ უნგიაძე, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი: „საერთო სტატისტიკით, შიდსით დაავადებულთა 76 პროცენტი ჰომოსექსუალია... ასეთ ადამიანს იმდენად დამახინჯებული აქვს რეალობის აღქმის უნარი, რომ უმაღლეს ხელისუფლებაში კი არა, ადამიანთა მცირე ჯგუფის სამართავადაც არ გამოდგება.“
„იმ ბავშვებზე, რომლებიც ერთსქესიან წყვილებთან ერთად ცხოვრობენ, ძალიან ხშირად სექსუალურად ძალადობენ. რატომ ართმევენ ბავშვებს დედისა და მამის მზრუნველობის უფლებას?“
|
|
|
|
Geworld.ge, 29 ივლისი
თამრიკო ჭოხონელიძე, მომღერალი: უბრალოდ, ისტერიული სიცილი ამიტყდება ხოლმე, როცა წარმოვიდგენ, როგორ ქორწინდებიან მამაკაცები(!)...მე დედა ვიცი ქალი და მამა _ კაცი! ცოლი ვიცი ქალი და ქმარი _ კაცი!“
|
|
ანტიდასავლური განწყობები: პარტიები
|
|
ასავალ-დასავალი, 20-26 ივლისი
სოსო ჯაჭვლიანი, ქართული ოცნება:„ამერიკაში, სადაც ძალიან ბევრ შტატში სიკვდილით დასჯა დღემდე არსებობს, ჯერ სასჯელის ეს ზომა გაეუქმებინათ და მერე ეზრუნათ მაგათ [ლგბტ] უფლებებზე. ამერიკელები, იცით, ვინ არიან? 70-იან წლებში მათ ქვეყანაში ავტობუსში შავებს და თეთრებს ცალ-ცალკე სვამდნე. ეს ის ამერიკაა, სადაც გილიოტინა 80-იანი წლების ბოლომდე ჰქონდათ. ამ დროს კი საქართველოში ჭაბუკიანს და ფარაჯანოვს ხელის გულზე ვატარებდით, მიუხედავად მათი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციისა“...
|
|
ობიექტივი, ღამის სტუდია, 29 ივლისი
ადა მარშანია, პატრიოტთა ალიანსი, „ობიექტივის“ წამყვანი: „აი, რაში მდგომარეობს, რა არის ეს დასავლური ღირებულებები?.. ანუ წინ წამოწეული სექსუალური უმცირესობების უფლებები, გეგონება საქართველოში... რაღაც მე არ მახსოვს, რომ საქართველოში იდევნებოდნენ ეს ადამიანები და რაღაცა ეს ინცინდენტები ყოფილიყოს. და ცხადია, მერე უკვე ეს ყველაფერი რუსეთის წისქვილზე, ცუდი გაგებით ასხამს წყალს... რა საკვირველია ამ ქვეყნებში ეს უმცირესობები უფრო საჯარონი არიან და უფრო სხვა თავისუფლება აქვთ მათ, მაგრამ იცით თქვენ, რომ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არის ამ ადამიანების მიმართ და პროპაგანდა ბევრ ქვეყანაში აკრძალულიც არის, აი ეს არის ამ ადამიანების მდგომარეობა ევროპაში“.
ასავალ-დასავალი, 3-9 აგვისტო
ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: „დღეს ევროპის გზა კულტურისა და ცივილიზაციის გზა არ არის. ეს ცოდვის გზაა.“
|
|
ასავალ-დასავალი, 20-26 ივლისი
ელიზბარ ჯაველიძე, სახალხო კრება: ამერიკაში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებამ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დაგვაყენა! ეს არის ღმერთის წინააღმდეგ გალაშქრება! აქ ზოგ ზოგიერთებს ძალიან, რომ გაუხარდათ, ამერიკაში ერთსქესიანთ ქორწინება დააკანონესო, შევახსენებ, რაც მოხდა თბილისში 13 ივნისს! და თუ ასე გააგრძელებთ ღვთის გმობა, ვერეს ხეობაში დატრიალებული ტრაგედია მონაგონი იქნება!
|
Geworld.ge, 29 ივლისი
გია ბურჯანაძე, სახალხო კრება: „საკუთარ ქვეყანაში [ამერიკაში], რაც გინდა, ის გააკეთე, მაგრამ რას ჰქვია, სხვა ქვეყნებშიც იგივე დააკანონო?!საქართველოში არა მხოლოდ დღის წესრიგში დადგება ეს საკითხი, გააკეთებენ კიდეც; რადგან დღეს საქართველოში ყველაზე დიდი საფრთხე გაუნათლებლობაა - ხალხი ბნელ მასად აქციეს და ეს ბნელი ხალხი, რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებს“.
|
|
|
|
ანტიდასავლური განწყობები: ყოფილი ხელისუფლება
|
|
ასავალ-დასავალი, 27 ივლისი- 2 აგვისტო
თემურ ხაჩიშვილი, უშიშროების ყოფილი მინისტრი: სულ ახლახან აშშ-მა დააკანონა ერთსქესიანი ქორწინება და საკუთარი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად გამოაცხადა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ანალოგიური შედეგის მიღწევა... აშშ-ს მხრიდან „მენტალური ოკუპაციის“ პოლიტიკა ჩვენს ქვეყანას გაცილებით მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე რუსეთის მიერ ტერიტორიების მიტაცება! ტერიტორიებს ქვეყნები კარგავენ და იბრუნებენ, ეროვნული ცნობიერების დაკარგვის შემთხვევებში კი ამ ტერიტორიების დაბრუნების მსურველი საქართველოში აღარავინ იქნება!..
განახლებულ მსოფლიოში ქართველებს ჩვენი ადგილი გვაქვს საპოვნელი - ან მხარს დავუჭერთ საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ტრადიციულ ღირებულებებს, რომელთა მთავარი ფენომენი იყო მართლმადიდებლობის ოჯახის ინსტიტუტის, ზნეობრივი ცხოვრების წესის პატივისცემა, ან თავისუფლებიდან გადავალთ, მომიტევეთ გამოთქმისთვის „ტრაკისუფლებაზე“.
|
|
ანტიდასავლური განწყობები: მედია
|
|
ობიექტივი, ღამის სტუდია, 20 ივლისი
ნინო რატიშვილი, წამყვანი: ჩვენ ამერიკელი ხალხის დირექტივის შესრულების დილემის წინაშე კი არ აღმოვჩნდებით, ჩვენ აღმოვჩნდებით ოფიციალური თეთრი სახლის... როდესაც დასავლელი ლიდერები, აკეთებენ განცხადებას , რომ მე თქვენი კულტურა არ მაინტერესებს, მთავარი არის ეს“...
|
|
ობიექტივი, პოლიტიკური ღამე, 26 ივლისი
ვალერი კვარაცხელია, წამყვანი: ე.ი. ჩვენ არ ვგმობთ ამ საცოდავ ელგებეტე საზოგადოებას, მათ თავიანთი პრობლემები აქვთ და მათაც უნდა იარსებონ ამ ქვეყანაზე... მაგრამ მე პირადად ვგმობ ეხლა რომ ვხედავდით ოთხ ადამიანს, აი ამ ოთხ თახსირს, რომლებიც არა მარტო საკუთარ ქვეყანას წამლავენ, არამედ წამლავენ მთელ მსოფლიოს. ერთი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტია, მეორე ვიცე პრეზიდენტია, მესამე ყოფილი პრეზიდენტია და მეოთხე პრეზიდენტობისთვის ემზადება.“
|
ობიექტივი, ღამის სტუდია. 21 ივლისი
მაყურებელი: „ენა არა აქვთ, ამერიკელებზეა ლაპარაკი, მამული არა აქვთ, სარწმუნეობა არა აქვთ, ისტორია არა აქვთ... სულ არ მიყვარს რუსები, მაგრამ უკეთესსა, ცუდსა და უფრო ცუდს შორის ვარჩევ იმათ. თან ეს უფრო ცუდია ჩემთვის იმიტომ, რომ ნელა მკლავს და იმან შეიძლება ბომბით მომკლას... აი, ასე ნელ-ნელა, წყნარად, მახრჩობს ფულით, მახრჩობს სარწმუნოებით, მახრჩობს თავისი ცხოვრების წესით და მერე ბოლოს ყველაფერს ყიდულობს აქ და ბოლოს ვიქნები ყველაზე იაფფასიანი მუშახელი ჩემს ქვეყანაში.“
|
|
|
|
ობიექტივი, ღამის სტუდია, 25 ივლისი
მაყურებელი: „დასავლეთი ეს არის უერო, უსქესო, უტრადიციო კოლონიზატორები“...
Geworld.ge, 12 აგვისტო
დავით მხეიძე, ავტორი: „რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც კანონის ძალით აკრძალა გეიაღლუმების გამართვა, მას შემდეგ, რაც აშშ-მა ქვეყნის მაშტაბით ყველგან დააკანონა ერთნაირსქესიანთა ქორწინება და უფრო მეტიც, სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის, პირით მსოფლიოს დაემუქრა ამ “ჰუმანური” აქტის გავრცელებით. ამ დროს პუტინის რუსეთის ხისტი პოზიცია ამ უზნეო სიბინძურისადმი კიდევ უფრო აქტუალური და მისასალმებელია.
|
|
Geworld.ge, 22 ივლისი
ზურაბ ცუცქირიძე, ჟურნალისტი: “სტრატეგიული პარტნიორობის” მიუხედავად, ამერიკის პედარასტული გამოცდილების ჩვენს ქვეყანაში გადმონერგვას არ დავუშვებთ. რა კანონებიც უნდა მიიღოს აშშ-ის კონგრესმა და რა გადაწყვეტილებებიც უნდა გამოიტანოს მათმა უზენაესმა სასამართლომ, ჰომოსექსუალიზმი ნორმალური მოვლენა არ არის, რადგან იგი ბუნების კანონების საწინააღმდეგოა, ანომალიაა.“
|
საქინფორმი, 3 აგვისტო
არნო ხიდირბეგიშვილი, საქინფორმის მთავარი რედაქტორი: „2015 წლის 28 ივნისს, აშშ-ის უმაღლესი სასამართლოს მიერ ერთსქესიანი ქორწინებების ნებადართვიდან მესამე დღეს, მე მივმართე ქართველ ერს და მოვუწოდე თანამემამულეებს, ბოლოს და ბოლოს ჩამოყალიბდნენ: ღმერთი თუ ამერიკა? GOD or USA? უმეტესობამ ღმერთი ირჩია, უმცირესობამ კი, რომელიც ადამიანებს ჰყოფს პრინციპით: „თუ პედერასტი არ არის, ესე იგი კრემლის აგენტია!“"
|
|
|
|
ანტიდასავლური განწყობები: სასულიერო პირები
|
|
Geworld.ge, 22 ივლისი
არჩილ (ქიტუაშვილი), სასულიერო პირი:„ანტიდასავლური განწყობა იმიტომ იზრდება, რომ დღეს დასავლეთი ასოცირდება სიბილწესთან... ქართველი კაცი თავისი იდეოლოგიითა და ფასეულობებით ქრისტიანია, ქრისტიანული მსოფლმხედველობისთვის კი აღვირახსნილობა მიუღებელია...
გვაძალებენ კიდეც და პირდაპირ გვეუბნებიან: ან შეასრულებთ ყველაფერს, რასაც ჩვენ გეუბნებით, ან ევროკავშირს და ნატოს დაემშვიდობეთო... ზუსტად ასე იყო ძველათაც, როცა დიდ სახელმწიფოებს საქართველოს დაპყრობა სურდათ. იმხანად ჩვენს მეფეებს ტახტის შენარჩუნების სანაცვლოდ ქრისტიანობის უარყოფას და მტრის სარწმუნოებაზე გადასვლას სთხოვდნენ. ფაქტობრივად...დღეს ევროპა უღმერთოდ ცხოვრობს და ევროპელების არჩევანი არის უღმერთობა; დასავლეთი თავს გვახვევს არაქრისტიანულ ცხოვრების წესს და ამის დაშვება არ შეიძლება, თორემ ქართველი ერი დაიღუპება.“
Geworld.ge, 5 აგვისტო
გიორგი (რაზმაძე),ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი: „ანტიდასავლური, განსაკუთრებით ანტიამერიკული, განწყობა იმიტომ ძლიერდება, რომ ეს სახელმწიფო სჩადის უამრავ ბოროტებას... გასაკვირია პირდაპირ, რომელ ერს დამისახლებთ, ამერიკელების გარდა, რომელმაც საომარ მოქმედებებში ატომი გამოიყენა და ასიათასობით ადამიანი დახოცა, რომელ ერს დამისახელებთ, რომელმაც ყველანაირად გაძარცვა მსოფლიო?“.
|
|
ანტიდასავლური განწყობები: საზოგადოებრივი ორგანიზაციები
|
|
Geworld.ge, 22 ივლისი, ასავალ-დასავალი, 27 ივლისი - 2 აგვისტო, საქინფორმი, 3 აგვისტო
ალექსანდრე ჭაჭია, გლობალიზაციის პრობლემების კვლევის ცენტრი:„დასავლური ე. წ. ღირებულებების გავრცელებამ სულიერი გახრწნა და ტრადიციული ზნეობის დაცემა მოიტანა... პუტინი ცდილობას, შექმნას მსოფლიო ალტერნატიული ძალა, რომელიც წინ აღუდგება ამერიკელთა გლობალიზაციის პროექტს _ ერების დენაციფიკაციას, ტრადიციული ზნეობის, რელიგიური მრწამსისა და ეროვნული თვითშეგნების განადგურებას.
ზოგს უკვირს, თუ რატომ ითხოვენ ამერიკელები პედერასტიის დაკანონებას მაშინ, როდესაც ეს ამა თუ იმ ქვეყნის საზოგადოების დიდ ნაწილში ამერიკისადმი ანტიპათიას იწვევს. საქმე ისაა, რომ პედერასტიის დაკანონება სპობს იმ საძირკვლებს, რომლებზეც დგანან თანამედროვე ერები, როგორც კულტურულ-ისტორიული ფენომენები, ანუ პედერასტია ანგრევს რელიგიურ მრწამსს, ტრადიციულ ზნეობას, ოჯახურ მორალს, საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ სულიერ ღირებულებებს, ეროვნულ წეს-ჩვეულებებ და ამით ერს ადვილად სამართავ ბრბოდ აქცევს. ღარიბაშვილი ქართულ ოჯახში გაზრდილი კაცია და მისთვის პედერასტების ქორწინების დაკანონება ქართველობაზე უარის თქმის ტოლფასია!“
|
|
Geworld.ge, 22 ივლისი
ალექსანდრე ჭაჭია, გლობალიზაციის პრობლემების კვლევის ცენტრი:“ როდესაც ჩვენ გავხდით აშშ-ის “უმცროსი პარტნიორი”, შობადობის მაჩვენებელი კატასტროფულად დაეცა, ხოლო მოკვდავობისა კატასტროფულად გაიზარდა, ქარხნები და ფაბრიკები ჯართში ჩააბარეს; ქართველი ერის მესამედი ემიგრაციაში წავიდა და სხვა ქვეყნებში მომსახურე პერსონალი გახდა, ყოველი მეორე, ვინც სამშობლოში დარჩა, უმუშევარია; ტერიტორიების 20 პროცენტი დაკარგულია, დარჩენილი მიწები ინდოელებს, ჩინელებს, პაკისტანელებსა და კიდევ ვიღაცას მიჰყიდეს, ხოლო პედერასტები ინგლისურენოვანი პლაკატებით ხელში დედა ენის ძეგლთან იკრიბებიან და ერთნაირსქესიანი სიყვარულისთვის თავიანთი უფლებების დაკანონებას ითხოვენ. ასეთი “პარტნიორობის” კიდევ 10 წელი და ქართველი ერი, როგორც კულტურული სათემო, უბრალოდ, აღარ იარსებებს”.
|
ასავალ-დასავალი, 3-9 აგვისტო
ავთანდილ უნგიაძე, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი: „თავის დროზე ამერიკაში ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა განაპირობა იმ პროექტმა, რომლის მიხედვითაც უნდა განეხორციელებინათ დემოგრაფიული პროცესების კორექტირება და შობადობის შემცირება. ჰომოსექსუალიზმი პირდაპირ მისწრება იყო, რადან ეს ბუნების საწინააღმდეგო ქმედებაა და გამრავლება არ ხდება. მიაქციეთ ყურადღება, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებამდე ჰომოსექსუალისტები წლების განმავლობაში ახორციელებდნენ ექსტრემისტულ-რასისტულ ძალადობას უმრავლესობაზე, მიაღწიეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმებას, მოითხოვეს არა მარტო ჰომოსექსუალიზმის ლეგალიზება, არამედ, მისი პროპაგანდის უფლება... ჩვენი ტელევიზიები დასავლეთის მიერ არის ოკუპირებული, ძლიერია არასამთავრობო ორგანიზაციების გავლენაც, ხოლო ხელისუფლება უუნაროა..“
|
|
|
|
ანტიდასავლური განწყობები: საზოგადოება
|
|
ასავალ-დასავალი, 10-16აგვისტო
ლალი ბადურაშვილი, მსახიობი: „ვერ გავიგე - თუ პუტინი უნდა გავაკრიტიკო, რატომ უნდა დავუკრა თავი ყველაფერზე ჯონ კერის, რომელიც ამბობს, იძულებით მიგაღებინებთ კანონს ერთსქესიანთა ქორწინების შესახებო?!.. ანტი ვიქნები ყველას მიმართ, ვინც ჩემს მენტალიტეტსა და ტრადიციებს შეეხება. რუსეთმა თუ ხელ-ფეხი მოგვაჭრა, ამერიკა გულს და სულს გვართმევს.“
|
|
Geworld.ge, 29 ივლისი
გივი სიხარულიძე, მსახიობი: „ჩვენ, იცით, რას გვიშვრებიან ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები? პირდაპირ გვეუბნებიან: მიგიღებთ ნატოში, მაგრამ ორასი წლის შემდეგ, თუ თქვენთან, სახელმწიფოში, კაცი კაცს მოიყვანს ცოლად და ქალი ქალზე გათხოვდებაო. მე კი ვამბობ: წყეულიმც იყოს ის სულხან-საბას, შოთა რუსთაველის, გრიგოლ რობაქიძისა და ილია ჭავჭავაძის საქართველო, რომელიც ევროკავშირის წევრობას სოდომური ცოდვის დაკანონებითა და აღვირახსნილობის, გარყვნილების დამკვიდრებით მიაღწევს! წყეულიმც იყოს ის საქართველო და ქართველი ხალხი, რომელიც ამას დაუშვებს და გარე ძალების მიერ ნაკარნახევ უბედურებას უჩუმრად მიიღებს!.“
|
|
კვირისი პალიტრა, 22 ივლისი
სოსო ჯაჭვლიანი, დეპუტატი: არა, ბოზი "ლამაზმანს" ნიშნავს... მაგრამ არც 10 მანეთად დავდიოდი მათთან. ვთქვ იკიდეც, საბჭოთა კავშირი სლამაზმანებთანაც მიმუშავია, მაგრამ ათი მანეთი არ გადამიხდია.... სანამ ცოლს მოვიყვანდი, თამაშისა და მუშაობის უფლება არ მქონდა? სვეტლანა ტომა, პროკლოვა, ვერა სარანოვა, უკრაინელი გალინა, ერთი მახსოვს, "მის რასია" იყო, ქართველებზე საერთოდ არ ვლაპარაკობ...
|
|
კვირის ქრონიკა, 20-26 ივლისი
მადონა ჯაში, ექსტრასენსი: „რაც არ უნდა აბსურდულად მოგეჩვენოთ, ქალი, ეს მშვენიერი სქესის სუსტი არსება, მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ მეუღლეთა გინებასა და კონფლიქტს, საბედნიეროდ, ხშირად შერიგება და თბილი სიტყვების შენაცველბა მოსდევს.“
|
|
გენდერული სტერეოტიპები: მედია
|
|
|
|
|
ალია, 11 აგვისტო
წყარო:myjane.ru
„რამდენად დაიჯერებთ, რომ ქალი მამაკაცს იღლიის სუნის მიხედვით ირჩევს, თქვენი გადასაწყვეტია, აი, მეცნიერები კი ამ აღმოჩენის შემდეგ, „იდეალური დეზოდორანტის“ შექმნას აპირებენ, რომელიც ძლიერ სქესს ნებისმიერი ქალის მოხიბვლის საშუალებას მისცემს.“
|
|
|
|
|
ალია, 11 აგვისტო
წყარო: news.21.by
„ერთ-ერთი თეორიის თანახმად, მამაკაცი მეძავების უმრავლესობა გეია, რომლებიც ბევრად იოლად მისაწვდომები და გახსნილები ყოფილან, ვიდრე ქალები.“
|
|
|
|
|
საქინფორმი, 3 აგვისტო
არნო ხიდირბეგიშვილი, საქინფორმის მთავარი რედაქტორი:„2013 წლიდან, ხელისუფლების სათავეში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, „მე-9 არხი“ დახურეს და ახალი ხელისუფლება ხმისა და რუპორის გარეშე, პრესამსახურებისა და PR-დეპარტამენტები სხელმძღვანელების - ახალგაზრდა გოგონების ანაბარად დატოვეს, რომელთა გარეგნობაც მათი არაპროფესიონალიზმის პირდაპირ პროპორციულია.“
|
|
ასავალ-დასავალი, 20-26 ივლისი
გივი სიხარულიძე, მსახიობი: ეგრე, ჩვენში „სვეტსკი გოგოობაც“ კარგ ტონად ითვლება, ვითომ! არადა,რა არის ეს „ტელევარსკვლავ-სვეტსკობა“?! ბოზობა ჰქვია მაგას,ბო-ზო-ბა! 100 კაცს რომ გამოიცვლი და „თავისუფალი გოგო“ ვარო, გაიძახი, ბოზი ხარ და ვერ გაგიგია! ჰოდა, ეს ჩვენი ხურუშიანი ბიჭებიც,თუ ქალი ასჯერ არ არის „შემოწმებული“,ისე ცოლად არ მოიყვანენ! ქალიშვილი გოგოები აღარ უნდათ და ბოზები მოჰყავთ ცოლებად!“
|
|
|
|
|
ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში.
|
|
|
|
|
მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მედიის განვითარების ფონდს (MDF) და არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად.
|
|
|
|
|
|
|