MDF
#1 (56), 15 ივნისი -15 ივლისი, 2015

პროექტის შესახებ: „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, რომელსაც მედიის განვითარების ფონდი საქართველოს გაეროს ასოციაცასთან პარტნიორობით ახორციელებს, გრძელდება ქართულ მედიაში სიძულვილის ენის, ქსენოფობიის, ჰომოფობიის, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და ანტიდასავლური განწყობების მონიტორინგი. მონიტორინგის მიგნებების შედეგები ყოველთვიურ ბიულეტენში აისახება, ხოლო ყოველდღიური მონაცემები „არა ფობიას!“ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში სექტემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი.

მთავარი მიგნებები

15 ივნისი-15 ივლისის პერიოდში მედიაში ჰომოფობიური განწყობები დომინირებდა, რაც მეტწილად ამერიკის უზენაესი სასამართლოს მიერ ლგბტ ქორწინების კონსტიტუციურ უფლებად აღიარებას უკავშირდებოდა. ეს ფაქტი ანტიდასავლურ განწყობებზეც აისახებოდა.

სტატისტიკა: ჰომოფობია -60, ანტიდასავლური განწყობები -28, ქსენოფობია 10, რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია - 4; გენდერული სტერეოტიპები -6; გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია -1.

ბიულეტენში წარმოდგენილია ცალკეული მაგალითები:

რუსული წყაროები: fondsk.ru,mainfun.ru, factroom.ru, ИА REX, politnavigator.net.

აღსანიშნავია, რომ რუსულ წყაროებზე დაყრდნობით არა მხოლოდ ჰომოფობიური და ანტიდასავლური განწყობების, არამედ გენდერული სტერეოტიპების ტირაჟირებაც ხდებოდა.

ჰომოფობია: ქართული ოცნება

საქინფორმი, 29 ივნისი

მანანა კობახიძე, ქართული ოცნება:“სულ რომ მარტონი დავრჩეთ ამ დედამიწაზე, ყველა ჩვენმა მეგობარმა, პარტნიორმა თუ მოკავშირემ რომ ზურგი გვაქციოს, მე მაინც ვიტყვი, რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება დიდი შეცდომაა, ხელისუფლების მხრიდან დაშვებული შეცდომა, თორემ სხვა დანარჩენ კატეგორიებზე, როგორიცაა ზნეობა, მორალი და ა.შ. ჩემზე უფრო ზნეობრივები და ღირსეულები ილაპარაკებენ"...

ასავალ-დასავალი, 13-19 ივლისი

გედევან ფოფხაძე, ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე: „თუ ვინმეს უნდა, რომ განსხვავებული ცხოვრების წესით იცხოვროს,ამის სამართლებრივ გაფორმებას ნუ მომთხოვს, რადგან მიმაჩნია, რომ ეს საკითხი სამართლებრივი რეგულირების სფეროში არ შედის!.. ადამიანმა, რომელსაც ქრისტიანობასა და ქართველობაზე აქვს პრეტენზია, ერთსქესიანთა ქორწინებას მხარი არ უნდა დაუჭიროს!“

კვირის ქრონიკა, 6-12 ივლისი

ლუკა კურტანიძე, ქართული ოცნება: „მოდი, ვთქვათ სიმართლე, ამჟამად საქართელოში არის სექსუალური უმცირესობების შემოტევა, თან ყვირიან, გინდათ თუ არა, დაგვიცავითო. ვერ გავიგე, ვისგან უნდა დაიცვან, როცა აქეთ ვართ დასაცავები?.. როცა ისინი ცდილობენ, თავიანთი უკუღმართობა კანონით გაამყარონ, ამაზე ვერ დავთანხმდები… ორი დღის წინ მე და სოსო ჯაჭვლიანი ვლაპარაკობდით, ხვალ რომ მოსაწვევი მოგვივიდეს და ეწეროს: „სიხარულით გატყობინებთ, დაქორწინდნენ მანანა და ლამარა. გთხოვთ, მობრძანდეთ.“ ხომ გადავალთ ჭკუიდან?

ჰომოფობია: სხვა პარტიები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 6 ივლისი

ირაკლი ბათიაშვილი, დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველო: “ამხელა მანქანა მუშაობს რომ ნელ-ნელა ე.ი. განსაკუთრებით ახალგაზრდობის ცნობიერება შეაგუონ ამას, რომ ეს [ჰომოსექსუალობა] ნორმალური, ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ ამაზე არ ღირს რეაგირება... ფასეულობები ბრჭყალებში ქვია ამას, ამიტომ ეს ძალიან საშიში პროცესია, რა თქმა უნდა.“

ალია, 10-13 ივლისი

ელიზბარ ჯაველიძე, სახალხო კრება:„ვინც ერთსქესიანთა კანონის მიღებაზე კრინტს დაძრავს მომავალში, ის ჩემთვის ადამიანი არ არის, ის იქნება ცხოველი. მაგის დაკანონებას ინცესტის დაკანონებამდე მივყავართ, ეს რომ გაიტანონ, მერე მაგასაც მოითხოვენ. ეს არის ამერიკელთა გეგმა. ხალხი უნდა გამოფხიზლდეს, ძალიან დიდ საშინელებას გვიმზადებენ.“

ასავალ-დასავალი, 13-19 ივლისი

ვალერი კვარაცხელია, პარტია „ნეიტრალური საქართველო“, ობიექტივის წამყვანი: „ესაა ოჯახის, საზოგადოების, ერის, სახელმწიფოსა და ზნეობის მკვლელობის იარაღი, ადამიანთა ნახირად ქცევის ინსტრუმენტი, ღმერთის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლისა და სატანის აღზევების გზა... მე არავის უკანალი არ მადარდებს, მაგრამ მადარდებს ამ შემზარავი საშინელების (მამათმავლობის, დედათმავლობისა და ერთსქესიანთა ქორწინების) პროპაგანდა. იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ეს პრობლემა აქვს, ტოლერანტული ვარ, მათი პროპაგანდისტების მიმართ კი შეურიგებელი და დაუნდობელი!“ 

ჰომოფობია: მედია

ალია, 8 ივლისი

რედაქციის პასუხი MDF-ის კვლევაზე:

„უამრავი კვლევით არის დამტკიცებული , რომ ერთსქესიანი ადამიანების ოჯახი ბავშვებზე უდიდეს უარყოფით გავლენას ახდენს და საკმაოდ ხშირად მოზარდებს თვითმკვლელობისკენაც კი უბიძგებს... ჰოდა, ასეთ რამეებს რომ ვკითხულობთ, გვიჩნდება შიში და თან არცთუ უსაფუძვლო შიში, რომ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდით ჩვენი შვილების მომავალს სერიოზული საფრთხე ექმნებათ - არ დავწეროთ ეს იმიტომ, რომ უი, დედა, უწუ-პუწუ, ამერიკასა და ევროპას არ ვაწყენინოთ? შანსი არ არის!“ ვწერდით, ვწერთ დადავწერთ დაუფარავად ყველაფერზე, რაც ჩვენს შვილებს, ოჯახებსა და ქვეყანას საფრთხეს უქმნის!!!“ 

ობიექტივი, ღამის სტუდია, 27 ივნისი

გია არეშიძე, წამყვანი: „დღეს ამერიკაში მოხდა ამბავი ძალიან სავალალო ამერიკის ისტორიისთვის და მე ვიტყოდი მსოფლიო ისტორიისთვის. ამერიკის უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რისი უფლებაც მას, ჩემი აზრით, არ ჰქონდა და ანუ თვითონ გადაწყვეტილება ხომ სავალალო და უბედურებაა“.

ობიექტივი, ღამის სტუდია, 23 ივნისი

ტელემაყურებელი: „კიბოს პირველ მეორე სტადიაზე შველიან მკურნალობით და თუ ის გადაიზარდა, მერე უკვე უსაშველოა... ღმერთმა ნუ ქნას ვინმე გადახრილს და გამრუდებულს პატარა სიტყვით შეურაცხყოფა მიაყენოს კი არა, უბრალოდ ცოტა სხვანაირად ახსენოს და ტყდება მთელი ალიაქოთი და განგაში.“

ალია, 10-13 ივლისი

ლევან ჯავახიშვილი, ჟურნალისტი: „ მაინტერესებს რას ფიქრობენ ზვიად ძიძიგური, ბიძინა გუჯაბიძე, გუბაზ სანიკიძე - რამდენად ესადაგება ერთმანეთს ჩოხოსნობა და პიდარასტობა?“... დასავლეთიდან მართული ლიბერასტები უკვე იმუქრებიან, რომ პოსტსაბჭოურ სივრცეში საქართველო პირველი ქვეყანა იქნება, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდებაო. მაგ ახვრებს ხუმრობა არ უყვართ.“

ალია, 19 ივნისი

წყარო: mainfun.ru

„ერთმა ცალტვინა ინდუსმა გარყვნილების მორევში მეორე არანაკლებ უტვინო ინდუსი ჩაითრია... როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სასამართლომ, კაცობადაკარგულ ინდუსს, მაინც აღარაფერი ეშველება და მოშარდვაც მაინც ჩაკუზულს მოუწევს!“ 

რეზონანსი, 29 ივნისი

გაზეთმა გამოაქვეყნა კარიკატურა, წარწერით: "აშშ-ში ერთსქესიანი ქორწინების ოფიციალური დაკანონების შემდეგ: "ახლა მხოლოდ კანის ფერის გამო თუ გვირტყამს ხოლმე"...

კვირის ქრონიკა, 6-12 ივლისი

გელა ზედელაშვილი, ჟურნალისტი: „არის თუ არა მზად საპარლამენტო უმრავლესობა, რომელმაც დიდი ტაშისკვრით მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი, დაიცვას საკუთარი „კაცობა“ „ელგებეტეების“ შემოტევისგან და დაგვიცვას ჩვენც, რიგითი მოკვდავნი?.. ერთნი ამბობენ, მათ შორის, ელისო ჩაფიძე და თამარ კორძაია, რომ პატივი უნდა ვცეთ მეტრაკეების უფლებებს, ხოლო მეორენი - მანან კობახიძე, სოსო ჯაჭვლიანი , ლუკა კურტანიძე ამტკიცებენ, რომ ასეთი „ღირებულებები“ მათთვის მიუღებელია.”

ასავალ-დასავალი, 13-19 ივლისი

გიორგი გიგაური ჟურნალისტი:„დიახ, რუის-ურბნისის კრების ძეგლის წერაში მე-18 კანონი სრულად, სოდომურ ცოდვას -მამთმავლობას ეხება… გაპედერასტებული და წაბილწული საქართველო, როგორც ასეთი, ვერიარსებებს - ეს ანომალიაა!.. ქართველი კაცი გენეტიკურად მართლმადიდებელია და თითოეულ ჩვენგანს, ვისაც გული ქართულად უძგერს და ძარღვებში ქართულად უჩქეფს სისხლი გულით, სულით, კანით გრძნობს: მამათმავლობა, როგორც უბილწესი ცოდვა არა მხოლოდ საბრალო პედერასტებსა და მათ დამცველებს ემუქრება სოდომური გოგირდის წარღვნით, არამედ - სრულიად საქართველოსაც!“

Geworld.ge, 17-23 ივნისი

დავით მხეიძე, ჟურნალისტი:“თურმე ნუ იტყვით და, ზემოთხსენებულ პროტესტანტულ „ეკლესიებს“ თავიანთ „წმინდა კრებებზე“ ხმათა დიდი უმრავლესობით დაუკანონებიათ ერთსქესიანი წყვილების კურთხევა მათი ჯვრისწერის სახით...ღმერთო კიდევ ერთხელ შემინდე, რომ უნებლიედ მიწევს იმ სიბინძურეების გამეორება, რომელთა უბრალოდ ნახვა-გაგონებაც კი სულის წარწყმედაა მურწმუნე ადამიანისთვის...საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ტრაქტატის მსგავსი შეთანხმება უნდა გააფორმოს რუსეთის ერთმორწმუნე ეკლესიასთან, რათა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე (ეს რუსეთის გარეშე რომ შეუძლებელია, სადავო, ალბათ არ არის) ლგბტ-ზაციის აშკარა საფრთხეს ერთად დავუპირისპირდეთ რუსები და ქართველები!“

კვირის პალიტრა, 3 ივლისი

მანანა გაბრიჭიძე, ჟურნალისტი: „დღეს ბევრი ღელავს, რომ ქართულ ტელე სივრცეშიც სულ გეებს და მეძავებს არეკლამებენ“...

საქინფორმი, 7 ივლისი

სათაური: უნიტაზის მწერალი ლაშა ბუღაძე საქართველოში გეი-ქორწინებების მომხრეა და აცხადებს, რომ ყველა, ვინც პედერასტების წინააღმდეგია - კრემლის ჯაშუშია!

ჰომოფობია: საზოგადოებრივი ორგანიზაციები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 5 ივლისი

არჩილ ჭყოიძე, ევრაზიული ინსტიტუტი:„არსებობს ნორმალური ურთიერთობა ქალისა და კაცის, დანარჩენს ქვია გარყვნილება…გასაგებია რომ შეიძლება რომელიღაც ადამიანს ქონდეს რაღაც ფიზიკური პრობლემა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ადამიანმა ბოდიში და უკანალი უნდა მისცეს მეორე ადამიანს… მედიცინითაც არის დადასტურებული, იმ ადამიანებში აი, ესეთი ნაკლოვანებით და თავიდან დაბადებით ასეთი პათოლოგიით არის სულ ერთი თუ ორი პროცენტი. დანარჩენი, ესენი არიან ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც არიან გახრწნილებაში, სიბილწეში და ცოდვაში…

ვალერი კვარაცხელია, წამყვანი: აი ეგ მინდოდა, ეგ მინდოდა მეთქვა

არჩილ ჭყოიძე: ეს ადამიანები [ჰომოსექსუალები] ერთმანეთს მხარს უჭერენ ეს რას წააგავს იცით? აი, ნარკომანი რომელიც ცდილობს რომ მეორე კაცი გაანარკომანოს რამენაირად იმან მესამე, რომ შემდგომში ის არ იყოს ცუდი საზოგადოებისთვის და ბევრი იყოს მისნაირი“...

ალია, 7 ივლისი

ავთანდილ უნგიაძე, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი: „ეს ორგანიზაციები [არასამთავრობოები],ფაქტობრივად, ინიციატორებად და ორგანიზატორებად გვევლინებიან, რომ გარყვნილება დაკანონდეს ჩვენს ქვეყანაში... ეს დაუშვებელია! ეს იგივეა, ღმერთზე ვთქვათ უარი. ეს იქნება ქართველი ერისთვის ომის გამოცხადება.“

ჰომოფობია: სასულიერო პირები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 28 ივნისი

ილია მეორე, კათალიკოს-პატრიარქი: „სახელმწიფოებები უკანონობას აკანონებენ, აი, თქვენ მედიიდან და პრესიდან იცით, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მთელ შეერთებულ შტატებში, ყველა შტატში იყოს დაშვებული ერთსქესოვანი ქორწინება. ეს დიდი შეცდომაა, და ამას ამბობენ თვით ამერიკელი სასულიერო პირები და ჩვენც ამას ვადასტურებთ, და ვამბობთ რომ ეს არის დიდი შეცდომა. ქართველმა ადამიანმა უნდა გაარჩიოს, სად არის კეთილი და სად არის ბოროტი, რა არის მისაღები და რა არის მიუღებელი.“ 

ალია, 10-13 ივლისი, კვირის ქრონიკა, 13-19 ივლისი

ილია ვაშაკიძე, მღვდელი: „გაუკუღმართებული სქესობრივი ცხოვრება სოდომიის ერთ-ერთი სახეობაა და არა ერთადერთი პირველი...“... „ეს საზოგადოების ხრწნას იწვევს, რაც გაუკუღმართებებით გვირგვინდება, მათ შორის სექსუალური გაუკუღმართებებით.“ 

Geworld.ge, 17 ივნისი

ბასილ ახველდიანი, მღვდელი: „ეს არის სიმსივნე, რომელიც თუ დროზე არ ამოიკვეთება, ქვეყანას მეტასტაზებად მოედება. ასეთი ადამიანები ყოველთვის იყვნენ, მაგრამ არ მახსენდება შემთხვევა, იმ ცნობილ 17 მაისამდე რომელიმე სოდომელს ქუჩაში დახვედროდნენ და ეცემათ ან შეურახცყოფა მიეყენებინათ, მაგრამ 17 მაისის შემდეგ უკვე იყო ასეთი ფაქტები. ქურდები ან მრუშები რომ გამოვიდნენ და იძახონ, რა კარგია, ასეთები რომ ვართო, იგივე არ იქნება? ეს ხომ ავადმყოფობაა, რომლის აგიტაცია-პროპაგანდა დაუშვებელია.” 

Geworld.ge, 18 ივნისი

ნიკოლოზ ჩხიკვაძე, მღვდელი: „ავიღოთ 17 მაისი, ჩვენი წესი და ტრადიციაა მამათმავლების აღლუმი და ორგიები?!.. არიან ავადმყოფები და არიან ჯანმრთელები. მამათმავალი და ამ ცოდვაში მყოფი ადამიანები იყვნენ ყოველთვის ჩვენთანაც და სხვაგანაც, მაგრამ მათ სახლში არავინ უვარდებოდა, არავინ დევნიდა. დღეს რატომ უნდა წარმოჩნდეს ეს ხალხი, რატომ უნდა გაიარონ რუსთაველზე?!.. თუ ასე გაგრძელდა, ხვალ-ზეგ პრეზიდენტიც კონჩიტა გვეყოლება და პრემიერიც.“

ჰომოფობია: საზოგადოება

კვირის პალიტრა, 1 ივლისი, კვირის ქრონიკა, 6-12 ივლისი

ჰომოფობიური ფეისბუკ სტატუსის ტირაჟირება

აჩიკო ნიჟარაძე, მომღერალი: "მთელი დღის განმავლობაში ტელევიზიით, წამყვან შოუებში აჩვენებენ: ტრანსვისტიტებს, გეებს, ლესბოსელებს, მეძავებს... თემა არ გაქვთ, თქვე გაუნათლებელო ხალხო!?... ჩაატარონ გამოკითხვა და ვნახოთ, ვის და რამდენს მოსწონს მათი სტუმრები -ტრანსვისტიტები, ლესბოსლები, გეები, მეძავები... რატომ არიან გადარეულები ამ არატრადიციული ორიენტაციის მქონე ხალხის პიარზე? ადამიანებზე, რომლებიც ანგრევენ ოჯახებს, ლანძღავენ რელიგიას, პატრიარქს, არსწამთარაფრის...

გავუფრთხილდეთ მომავალთაობას! არვიცით, ამ საშინელების რეკლამირება რა შედეგს მოიტანს. დაფიქრდით !!!!

ალია, 10-13 ივლისი

მიშა გომიაშვილი, მსახიობი:“ახლა უკვე ითხოვენ თანასწორობას! ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას... შვილების აყვანას... შემდეგ მოგვთხოვენ იძულებით მონაწილეობას!!!..... აი, მერე უკვე დასჯას!!! ყველა, ვინც არ ეთანხმება გეების „იდეოლოგიას“, დაისჯება... ამოფარებულები არიან „ადამიანის უფლებებს“ და ამ ანტიდისკრიმინაციულ კანონს... მერე ინცესტიც ვაღიაროთ... ამასაც მოგვთხოვენ მალე!!! შემდეგი მოთხოვნა იქნება პედოფილიის აღიარება და კანონება... ამ პროცესის ბოლო ჯოჯოხეთია”.

კვირის ქრონიკა, 22-28 ივნისი

რეზო ამაშუკელი, პოეტი: „ეს ფულით გასიებული ბოზები, ამ ტელევიზიებზე ვლაპარაკობ, ეს გაბუნია რომ არის, ეს კონჩიტა, რომელსაც ქვეყნის უბედურება უხარია, ამან გამაგიჟა!“.. „ამ დღეებში გვარამია გამოვიდა და მასაც წვერი მოუშვია და კონჩიტების რიგი აქვს!“

კვირის ქრონიკა, 6-12 ივლისი

გია კორკოტაშვილი, ქართული მისია: „მე, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანს, მიმაჩნია, რომ ერთსქესიანთა ქორწინება არის მომაკვდინებელი ცოდვა და ჩემთვის ეს მიუღებელია. ვისთვისაც მისაღებია, იმან ამ გეოგრაფიაში არ უნდა იცხოვროს. ასევე ყველა კონფესია, იქნებიან მუსლიმანები თუ რომელიმე სხვა, რომელიც ამას მიიღებს, იქნებიან საქართველოს მტრები.“

კვირის პალიტრა, 6 ივლისი

თემურ წიკლაური, მომღერალი: გარყვნილების ერთ-ერთი პრინციპია, რომ არ უნდა იყო მართლმადიდებელი და არცარაფერი! ერთადერთი - უნდა ჭამო და გარყვნილებით დაკავდე! რატომ უნდათ დააკანონონ გარყვნილება, რომელსაც დედამიწის არცერთი რელიგია არ მისდევს... ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება დემოკრატია არისო. მართლმადიდებლობა დემოკრატია არ არის?! დასჯა არის დამონობა? ამერიკელებმა ხომ მიიღეს ერთსქესიანთა ქორწინება, მერე ისიც თქვეს, მექსიკაში კაცმა ნიანგზე იქორწინაო და იქნებ ვირის ფენომენიც შემოგვეტანა.

ასავალ-დასავალი, 13-19 ივლისი

მანანა ჭყონია, პარაფსიქოლოგი: „ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა, ეს არის შეთქმულება ნორმალური ორიენტაციის ადამიანების წინააღმდეგ, ეს არის სიკვდილის პროპაგანდა... ჩვენი მამა-პაპა ტყუილად არ სჯიდა მამათმავლებს.“

ასავალ-დასავალი, 13-19 ივლისი

თამაზ წივწივაძე, მწერალი: თქვე მართლა ოჯახქორებო - ყოფილ მამაკაცებს ვეუბნები! - დაორსულება თქვენ არ შეგიძლიათ, შვილის გაჩენა თქვენ არ შეგიძლიათ, ძუძუში რძე თქვენ არ გიდგებათ და საერთოდ, თუ სხვაც აღარაფერი გიდგებათ, აბა უკანალში ერთი ამოხიცინებისთვის გინდათ, კაცობრიობის ჩარხი ბედუკუღმა შეატრიალოთ?!

ასავალ-დასავალი, 13-19 ივლისი

რამაზ საყვარელიძე, პოლიტოლოგი: ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება ქრისტიანული სამყაროს შეურაცხყოფაა.

ანტიდასავლური განწყობები: მედია

ობიექტივი, ღამის სტუდია, 11 ივლისი

მაკა რაზმაძე, ჟურნალისტი: „აი ძალიან ისეთ, უხეშ მონახაზს გავაკეთებ, აი დავუშვათ აღმოსავლეთი ჩვენთვის ასოცირდება კამიკაძე მკვლელებთან, აფეთქებებთან, რაღაცა ჩადრებთან, ქალთან უხეშ მოპყობასთან და ასე შემდეგ. დასავლეთი ჩვენთვის ასოცირდება ლგბტ პირებთან, ცისფერებთან, რაღაც სისხლის აღრევებთან.“

ობიექტივი, ღამის სტუდია, 28 ივნისი

ბოდნო მძინარაშვილი, წამყვანი: „არ არის გამორიცხული რომ სახელმწიფო დეპარტამენტის არაერთგზის გახმოვანებული პოზიცია, რომ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში დაიცავდნენ არატრადიციული ოერიენტაციის მქონე ადამიანების უფლებებს ამ შემთხვევაშიც გაასმაგებული ენერგიით განახორციელებენ ამას… და რაკი ჩვენ სტრატეგიული ყმები ვართ და ის ჩვენი სტრატეგიული პატრონია, ბუნებრივია, მოსალოდნელია, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამ შემთხვევაში წინააღმდეგობის გაწევას ვერ შეძლებენ, თუკი ვთქვათ საზოგადოება აქტიურობას არ გამოიჩენს, გავითვალისწინოთ ისიც რომ ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხმამაღლა განაცხადა, რომ მას არ აინტერესებს ჩვენი კულტურა და არ აინტერესებს ამ ხალხს, ჩვენ ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით.“ 

ობიექტივი, ღამის სტუდია, 5 ივლისი

ვალერი კვარაცხელია, წამყვანი„მარტო ის კი არა, რომ ნატოში არ მიგვიღეს, მარტო ის კი არა რომ ევროკავშირში არ მიგვიღეს, მარტო ის კი არა რომ დაიშალა საქართველო დასავლეთის მოიმედეობით, არამედ სულიერების თვალსაზრისით, ზნეობის თვალსაზრისით, მოდის წარღვნა, მოდის ცუნამი, მოდის უბედურება... ნუთუ ვინმე ფიქრობს, რომ ისინი ამ საცოდავი ადამიანების (სექსუალური უმცირესობების) ყოფაზე ფიქრობენ და მათი ბედი ადარდებთ?... რომელიღაც მამათმავლის და რომელირაც ლესბოსელის ბედი?

ობიექტივი, ღამის სტუდია, 6 ივლისი

ნინო რატიშვილი, წამყვანი: „დასავლური ფასეულობების იმპორტირება ხდება ძალიან ცუდი სახით... სოდომისკენ მივდივართ ბატონო ირაკლი, სოდომისკენ... ამიტომ გვინდა ევროკავშირი?..აი, ამ საბერძნეთის ვითარებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ ჩვენ ძალზე ბევრ არასასურველ, არამართლმადიდებლურ, არამორალურ დირექტივებს მოგვახვევენ თავს“

ხვათა შორის იცით რა? მართლმადიდებლური ცივილიზაციაც არის ალბათ გამაღიზიანებელი ფაქტორი... იმიტომ რომ, ეს ცივილიზაცია საკმაოდ აღიზიანებს დასავლეთს“...

ობიექტივი, ღამის სტუდია, 28 ივნისი

ტელემაყურებელი: რას ვერ ვხვდები იცით? აი, სამი ათასწლიანი ერი ვართ რა და რატომ უნდა ვედაროთ აი, ამ უისტორიო ამერიკელებს, აი, ის ორასი წლის ისტორია რომ არა აქვთ, რატომ უნდა ვაედაროთ ასეთ უმსგავსობებში და აი, ესეთ რაღაცეებში [ერთსქსეისანთა ქორწინების ლეგალიზაცია]... ვიღაცა უისტორიო უჯიშოებს უნდა მივბაძოთ ყველაფერ საზიზღრობაში, კაცო?!

ასავალ-დასავალი, 15- 21 ივნისი

გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: დაბოლოს, ტრადიციული ოჯახის განადგურების სატანისტური გეგმა (ციტატა გედშერედკლიფის წიგნიდან:): „პირველი დარტყმა აქამდე გაურყვნელ ოჯახურ საწყისს უნდა მივაყენოთ... თავისუფლად გამოვუცხადოთ ომი ყველაფერს, რისიც სწამთ და რასაც ეთაყვანებიან ჩენი მტრები ქრისტიანები...აი, რატომ არიან „მხეცისნიშნით“ დაღდასმულები: ლიბერასტ-დემოკრატიულად დაკრუნხული ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, მედია, არასამთავრობო სექტორი, ექსპერტობა...

აი, რატომ რატომ ექაჩებიან ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს გლობალისტურ-მონდიალისტური თავლისკენ!

კვირის ქრონიკა, 13-19 ივლისი

გიორგი ჯიქიაშვილი, ჟურნალისტი: „ ამერიკული დემოკრატია და ადამიანის უფლებები რაც არის, სულ ახლახან მთელმა მსოფლიომ დაინახა, როცა ვაშინგტონის უზენაესმა სასამართლომ პედერასტების ქორწინება გრიალგრიალით დააკანონა და იმავე საღამოს „თეთრი სახლი“ ცისარტყელას ფერებში ააჩირაღდნა“...“ანუ მისთვის და მისი ადმინისტრაციისთვის გამარჯვებაა, როცა სოდომია ოფიციალურად კანონდება და ქალს ქალზე შეუძლია ქორწინება, ხოლო კაცს - კაცზე. მისთვის სრულყოფილებაა, როცა ეს მომაკვდინებელი ცოდვა „ჩვეულებრივი“ მოვლენა ხდება.“...

საქინფორმი, 6 ივლისი

არნო ხიდირბეგიშვილი, საქინფორმის მთავარი რედაქტორი: ვინ ჩამოიტანს და დაამონტაჟებს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას საქართველოში?.. აშშ - საქართველოს №1 პატრონი... იმ დროისათვის უსუფაშვილი უკვე დააკანონებს პარლამენტში გეი-ქორწინებებს, როგორც უწინ მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი ლგბტ-ს დაცვაზე და ამ დღეებში სქესის შეცვლის შესახებ კანონს მიიღებს! მისი ცოლი ხიდაშელი კი პედერასტებს ქართულ ჯარში მსახურების ნებას დართავს, როგორც ამის უფლება ობამამ მისცა ამერიკულ არმიაში. შემდეგ თბილისის მერად აირჩევენ პედერასტს, როგორც ნიუიორკში, და რუსთაველის პროსპექტზე ერთდროულად გაიმართება გაერთიანებული - სამხედრო და გეი - პარადი! ამისათვის საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს - გადაიტანენ 17 მაისისთვის - ლგბტ-ს საერთაშორისო დღეს“...

Geworld.ge, 17-23 ივნისი

დავით მხეიძე, ჟურნალისტი:„...მაშინ, როდესაც ქართველი კაცი „ვეფხისტყაოსანს“წერდა, „შენ ხარ ვენახი“-ო, - გალობდა და „ჩაკრულოს მღეროდა, „განათლებული ევროპა ადამიანების ხორცით აბრიალებული კოცონებით იყო მოცული!..თუ გავიხსენებთ 21-ე საუკუნის დასაწყისში მიმდინარე პროცესებს, დავინახავთ, რომ დასამშვიდებლად ნამდვილად არ გვაქვს საქმე, რადგან მსოფლიო პედერასტიზაციის სათავეში, არც მეტი, არც ნაკლები, აშშ და მისი სატელიტი ევროპა დგანან!“

Geworld.ge, 24 ივნისი

წყარო: fondsk.ru

„ბანკები, სპეცსამსახურები, პენტაგონი და „გუგლი“ მჭიდრო ურთიერთკავშვირში მუშაობენ და აშენებენ ელექტრონულ გულაგს, რომელშიც არ იქნება ადგილი არც სახელმწიფოსთვის არც ნაციონალური სუვერენიტეტისა და არც პიროვნული თავისუფლებისთვის. მათთვის ყველაფერი არის საშუალება ერთადერთი მიზნის - აბსოლუტური ძალაუფლებისმიღწევისთვის.“

ანტიდასავლური განწყობები: პოლიტიკოსები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 6 ივლისი

ირაკლი ბათიაშვილი, დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველო:„მაინცდამაინც კანონის უზენაესობა და ის კი არ მოგვწონს, არამედ ის რომ ე.ი. გეი ქორწინებები არის დაკანონებული, ამაზე კეთდება ე.ი აქცენტი [დასავლეთიდან]... ამისი პროპაგანდა ხდება, უნდათ, რომ ჩასვან ადამიანების ტვინში, ჩვენთან, მათ შორის ახალგაზრდების, რომ ევროპელობა მაინცდამაინც ნიშნავს ე.ი. სექსუალური უმცირესობების მორალის აღზევებას... დღეს ეხლა ჩვენ ხომ ვხედავთ, როგორი დასავლეთიდან მძაფრი რეაქციები გვაქვს ყველაფერზე, მაისის მოვლენებზე, და პირდიაპირ ასე ვთქვათ, მოითხოვეს ჩვენგან ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება. რომლის აბსოლიტურად საჭიროება არ არსებობდა... დაგვიყენებენ უკვე მკაცრ პირობას, ერთსექსიანთა ქორწინების. რომ ამას ხელი არ უნდა შეეშალოს, რომ ამის დაკანონება უნდა მოხდეს. და ეს მე გეტყვით, რომ რა თქმა უნდა ეს იქნება საერთოდ საქართველოს დასასრული.“

ალია, 10-13 ივლისი

ელიზბარ ჯაველიძე, სახალხო კრება:„ამერიკა დიდიხანია აცხადებს, რომ მათი ღირებულებები ზოგადსაკაცობრიოა, მას ყველგან დანერგავენ და ამაში ერთსქესიანთა ქორწინებაც იგულისხმება. მაგათი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აკი დაგვემუქრა კიდევ, ერთსქესიანთა ქორწინებას მთელ მსოფლიოში გავავრცელებთო. აკეთებენ, ზოგს იარღის ძალით გააზიარებინებენ და ზოგან ხალხი ამგვარი ზომბირებით გაიზიარებს...  რა უნდა ელაპარაკო იმ ხალხს, რომლის პრეზიდენტიც, ბარაკ ობამა აცხადებს, რომ ახალგაზრდობაში გეი კავშირები ჰქონდა და 11 მილიონი ადამიანი ამ სიმახინჯის დაკანონებას ზეიმობს? ბოდიში მომითხოვია თქვენთან, მაგრამ ამერიკა არის პიდერასტების ქვეყანა!“

ანტიდასავლური განწყობები: სასულიერო პირები

Geworld.ge, 18 ივნისი

მამა ნიკოლოზი (ჩხიკვაძე), რესპონდენტი:„ეს ყველაფერი არის დასავლეთის მიერ თავს მოხვეული იდეოლოგია და უკვე დაუფარავად გვეუბნებიან: თუ გინდათ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, - ამ ე.წ. უმცირესობების უფლებები უნდა დაიცვათო. მე კი მათ ვეუბნები: არ მჭირდება შენი სავიზო ლიბერალიზაცია იმის სანაცვლოდ, რომ მამამთავლებმა და ვიღაც ავადმყოფებმა აქ ქუჩაში ირბინონ...შემდეგ იქნება ინცესტი, მერე - ძაღლებთან, კატებთან...რა თქმა უნდა მათ „აქვთ“ ამის „უფლება“... სად მივდივართ - უფსკრულში? ეს გზა დაღუპავს საქართველოს, ამიტომ ვამბობ, რომ არ არის ეს ჩვენი არჩევანი, ასეთი დასავლეთი მე არ მინდა.“

Geworld.ge, 15 ივლისი

გურამი გამცემლიძე, სასულიერო პირი: „რაც შეეხება დასავლეთს, დღეს ამერიკა არის სოდომი, ხოლო მათი მიმდევარი ევროპის მოცისფრო ნაწილი - გომორი... თუ, მაგათი აზრით, დემოკრატია არის ის, ვინ უფრო მალე გახდება მამათმავალი, ჩვენ ეგეთი დემოკრატია არ გვინდა...რაც შეეხება ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ტყავიდან ძვრებიან დასავლური ფასეულობების პიარსა და პროპაგანდაში, სიახლე არავისთვის არის, რომ ყველა ეს ორგანიზაცია ფინანსდება ვაშინგტონიდან, ისინი არიან ამერიკის სპეცსამსახურების წარმომადგენლები და მოქმედებენ ამერიკის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მითითებებით...ასე რომ, თუ ჩვენ, საზოგადოება, წინ არ აღვუდგებით ამ სიბინძურეს, მალე ისინი მართლა ააფრიალებენ ნაირფერ დროშას...“

ანტიდასავლური განწყობები: საზოგადოებრივი ორგანიზაციები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 5 ივლისი

არჩილ ჭყოიძე, ევრაზიული ინსტიტუტი:„მართლაც, დასავლეთიდან ფინანსდებიან საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ, საქართველოს ტრადიციების წინააღმდეგ, ის, რომ საქართველოში მართლაც წილხვედრ ქვეყანაში, ღვთისმსობლის წილხვედრ ქვეყანაში მიიღეს კანონი დისკრიმინაციის შესახებ, რომელზეც პატრიარქმა თქვა რომ არ შეიძლება უკანონობიოს დაკანონება, ის, რომ გეი აღლუმებს გვიტარებენ, ის, რომ იმის გამო რომ გეიაღლუმი ვერ ჩაატარეს სათანადოდ საქართველოს სახელმწიფოს აჯარიმებენ, მაშინ საქართველოს მოსახლეობა გადაწყვიტავს რომ ვის მისცეს ეს თანხა, ვის დაუჭიროს მხარი, ვინ არის რეალურად მეხუთე კოლონა?“

ობიექტივი, ღამის სტუდია, 5 ივლისი

ირაკლი უბილავა, პოლიტოლოგთა კლუბი: ... „და ჩემის აზრით, უფრო ემსახურება ამ ერების, საზოგადოების მოსპობას და განადგურებას.... აქედან გამომდინარე ამაზე მიზანმიმართულად მუშაობენ ამერიკელები. ეს მარტო ამ ასე ვთქვათ, იმის კულტივირებაში კი არ ჩანს, ერთსქესიანთა ქორწინებების დაკანონება და ყველა ასპექტით, ყველა მიმართულებით თითქმის“.

ანტიდასავლური განწყობები: საზოგადოება

კვირის ქრონიკა, 22-28 ივნისი

რეზო ამაშუკელი, პოეტი: “დაგვანებონ თავი ამ ამერიკელებმა, ნუ უგდებთ ყურს ამ იდიოტებს, ვისაც ფეხებზე ჰკიდია ჩვენი ეროვნება და ქართველობა! მაგათ სადაც ფეხი დადგეს ყველგან სისხლი ჩაიტანეს... ამ დროს ბიოლოგიურად იღუპება ეს ქვეყანა, თუ ამ წუთებში ამ მიიღო ზომები ამ ხელისფლებამ!“

თამარ ოქრუაშვილი, ჟურნალისტი: „მერე „ობკომის პრიდსიდაწელი“ რომ გვყავს ოკეანის გაღმა, ის რას იტყვის?“

Geworld.ge, 25 ივნისი

გივი სომხიშვილი, მწერალი:„არადა,ამაზე კარგად როგორღა უნდა მოვიქცეთ, როცა ევროპელობის ფსიქოზს აყოლილები, მზად ვართ, წინაპართა სისხლით მორწყული მიწები უცხოელებს გადავულოცოთ; პედერასტებს, ლესბოსელებსა და ათასი ჯურის სქესობრივ მანიაკებს მამაპაპური ზნეობა, მორალი და ეროვნული სიამაყე ვანაცვალოთ?!“

ასავალ-დასავალი, 13-19 ივლისი

ნოდარ მგალობლიშვილი, მსახიობი:„ყველაფერი გათვლილია იმაზე, რომ პატარა ერები გაანადგურონ, რათა შემდეგ ადვილად მართონ კაცობრიობა... ეტაპობრივად უნდა მოხდეს 4 მილიარდიანი მოსახლეობის გაწყვეტა. ერთსქესიანთა ქორწინების პროპაგანდაც ამას ემსახურება!.. ჩანჩურა ევროპელებსა და ამერიკელებს ისევ რუსეთი მირჩევნია! დიახ, ის რუსეთი, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, რომ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას არასოდეს დაუშვებს!

ქსენოფობია: მედია

კვირის პალიტრა, 15 ივნისი

სტატიაში, რომელიც აჭარელი ემიგრანტების მიერ წალკაში საქართველოს მოქალაქეეთნიკური ბერძნების მიერ დროებით მიტოვებული სახლებისდაკავებას შეეხება, არ არის წარმოდგენილი თავად სახლების მესაკუთრე ბერძნების პოზიცია. მთელი სტატია კი ქსენოფობიურ კონტექსტშია მომზადებული: ფოკუსირება ხდება არა საკუთრებისა და სახელმწიფოს მიერ ეკოემიგრანტების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრობლემაზე, არამედ ეთნიკური ბერძნებისტერეოტიპულად წარმოადგენილია ადამიანებად, ვინც საკუთარ სამშობლოში სახლებიდან ეთნიკურ ქართველებს ასახლებს. 

ეთერ ერაძე, ჟურნალისტი:„აჭარელი ქართველობა კი უპატრონოდ მიტოვებულ სახლებში ­შევიდა, კარ-ფანჯრები ჩამოკიდა და სიცოცხლე გააგრძელა: პირუტყვიც მოაშენეს, გავერანებულ მიწებსაც მოუარეს. ამან ბერძნები დააინტერესა და ათეულწლობით მიტოვებულ სახლებში დაბრუნება დაიწყეს...და ამბობენ: - იქ სიცხით ვიხრჩობით, აქ კი სიგრილეა, სახლი ჩვენია და რატომ არ უნდა დავისვენოთო! ქართველებიც სახლებს უხმოდ­ ტოვებენ... სოფელ საყდრიონში სურმანიძეების ოთხშვილიანი ოჯახი, რომელთაც უფროსი­ შვილი 7 წლის ჰყავთდა უმცროსი - 9 თვისა, ბერძენმა მოხუცმა უკვე გამოასახლა იმ სახლიდან, რომელშიც 7 წელიწადი ცხოვრობდნენ.“

კავკასია, სპექტრი, 16 ივნისი

დავით აქუბარდია, წამყვანი: ჩვენ ცივილიზებული ნაცია ვართ. აფრიკის რომელიღაც ტომებში ხოცავენ ყველას წყალდიდობების დროს. ისინი არიან ველურები და ჩვენ ხომ ცივილიზებული ქვეყანა ვართ.

ქსენოფობია: პარტიები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 15 ივლისი

დავით თარხან-მოურავი, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი: “მიწების მფლობელები საქართველოში იქნებიან მხოლოდ საქართველოს მოქალაქენი. ეს არი ძალიან მკაფიო, მკვეთრი, პოზიცია ჩვენი პარტიის... ირანელი თვეში ერთხელ თუ სამ თვეში ერთხელ ჩამოდის, ფულს კრიფავს და მიდის. რატო ვაკეთებთ ამას? აი ამ იდიოტობას ვინ აკეთებს და რატო?.. ეს ინდოელები და ჩინელები რომ ჩამოასახლეს, აბა, ჩავიდეს ქართველი და ინდოეთში ან ჩინეთში მიწა იყიდოს!... არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს საქართველოში მიწის გაყიდვა უცხოელებზე! ქართული მიწის პატრონი უნდა ვიყოთ ჩვენ!“

ასავალ-დასავალი, 13-19 ივლისი

ვალერი კვარაცხელია, პარტია „ნეიტრალური საქართველო“, „ობიექტივის“ წამყვანი:„რაც შეეხება საგარეო ექსპანსიას, შეხედეთ აჭარის (განსაკუთრებით, ბათუმის) მდგომარეობას, გაითვალისწინეთ, რომ ყარსის ხელშეკრულების ვადა იწურება და შემდეგ, ინებ ამიხსნათ ამ რეგიონში თურქული საფინანსო-ეკონომიკური ღია ექსპანსიის შეჩერების სხვა რა მექანიზმი გეგულებათა? საქმე საქმეზე რომ მიდგეს, „მეგობარი“ თურქეთის შეიარაღებული ძალები საქართველოში რომ შემოიჭრან, ჩვენ სომხეთის ტერიტორიაზე ბაზირებული რუსული სამხედრო კონტინგენტის დასაცავი გავხდებით. დათუ მთლადბოლომდეგულწრფელებიუნდავიყოთ, დღეს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი უფრო ეკუთვნის საქართველოს, ვიდრე დანარჩენი საქართველო ეკუთვნის საქართველოს. იდიოტებისროლშიხომარუნდადავრჩეთ?“

ქსენოფობია: ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენელი

ასავალ-დასავალი, 13-19 ივლისი

ლევან მამალაძე, ყოფილი გუბერნატორი: „ეგ მართლა ნაბიჭვარი - მთელი ისტორიკოსები დასჭირდება, მიშას [სააკაშვილი] წარმომავლობა რომ გაარკვიონ.“

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია: მედია

ასავალ-დასავალი, 15- 21 ივნისი

დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი: „თუ რიშელიემ ფრანგი კალვინისტების, ანუ ჰუგენოტები სგასანადგურებლად და კათოლიციზმის ასაყვავებლად ყოველი ღონე იხმარა, უღმერთო მიშელიემ [მიხეილ სააკაშვილი] საქართველოს წმინდა სამოციქულო ეკლესიის მოსათხრელად და ამოსაგდებად სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტახტს იეღოველები და ათასი ჯურის ბოკერიები მიუქსია!“

ალია, 9 ივლისი

სათაური: რატომ არ სურს მართლმადოდებელ მრევლს ქობულეთში მუსლიმანური პანსიონის გახსნა.

ჟურნალისტი: „მოკლედ, რატომაც არ სურს, ახლავე გეტყვით ჩვენს აზრს - იმდენი მაგალითი გვაქვს იმისა, რომ ყველაზე ბინძური ხერხებით ცდილობენ მართლმადიდებლების შევიწროებას, ხალხს ბუნებრივად უჩნდება თავდაცვის მექანიზმი. გავიხსენოთ თუნდაც აზერბაიჯანის მიერ საინგილოდან ქართველი სასულიერო პირის გამოდევნის ფაქტი, გავიხსენოთ, როგორი შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებს მავანი ჩვენს პატრიარქს. ჰოდა, ისე ფუთავენ ყველაფერს, ხალხს შიშის გრძნობა აქვს გაჩენილი და შესაბამისად რეაგირებს კიდეც.“ (წყარო kvira.ge)

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია: საზოგადოება

საზოგადოებრივი მაუწყებელი, პირველი სტუდია, 26 ივნისი

მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში: „ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, პრაქტიკულად ჩვენ სალაფიტური მეჩეთი დღეს გვაქვს საქართველოს დედაქალაქში. ფონიჭალაში აშენებულია სალაფიტური მეჩეთი ანუ ვაჰაბიტური. .. საკანონმდებლო სივრცეში ძალიან ბევრი გარღვევაა, რომელიც ხელს გვიშლის, ხელს უშლის სახელმწიფოს აი, ამ სენთან ბრძოლაში, სხვა რაღაცებთან ერთად.“ 

რელიგიური დღესასწაული

რამადანთან დაკავშირებით საქართველოს მუსლიმი მოქალაქეებისადმი უმაღლესი თანამდებობის პირების მილოცვები ფართოდ გააშუქა ინტერპრესნიუსმა, თუმცა მასალებში არ ყოფილა წარმოდგენილი თავად მუსლიმთა კომენტარი ან პოზიცია.

რეკომენდაცია: მრავალფეროვნების საკითხების ინკლუზიური გაშუქება გულისხმობს, რომ უმცირესობები ჟურნალისტური მასალის არა მხოლოდ ობიექტი, არამედ სუბიექტები იყვნენ და მედიამ გაშუქებისას მათი თვალსაზრისიც წარმოადგინოს.

გენდერული სტერეოტიპები: პოლიტიკოსები

რუსთავი 2, PS, 26 ივნისი

სოსო ჯაჭვლიანი, პარლამენტის წევრი: „მე ბოზებში არასოდეს არ დავდიოდი არც მაშინ და არც ახლა. ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო 10 მანეთის გადახდა. მე 10 მანეთის გარეშეც ვახერხებდი ამ საკითხებს. ისე ცნობისთვის, თუ ვინმე ლამაზი ქალბატონი იყო საბჭოთა კინოში, ყველასთან ვარ ნამუშევარი, 10 მანეთის გარეშე... აი, მაგალითად, ქალბატონი ეკა ხერხეულიძე, ჩემი ოჯახის დანგრევის მცდელობა ჰქონდა. მან ამ რამდენიმე თვის წინ ბრძანა, რომ პარლამენტის სესია იმიტომ ჩაიშალა, კვორუმი არ შედგა, სოსო ჯაჭვლიანი იბიარდზე იყოო. რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას, ქალბატონო ეკა? მე იბიარდზე ვერასოდეს ვერ ვიქნები – მე ერთგული მეუღლე ვარ."

გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია: მედია

კვირის ქრონიკა, 13-19 ივლისი

რესპოდენტი: „ანდა ჩვენ რა ვიცით, იქნებ ისეთი რამ ჩაიდინა ამ გოგომ [ოჯახური ძალადობის მსხვერპლი], მართლა მოსაკლავი იყო...“

გენდერული სტერეოტიპები: მედია

ალია, 24 ივნისი

წყარო: mainfun.ru

„ჩინელ ბიზნესმენს რომ ჰკითხოთ, ჩვენი აზრით, ძალიან უჩვეულო მისწრაფებების მქონე ქალბატონები, რომლებსაც მთელ სხეულს კუნთები უფარავთ, ადამიანებში მადის აღძვრას უწყობს ხელს და ამ მიზეზით, ისინი რესტორნებში უშნოდ დაკუნთულ სუსტი სქესის წარმომადგენლებს იწვევენ, სანაცვლოდ კი საკმაოდ სერიოზულ ხელფასებს უხდიან“.

ალია, 23 ივნისი

წყარო: factroom.ru

ჟურნალისტი: „როგორც წესი, იაპონელი სუსტი სქესის წარმომადგენლები, სოციალურ საიტებზე არა საკუთარ, არამედ სხვის ფოტოებს ათავსებენ, რაც პრინციპში, გასაკვირი არ არის, რადგან მათი ფორმები შთამბეჭდავი არასოდეს ყოფილა.“

კვირის ქრონიკა, 13-19 ივლისი

გიორგი ჯიქიაშვილი, ჟურნალისტი:„ვერც მისი მეორე ნახევარი გაითბობდა კურტუმოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში“.

კვირის პალიტრა, 15 ივნისი

მასალა „გოგო ჩემია და ვისაც მინდა, იმას მივათხოვებ“ (?!) ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში ადრეული ქორწინების პრობლემას შეეხება. რედაქციას მხოლოდ ადგილობრივი მამაკაცების პოზიცია აქვს წარმომდგენილი და ყოველგვარი სტატისტიკის გარეშე ახდენს განზოგადებას და რომ ეთნიკურად აზერბაიჯანელი გოგოები სკოლაში არ დადიან და მაქსიმუმ 3 კლასს ამთავრებენ. არ არის წარმოდგენილი იმ ეთნუკური აზერბაიჯანელი გოგონების მაგალითები, რომლებიც არა მხოლოდ სკოლას ამთავრებენ, არამედ უმაღლეს განათლებასაც იღებენ.

რედაქცია: „აზერბაიჯანულ სოფლებში ვითარება უკიდურესად მძიმეა. არც ერთმა­ ქალმა ქართული არ იცის, ბავშვები სკოლაში არ დადიან და განათლებას ვერ იღებენ. გოგონები მაქსიმუმ 3 კლასს ამთავრებენ, მერე მშობლებს მთაში ან მინდვრად სამუშაოდ დაჰყავთ. ამასთან, მეხუთე კლასელ გოგონებს ნიშნავენ ან ათხოვებენ. ამბობენ, ეს ჩვენი ადათიაო.“

აჰმედ სამედოვი, ადგილობრივი მცხოვრები:„გოგო ჩემია და ვისაც მინდა, იმას მივათხოვებ.“

გენდერული სტერეოტიპები: სასულიერო პირი

კვირის ქრონიკა, 15-21 ივნისი

ანთიმოზ ბიჩინაშვილი, ყოფილი არქიმანდრიტი: „საქართველოს 40 წლის კათოლიკოს-პატრიარქზე, 80 წელს გადაცილებულ მოხუცებულ კაცზე ასე უდიერად როგორ საუბრობ, ჭორიკანა ქალივით! თუმცა, კაცობის არაფერი გცხია“.

ბიულეტენის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-­ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID მეშვეობით

იქნა გაწეული. მის შინაარსზე პასუხისმგებელია MDF და ის შესაძლოა, არ ასახავდეს USAID-ის და აშშ-­ის მთავრობის შეხედულებებს.

მედიის განვითარების ფონდი

http://www.mdfgeorgia.ge

info@mdfgeorgia.ge

Facebook Twitter Youtube