#13 (53), 30 მარტი - 6 აპრილი, 2015
|
|
|
მედიის განვითარების ფონდი მიესალმება Palitratv.ge-ს რედაქციის გადაწყვეტილებას, საიტიდან მოხსნას ჰომოფობიური შინაარსის მასალა "ჰომოსექსუალიზმი არის დანაშაული და ავადმყოფობა როგორც სულის, ასევე ხორცის".
რედაქციის მხრიდან რეაგირება MDF-ის, TDI-ისა და ჟურნალ "17 მაისის" მიერ თვითრეგულირებაში შეტანილ საჩივარს მოჰყვა.
|
|
ჰომოფობიური კომენტარი მაესტროს ეთერში
|
|
ტელეკომპანია "მაესტროს" 6 აპრილის საინფორმაციო გამოშვებაში გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტის ჰომოფობიური კომენტარის საფუძველზე პირის სექსუალურ იდენტობაზე დაუსაბუთებელი მითითება ხდება. აღსანიშნავია, რომ პირისი სექსუალურ იდენტობას არც პირდაპირი არც ირიბი კავშირი არა აქვს თავად სიუჟეტთან, რომელიც კრიმინალს და პოლიციის მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძის ძებნის თემას ეხება.
|
|
მაესტრო, მაესტროს ცხრიანი, 6 აპრილი
დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი: "მამუკა ხაზარაძემ და ბორჯომის პოლიციის ყოფილმა უფროსმა, მამუკა ხვედელიანმა, რომელიც მხილებულია მამათმავლობაში და ახალგაზრდა მამაკაცის გაუპატიურებაში, მას მიუქსია ვიღაც კრიმინალები."
|
|
30 მარტი-6 აპრილის პერიოდში შემდეგი დარღვევები გამოვლინდა: სიძულვილის ენა ნაციონალური მოძრაობის მიმართ -1; ინდივიდუალური შუღლის გაღვივება როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრების, ასევე მოსამართლის, ჟურნალისტებისა და ბიზნესმენის მიმართ - 4; ძალადობის წახალისება - 5; ქსენოფობია -3; ცრურწმენა -1; თურქოფობია - 4; ჰომოფობია -11; სექსიზმი -1; გენდერული სტერეოტიპი -1; ანტიდასავლური განწყობები -36.
ქვემოთ მოყვანილია ცალკეული მაგალითები:
|
|
ასავალ-დასავალი, 30 მარტი - 5 აპრილი
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: "რაში-რაში და, მკვლელობაში ეს სატანას მოციქულები [ნაციონალები] და მაჯლაჯუნები მართლაც ერთობ დახელოვნებულები არიან!"
|
|
ინდივიდუალური შუღლის გაღვივება
|
|
ასავალ-დასავალი, 6-12 აპრილი
კახა კუკავა, თავისუფალი საქართველო: "თუ ჩვენ მოსამართლე ჩემია სამარცხვინო ბოძზე არ გავაკარით, ვირზე უკუღმა არ შევსვით და მთელმა საზოგადოებამ არ აფურთხა, დღევანდელი მოსამართლეები იმავეს გააკეთებენ."
|
რეპორტიორი, 6 აპრილი
დიტო ჩუბინიძე, ასავალ-დასავალის ჟურნალისტი: "იმ გვამების სუნით ყარხარ [ნანუკა ჟორჟოლიანი], რომელსაც ვანო მერაბიშვილი შენს ავადსახსენებელ ქმართან ერთად უკვეთდა სპეცრაზმს, აქაოდა ორი გვამი მჭირდებაო; ხოლო მამუკა ხაზარაძე, „უბორნიის პოეტებისა" და „ტუალეტის მჯღაბნელების" სუნით ყარს!"
|
|
|
|
იმედი, რეაქცია, 3 აპრილი
ხათუნა ბოკუჩავა, მსახიობი: "მე ჯერ პოლიციელის მოკლული არ მინახავს და პოლიციელი მოკლული კიდე, რაა?! ალბათ, მოსაკლავი იყო [პოლიციელი]!"
|
|
პრაიმ ტაიმი, 6 აპრილი
თამაზ ელიზბარაშვილი, ბიზნესმენი: "... ცოტა ხანს კიდევ ვუყურებ, რის შემდეგაც მე გამოვალ და მოვუწოდებ ყველა დაზარალებულს - ავიღოთ იარაღი და ჩვენ თვითონ დავხოცოთ ეს ბანდა, რატომ უნდა მოვაკვლევინოთ თავი, როცა შეგვიძლია, ჩვენ დავასწროთ".
|
პრაიმ ტაიმი, 30 მარტი
ანთიმოზ ბიჩინაშვილი: "აზერბაიჯანელებს დავპირდი, თუ კიდევ გნახავთ ჩვენ საზღვარზე ჯოხით, გცემთ-მეთქი. ვნახე და შევუსრულე, ჯოხით ვცემე, ერთხელ არა, ორჯერ."
|
|
|
|
ასავალ-დასავალი, 30 მარტი - 5 აპრილი
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: "ზვიადის საქართველოში ქართულ მიწას ათასი ჯურის გადამთიელზე არ გაჰყიდიდნენ!"
|
|
კვირის ქრონიკა, 30 მარტი - 5 აპრილი
გიორგი ჯიქიაშვილი, ჟურნალისტი: "საზოგადოებამ არ იცის, რომ ამ დღეებში „ქოცნებისტების“ მოღალატე პარლამენტი იმავე ქოცნებისტების მოღალატე მთავრობის მიერ შემუშავებულ სუპერმოღალატეობრივ კანონპროექტს დაამტკიცებს. საზოგადოება ამას მაშინ მიხვდება, როცა საქართველო გაივსება არაბებით, თურქებით, ირანელებითა და ათასი ჯურის გადამთიელით, რომელსაც მერე ჩვენი „ბედოვლათი“ პოლიტიკანები ინვესტორებად გამოაცხადებენ"...
|
ასავალ-დასავალი, 6-12 აპრილი
ირინა გოგოსაშვილი, გაზეთ „ქრონიკის" კორესპონდენტი: "ასლან აბაშიძის დროს უცნობილესი ქართველი პოეტის ზურაბ გორგილაძის სახლი ირანელზე ვერ გაიყიდებოდა... მართალია, ქართველმა ბიზნესმენმა მალე უკან გამოისყიდა ეს სახლი, მაგრამ, რაც მოხდა, ეს იყო საქართველოს სირცხვილი!"
|
|
|
|
პრაიმ ტაიმი, 30 მარტი
ნინო მჭედლიშვილი, ჟურნალისტი: "ანტიქრისტეს იდეოლოგებში თქვენ ეთო გავაშელიშვილიც დაასახელეთ, ამის მტკიცებულება გაქვთ?"
|
|
Geworld.ge, 2 აპრილი
არჩილ ჭყოიძე, ევრაზიული არჩევანი: "აჭარაში 50 ათასზე მეტი თურქი ცხოვრობს და ისინი თურქეთიდან იღებენ სუბსიდიებს, რომ გააკოტრონ ქართული ფირმები და ქართული კომპანიები".
|
|
ასავალ-დასავალი, 30 მარტი - 5 აპრილი
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: "ზვიადის საქართველოში ტელევიზიები ხალხს თურქული სერიალებითა და პედერასტ-ლესბოსელების პოპულარიზაციით კი არ დაზაფრავდნენ, ათასწლოვან ქართულ
|
სულიერებასა და კულტურას აზიარებდნენ!"
კვირის პალიტრა, 6 აპრილი
სათაური: "თურქულმა სერიალებმა ოჯახი ამიწეწა"
|
|
|
|
ასავალ-დასავალი, 30 მარტი - 5 აპრილი
ჯონდი ბაღათურია, ქართული დასი: "...მაშინ, როდესაც ევროპა უკვე აშკარად უარს ამბობს რუსეთთან დაპირისპირებაზე და გარყვნილი ცხოვრების წესზე [ჰომოსექსუალობა], ჩვენ რატომ ვემორჩილებით მონურად ამ ყველაფერს და რუსეთთან საომარი სიტუაციის შესაქმნელად ყველაფერს რატომ ვაკეთებთ?"
|
|
ასავალ-დასავალი, 6-12 აპრილი, რეპორტიორი, 6 აპრილი
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: "ჩვენში გრანტმოსილი ასო „იდენტობა“, რომელსაც უკვე თავისი ლგბტ ჟურნალიც აქვს (ერთობ, მჟღერი სახელწოდებით „17 მაისი“!) როგორც იტყვიან, საცვლიდან ხტება, საქართველოში ლესბოსელ-გეი-ბისექსუალურ-ტრანსგენდერული აღვირახსნილობის დასამკვიდრებლად!.. მოკლედ, საქართველოს დღეს პრეზიდენტად ჰყავს არსება,რომელიც, თანამემამულეთა აბსოლუტური უმრავლესობისგან განსხვავებით, მიიჩნევს, რომ სოდომური ცოდვა ჩვეულებრივი ამბავია და მამათმავლებსა და დედათმავლებს აქვთ შეკრებისა და დემონსტრაციის თავისუფლება!"
|
|
|
|
|
კვირის ქრონიკა, 6-12 აპრილი
გიორგი ჯიქიაშვილი, ჟურნალისტი: "საუბედუროდ გამოკითხულთა შორის ჯერ არ აღმოჩნდა თუნდაც ერთი მინისტრი, რომელიც ამ აშკარად პროვოკაციულ შეკითხვაზე [არის თუ არა ჰომოსექსუალობა დაავადება?] ადეკვატურ პასუხს გასცემდა და პირდაპირ ეტყოდა მათ [ჟურნალი "17 მაისი"] მათთვის გულის გამხეთქავ სიმართლეს: დიახ, სოდომ-გომორული ცოდვა ავადმყოფობა, გარყვნილება და ამორალურობააო"...
|
|
|
|
|
ასავალ-დასავალი, 30 მარტი - 5 აპრილი
დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი: "გაიხსენეთ, სამეგრელოში, კერძოდ, ზუგდიდის ერთ-ერთ სკოლაში დატრიალებული პირაძუა ამერიკელის - ფლეტჩერის ისტორია. გარყვნილი და ზნედაცემული მასწავლებელი ბავშვებთან შედიოდა გაკვეთილზე და ამ აქოთებული პირაძუას წინააღმდეგ, სააკაშვილისა და მისი მკვლელების შიშით, ვერც ბავშვები და მათი მშობლები იღებდნენ ხმას და ვერც ის ოჯახი, სადაც ფლეტჩერი მდგმურად ცხოვრობდა".
|
|
|
|
|
ასავალ-დასავალი, 30 მარტი - 5 აპრილი
ქეთევან ხამიცაშვილი, ჟურნალისტი: "ვინ არის მარიტა?"
სოსო ჯაჭვლიანი, ქართული ოცნება: "მარიტა საქართველოა, ვისი „ხმარებაც“ (მაპატიეთ ამ სიტყვაზე) მთელ მსოფლიოს უნდა. დიახ, ყველას სურს, რაღაც მოგლიჯოს, ეკეკლუცებიან, ყველა მის ირგვლივ ტრიალებს...."
|
|
კვირის პალიტრა, 30 მარტი
თორნიკე ყაჯრიშვილი, ჟურნალისტი: "მის შემდეგ ოჯახში ორი გვარის გამგრძელებელი დაიბადა, თუმცა, ბედნიერება მხოლოდ რამდენიმე წელი გაგრძელდა."
|
|
ასავალ-დასავალი, 30 მარტი - 5 აპრილი
სოსო ჯაჭვლიანი, ქართული ოცნება: "დაგიკონკრეტებთ _ 40-60- წლის წინათ, ანუ ჩემს ბავშვობაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში შავკანიანებისთვის ერთი ავტობუსი დადიოდა და თეთრკანიანებისთვის - მეორე. საფრანგეთში 70-იან წლებამდე ადამიანებს სიკვდილით სჯიდნენ - თავს აჭრიდნენ - გაგახსენებთ ფილმს „ორნი ქალაქში“. ახლა კი აქ ჩამოდიან ვიღაცეები და ჭკუას გვასწავლიან გენდერულ თანასწორობასა და ანტიდისკრიმინაციაზე და ამას გველაპარაკებიან თამარის ქვეყანაში. ეს იგივეა, ბოზი (ზუსტად ასე დაწერეთ) რომ პატიოსნებაზე დაგელაპარაკება."
|
|
ობიექტივი, ღამის სტუდია, 1 აპრილი
ნინო ბურჯანაძე, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა: "ჩვენ ქვეყანა აღარა ვართ, ჩვენ პატივს არ გვცემს არც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკა, არც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ევროპა..."
ბონდო მძინარაშვილი, წამყვანი: "ეგენი პარტნიორები არ არიან, ეგენი პატრონები არიან ქალბატონო ნინო. ჩვენ თუ ეხლა თავს მოვიტყუებთ და ამერიკას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორად განვიხილავთ, ნუ მაშინ, კი ბატონო..."
ნინო ბურჯანაძე: " ... იყო პერიოდი როცა ეს ქვეყნები იყვნენ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები, მაგრამ ახლა ნამდვილად დაგეთანხმებით, მათ აქვთ სურვილი, რომ იყვნენ საქართველოს პატრონები."
|
|
ასავალ-დასავალი, 30 მარტი - 5 აპრილი
ჯონდი ბაღათურია, ქართული დასი: "უკრაინის კრიზისი, ევროპის დიდი ძალისხმევით, შედარებით მოგვარდა. ამიტომ, ამერიკას ახლა ევროპისა და რუსეთის დასაპირისპირებლად ახალი ცხელი წერტილი სჭირდება, რისთვისაც საქართველო იდაელური ადგილია."
|
ობიექტივი, ღამის სტუდია, 31 მარტი
დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: "ამ იდეოლოგიის უკან დგანან ადამიანები, რომლებსაც უნდათ, რომ მსოფლიო გადაიქცეს რობოტებად. აბა, უსამშობლო, ურწმენო, უერო და უსამშობლო ადამიანი რას წარმოადგენს?"
|
|
|
|
Geworld.ge, 5 აპრილი
ალექსანდრ ლუკაშენკო, ბელორუსიის პრეზიდენტი: "რაში გვჭრდება ელჩი (ამერიკის), რომელიც ორგანიზებას უწევს ჩვენთან მეხუთე კოლონის აქციებს?"
|
|
ობიექტივი, ღამის სტუდია, 5 აპრილი
ზვიად გამსახურდია, ექს-პრეზიდენტის ინტერვიუ რადიო თავისუფლებისთვის: "დასავლეთის მტრული პოლიტიკა... გლობალური მაშტაბისაა და მიზნად ისახავს მსოფლიოში ბოროტების გამარჯვებას. ისინი არიან კაცობრიობის მტრები ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ისინი მიზნად ისახავენ სხვა ხალხების გენოციდს პლანეტის მოსახლეობის ერთი გარკვეული ჯგუფის გამოკლებით. ეს ჯგუფი მჭიდროდაა დაკავშირებული ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროპასთან და მსოფლიო ბატონობისკენ ისწრაფვის... ომი იუგოსლავიაში მათი ნახელავია, ეს არის არა შემთხვევით,. სტიქიურად გაჩენილი კონფლიქტი, არამედ წინასწარ გამიზნული და გაჩაღებული ომი რომელშიც უნდა დაიფერფლონ ხალხები"...
|
|
Geworld.ge, 1 აპრილი
ელიზბარ ჯაველიძე, სახალხო კრება: "ამერიკის მსახურნი აქვეყნებენ იმ გაყალბებულ რეიტინგებს, რომლებიც მათი ქვეყნის ლიდერებს აძლევთ ხელს... ვთვლი,რომ ხალხი ამერიკული ინსტიტუტების ოფისებთან უნდა მიცვივდეს და განდევნოს საქართველოდან... საგანგაშოა კვლევის შედეგები, როგორც ჩანს, ამერიკელები ქართველ საზოგადოებას რაღაც საშინელებისთვის ამზადებენ."
|
კვირის პალიტრა, 30 მარტი
სათაური: "IRI სასურველ პოლიტიკურ ჯგუფებს ემსახურება"
ინკოგნიტო რესპონდენტი: "ჩემი ინფორმაციით, საბოლოო დასტური ციფრებსა თუ რეიტინგებზე ვაშინგტონში ევრაზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა უნდა გასცეს. არ არის რეალობას მოკლებული მოსაზრება, რომ რეიტინგებს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად იყენებენ."
|
|
|
|
კავკასია, სპექტრი 6 აპრილი
ვაჟა აბაკელია, იურსტი: "თვითონ ის საუბარი როდესაც მიდის, რომ ევროპისა და ევროკავშირის ქვეყნებში... სწორია უნდა იყო იმ სწორებაზე, მაგრამ ყველაფრის ხარჯზე არ შეიძლება იქ მისვლა... ახლა ჩვენ, ჩვენს რელიგიას ვერ შეველევით, თუნდაც იმიტომ, რომ მართლმადიდებლური რელიგია არის ყველაზე დემოკრატიული და გაწონასწორებული რელიგია... ჩვენს ეკლესიას არასოდეს ე.ი. ინკვიზიცია არ ჰქონია. კოცონზე ადამიანები არ დაუწვია. მარტო ესპანეთის მეფემ ფილიპე II-მ 30 000 კაცი დაწვა კოცონზე ერთი წლის განმავლობაში. იმ დროში და ეპოქაში, როცა მოსახლეობა 7 მილიარდი კი არა რაღაც მილიარდ ნახევარიც არ არის დედამიწაზე, 30 000 კაცის მოგიზგიზე ცეცხლში ჩაგდება, ნუ ეხლა მე არ ვიცი"...
|
|
საქინფრომი, 3 აპრილი
გულბაათ რცხილაძე, ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი: "დასავლეთმა ხომ თავად მოახდინა საკუთარი თავის დისკრედიტაცია დანარჩენ მსოფლიოში – გაუთავებელი ომებით, დაბომბვებით, სახელმწიფო გადატრიალებების ორგანიზებით, მთელი ერების საფინანსო-ეკონომიკური დაკაბალებით. ქართველებს კი კარგად ახსოვთ ამავე დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი სააკაშვილის სასტიკი რეჟიმი, რომლის ნარჩენებსაც დღეს ისევ დასავლეთი იფარავს და ჩვენი ქვეყანა სწორედ ამ მიზეზით ვერ გამოდის ჩიხიდან".
საქინფრომი, 1 აპრილი
„შეგიძლიათ ევაჭროთ ყველას, ვაშინგტონის გარდა! ჩვენ არ შევცვლით ჩვენს გადაწყვეტილებას და არც იფიქროთ ჩვენთან შევაჭრება!“- მკაცრად დატუქსა მაშინ აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი"...
საქინფორმი, 30 მარტი
სტივენ ლედმანი, ჟურნალისტი: " ამერიკა აღვივებს ურიცხვ კონფლიქტს, რითაც ცდილობს მსოფლიო ბატონობის მიღწევას და კაცობრიობა ბირთვული ომისკენ მიჰყავს. ნატო, აშშ-თი სათავეში, კაცობრიობისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს!"..
„ამიტომ პუტინის მხარდაჭერა მშვიდობისათვის მთელ მსოფლიოში კაცობრიობის საუკეთესო დაცვაა შეშლილი ნეოკონსერვატორებისგან, ვაშინგტონი რომ გაავსეს“
|
Geworld.ge, 2 აპრილი
მამანტი ჯოლია, საბჭოთა კავშირის საპატიო ჩეკისტი: "... მინდა, საქართველო ეკუთვნოდეს ქართველებს და არა - გადამთიელ ამერიკელებს, რომლებმაც ამოწყვიტეს მილიონობით ამერიკელი ინდიელი და გაიძახიან, - ამერიკა ჩვენი სამშობლოაო. ასეთი ტყუილებით სურთ, მსოფლიოს მბრძანებლები გახდნენ."
Geworld.ge, 5 აპრილი
"მსოფლიო ბანკის ანტიქრისტიანული პროექტები"- გალინა ცარიოვას დოკუმენტური ფილმი, მოქალაქის პასპორტში პირადი ნომრის ჩანაწერის შექმნის შესახებ"...
Geworld.ge, 1 აპრილი
ჯაბა ჟვანია, ჟურნალისტი: "მოსალოდნელია, ვაშინგტონმა უკრაინის შემდეგ საქართველოშიც სცადოს ევრომაიდნის პროვოცირება და ამით მოსკოვს სამხრეთიდან შეუქმნას პრობლემები?"
Geworld.ge, 1 აპრილი
გიორგი კორძაძე, ავტორი: "... და მთავარი: “მაკდონალდსი” ამერიკული კომპანიაა, რომელიც ორიენტირებულია მაქსიმალურ მოგებაზე, თანაც ნებისმიერი ხერხით. მისთვის ზნეობრივი კატეგორიები უსარგებლო ტვირთია.
... როგორც ხედავთ, “მაკდონალდსმა” საქართველოში მოღვაწეობა სიცრუით დაიწყო და ქართველი საზოგადოების ღირსების საქმეა, ამ “ამერიკელის” თარეშს ბოლო მოუღოს!"
|
|
|
|
Geworld.ge, 1 აპრილი
გიორგი გაჩეჩილაძე, ავტორი: "საერთოდ კი, აშშ-ს უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი კაცობრიობის წინაშე: დაწყებული მილიონობით ამერიკელი ინდიელის განადგურებით (1622-1990) დამთავრებული სახელმწიფო გადატრიალებით უკრაინაში"...
|
|
კვირის ქრონიკა, 6-12 აპრილი
გიორგი ჯიქიაშვილი, ჟურნალისტი: "ერთი სიტყვით, საუბარია ახალი ჯიშის ქართველზე, რომელიც ბრმად და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მიიღებს დასავლური ფსევდოლიბერალიზმის ყველა სიმახინჯეს [ჰომოსექსუალობას]"...
კვირის ქრონიკა, 6-12 აპრილი
გიორგი ჯიქიაშვილი, ჟურნალისტი: "ამერიკა მისი მეხუთე კოლონის ანუ, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, ხელისუფლებას ფარულად უსმენს, მაგრამ ამაზე რომელიმე დეპუტატმა კრინტი რომ დაძრას, ნორლანდი პარლამენტის
|
ფოიეშივე დაკიდებს სარცხვენელით...
რაც შეეხება პროკურატურას, ჩვენ რომ ნორმალური, ჭეშმარიტად სუვერენული სახელმწიფო ვიყოთ და რეალურად სათავეში ნორლანდის ერთი ადგილის მზელავები არ გვესხდნენ, ზემოაღნიშნულ განცხადებაზე გამოძიება დაიწყებოდა და ძიძიგურს მინიმუმ დაკითხვაზე დაიბარებდნენ".
ალია, 3-6 აპრილი
რეპორტიორი: "უბრალოდ, ისე, სასხვათაშორისოდ შეგახსენებთ, როგორ დაგვეხმარა ამერიკა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს: წყალი გამოგვიგზავნა, ბეეეევრი წყალი"...
|
|
|
|
|
|
|
ბიულეტენის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID მეშვეობით
|
|
|
|
|
იქნა გაწეული. მის შინაარსზე პასუხისმგებელია MDFდა ის შესაძლოა, არ ასახავდეს USAID-ის და აშშ-ის მთავრობის შეხედულებებს.
|
|
|
|
|
|
|